დავიცვათ ქართული ენა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
perwkli
იეტი
Posts: 1088
Joined: 09 მარ 2007, 04:18
Location: ბუნბუნლანდია
დავიცვათ ქართული ენა

Post by perwkli » 07 ივლ 2009, 22:20

ძალიან მომწონს სიტყვა დაგხოცავ :oops:

მოგკლავ მტრულად ჯღერს, დახოცვა საყვარელი ტიპია ხოდა ვინმემ რომ მომისმინოს რას იფიქრებს ნეტა :lol:

არადა მიყვარს სიტყვების წაღმა-უკუღმა გადაგრეხვა :?

პ.ს. დღეს რამდენჯერმე მოვისმინე "ბრჩხილი"
ოდა

ბრჩხილი კიარადა ფრჩხილი :twisted:
პეპილოტა ვიქტუალინა როგალდინა.

http://bunbunland.blogspot.com/

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დავიცვათ ქართული ენა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 08 ივლ 2009, 02:57

GIRA wrote:ერთი ძველი, მამაპაპური ანდაზა მინდა გაგახსენოთ თუ არ მიწყენთ :!:
მასწავლებლებზე და დატვირთულ ვაგონზეა :lol:

ჩემი აზრი ასეთია: ვისაც სწავლა უნდა, ისწავლიდა სკოლაში ან ისწავლის ეხლაც, მაგრამ ძალით რამის თავზე მოხვევა, არასწორია.
ეხლა პროტესტი გაჩნდება ალბათ, ვინ -ვის ახვევს თავზეო, ხოდა პასუხად ბარემ აქვე დავწერ, იცის იმან ვინც მე ვიგულისხმე. ალბათ ყველამაც იცის.

რაღაც, თავის გამოჩენის, ყურადღების ცენტრში ყოფნის და სხვისგან გამორჩეულობის მანიაკალური კომპლექსის სუნი ასდის ამას.
კი, ყველა ადამიანს აქვს ზემოაღნიშნულისადმი ქვეცნობიერი მიდრეკილება, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს არა ყველაფრის ფასად და არა ჩაციკლულად.

თითქოს ვიღაცის მხილება გამომივიდა, რისთვისაც ბოდიშს ვიხდი, მაგრამ მაღიზიანებს შესწორებები ად არამკითხე, თანამედროვე კამსამოლა გამოხტომები.
მოვითხოვ: მე ნურავინ ნუ შემისწორებს ჩემს პოსტებს, ნუ გადათარგმნის და ასე შემდეგ, თორემ უფრო მკვახე პასუხს მივწერ და არავის ეწყინოს მერე :!:
ჰო, სწორედ თავის გამოჩენა და ყურადღების ცენტრში ყოფნა აკლია ამ თემის პატრონს, აგრეთვე,
"კომსომოლობის" ვერ მოსწრების გამო, დანაკლისს ინაზღაურებს და სხვის ბარბარიზმბეს
ასე გულდასმით ახლა იმიტომ ინაზღვურებს.
თემის ავტორი აქვე გამოგიტყდება, რომ მზად არის ნებისმიერი მკვახე პასუხის მისაღებად
იმის სანაცვლოდ, რომ ენას გავუფთხილდეთ.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
დავიცვათ ქართული ენა

Post by tamuna_gudarexi » 08 ივლ 2009, 10:55

არ არის სწორი სათვალეები, როდესაც ერთ ნივთს ვგულისხმობთ.
მაგალითად, გუშინ შევიძინე სათვალე და არა სათვალეები. თუკი სათვალეებს გამოვიყენებთ, ნიშნავს, რომ ერთი კი არა, არამედ ორი ან მეტი სათვალე შევიძინე.

