
მოგკლავ მტრულად ჯღერს, დახოცვა საყვარელი ტიპია ხოდა ვინმემ რომ მომისმინოს რას იფიქრებს ნეტა

არადა მიყვარს სიტყვების წაღმა-უკუღმა გადაგრეხვა

პ.ს. დღეს რამდენჯერმე მოვისმინე "ბრჩხილი"
ოდა
ბრჩხილი კიარადა ფრჩხილი

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
ჰო, სწორედ თავის გამოჩენა და ყურადღების ცენტრში ყოფნა აკლია ამ თემის პატრონს, აგრეთვე,GIRA wrote:ერთი ძველი, მამაპაპური ანდაზა მინდა გაგახსენოთ თუ არ მიწყენთ![]()
მასწავლებლებზე და დატვირთულ ვაგონზეა![]()
ჩემი აზრი ასეთია: ვისაც სწავლა უნდა, ისწავლიდა სკოლაში ან ისწავლის ეხლაც, მაგრამ ძალით რამის თავზე მოხვევა, არასწორია.
ეხლა პროტესტი გაჩნდება ალბათ, ვინ -ვის ახვევს თავზეო, ხოდა პასუხად ბარემ აქვე დავწერ, იცის იმან ვინც მე ვიგულისხმე. ალბათ ყველამაც იცის.
რაღაც, თავის გამოჩენის, ყურადღების ცენტრში ყოფნის და სხვისგან გამორჩეულობის მანიაკალური კომპლექსის სუნი ასდის ამას.
კი, ყველა ადამიანს აქვს ზემოაღნიშნულისადმი ქვეცნობიერი მიდრეკილება, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს არა ყველაფრის ფასად და არა ჩაციკლულად.
თითქოს ვიღაცის მხილება გამომივიდა, რისთვისაც ბოდიშს ვიხდი, მაგრამ მაღიზიანებს შესწორებები ად არამკითხე, თანამედროვე კამსამოლა გამოხტომები.
მოვითხოვ: მე ნურავინ ნუ შემისწორებს ჩემს პოსტებს, ნუ გადათარგმნის და ასე შემდეგ, თორემ უფრო მკვახე პასუხს მივწერ და არავის ეწყინოს მერე
პირადად თუ გნახე, აგიხსნი გულდასმით...რატომ არ უნდა ჰქონდეს ადამიანს სურვილი, გამართულად იმეტყველოს, ამას ვერ ვხვდები?
ასევე არასწორი ყოფილა თურმეtamuna_gudarexi wrote:არ არის სწორი სათვალეები, როდესაც
რა კარგი სიტყვააააააpataputina wrote:აკაკი შანიძე : ))))))
გადავღიმილდი ბარბარიზმია?
kurushkurush wrote:ძმებო და დებო ნაციონალებო (პარტიას არ ვგულისხმობ)
მე ქართველი და კოსმოპოლიტი აი ეხლა "დაგბომბავთ"
ქებათა-ქება პროგრესულ ბარბარიზმს!!!
პროვინციულ ბარბარიზმის მომხრე მეც არ ვარ "უცხო" სიტყვებს უაზროდ, მოდისთვის რომ არახუნებენ შინაარსისა და აზრის გარეშე, თუმცა იაკობ ცურტაველის შემდეგ შეიქმნა მთელი თანამედროვე მეცნიერება, შესაბამისი ტერმინოლოგიაც. მაგალითად მენდელეევის ტაბულა როგორ უნდა გადმოქართულდეს??? თუ ენის "დაცვის" მოტივით უარი უნდა ვთქვათ მროგრესზე...
მეორეც აი ინგლისური ენა ყოველდღე იცვლება. კანადიდან ავსტრალიამდე იმდენნაირ ინგლისუს აბულბულებენ ხშირად ერთმანეთის არც ესმით, და ამით ინგლისურმა ენამ რა დაკარგა?
გირა, ცუდად არ გამიგო, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ საბჭოთა კავშირის ზეობის ხანაში, როცა რუსულის ცოდნით იზომებოდა ინტელექტი (და სოციალური სტატუსიც), ზოგჯერ ადამიანები იწყებდნენ თავიანთ წრეში მშობლიური ენის დაცვის მცდელობას ------ ბარბარიზმებზე სიმბოლური ჯარიმის დაწესებით მაგ. 5 -10 კაპიკი თითო ბარბარიზმზე. ასეთ დროს განსაკუთრებული რუსეთუმეების პასუხი ხშირად იყო: "აბა მითხარი, როგორაა малина ქართულად?" წარმოიდგინეთ რომ ეს საკმაოდ ეფექტური კონტრშეტევა იყო, რადგან ცოტა ქართველმა თუ იცოდა მაშინ малина-ს ქართული შესატყვისი. (ეს ხდებოდა ორიოდე ათეული წლის წინ).GIRA wrote:ბულბული ქართული სიტყვაა?
მაფშალია არის მეგრულად ბულბული, ხოოდა მეგრული უფრო ახლოს არ არის ჩვენთან?
აღარ იხმაროთ მაშინ სიტყვა ბულბული!