უღრმესი მადლობა ყველაფრისთვის და ამხელა წერილისთვისაც. თავიდან ბოლომდე წავიკითხე და აბსოლიტურად ყველაფერში გეთანხმები. მთაში პირველ რიგში გზა ელექტროენერგია და კომუნიკაცია ჭირდებათ. თუკი ამ ყველაფერს, მთავრობა გააკეთებს მემგონი ხალხი აღარც ზამთარში წამოვა იქედან, და ტურისტების რაოდენობაც ბევრად გაიზრდება თუკი იქ საცხოვრებელი და გასაჩერებელი პირობები იქნება.
რაც შეეხება ელექტროენერგიას რაღაც პატარა ჰესის მაგვარი შატილში აქვთ და ასეა თუ ისე შუქის პრობლემაც მეტ-ნაკლებად გადაჭრილი აქვთ. რატომ არ შეიძლება იგივეს განხორციელება უფრო ზემოთაც


მთავრობის უმრავლესობა ნამყოფიც არაა მთაში, ყოველ შემთხვევაში შატილის იქეთ და ალბათ არც იციან, იმის იქეთ რა ხდება და რა რთული ვითარებაა. ამიტომ ჩემი აზრით ჩვენი მხრიდან ყველაზე კარგი ნაბიჯი ეს იქნება:დარწმუნებული ვარ, ვისაც ამ საკითხების მოგვარება ევალება, უმეტესობა ერთხელაც არაა ნამყოფი მთაში, სამთავრობო კაბინეტებიდან კი ქვეყანაში ცხოვრება ისე მშვენიერი ჩანს...
და რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ? ერთი - ხმაურის ატეხა პრესა-ტელევიზიაში, რომ ეგებ ამით მაინც მივაქციოთ მტავრობის სათანადო სტუქტურების ყურადღება ამ პრობლემას.
ამიტომ შეგვიძლია შევხვდეთ იგივე საპარლამენტო ქვეკომისიას, სხვა სტუქტურებს და მივაწოდოთ ეს ინფორმაციები, მოვთხოვოთ ამათი მოგვარება... ბოლო-ბოლო, როცა თუნდაც კარავის მიერ განხორციელებულ იმ ორ აქციაზე ვეტყვით, იქნებ სერცხვეს ვინმეს, უბრალო ხალხი თუ ამას ვაკეთებს, ცოტა *ზემოთაც* შეიწუხონ თავი... თან, ამ ხელისუფლებისთვის ინფორმაციის ნაკლებობა მუშაობაში ერთ-ერთი მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორია.