თუშური შთაბეჭდილებები

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Mao
იეტი
Posts: 1644
Joined: 24 მაი 2005, 20:36
თუშური შთაბეჭდილებები

Post by Mao » 26 ოქტ 2006, 20:27

vasha! :D :D :D :D :D
mgoni pani vxdebi mesaazgvreebis!
together on the top!!

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 26 ოქტ 2006, 21:08

Mao
ამ შემთხვევაში მესაზღვრეები მართლა იმსახურებენ ქებას.
მესმის, რომ მთელი ქვეყანა შენი სამშობლო ვერ იქნება და სადღაც ისიც დამთავრდება, მაგრამ პირველად რომ ავედი დიკლოში და საზღვარზე, სწორედ ჩვენს მესაზღვრეებთან დავდექი, მძიმე შეგრძნება იყო. მაშინ საერთოდ პირველად ვიდექი საზღვარზე და ძნელად აღვიქვი ის, რომ იქ ჩემი სამშობლო მთავრდებოდა, იმის იქით წასვლის უფლება არ მქონდა... თან, ამ ყველაფერს იმ ბუფერული ზონის შეგრძნება უფრო ამძაფრებდა - მაშინ უკვე ვიცოდი მაგ ადგილის სადაო ისტორია... დუმბაძის *ნუ გეშინია, დედა* გამახსენდა.
მეორე ასვლისას ხუშეთიდან ანუ საზღვრის გადაღმიდან ლეკები იყვნენ ომალოში სავაჭროდ გადმოსულები და გზაში იმათ წამოვეწიეთ. უკვე დიკლოს გაღმა იყვნენ გასულები, ვირები დაჰფანტოდათ, ბარგიც დაპნეოდათ და იმათ აგროვებდნენ. თან, ბჭობდნენ, გადაატარებდნენ თუ არა რუსები სერს გადაღმა ანუ ხუშეთში. მე და ჩემი ბიძაშვილის შვილი, რაკი ვიცოდით, იქით გადასვლა არ შეიძლებოდა, დავდექით სასაზღვრო სერზე და მაგ ბუფერულ ზონას ვათვალიერებდით. გვერდით ამიგვიდგა ერთი ტიპი. ვუყურებ ამ კაცს - ტიპური ლეკია - დაბალი, ჯიჯგვი, დაბრტყელებული სახით, მაგრამ იმდენად გამართული თუშურით ლაპარაკობდა, დავეჭვდი, ლეკი არ იქნება-მეთქი. მხოლოდ მაშინ მივხვდი მის ლეკობას, როცა ინცუხზე გვითხრა, ეგ ჩემი სოფელიაო. იმანაც დაიწყო რაღაცები, არა, ვინ გითრათ ეგრე, ეგ ისტორიულად ლეკების ტერიტორიააო.
ე, ქონდეთ ეხლა! :lol:

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
თუშური შთაბეჭდილებები

Post by gobe » 26 ოქტ 2006, 21:33

guruli,
შენ გენაცვალე, გაიხარე! სულ მასეთი კარგი ამბებით გაგეხარებინეთ!
გაუმარჯოთ ქართველ მესაზღვრეებს, ვაჟკაცობით ევლოთ ამ მიწა-წყალზე!!!

User avatar
Mao
იეტი
Posts: 1644
Joined: 24 მაი 2005, 20:36
თუშური შთაბეჭდილებები

Post by Mao » 27 ოქტ 2006, 00:44

guruli

shen gegona me vixumre mesazgvreebze? araaaa
together on the top!!

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
თუშური შთაბეჭდილებები

Post by Nika » 27 ოქტ 2006, 09:29

საღოლ!!! ლაგოდეხში მესაზღვრეები რო ვნახე მაშინაც მაგრა გამისწორდა. აბორიგენებთან იმხელა კონტრასტი იყო რო რავი! ესენი კიდე საერთოდ მაგრბი ყოფილან.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
თუშური შთაბეჭდილებები

Post by kotetbeli » 27 ოქტ 2006, 10:32

gobe
კიდევ ერთ კარგ ამბავს გეტყვი, რომელიც ორიოდე თვის წინ მითხრა ჩემმა თუშმა მეგობარმა-რეზომ.
რეზო არის თუშეთის ეროვნული პარკის დირექტორის მოადგილე, პარკის ტერიტორია პანკისამდეა, ჰოდა, მეუფე ისტორიაში მგონი პირველად ასულა მესაზღვრეებთან ივერიის ღვთისმშობლის ხატით, რეზო გამცილებელი იყო და მთელი თუშეთისპირა საზღვარი შემოატარეს ხატს, ასე გაგრძელდება მთელ საქართველოშიო...
თუშეთის ეროვნულ პარკში უკვე სასტიკად აკრძალეს ყოველგვარი "ახლობლური ნადირობანი" და მეკობრეობა, ჰყავთ რეინჯერები და მგონი საქმე წინ წავა-ჯანსაღი ტურიზმისკენ და ბუნების გაფრთხილებისკენ :wink:
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
თუშური შთაბეჭდილებები

Post by Nika » 27 ოქტ 2006, 10:33

kotetbeli
წელს თუშეთი ვერ გავქაჩე მარა გაისად აუცილებლად უნდა წავიდე.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
თუშური შთაბეჭდილებები

Post by lama » 27 ოქტ 2006, 13:13

kotetbeli
ხო და ჩვენც მოვამარაგოთ თუშეთი აქაური თუ უცხოელი ტურისტებით


შენ თუშეთი

მე სვანეთი


ვანომ გურია აჭარა


ქევხომ კახეთი


და სოფელიც აშენდებააააააააა!!!!!!!!!!!!!! :) :lol: :lol: :lol:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშური შთაბეჭდილებები

Post by guruli » 27 ოქტ 2006, 13:28

kotetbeli
თუშეთის ეროვნულ პარკში უკვე სასტიკად აკრძალეს ყოველგვარი "ახლობლური ნადირობანი" და მეკობრეობა, ჰყავთ რეინჯერები და მგონი საქმე წინ წავა-ჯანსაღი ტურიზმისკენ და ბუნების გაფრთხილებისკენ
აი, ამას ორივე ხელით მივესალმები. მეეჭვება, ეგ ბოლომდე აღმოიფხვრას, მაგრამ ნადირობა-მეკობრეობის მასშტაბები ბევრად შემცირდება, ეს კი უდიდესი საქმეა არა მარტო იმ მხარის ბუნების, მთელი ქვეყნის წინაშე.
lama
ვანომ გურია აჭარა
გურიაზე საუბრისას მე ნუ გავიწყდები, თორემ მოვიდა ბანი და ვორნი. :twisted:

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
თუშური შთაბეჭდილებები

Post by lama » 27 ოქტ 2006, 13:34

guruli
და შენ ტურისტებთან თუ გაქვს საქმე?????

ოღონდ თურქებთან არა განსაკუთრებით იმასთან ვინც სასტუმროდან გამოგვყარა :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
თუშური შთაბეჭდილებები

Post by gobe » 27 ოქტ 2006, 13:52

wrote:gobe
...რეზო არის თუშეთის ეროვნული პარკის დირექტორის მოადგილე, პარკის ტერიტორია პანკისამდეა, ჰოდა, მეუფე ისტორიაში მგონი პირველად ასულა მესაზღვრეებთან ივერიის ღვთისმშობლის ხატით, რეზო გამცილებელი იყო და მთელი თუშეთისპირა საზღვარი შემოატარეს ხატს, ასე გაგრძელდება მთელ საქართველოშიო...
თუშეთის ეროვნულ პარკში უკვე სასტიკად აკრძალეს ყოველგვარი "ახლობლური ნადირობანი" და მეკობრეობა, ჰყავთ რეინჯერები და მგონი საქმე წინ წავა-ჯანსაღი ტურიზმისკენ და ბუნების გაფრთხილებისკენ :wink:
kotetbel(i)-ო,
გაიხარე! ღმერთმა ქნას რომ მეტად და მეტად გამრავლებულ-გაღიმებული :) გვენახოს როგორც ჩვენი ხალხი, ისე ჩვენი ქვეყნის ფაუნის წარმომადგენლები :)

Nika,
მეც დიდი სურვილი მაქვს თუშეთის ნახვის. მომავალ წელს იმედია მთელ თუშეთს თუ ვერა, ნაწილს მაინც გავეცნობი.

lama,
kotetbeli
ხო და ჩვენც მოვამარაგოთ თუშეთი აქაური თუ უცხოელი ტურისტებით

შენ თუშეთი

მე სვანეთი

ვანომ გურია აჭარა

ქევხომ კახეთი

მე თბილისი... :oops:

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
თუშური შთაბეჭდილებები

Post by lama » 27 ოქტ 2006, 13:55

gobe
ძალიან კაი და მთელი კარავი მოვიცავთ მთელს საქართველოს და ამასთან ერთად გამიჩნდა იდეა ხომ არ ჩამოვაყალიბოთ რაღაც ტურისტული სააგენტო რომელიც იმუშავებს უცხოელებზე და მოაწყობს მათთვის ალპინისტურ და კემპინგურ ტურებს????????


დავფიქრდეთ მეგობრებო მე მგონი კაი იდეაა??
:)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
თუშური შთაბეჭდილებები

Post by kotetbeli » 27 ოქტ 2006, 14:45

lama
კარგი კი არა, მაგარი იდეაა :D
p.s. მარა, კარგი იდეების ქართულ ეიფორიას იმდენი ენერგია და ძალა მიაქვს, რომ საქმისთვის ვეღარ ვქაჩავთ :lol: ამიტომ, დინჯად ვამბობ- მაგარი იდეაა! :D :D :D
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
თუშური შთაბეჭდილებები

Post by lama » 27 ოქტ 2006, 14:47

kotetbeli
მართალი ხარ მაგ საქმეს წყნარი და გაწონასწორებული ადამიანები უნდა ჩაუდგნენ სათავეში და ყველაფერი კარგად იქნება :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

tushi
ბილიკზე მოარული
Posts: 56
Joined: 27 ოქტ 2006, 14:48
თუშური შთაბეჭდილებები

Post by tushi » 27 ოქტ 2006, 14:53

guruli-ს მე მივაწოდე ეს ახალი ამბავი. მარამ ეხლა, რომ გადავამოწმე, აღმოჩნდა რომ მესაზღვრეები უკანვე გამოსულან ძველ ადგილზე. სოფლებში ლეკები აღარ ცხოვრობენ მაგრამ გაურკვეველია მიზეზი რატომ გამოვიდნენ. არვიცი ზამთრის გამო, რადგან გზა არ მიდის და მომარაგებაა ძნელი იქნება ნაწილის ზამთარში თუ სხვა მიზეზი არსებობს. იმედია გაზაფხულზე ისევ შევლენ.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]