არამართებულია ასევე თმების გამოყენება, მაგალითად, წინადადებაში:
თმები შევიჭერი, თმები დავივარცხნე.. საკმარისია, გამოვიყენოთ თმა - თმა დავივარცხნე, თმა შევიჭერი... ისედაც ყველა თმის ღერს ვიგულისხმებთ. :)


...რატომ არ უნდა ჰქონდეს ადამიანს სურვილი, გამართულად იმეტყველოს, ამას ვერ ვხვდები? :roll:

რა თქმა უნდა, მეც მომდის შეცდომები წერისა და საუბრისას, შემისწორეთ და თუკი მართებული იქნება თქვენი შენიშვნა, დიდი სიხარულით დავიხსომებ და ვეცდები აღარ გავიმეორო! :)

User avatar
GIRA
იეტი
Posts: 1127
Joined: 24 ივლ 2008, 09:59
Location: tbilisi
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by GIRA » 08 ივლ 2009, 12:13

tamuna_gudarexi
...რატომ არ უნდა ჰქონდეს ადამიანს სურვილი, გამართულად იმეტყველოს, ამას ვერ ვხვდები?
პირადად თუ გნახე, აგიხსნი გულდასმით :lol:
მამოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(ძუძუთმპყრობელი)

QEBURIUS
მასონი
Posts: 1064
Joined: 03 დეკ 2008, 16:38
Location: Planet Earth
დავიცვათ ქართული ენა

Post by QEBURIUS » 08 ივლ 2009, 12:15

ძმებო და დებო ნაციონალებო (პარტიას არ ვგულისხმობ)

მე ქართველი და კოსმოპოლიტი აი ეხლა "დაგბომბავთ"

ქებათა-ქება პროგრესულ ბარბარიზმს!!!

პროვინციულ ბარბარიზმის მომხრე მეც არ ვარ "უცხო" სიტყვებს უაზროდ, მოდისთვის რომ არახუნებენ შინაარსისა და აზრის გარეშე, თუმცა იაკობ ცურტაველის შემდეგ შეიქმნა მთელი თანამედროვე მეცნიერება, შესაბამისი ტერმინოლოგიაც. მაგალითად მენდელეევის ტაბულა როგორ უნდა გადმოქართულდეს??? თუ ენის "დაცვის" მოტივით უარი უნდა ვთქვათ მროგრესზე...


მეორეც აი ინგლისური ენა ყოველდღე იცვლება. კანადიდან ავსტრალიამდე იმდენნაირ ინგლისუს აბულბულებენ ხშირად ერთმანეთის არც ესმით, და ამით ინგლისურმა ენამ რა დაკარგა?
მადლობა ღმერთს, რომ ღმეთი არ არსებობს

QEBURIUS
მასონი
Posts: 1064
Joined: 03 დეკ 2008, 16:38
Location: Planet Earth
დავიცვათ ქართული ენა

Post by QEBURIUS » 08 ივლ 2009, 12:19

სულ დამავიწყდა:

თუ იცით თანამედროვე სასაუბრო ქართულში რამდენი სიტყვაა ირანულ-თურქული წარმოშობის? და რა გადავგვარდით?


აბა დასცხეთ, მე გავიპარე :twisted: :twisted: :twisted: :twisted:
მადლობა ღმერთს, რომ ღმეთი არ არსებობს

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by ZVIOSULI » 08 ივლ 2009, 12:37

kurush
ჩემს თვალში ილი ხარ ჭავჭავაძე ოღონდ მოდერნიზირებული :D
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
დავიცვათ ქართული ენა

Post by pataputina » 08 ივლ 2009, 12:40

აკაკი შანიძე : ))))))



















გადავღიმილდი ბარბარიზმია?

:roll:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by lama » 08 ივლ 2009, 15:33

tamuna_gudarexi wrote:არ არის სწორი სათვალეები, როდესაც
ასევე არასწორი ყოფილა თურმე

კარები დავხურე

არამედ უნდა იყოს

კარი დავხურე
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
ZVIOSULI
უსათუთესი
Posts: 5090
Joined: 16 ნოე 2006, 17:16
Location: ზუპარკი
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by ZVIOSULI » 08 ივლ 2009, 15:44

lama
ვინ გითხრა რომ ეგრეა სწორი?
ვინ ადგენს მაგას- ზეციური ძალები?



