ხაშმი - 26 ივლისს

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია
User avatar
burdiani
მაწანწალა
Posts: 769
Joined: 29 ივნ 2009, 14:46
Location: სულ გზაში
ხაშმი - 26 ივლისს

Post by burdiani » 08 ივლ 2009, 21:02

ხაშმი - სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე. მდინარე ივრის მარცხენა მხარეს. საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან 770 მეტრი საგარეჯოდან 14 კილომეტრი. სოფლიდან 10 კილომეტრზე აღმართულია V საუკუნის დასასრულისა და VI საუკუნის დასაწყისის სამების ეკლესია.
სოფ. ხაშმი შუა საუკუნეებში იწოდებოდა კაწარეთის სახელწოდებით. XVIII საუკუნის პირველ ნახევრამდე ხაშმის ს ა მ ე ბ ა ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია კაწარეთის სახელწოდებით. საისტორიო მწერლობაში კაწარეთი პირველად იხსენიება ისტორიულ თხზულებაში ,,მოქცევაი ქართლისაი". იმ ადგილას სადაც ლაპარაკია წ მ ი ნ დ ა ნ ი ნ ო ს მოღვაწეობაზე, მემატიანე ბრძანებს ,,და ნ ი ნ ო შთავიდა კხოელთა და დადგა კაწარეთს: მონათლნა კხოელნი და სოჯნი. იგივეა ნათქვამი ,,ქართლის ცხოვრებაში": ,,ხოლო წმინდა ნინო ჩავიდა კახეთსა და დადგა კაწარეთს და მოაქცივნა იგინიცა

ხაშმის სამება იწოდებოდა კაწარეთად. გადმოცემით კაწარეთის ეკლესია აშენებულია ვ ა ხ ტ ა ნ გ გ ო რ გ ა ს ლ ი ს მიერ. ილია ჯაში გვამცნობს ამ გადმოცემას: ვ ა ხ ტ ა ნ გ გ ო რ გ ა ს ა ლ ი თავისი ერთ-ერთი ლაშქრობის დროს მთიელთა წინააღმდეგ, გაჩერდა ღამის სათევად სწორედ იმ ადგილას, სადაც ახლა ს ა მ ე ბ ა დგას. კეთილმორწმუნე მეფემ, მისი თანამძროლთა დასწრებით, მისცა ღმერთს დიდებული აღთქმა, თუ ვინიცობაა დაამარცხოს მტერი და მშვიდობიანათ დაბრუნდეს ლაშქრობიდან, სადგომის ადგილას ააგოს ეკლესია წ მ ი ნ დ ა ს ა მ ე ბ ი ს სახელზე. ვახტანგმა გაიმარჯვა მთიულებზე და თანახმად პირობისა, მალე ეკლესიაც ააშენა

ხაშმის სამების ეკლესია - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში. მიეკუთვნება V-VI საუკუნეების მიჯნას. ადრე მას კაწარეთის სამებას უწოდებდნენ. ეკლესიას გარს უვლის ქვის გალავანი, შესასვლელი გალავანს შიგნით ჩართული საცხოვრებელი კოშკიდან აქვს. გალავნის შიგნით არის აგრეთვე ეპისკოპოსის სასახლე, სამრეკლო და მარანი. ეკლესია ბაზილიკის ტიპის გეგმით წაგრძელებული სწორკუთხა ნაგებობაა. შესასვლელი სამი მხრიდან აქვს. ინტერიერი სვეტების 4 წყვილით 3 ნავად არის გაყოფილი. აფსიდით დასრულებული შუა ნავის ორივე მხარეს, მთელ სიგრძეზე, სვეტებზე ამოყვანილია 5-5 თაღი. საშენ მასალად გამოყენებულია ოდნავ გათლილი ნატეხი და რიყის ქვა, თაღებისათვის - სუფდად გათლილი ქვის კვადრები. აფსიდი და თაღები ნალისებრი ფორმისაა. შიგნით მოხატულია. გარედან შემოსილია მომწვანო-მოვარდისფრო ქვიშაქვის კვადრებით. აღმოსავლეთ ფასადზე, შუა სარკმლის თავზე, დიდი ქვის ჯვარია გამოყვანილი. ეკლესია რამდენჯერმე საფუძვლიანად არის გადაკეთებული.
+ ამას ესააა რაც მოვძებნე ჩემი ადრეული ნამუსევრებიდან როცა დრო მქონდა
:)


