ხევსურეთი პრობლემები-იდეები-წინადადებები......

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
ხევსურეთი პრობლემები-იდეები-წინადადებები......

Post by zura N. » 01 ნოე 2006, 21:00

guruli
უღრმესი მადლობა ყველაფრისთვის და ამხელა წერილისთვისაც. თავიდან ბოლომდე წავიკითხე და აბსოლიტურად ყველაფერში გეთანხმები. მთაში პირველ რიგში გზა ელექტროენერგია და კომუნიკაცია ჭირდებათ. თუკი ამ ყველაფერს, მთავრობა გააკეთებს მემგონი ხალხი აღარც ზამთარში წამოვა იქედან, და ტურისტების რაოდენობაც ბევრად გაიზრდება თუკი იქ საცხოვრებელი და გასაჩერებელი პირობები იქნება.
რაც შეეხება ელექტროენერგიას რაღაც პატარა ჰესის მაგვარი შატილში აქვთ და ასეა თუ ისე შუქის პრობლემაც მეტ-ნაკლებად გადაჭრილი აქვთ. რატომ არ შეიძლება იგივეს განხორციელება უფრო ზემოთაც :roll: :wink: , მაგრამ როგორც შენ ზემოთ აღნიშნე:
დარწმუნებული ვარ, ვისაც ამ საკითხების მოგვარება ევალება, უმეტესობა ერთხელაც არაა ნამყოფი მთაში, სამთავრობო კაბინეტებიდან კი ქვეყანაში ცხოვრება ისე მშვენიერი ჩანს...
მთავრობის უმრავლესობა ნამყოფიც არაა მთაში, ყოველ შემთხვევაში შატილის იქეთ და ალბათ არც იციან, იმის იქეთ რა ხდება და რა რთული ვითარებაა. ამიტომ ჩემი აზრით ჩვენი მხრიდან ყველაზე კარგი ნაბიჯი ეს იქნება:
და რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ? ერთი - ხმაურის ატეხა პრესა-ტელევიზიაში, რომ ეგებ ამით მაინც მივაქციოთ მტავრობის სათანადო სტუქტურების ყურადღება ამ პრობლემას.
ამიტომ შეგვიძლია შევხვდეთ იგივე საპარლამენტო ქვეკომისიას, სხვა სტუქტურებს და მივაწოდოთ ეს ინფორმაციები, მოვთხოვოთ ამათი მოგვარება... ბოლო-ბოლო, როცა თუნდაც კარავის მიერ განხორციელებულ იმ ორ აქციაზე ვეტყვით, იქნებ სერცხვეს ვინმეს, უბრალო ხალხი თუ ამას ვაკეთებს, ცოტა *ზემოთაც* შეიწუხონ თავი... თან, ამ ხელისუფლებისთვის ინფორმაციის ნაკლებობა მუშაობაში ერთ-ერთი მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორია.
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
ხევსურეთი პრობლემები-იდეები-წინადადებები......

Post by zura N. » 01 ნოე 2006, 21:14

იმას რომ მთავრობამ არც კი იცის რა ხდება შატილს იქეთ ისიც ადასტურებს რომ სახელმიწიფო უფასო გადაფრენებს აკეტებს ხოლმე ვერტმფრენით ხევსურეთში, ვერტმფრენი კი მხოლოდ შატილში და არხოტში ჯდება ხოლო იმის იქეთ კი წარმოდგენაც არა აქვთ რა ხდება. :!:
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ხევსურეთი პრობლემები-იდეები-წინადადებები......

Post by Gvalva » 01 ნოე 2006, 22:00

ძალიან მიხარია ასეთი მსხვილ-მსხვილი პოსტები რომ იწერება. თან რატომღაც ადვილადაც იკითხება :)

სერიოზულად კი იმას ვიტყვი რომ თუ ასეთი მსხვილი პოსტების წერა არ დავიზარეთ, იქნებ მართლაც რამე სერიოზულად გვინდოდეს და მარტო ლაპარაკისთვის არ ვლაპარაკობდეთ.