მგონი სწორია ის ფორმა რომლითაც შენი უფრო სწორად ესმით :)


იცოდეს მარტო შანიძემ გრამატიკა მაგარმ სხვებს ვერ აგებინებდეს რად გინდა ეგეთი ცოდნა და გრამატიკა?
თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!
Image

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
დავიცვათ ქართული ენა

Post by tamuna_gudarexi » 08 ივლ 2009, 18:34

მე არა იცის რისთვის ვერ გამაგებინებინებდეს შანიძით გრამატიკებით :roll: იქნება ვინმეები დაეხმარეს ჩემს გაიგებდნენ მაგაებზე :roll:
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

User avatar
imerkhevli
მაწანწალა
Posts: 540
Joined: 21 ნოე 2008, 23:35
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by imerkhevli » 08 ივლ 2009, 19:04

pataputina wrote:აკაკი შანიძე : ))))))




















გადავღიმილდი ბარბარიზმია?

:roll:
რა კარგი სიტყვაააააა :) :)

User avatar
imerkhevli
მაწანწალა
Posts: 540
Joined: 21 ნოე 2008, 23:35
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by imerkhevli » 08 ივლ 2009, 19:11

kurush wrote:ძმებო და დებო ნაციონალებო (პარტიას არ ვგულისხმობ)

მე ქართველი და კოსმოპოლიტი აი ეხლა "დაგბომბავთ"

ქებათა-ქება პროგრესულ ბარბარიზმს!!!

პროვინციულ ბარბარიზმის მომხრე მეც არ ვარ "უცხო" სიტყვებს უაზროდ, მოდისთვის რომ არახუნებენ შინაარსისა და აზრის გარეშე, თუმცა იაკობ ცურტაველის შემდეგ შეიქმნა მთელი თანამედროვე მეცნიერება, შესაბამისი ტერმინოლოგიაც. მაგალითად მენდელეევის ტაბულა როგორ უნდა გადმოქართულდეს??? თუ ენის "დაცვის" მოტივით უარი უნდა ვთქვათ მროგრესზე...


მეორეც აი ინგლისური ენა ყოველდღე იცვლება. კანადიდან ავსტრალიამდე იმდენნაირ ინგლისუს აბულბულებენ ხშირად ერთმანეთის არც ესმით, და ამით ინგლისურმა ენამ რა დაკარგა?
kurush
გეთანხმები.
ენა იცვლება დროსა და ცივრცეშიო....,ხოოოდაააააა გავა საუკუნეები და კომპიუტერი ჩვენს შთამომავლობას ქართული სიტყვა ეგონება,მგონი ის,რომ თანამედროვე ტექნიკასთან დაკავშირებულ ლექსიკას სესხულობს ენა სრულებითაც არ წარმოადგენს არც ერთი ენის პრობლემას.
მაგალითად,საუკუნეების წინ ფანჯარა,ოჯახი,იატაკი და უამრავი სხვა ყოველდღიურობის მოხმარების სიტყვა სულაც არ იყო ქართული,მაგრამ ამას ენის დაკნინება არ გამოუწვევია....
მთავარია,ხელი სევუსალოთ ბარბარიზმებს და არა ნეოლოგიზმებს

User avatar
GIRA
იეტი
Posts: 1127
Joined: 24 ივლ 2008, 09:59
Location: tbilisi
Contact:
დავიცვათ ქართული ენა

Post by GIRA » 08 ივლ 2009, 19:36

ბულბული ქართული სიტყვაა?
მაფშალია არის მეგრულად ბულბული, ხოოდა მეგრული უფრო ახლოს არ არის ჩვენთან?
აღარ იხმაროთ მაშინ სიტყვა ბულბული!

