mgoni pani vxdebi mesaazgvreebis!
თუშური შთაბეჭდილებები
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
თუშური შთაბეჭდილებები
Mao
ამ შემთხვევაში მესაზღვრეები მართლა იმსახურებენ ქებას.
მესმის, რომ მთელი ქვეყანა შენი სამშობლო ვერ იქნება და სადღაც ისიც დამთავრდება, მაგრამ პირველად რომ ავედი დიკლოში და საზღვარზე, სწორედ ჩვენს მესაზღვრეებთან დავდექი, მძიმე შეგრძნება იყო. მაშინ საერთოდ პირველად ვიდექი საზღვარზე და ძნელად აღვიქვი ის, რომ იქ ჩემი სამშობლო მთავრდებოდა, იმის იქით წასვლის უფლება არ მქონდა... თან, ამ ყველაფერს იმ ბუფერული ზონის შეგრძნება უფრო ამძაფრებდა - მაშინ უკვე ვიცოდი მაგ ადგილის სადაო ისტორია... დუმბაძის *ნუ გეშინია, დედა* გამახსენდა.
მეორე ასვლისას ხუშეთიდან ანუ საზღვრის გადაღმიდან ლეკები იყვნენ ომალოში სავაჭროდ გადმოსულები და გზაში იმათ წამოვეწიეთ. უკვე დიკლოს გაღმა იყვნენ გასულები, ვირები დაჰფანტოდათ, ბარგიც დაპნეოდათ და იმათ აგროვებდნენ. თან, ბჭობდნენ, გადაატარებდნენ თუ არა რუსები სერს გადაღმა ანუ ხუშეთში. მე და ჩემი ბიძაშვილის შვილი, რაკი ვიცოდით, იქით გადასვლა არ შეიძლებოდა, დავდექით სასაზღვრო სერზე და მაგ ბუფერულ ზონას ვათვალიერებდით. გვერდით ამიგვიდგა ერთი ტიპი. ვუყურებ ამ კაცს - ტიპური ლეკია - დაბალი, ჯიჯგვი, დაბრტყელებული სახით, მაგრამ იმდენად გამართული თუშურით ლაპარაკობდა, დავეჭვდი, ლეკი არ იქნება-მეთქი. მხოლოდ მაშინ მივხვდი მის ლეკობას, როცა ინცუხზე გვითხრა, ეგ ჩემი სოფელიაო. იმანაც დაიწყო რაღაცები, არა, ვინ გითრათ ეგრე, ეგ ისტორიულად ლეკების ტერიტორიააო.
ე, ქონდეთ ეხლა!

guruli,
შენ გენაცვალე, გაიხარე! სულ მასეთი კარგი ამბებით გაგეხარებინეთ!
გაუმარჯოთ ქართველ მესაზღვრეებს, ვაჟკაცობით ევლოთ ამ მიწა-წყალზე!!!

საღოლ!!! ლაგოდეხში მესაზღვრეები რო ვნახე მაშინაც მაგრა გამისწორდა. აბორიგენებთან იმხელა კონტრასტი იყო რო რავი! ესენი კიდე საერთოდ მაგრბი ყოფილან.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com
http://www.vardzelashvili.com
თუშური შთაბეჭდილებები
gobe
კიდევ ერთ კარგ ამბავს გეტყვი, რომელიც ორიოდე თვის წინ მითხრა ჩემმა თუშმა მეგობარმა-რეზომ.
რეზო არის თუშეთის ეროვნული პარკის დირექტორის მოადგილე, პარკის ტერიტორია პანკისამდეა, ჰოდა, მეუფე ისტორიაში მგონი პირველად ასულა მესაზღვრეებთან ივერიის ღვთისმშობლის ხატით, რეზო გამცილებელი იყო და მთელი თუშეთისპირა საზღვარი შემოატარეს ხატს, ასე გაგრძელდება მთელ საქართველოშიო...
თუშეთის ეროვნულ პარკში უკვე სასტიკად აკრძალეს ყოველგვარი "ახლობლური ნადირობანი" და მეკობრეობა, ჰყავთ რეინჯერები და მგონი საქმე წინ წავა-ჯანსაღი ტურიზმისკენ და ბუნების გაფრთხილებისკენ

მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...
თუშური შთაბეჭდილებები
kotetbeli
წელს თუშეთი ვერ გავქაჩე მარა გაისად აუცილებლად უნდა წავიდე.
წელს თუშეთი ვერ გავქაჩე მარა გაისად აუცილებლად უნდა წავიდე.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com
http://www.vardzelashvili.com
თუშური შთაბეჭდილებები
kotetbeli
ხო და ჩვენც მოვამარაგოთ თუშეთი აქაური თუ უცხოელი ტურისტებით
შენ თუშეთი
მე სვანეთი
ვანომ გურია აჭარა
ქევხომ კახეთი
და სოფელიც აშენდებააააააააა!!!!!!!!!!!!!!