რამდენადაც ცნობილია უკვე დვინის საეპისკოპოსო კრებაზე (506-507) 24 ქართველ ეპისკოპოსს შორის მეოცედ მოხსენიებულია კაწარელი ეპისკოპოსი.
XIII საუკუნეში საისტორიო წყაროში განგება დარბაზობისა სადაც მოცემულია მეფედ კურთხევის დროს სასულიერო სა საერო პირთა ქცევის წესები ვკითხულობთ
-რაჟამს იკურთხოს მეფე და დაჯდეს ტახტსა ზედა, ეპისკოპოსნი ამა წსითა დასხდნენ:
ბრძანოს კათალიკოსმან და დაჯდის მარჯუენით მეფისა, ტახტსა ზედა მოკიდებით, ნატითა და ბალიშითა. ამას მოყვება ჩამონათვალი და - 20. შემოვიდეს კაწარელი და დაჯდეს წილკნელისა ქვემოთ......
განსაკუთრებული აღორძინებისთვის ეპარქიას XVII საუკუნეში მიუღწევია როდესაც ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები და XVII საუკუნის 80-იანი წლებიდან 1760 წლამდე გარეჯის იოანე ნათლისმცემლის მონასტრის მაკურთხევლადაც ითვლებოდა
ვახუშტი ბატონიშვილი კი წერს რომ:,,სამებას ზის ეპისკოპოსი, მწყემსი ამას ქვეყნისა ერწომდე"

ცნობილია რომ 1723 წელს აქაურობა ლეკებს აუოხრებიათ, სამთვიანი ალყის სემდეგ და ხალხიც ქვემოთ დღევანდელი სოფლის ადგილას გადასახლებულა. ამ დროისთვის კაწარეთის საეპისკოპოსო შედიოდა სარუსთველო სადროშოში. 1765 წელს უკვე გაუქმებული საეპისკოპოსო გაიყვეს ნინოწმინდელმა და რუსთაველ-მარტოფელმა ეპისკოპოსებმა, რაც 1766 წელს დაამტკიცეს მეფე ერეკლე II და ანტონ პირველმა კატალიკოსმა განჩინებით.
1798 წელს გიორგი XII ის გუჯრით კაწარეთის სამების მონასტერი ჩაბარდა გარეჯის იოანე ნათლისმცემლის მონასტერის ბერთა ზედამხედველობას.
კედლის მხატვრობა დაზიანებულია
1874 წელს აქაურობა შეუსწავლია ქართველ მოღვაწეს გ.ყაზბეგს და თავისი თვალით უნახავს ფრესკებიც და სლავური წარწერებიც, სავარაუდოდ შესრულებული XVI-XVII საუკუნეებში კახეთის მეფეების მიერ მოწვეული რუსი მხატვრების მიერ

ეს რაც გავიხსენე დიდიხნის წინათ ჩემი იქ ყოფნიდან (სურათებზე მაპატიეთ მაშინ ჯერ კიდევ ლენტიანი კოდაკების დრო იყო :)

გეგმა
Image

რუკა
Image
საქართველოსთვის!

User avatar
lanka
ბილიკზე მოარული
Posts: 38
Joined: 17 ივნ 2009, 15:00
Location: tbilisi
ხაშმი - 26 ივლისს

Post by lanka » 08 ივლ 2009, 23:26

Tamari-ch. wrote:ოკ

იქნებ ამ კვირას ან შემდეგ კვირას გავძვრეთ ახალდაბაში.
ხოდა გავძრეთ :wink:

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ხაშმი - 26 ივლისს

Post by Tamari-ch. » 09 ივლ 2009, 10:03

burdiani
გარდა კაწრეთის სამებისა
ხაშმში - სოფელში არის კიდევ 3 ეკლესია
მათ შორის ჩოლოყაშვილების რეზიდენცია

და ტყეში კი არის დედა მარიამის სავანე -
მდინარის გაღმა -
ამის ნახვაც მინდა ძალიან

Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ხაშმი - 26 ივლისს

Post by qvevri » 09 ივლ 2009, 10:56

26 ივლისს გადაწყდა საბოლოოდ :?:

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ხაშმი - 26 ივლისს

Post by Naia » 09 ივლ 2009, 11:07

შეიძლება მეც შემოგიერთდეთ. ფეხით სასიარულო ბევრია?