კახა, გეთანხმები, ეს მარტო ხევსურეთის პრობლემა არ არის და ეს მარტო საქართველოს პრობლემაც არ არის. მთაში ცხოვრება ყველა ქვეყანაში უფრო ძნელია ვიდრე იმავე ქვეყნის ბარად ცხოვრება. მაგრამ ხევსურეთს მაინც განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩვენი მთის რეგიონებში და აი რატო:
ტურიზმის განსაკუთრებით დიდი პოტენციალი აქვს, ჩემზე კარგად გეცოდინება, უცხოელებს შატილის ნახვაზე რა მოსდით, არავითარი ჩანჩქერი და ბუნება არ აოცებთ ისე როგორც ეს ეთნო- მომენტი. ამის გამოყენება შეიძლება.
სასაზღვრო მდებარეობა, თუმცა ეს მთის ყველა მხარეს დაახლოებით ასეთი სიმწვავით აქვს
და ყველაზე მნიშვნელოვანი - ჩვენ ეხლახანს ვიყავით აქ და ჯერ ემოციები არ გაგვნელებია, მთლიანად მთის რეგიონებისთვის კი არა, ნეტავ ამ ერთი კუთხისთვის რამე გაგვაკეთებინა. ასე რომ მე ხევსურეთზე საუბარი გამართლებულად მიმაჩნია :)

ჩვენ ეს ადრეც ვთქვით შეხვედრებზე და ეხლაც იმავე აზრზე ვარ, რატომ უნდა გაიზარდოს ბავშვი 21-ე საუკუნეში ისე რომ ანთებული ნათურა არ ქონდეს ნანახი?? იმიტომ რომ ჩვენ გვინდა რომ იქ ვიღაცეები ცხოვრობდნენ?? ჩვენ ვინმე წავალთ იქ?? აბა ისინი რატო უნდა გავაჩეროთ იქ?? მე მგონი ყველა იმ აზრზე ვართ რომ კარგი იქნებოდა ისეთი პირობები იყოს რომ ხევსურმა (მთიელმა) ადამიანმა თვითონ გადაწყვიტოს თბილისში სტაიანშიკად იმუშაოს თუ თავის მთაში საქონელი ყავდეს. ის იძულებული არ იყოს აქ ჩამოვიდეს და რამე უხეირო სამუშაო აკეთოს იმიტომ რომ მთაში გაძლება შეუძლებელი იყო.

მოდით რადგან კახამ გარისკა და ისეთი რამე თქვა და წიხლებით არ ვცემეთ მეც ვიტყვი :). მთლად ისეთ პოზიციასაც ნუ დავიკავებთ რომ მთავრობამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, ჩვენ რა შეგვიძლიაო. მე არ ვიცი ამას ვინ აკეთებს მარა, რაღაცეები გაკეთებული მე ვნახე: ოქტომბრის ბოლოს ვიყავით და გზა იყო მშვენიერი, თოვლი 3000 მეტრზე მოვა ყველა ქვეყანაში. ფქვილი იყო დარიგებული ვიღაცის მიერ, მე არ ვიცი ვინ დაარიგა, მარა იქ ფქვილი იყო დარიგებული, არც ის ვიცი ეს რაოდენობა საკმარისია ეს თუ არა ზამთრის გასატანად მარა რაღაც გაკეთებული იყო ცენტრალიზებულად.

მოდით, მთელი ხევსურეთი ბარად ჩამოდისო და შევხვდეთ ამ ზამთარს იქედან ჩამოსულ ხალხს, დაველაპარაკოთ, გავიგოთ უფრო კარგად რა ხდება იქ, მერე ვცადოთ რამე გავაკეთოთ. იგივე ყველის ჩამოტანაზე: ვკითხოთ ხევსურებს იმ მანქანას რომ მოაქვს რამდენად მოაქვს? რა ხდება, იქნებ სხვა მანქანამ შეიძლება უფრო კარგად წამოიღოს... ასეთი რამეების გაკეთება ხომ შეგვიძლია. ჩვენ ვნახეთ და გული აგვიჩუყდაო, ამის გამო ვერა კანონს ჩვენ ვერ მივაღებინებთ ამ მთავრობას მარა ვინმე შეიძლება დავაინტერესოთ იქაურ მესაქონლეებს ხელი შეუწყოს და მათი პროდუქცია უკეთეს პირობებში შეისყიდოს...

შევხვდეთ აბა იქაურებს, დავილაპარაკოთ, ჩვენ ჩვენი ვცადოთ და იქნება რამე გამოვიდეს

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ხევსურეთი პრობლემები-იდეები-წინადადებები......