lama
აი, ამას ორივე ხელით მივესალმები. მეეჭვება, ეგ ბოლომდე აღმოიფხვრას, მაგრამ ნადირობა-მეკობრეობის მასშტაბები ბევრად შემცირდება, ეს კი უდიდესი საქმეა არა მარტო იმ მხარის ბუნების, მთელი ქვეყნის წინაშე.თუშეთის ეროვნულ პარკში უკვე სასტიკად აკრძალეს ყოველგვარი "ახლობლური ნადირობანი" და მეკობრეობა, ჰყავთ რეინჯერები და მგონი საქმე წინ წავა-ჯანსაღი ტურიზმისკენ და ბუნების გაფრთხილებისკენ
lama
გურიაზე საუბრისას მე ნუ გავიწყდები, თორემ მოვიდა ბანი და ვორნი.ვანომ გურია აჭარა
თუშური შთაბეჭდილებები
guruli
და შენ ტურისტებთან თუ გაქვს საქმე?????
ოღონდ თურქებთან არა განსაკუთრებით იმასთან ვინც სასტუმროდან გამოგვყარა

kotetbel(i)-ო,wrote:gobe
...რეზო არის თუშეთის ეროვნული პარკის დირექტორის მოადგილე, პარკის ტერიტორია პანკისამდეა, ჰოდა, მეუფე ისტორიაში მგონი პირველად ასულა მესაზღვრეებთან ივერიის ღვთისმშობლის ხატით, რეზო გამცილებელი იყო და მთელი თუშეთისპირა საზღვარი შემოატარეს ხატს, ასე გაგრძელდება მთელ საქართველოშიო...
თუშეთის ეროვნულ პარკში უკვე სასტიკად აკრძალეს ყოველგვარი "ახლობლური ნადირობანი" და მეკობრეობა, ჰყავთ რეინჯერები და მგონი საქმე წინ წავა-ჯანსაღი ტურიზმისკენ და ბუნების გაფრთხილებისკენ
გაიხარე! ღმერთმა ქნას რომ მეტად და მეტად გამრავლებულ-გაღიმებული
Nika,
მეც დიდი სურვილი მაქვს თუშეთის ნახვის. მომავალ წელს იმედია მთელ თუშეთს თუ ვერა, ნაწილს მაინც გავეცნობი.
lama,
kotetbeli
ხო და ჩვენც მოვამარაგოთ თუშეთი აქაური თუ უცხოელი ტურისტებით
შენ თუშეთი
მე სვანეთი
ვანომ გურია აჭარა
ქევხომ კახეთი
მე თბილისი...
თუშური შთაბეჭდილებები
gobe
ძალიან კაი და მთელი კარავი მოვიცავთ მთელს საქართველოს და ამასთან ერთად გამიჩნდა იდეა ხომ არ ჩამოვაყალიბოთ რაღაც ტურისტული სააგენტო რომელიც იმუშავებს უცხოელებზე და მოაწყობს მათთვის ალპინისტურ და კემპინგურ ტურებს????????
დავფიქრდეთ მეგობრებო მე მგონი კაი იდეაა??

კარგი კი არა, მაგარი იდეაა
p.s. მარა, კარგი იდეების ქართულ ეიფორიას იმდენი ენერგია და ძალა მიაქვს, რომ საქმისთვის ვეღარ ვქაჩავთ
ამიტომ, დინჯად ვამბობ- მაგარი იდეაა!

კარგი კი არა, მაგარი იდეაა
p.s. მარა, კარგი იდეების ქართულ ეიფორიას იმდენი ენერგია და ძალა მიაქვს, რომ საქმისთვის ვეღარ ვქაჩავთ
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...
თუშური შთაბეჭდილებები
kotetbeli
მართალი ხარ მაგ საქმეს წყნარი და გაწონასწორებული ადამიანები უნდა ჩაუდგნენ სათავეში და ყველაფერი კარგად იქნება

guruli-ს მე მივაწოდე ეს ახალი ამბავი. მარამ ეხლა, რომ გადავამოწმე, აღმოჩნდა რომ მესაზღვრეები უკანვე გამოსულან ძველ ადგილზე. სოფლებში ლეკები აღარ ცხოვრობენ მაგრამ გაურკვეველია მიზეზი რატომ გამოვიდნენ. არვიცი ზამთრის გამო, რადგან გზა არ მიდის და მომარაგებაა ძნელი იქნება ნაწილის ზამთარში თუ სხვა მიზეზი არსებობს. იმედია გაზაფხულზე ისევ შევლენ.