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ხაშმი - 26 ივლისს

Post by Tamari-ch. » 09 ივლ 2009, 12:28

qvevri
ვიცი რომ მამიკო ახლა ძალიან დაკავებულია პატარა ციცქნათი –
მარა იქნებ თამუნიამ გამოუშვას მამიკო ერთი დღით?
:wink:

Naia
თუ სარეისოთი წავალთ კი –
საკმაოდაა სასიარულო ფეხით
მაგრა სასიამოვნო იქნება–
სწორზე ვივლით
თუ მანქანა გამოჩნდა მაშინ ნაკლებად ვივლით ფეხით.

User avatar
burdiani
მაწანწალა
Posts: 769
Joined: 29 ივნ 2009, 14:46
Location: სულ გზაში
ხაშმი - 26 ივლისს

Post by burdiani » 09 ივლ 2009, 14:09

Tamari-ch.


მე საგარეჯოდან ვარ და ასე თუ ისე ვიცი, კაი ხანია არ ვყოფილვარ ხაშმში მაგრამ რაღაცეები მახსოვს

კი არის ეგ ყველაფერი და ერთ დღეში კარგადაც ესწრება ნახვა მაქსიმუმ 8 კმ რადიუსშია ყველაფერი
საქართველოსთვის!

User avatar
Chiamaya
ბოდიალა
Posts: 119
Joined: 15 აპრ 2009, 11:37
Location: Tbilisi
ხაშმი - 26 ივლისს

Post by Chiamaya » 09 ივლ 2009, 14:44

Tamari-ch.
საიტერესო მარშრუტია ძალიან.
:wink: :wink: :wink:
ოღონდ არ ვიცი 8 კილომეტრს დავძლევ თუ არა.
Last edited by Chiamaya on 10 ივლ 2009, 10:39, edited 1 time in total.

User avatar
lanka
ბილიკზე მოარული
Posts: 38
Joined: 17 ივნ 2009, 15:00
Location: tbilisi
ხაშმი - 26 ივლისს

Post by lanka » 09 ივლ 2009, 16:23

Tamari-ch.

ახალდაბაში ამ კვირას გადაწყდა?, თუ ამ კვირას გადაწყდა მაშინ უკვე უნდა დავაწყოთ გეგმები :) და წამომსვლელებიც ჩავეწეროთ სიაში

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ხაშმი - 26 ივლისს

Post by Tamari-ch. » 09 ივლ 2009, 18:55

გავხსნი თემას.
Last edited by Tamari-ch. on 09 ივლ 2009, 19:19, edited 1 time in total.

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ხაშმი - 26 ივლისს

Post by MIRANDA » 09 ივლ 2009, 19:16

ხაშმის სია ბოლო 2 გვერდზე ვერ ვნახე და არ ვიცი არის თუ არა უკვე...

ჰოდა...

მეც მიმაწერეთ რაა :)

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ხაშმი - 26 ივლისს

Post by Tamari-ch. » 09 ივლ 2009, 19:18

1) MIRANDA
2) Tamari-ch.
3) Naia?
4) :arrow:

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ხაშმი - 26 ივლისს

Post by qvevri » 09 ივლ 2009, 19:21

Tamari-ch. wrote:1) MIRANDA
2) Tamari-ch.
3) Naia?
4) ქვევრი :D

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ხაშმი - 26 ივლისს

Post by Tamari-ch. » 09 ივლ 2009, 19:28

qvevri
ოქრო ხარ და ოქრო გოგო გყავს...
:wink: :lol:

User avatar
kappa
ბოდიალა
Posts: 106
Joined: 03 ნოე 2008, 13:57
ხაშმი - 26 ივლისს

Post by kappa » 10 ივლ 2009, 00:10

ძალიან საინტერესო მარშუტია.. ტანაც ფეხით სიარულს რა ჯობია :)

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]