+ ამას ესააა რაც მოვძებნე ჩემი ადრეული ნამუსევრებიდან როცა დრო მქონდახაშმი - სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე. მდინარე ივრის მარცხენა მხარეს. საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან 770 მეტრი საგარეჯოდან 14 კილომეტრი. სოფლიდან 10 კილომეტრზე აღმართულია V საუკუნის დასასრულისა და VI საუკუნის დასაწყისის სამების ეკლესია.
სოფ. ხაშმი შუა საუკუნეებში იწოდებოდა კაწარეთის სახელწოდებით. XVIII საუკუნის პირველ ნახევრამდე ხაშმის ს ა მ ე ბ ა ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია კაწარეთის სახელწოდებით. საისტორიო მწერლობაში კაწარეთი პირველად იხსენიება ისტორიულ თხზულებაში ,,მოქცევაი ქართლისაი". იმ ადგილას სადაც ლაპარაკია წ მ ი ნ დ ა ნ ი ნ ო ს მოღვაწეობაზე, მემატიანე ბრძანებს ,,და ნ ი ნ ო შთავიდა კხოელთა და დადგა კაწარეთს: მონათლნა კხოელნი და სოჯნი. იგივეა ნათქვამი ,,ქართლის ცხოვრებაში": ,,ხოლო წმინდა ნინო ჩავიდა კახეთსა და დადგა კაწარეთს და მოაქცივნა იგინიცა
ხაშმის სამება იწოდებოდა კაწარეთად. გადმოცემით კაწარეთის ეკლესია აშენებულია ვ ა ხ ტ ა ნ გ გ ო რ გ ა ს ლ ი ს მიერ. ილია ჯაში გვამცნობს ამ გადმოცემას: ვ ა ხ ტ ა ნ გ გ ო რ გ ა ს ა ლ ი თავისი ერთ-ერთი ლაშქრობის დროს მთიელთა წინააღმდეგ, გაჩერდა ღამის სათევად სწორედ იმ ადგილას, სადაც ახლა ს ა მ ე ბ ა დგას. კეთილმორწმუნე მეფემ, მისი თანამძროლთა დასწრებით, მისცა ღმერთს დიდებული აღთქმა, თუ ვინიცობაა დაამარცხოს მტერი და მშვიდობიანათ დაბრუნდეს ლაშქრობიდან, სადგომის ადგილას ააგოს ეკლესია წ მ ი ნ დ ა ს ა მ ე ბ ი ს სახელზე. ვახტანგმა გაიმარჯვა მთიულებზე და თანახმად პირობისა, მალე ეკლესიაც ააშენა
ხაშმის სამების ეკლესია - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში. მიეკუთვნება V-VI საუკუნეების მიჯნას. ადრე მას კაწარეთის სამებას უწოდებდნენ. ეკლესიას გარს უვლის ქვის გალავანი, შესასვლელი გალავანს შიგნით ჩართული საცხოვრებელი კოშკიდან აქვს. გალავნის შიგნით არის აგრეთვე ეპისკოპოსის სასახლე, სამრეკლო და მარანი. ეკლესია ბაზილიკის ტიპის გეგმით წაგრძელებული სწორკუთხა ნაგებობაა. შესასვლელი სამი მხრიდან აქვს. ინტერიერი სვეტების 4 წყვილით 3 ნავად არის გაყოფილი. აფსიდით დასრულებული შუა ნავის ორივე მხარეს, მთელ სიგრძეზე, სვეტებზე ამოყვანილია 5-5 თაღი. საშენ მასალად გამოყენებულია ოდნავ გათლილი ნატეხი და რიყის ქვა, თაღებისათვის - სუფდად გათლილი ქვის კვადრები. აფსიდი და თაღები ნალისებრი ფორმისაა. შიგნით მოხატულია. გარედან შემოსილია მომწვანო-მოვარდისფრო ქვიშაქვის კვადრებით. აღმოსავლეთ ფასადზე, შუა სარკმლის თავზე, დიდი ქვის ჯვარია გამოყვანილი. ეკლესია რამდენჯერმე საფუძვლიანად არის გადაკეთებული.

რამდენადაც ცნობილია უკვე დვინის საეპისკოპოსო კრებაზე (506-507) 24 ქართველ ეპისკოპოსს შორის მეოცედ მოხსენიებულია კაწარელი ეპისკოპოსი.
XIII საუკუნეში საისტორიო წყაროში განგება დარბაზობისა სადაც მოცემულია მეფედ კურთხევის დროს სასულიერო სა საერო პირთა ქცევის წესები ვკითხულობთ
-რაჟამს იკურთხოს მეფე და დაჯდეს ტახტსა ზედა, ეპისკოპოსნი ამა წსითა დასხდნენ:
ბრძანოს კათალიკოსმან და დაჯდის მარჯუენით მეფისა, ტახტსა ზედა მოკიდებით, ნატითა და ბალიშითა. ამას მოყვება ჩამონათვალი და - 20. შემოვიდეს კაწარელი და დაჯდეს წილკნელისა ქვემოთ......
განსაკუთრებული აღორძინებისთვის ეპარქიას XVII საუკუნეში მიუღწევია როდესაც ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები და XVII საუკუნის 80-იანი წლებიდან 1760 წლამდე გარეჯის იოანე ნათლისმცემლის მონასტრის მაკურთხევლადაც ითვლებოდა
ვახუშტი ბატონიშვილი კი წერს რომ:,,სამებას ზის ეპისკოპოსი, მწყემსი ამას ქვეყნისა ერწომდე"
ცნობილია რომ 1723 წელს აქაურობა ლეკებს აუოხრებიათ, სამთვიანი ალყის სემდეგ და ხალხიც ქვემოთ დღევანდელი სოფლის ადგილას გადასახლებულა. ამ დროისთვის კაწარეთის საეპისკოპოსო შედიოდა სარუსთველო სადროშოში. 1765 წელს უკვე გაუქმებული საეპისკოპოსო გაიყვეს ნინოწმინდელმა და რუსთაველ-მარტოფელმა ეპისკოპოსებმა, რაც 1766 წელს დაამტკიცეს მეფე ერეკლე II და ანტონ პირველმა კატალიკოსმა განჩინებით.
1798 წელს გიორგი XII ის გუჯრით კაწარეთის სამების მონასტერი ჩაბარდა გარეჯის იოანე ნათლისმცემლის მონასტერის ბერთა ზედამხედველობას.
კედლის მხატვრობა დაზიანებულია
1874 წელს აქაურობა შეუსწავლია ქართველ მოღვაწეს გ.ყაზბეგს და თავისი თვალით უნახავს ფრესკებიც და სლავური წარწერებიც, სავარაუდოდ შესრულებული XVI-XVII საუკუნეებში კახეთის მეფეების მიერ მოწვეული რუსი მხატვრების მიერ
ეს რაც გავიხსენე დიდიხნის წინათ ჩემი იქ ყოფნიდან (სურათებზე მაპატიეთ მაშინ ჯერ კიდევ ლენტიანი კოდაკების დრო იყო

გეგმა

რუკა