Post by guruli » 01 ნოე 2006, 22:15

Gvalva
შევხვდეთ - არა ვარ წინააღმდეგი, პირიქით, მაგრამ ეგ გლობალური პრობლემაა. რომელსაც უნდა დაუპირისპირდეს ასევე გლობალური სახელმწიფო პოლიტიკა, თორემ ადამიანთა ერთი ჯგუფი მას ვერ მოერევა - ჩვენ ამდენი ბერკეტი არ გაგვაჩნია. სწორედ ამიტომ გავამახვილე ყურადღება ცენტრის ფუნქციაზე და არა იმიტომ, რომ ამის გაკეთება მე არ მინდა...
და დარიგებულ ფქვილს რაც შეეხება, ეგეც კარგია, მაგრამ უფრო ფასადების შეღებვის და არა იმ შენობების რემონტის პიარაქციას მაგონებს, რადგან იქ სხვა, კიდევ გავიმეორებ - გლობალური პრობლემებია გადასაჭრელი, თორემ რამდენიმე წელიწადში მაგ ფქვილის დარიგებაც აღარ გახდება საჭირო.

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
ხევსურეთი პრობლემები-იდეები-წინადადებები......

Post by zura N. » 01 ნოე 2006, 22:20

Gvalva
გეთანხმები "ჩვენ ჩვენი უნდა ვცადოთ", ხევსურებთან შეხვედრაც ძალიან კარგი იქნება, მაგრამ ამავ დროულად მთავრობაც უნდა შევაწუხოთ და მათაც მოვთხოვოთ რამის გაკეთება!
რაც შეეხება "დარიგებულ ფქვილს", მე რამდენადაც ვიცი ჩემი ყოფილი კლასელისაგან (მოგეხსენება ხევსურია, წიკლაურია არხოტიდან, არხოტშია გაზრდილი), როგორც ზემოთ დავწერე ვერტმფრენი აკეთებს ხოლმე გადაფრენებს შატილში და არხოტში, ხალხასაც თუ რამე აქ გასაყიდი ან ჩასაბარებელი ჩამოაქვთ ქალაქში და ყიდიან და იმ ფულით ყიდულობენ მერე ძირითადად ფქვილს შაქარს და მარილს, ასე რომ საეჭვოა ის ფაქტიც რომ მთავრობა ფქვილს ურიგებს უფასოდ მათ :roll: .

P.S. კვირას 29 ოქტომბერს ვიყავი არხოტში ვერტმფრენით, ჩემმა ყოფილმა კლასელმა წამიყვანა ერთ-ერთი ასეთი გადაფრენისას. აქედან წაიღეს ფქვილი და სხვა პროდუქტები და მერე იქიდანაც წამოიღეს ყველი ჩასაბარებლად.

მაგრამ ამისთანა გადაფრენები მხოლოდ არხოტში და შატილში ხდება. :(


ისე თუ ვინმეს გინდათ იქაური ყველი შემიძლია დაგაკავშიროთ მათთან(ამას სერიოზულად ვამბობ) :wink: :D :D
Last edited by zura N. on 02 ნოე 2006, 00:08, edited 2 times in total.
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ხევსურეთი პრობლემები-იდეები-წინადადებები......

Post by Gvalva » 01 ნოე 2006, 22:22

guruli

გეთანხმები მარა არარეალურად მიმაჩნია ჩვენ რომ გლობალური პრობლემების გადაჭრა დავისახოთ მიზნად. ფქვილი კიდევ ოპტიმიზმისთვის ვახსენე, თორემ მაგაშიც გეთანხმები :)

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
ხევსურეთი პრობლემები-იდეები-წინადადებები......

Post by zura N. » 01 ნოე 2006, 22:25

ის ფქვილი ნაჩუქარი არაააააააა :!:
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ხევსურეთი პრობლემები-იდეები-წინადადებები......

Post by Kakha » 01 ნოე 2006, 22:58

zura N.
ყველი და მისი გაყიდვა (როგორც მაგალითი) აი ესაა იმის მაგალითი თუ რატომ გაჩერდება იქ კაცი (ნოსტალგიური გრძონბების გარდა) - ესაა ინტერესი, მოტივაცია: შემოსავალი.

რაც შეეხება ენრგომომარაგებას თუ გურიაში მოახერხეს რატომ ხევსურეთში ვერ უნდა მოახერხონ (თუ გურიაში მთავრობამ გააკეთა - რაღაც არ მჯერა). თუ ტექნოლოგია არ იციან შეიძლება გავიგოთ და ვასწავლოთ. ეს ალბათ შეგვიძლია.