მოკლედ, სტრაკუემ რა :lol:
მამოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(ძუძუთმპყრობელი)

optimisti
ბოდიალა
Posts: 223
Joined: 18 იან 2008, 14:31
დავიცვათ ქართული ენა

Post by optimisti » 10 ივლ 2009, 17:29

GIRA wrote:ბულბული ქართული სიტყვაა?
მაფშალია არის მეგრულად ბულბული, ხოოდა მეგრული უფრო ახლოს არ არის ჩვენთან?
აღარ იხმაროთ მაშინ სიტყვა ბულბული!
გირა, ცუდად არ გამიგო, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ საბჭოთა კავშირის ზეობის ხანაში, როცა რუსულის ცოდნით იზომებოდა ინტელექტი (და სოციალური სტატუსიც), ზოგჯერ ადამიანები იწყებდნენ თავიანთ წრეში მშობლიური ენის დაცვის მცდელობას ------ ბარბარიზმებზე სიმბოლური ჯარიმის დაწესებით მაგ. 5 -10 კაპიკი თითო ბარბარიზმზე. ასეთ დროს განსაკუთრებული რუსეთუმეების პასუხი ხშირად იყო: "აბა მითხარი, როგორაა малина ქართულად?" წარმოიდგინეთ რომ ეს საკმაოდ ეფექტური კონტრშეტევა იყო, რადგან ცოტა ქართველმა თუ იცოდა მაშინ малина-ს ქართული შესატყვისი. (ეს ხდებოდა ორიოდე ათეული წლის წინ).
დღეს ბაზარში აღარც მყიდველს და აღარც გამყიდველს არ სჭრის ყურს ქართული ჟოლო,

ასევე, რატომ არ უნდა აღდგეს თავის უფლებებში ქართული სიტყვა მაფშალია, ისევე როგორც მრავალი სხვა, დროთა განმავლობაში განდევნილი ქართული სიტყვები: სატევარი -(ხანჯალი), ჭყონი - (მუხა), სარკმელი - (ფანჯარა) და ა. შ და ა.შ. ........


ჩემზე არ არის დამოკიდებული თორემ, კარგა ხანია სურვილი მაქვს სკოლებში ისწავლებოდეს მეგრული და სვანური ენები (დიალექტები?), რადგან სწორედ მათშია შემორჩენილი ძირძველი ქართული სიტყვები, რომლებიც ქართლ-კახური დიალექტიდან (რომელიც საფუძვლად უდევს ლიტერატურულ ქართულს) ისტორიული ბედუკუღმართობის გამო გამიოდევნენ სპარსულ-თურქულ -არაბული სიტყვებით.

(P. S. შემთხვევით ვინმემ მეგრულ სეპარატიზმად რომ არ მიიჩნიოს ჩემი აზრი, ვაცხადებ რომ წარმოშობით ვარ 90% კახელი 10% იმერული სისხლით ).

აქვე ურიგო არ იქნება იმის ხსენებაც, რომ ირლანდიური ენა მთლიანად დავიწყებული იყო და მასზე აღარ ლაპარაკობდნენ თვით ეროვნული დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი პატრიოტებიც კი (რომ აღარაფერი ვთქვათ ირლანდიელ ოსკარ უაილდზე, ბერნარდ შოუზე და ჯეიმს ჯოისზე), მაგრამ სწორი ეროვნული პოლიტიკის შედეგად დღეს ეს ენა მკვდრეთით აღმდგარია.
ასე რომ ენის დასახიჩრება-სიკვდილიცაა შესაძლებელი (იგივე ლათინური ენის მაგალითი) და მისი გაჯანსაღება-გაცოცხლებაც.

პირადად მე ძალიან ვცდილობ სწორი ქართულით ვიმეტყველო, მაგრამ როცა უნებლიე შეცდომებს მაინც ვუშვებ, სიამოვნებით ვღებულობ შენიშვნებს, რადგან ჩემთვის სწორი ქართულით მეტყველება ნიშნავს იმ ქართულ საქმეს, რაც თითოეული ქართველის ყოველდღიური მოვალეობაა.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]