მოკლედ, მდგომარეობა ასეთია. მძღოლს ჯერ საბოლოოდ არ შევთანხმებივარ - ვარიანტებს ვადარებ და უკეთესს ამოვარჩევ. სხვა პირობები კი ასეთია - 8,30-ზე სევიკრიბოთ სამთო ქიმიასთან. ცოტა ადრე გავიდეთ, აჯობებს. გზა შორი და დამღლელი არაა, მაგრამ ანანურთან შევჩერდებით ფოტოებისთვის, იქ ცოტას დავისვენებთ, მერე სამწვადედ ცეცხლის თადარიგი და დრო უცებ გავა.
საკვები ყველას მოგვაქვს ჩვენ-ჩვენი - მსუბუქი, ცოტ-ცოტა. წყალიც ვიქონიოთ. სასურველია, რომ ჭურჭელიც ყველამ ჩვენი წამოვიღოთ (მე მომაქვს), თუ არადა, დიდუბეში ვიყიდით. მაგრამ მე მინდა, იქ საყიდელი ცოტა რამე მოვიტოვოთ.
ხალხნო, ვინმეს ხომ არ სეგიძლიათ 2 კილო სამწვადე წინასწარ იყიდოთ და დააბასტურმოთ? ცხადია, ანგარიშს მერე გაგისწორებთ და დილით დროს დავზოგავთ.
რაც შეეხება დიდუბეში საყიდლებს, თუ სამწვადეს იყიდით, მაშინ იქ დაგვრჩება პური, ცივი სასმელები, ცოტა ალკოჰოლური სასმელი, ერთჯერადები (ესეც - თუ პირადი არ გვექნება), ხელსახოცები, ხახვი და მარილი - მწვადისთვის. თუ სამწვადეს წინასწარ ვყიდულობთ, მაშინ ვინმემ კონტეინერიც წამოიყოლეთ მაგისთვის. ასანთი მე აღარ დამავიწყდება უკვე, მაგრამ დანებს თუ ყველა ჩაიდებთ ჩანთაში, კარგი იქნება - დაგვჭირდება. სხვა თუ რამე მავიწყდება, როგორც კი გამახსენდება, მაშინვე დავწერ.
ხარჯებს რაც შეეხება, გზის ფულის გარდა (რომელიც ამ რაოდენობაზე, ალბატ, 10 ლარიც არ გამოვა), ავკრიბავთ 5-5 ლარს იმ წვრილმანებისთვის, რაც ჩამოვწერე.
ჰო, კიდევ - თუ გინდათ, პურიც სახლიდან გამოვიყოლოთ (მე მომაქვს), მაგრამ თუ გინდათ, დიდუბეში ახალი ლავაშები ვიყიდოთ.