საერთოდ მე სწავლის მომხრე ვარ - ანუ მივცეთ კაცს არა თევზი, არამედ ვასწავლოდ თEვზის ჭერა და მერე მის მარიფათზეა დამოკიდებული.

რადგან აქამდე არ ჩამწიხლეთ ერთსაც ვიტყვი - საკმაოდ დიდი ხანი დონორ ორგანიზაციებში ვმუშაობ და შემიძლია ვთქვა რომ დახმარება თუ გამოზომილი და სწორად დაგეგმილი არაა შესაძლოა უკუ ეფექტის გამომწვევი იყოს. გაუზრებელი დახმარება საზოგადოებას, თემს, ადამიანებს აზარმაცებს. არესებობს სპეციალური ტერმინიც dependency რაც ქარტულად ალბათ როგორც დამოკიდებული ისე შეიძლება ითარგმნოს. ანუ გაუაზრებელი დახმარება კაცს დამოკიებულს ხდის დახმარებაზე და ანელებს მის შემოქმედებით ენერგიას.

კიდევ ერთი რამ რაც შეიძლება გაკეთდეს - ამდენს ვლაპარაკობთ რომ გზა აუცილებელია მთაში. კი ბატონო. მაგრამ რა დაჯდება გზის გაყვანა და მერე მისი შენარჩუნება მთელი წლის განმავლობაში. მე ამის სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ შეიძლება ჩვენს შორისაა ვინმე ვისაც ამის გამოთვლა შეუძლია. იმის თმა მინდა რომ თუნდაც მთავრობას რომ მივადგეთ აუცილებელია ციფრებით, ფაქტებით აპელირება და ყველაფერი მონეტიზირებულად უნდა იყოს წარმოდგენილი. ანუ თუ ეს გაკეთდება ამდინი დაჯდება, სავარაუდოდ მოგება იქნება ამდენი, ანდა წაგება იქნება ამდენი, მაგრამ ეს წაგება კომპენსირებული იქნბა ამით და ამით. აი ამის გაკეთება კი შეიძლება ბარიდან ალბათ.

ერთხელ დავწერე და კიდევ გავიმეორებ ნამდვილად არ ვარ ცინიკოსი, მაგრამ ძალიან გამეხრდა როცა ზურამ დაწერა რომ ფქვილი არავის დაურიგებია ხევსურებმა ის თავიანთი შრომით იშოვეს. ესაა ჩვენი მომავალი. მოტივაცია და შრომით იმიდენის შოვნა რომ თავი გაიტანო.

კიდევ მაქვს იდეები, მაგრამ დანარჩენი მერე იყოს. ლაივში გეტყვით.

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
ხევსურეთი პრობლემები-იდეები-წინადადებები......

Post by Nika » 01 ნოე 2006, 23:29

zura N.
არხოტი და არდოტი სხვადასხვა რამეა. შენ არ იყავი ტანიეს ტბაზე და არხოტის ხეობაში. მანდ ცხოვრობს ვინმე?

ხევსურეთისა და თუშეთის შედარება იმ კუთხიტ რომ დაიცლება და მტერი შემოვა არასწორია. ხევსურეთიდან ჩეჩნეთისტენ გზა კი მიდის მარა იქ ახლომახლო არანაირი სოფლები არაა. ამიტომაც მგონი ვერავინ ამოვა კაი ხანი. ხოლო ტუშეთთან ეგრევე არის ლეკების სოფლები.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
ხევსურეთი პრობლემები-იდეები-წინადადებები......

Post by zura N. » 01 ნოე 2006, 23:43

Nika
არხოტი და არდოტი რომ სხვადასხვა რამეა ვიცი, უბრალოდ ვიფიქრე რომ არდოტზე ამბობდი შენ. რაც შეეხება არხოტში ცხოვრობს თუ არა ვინმე ზაფხულში რომ ვიყავი ცხოვრობდა რამოდენიმე ოჯახი ამღაშიც და ახიელშიც(არხოტის სოფლებია), გარდა ამისა ეხლა კვირასაც ვიყავი ვერტმფრენით არხოტში, აქედან ჩაიტანეს ფქვილი, ღვინო ასევე ყურძენი ღვინის დასაწურად, შემდეგ ჭაჭის გამოხდასაც აპირებენ და კიდევ სხვა პროდუქტები, გიორგობისათვის ემზადებიან ლუდიც უნდა მოეხარშათ. შემდეგ იქიდანაც წამოიღეს კარტოფილი, ყველი და ხორცი ჩასაბარებლად. ასე რომ არხოტიდან ჯერ-ჯერობით წამოსვლას არავინ აპირებს. ასევე გამოვკითხე მათ ზამთარში როგორი ვითარებაა მეთქი, არხოტში სხვა სოფლებთან შედარებით ნაკლები თოვლი მოდის ხოლმე ზამთარში და გადაფრენებიც ხორციელდება ხოლმე, როცა ამინდი უწყობს ხელს.
არხოტი არდოტთან შედარებით არც ისე მიტოვებული ადგილია მიუხედავად იმისა რომ სამანქანო გზა არსაიდან უდგება, სამაგიეროდ ვერტმფრენები დაფრინავენ ხშირად.
წამოსაღები არხოტიდან იმდენი ქონდათ რომ ვერტმფრენმა ერთ გადმოფრენაზე ვერ წამოიღო და მე-2 რეისიც გააკეთა იმავე დღეს.


P.S. არხოტი არდოტისგან განსხვავებით ნამდვილად არაა დაცლილი და ამიტომაც ვიფიქრე რომ შენ არდოტზე მეუბნებოდი.
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
ხევსურეთი პრობლემები-იდეები-წინადადებები......

Post by Nika » 02 ნოე 2006, 08:58

zura N.
ხო ეგ კაი ამბავი მითხარი. ჩემი რძალია იქიდან და მაგან მითხრა რო დაცლილიაო. მარტო მესაზღვრეები არიანო.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

Bocho
მაწანწალა
Posts: 736
Joined: 26 სექ 2006, 14:21
Location: Tbilisi
ხევსურეთი პრობლემები-იდეები-წინადადებები......

Post by Bocho » 02 ნოე 2006, 11:12

აი ეს მესმის...
მე კიდევ მეგონა, რომ მხოლოდ ჭამა-სმის ფორუმზე მოვხვდი :)
აქ უკვე იმდენი იდეა დაგროვდა, რომ ჩვენი შეხვედრა უკვე საჭირო კი არა, აუცილებელია. მიხარია, რომ ყველა ერთი გზით მივდივართ. საერო მოტივაცია, ეს არის მიგრაციის შეჩერების ერთადერთი გზა.
როდის შევხვდეთ ერთმანეთს? ხვალ პარასკევია. 19 საათზე რას იტყვით?

ვაკის პარკის კაფე. 2 ნოემბერი. საღამოს 7 საათი

1. ბოჭო
2. ?

User avatar
Giorgi Bagrationi
მაწანწალა
Posts: 780
Joined: 12 ოქტ 2005, 22:46
Location: Tbilisi
Contact:
ხევსურეთი პრობლემები-იდეები-წინადადებები......

Post by Giorgi Bagrationi » 02 ნოე 2006, 11:13

სხვათა შორის, რადგან საზღვრებს შევეხეთ, გეტყვით, რომ გუშინ თუშეთის ნაკრძალის დირექტორს შევხვდი რომელსაც გურულის ინფორმაცია რომ ვუთხარი რეალურ საზღვართან დაბრუნების თაობაზე მითხრა, რომ მთლად მასე არ არისო, რადგან ამ ტერიტორიას სადაოდ თვლიანო და ერთი კვირა რუსები აკონტროლებენ, მეორე კი ჩვენებიო რიგ-რიგობით.
:? :?

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ხევსურეთი პრობლემები-იდეები-წინადადებები......

Post by Kakha » 02 ნოე 2006, 11:34

Bocho
ხვალ სტუმრებს ველი ჩემთან (არა კარველებს), მაგრამ მე შემხვედრი წინადადება მაქვს იშოვე მანქანა და წამოდი ლარგვისში. წესით ძლაინ ლამაზი უნდა იყოს ასლა იქაურობა.

Bocho
მაწანწალა
Posts: 736
Joined: 26 სექ 2006, 14:21
Location: Tbilisi
ხევსურეთი პრობლემები-იდეები-წინადადებები......

Post by Bocho » 02 ნოე 2006, 12:21

Kakha
დიდი მადლობა შემოთავაზებისათვის, მაგრამ შაბათ-კვირას საქმეები მაქვს :)

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]