მშობელთა ლაშქრობა II 27 ივნისს ავენისში

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

User avatar
Chiamaya
ბოდიალა
Posts: 119
Joined: 15 აპრ 2009, 11:37
Location: Tbilisi
მშობელთა ლაშქრობა II 27 ივნისს ავენისში

Post by Chiamaya » 25 ივნ 2009, 09:58

კიდევ ერთი ჩემი მეგობარი, რომელიც კულინარიაში დიდადაა განსწავლული
ნუთუ რთულზეა საუბარი?
მისი ფანკლუბის წევრი ვარ. :) :)
გადავწყვიტე გიორგის ძმა საბა წამოვიყვანო. წინა გასვლაზე საშინლად გამებუტა, მე უნდა წაგეყვანე და არა გიორგიო,მაგრამ რადგან საბას ჭამა უფრო უყვარს ვიდრე შრომა :D და ისე კარგად ვერ დადის როგორც გიორგი, ძეგვში ის წამოვიყვანე.
ავენისში, ცოტა სასიარულოა და ამ წრუწუნას წამოვიყვან.

ლალი , ჩემი დაქალის დედა რუსია, ქართული კი იცის, მაგრამ ლუკა და ის ალბათ გაანსაკუთრებით დამეგობრდებიან :) :)

User avatar
z g a r b i
იეტი
Posts: 1531
Joined: 21 ნოე 2007, 11:42
Location: ტყე
მშობელთა ლაშქრობა II 27 ივნისს ავენისში

Post by z g a r b i » 25 ივნ 2009, 11:13

სამწუხაროდ მე ვერ ვახერხებ.. დედას პრობლემები აქვს პატარა და :roll:

აი ჩვენი თემა შარშან რომ ვიყავით ზუსტად იმ ადგილას, ეხლა საითკენაც გაგიწევიათ :)
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=2341

სამი კვირის წინ ვიყავი ანანურში და წყლის დონე ძალიან დაწეული იყო, იმედია ამ წვიმების მერე ცოტა მოიმატებდა..
ძალიან ლამაზი ადგილია :)
Image

User avatar
del
მაწანწალა
Posts: 316
Joined: 24 დეკ 2008, 22:46
Location: Tbilisi
Contact:
მშობელთა ლაშქრობა II 27 ივნისს ავენისში

Post by del » 25 ივნ 2009, 11:45

1).guruli
2).lali + ლუკა
3).ნიკუშანიკუშა
4).Chiamaya
5,6,7,8 )) ჭიამაიას ++++
9,10) ნიკუშანიკუშას ++
11,12) მირანდების ოჯახი ? ?
13) del + გაბი (დაიკო)
14) miau
15) miau +
16) miau +
17) ?

ოფიციალურად დავემატეთ:)
Netgroup - პროფესიონალური IT მომსახურება. კომპანიები Cisco, HP და Microsoft-ის ოფიციალური პარტნიორი!
http://www.netgroup.ge

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
მშობელთა ლაშქრობა II 27 ივნისს ავენისში

Post by MIRANDA » 25 ივნ 2009, 12:02

მოკლედ... მირანდების ოჯახი, ამ ლაშქრობაში, სამწუხაროდ ვერ გიერთდებათ :(

არადა, როგორ მინდაააააააააააა

1. guruli
2-3. lali + ლუკა
4. ნიკუშანიკუშა
5. Chiamaya
6-7-8-9. ჭიამაიას ++++
10-11. ნიკუშანიკუშას ++
12-13. del + გაბი (დაიკო)
14. miau
15. miau +
16. miau +
17. :arrow:


P.S. სია ცოტა შევალამაზე :oops:

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
მშობელთა ლაშქრობა II 27 ივნისს ავენისში

Post by guruli » 25 ივნ 2009, 12:31

MIRANDA
სია ცოტა შევალამაზე
შელამაზება არ ჰქვია თქვენს გამოკლებას. :D :D

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
მშობელთა ლაშქრობა II 27 ივნისს ავენისში

Post by guruli » 25 ივნ 2009, 23:35

მოკლედ, მდგომარეობა ასეთია. მძღოლს ჯერ საბოლოოდ არ შევთანხმებივარ - ვარიანტებს ვადარებ და უკეთესს ამოვარჩევ. სხვა პირობები კი ასეთია - 8,30-ზე სევიკრიბოთ სამთო ქიმიასთან. ცოტა ადრე გავიდეთ, აჯობებს. გზა შორი და დამღლელი არაა, მაგრამ ანანურთან შევჩერდებით ფოტოებისთვის, იქ ცოტას დავისვენებთ, მერე სამწვადედ ცეცხლის თადარიგი და დრო უცებ გავა.
საკვები ყველას მოგვაქვს ჩვენ-ჩვენი - მსუბუქი, ცოტ-ცოტა. წყალიც ვიქონიოთ. სასურველია, რომ ჭურჭელიც ყველამ ჩვენი წამოვიღოთ (მე მომაქვს), თუ არადა, დიდუბეში ვიყიდით. მაგრამ მე მინდა, იქ საყიდელი ცოტა რამე მოვიტოვოთ.
ხალხნო, ვინმეს ხომ არ სეგიძლიათ 2 კილო სამწვადე წინასწარ იყიდოთ და დააბასტურმოთ? ცხადია, ანგარიშს მერე გაგისწორებთ და დილით დროს დავზოგავთ.
რაც შეეხება დიდუბეში საყიდლებს, თუ სამწვადეს იყიდით, მაშინ იქ დაგვრჩება პური, ცივი სასმელები, ცოტა ალკოჰოლური სასმელი, ერთჯერადები (ესეც - თუ პირადი არ გვექნება), ხელსახოცები, ხახვი და მარილი - მწვადისთვის. თუ სამწვადეს წინასწარ ვყიდულობთ, მაშინ ვინმემ კონტეინერიც წამოიყოლეთ მაგისთვის. ასანთი მე აღარ დამავიწყდება უკვე, მაგრამ დანებს თუ ყველა ჩაიდებთ ჩანთაში, კარგი იქნება - დაგვჭირდება. სხვა თუ რამე მავიწყდება, როგორც კი გამახსენდება, მაშინვე დავწერ. :)
ხარჯებს რაც შეეხება, გზის ფულის გარდა (რომელიც ამ რაოდენობაზე, ალბატ, 10 ლარიც არ გამოვა), ავკრიბავთ 5-5 ლარს იმ წვრილმანებისთვის, რაც ჩამოვწერე.
ჰო, კიდევ - თუ გინდათ, პურიც სახლიდან გამოვიყოლოთ (მე მომაქვს), მაგრამ თუ გინდათ, დიდუბეში ახალი ლავაშები ვიყიდოთ.

User avatar
miau
ბილიკზე მოარული
Posts: 71
Joined: 16 ნოე 2008, 12:18
მშობელთა ლაშქრობა II 27 ივნისს ავენისში

Post by miau » 26 ივნ 2009, 00:08

მე მოვიფიქრებ და წამოვიღებ რამეს :) სავარაუდოდ ქათამს შევწვავ ისევ - ადვილია :D :) ჩემი მეორე დედიკოც წამოიღებს რამეს... :)წყალს უსიკვდილოდ წამოვიღებ, ტავს ვერ დავდებ, რომ ყველასთვის - ამდენის თრევის თავი არა მაქვს, ყველამ ჩვენ-ჩვენი წამოვიღოთ :D
წამოვიღებ დანას, რომლითაც, თუ საქმე-საქმეზე მიდგა და ვინმე თავს დაგვესხა, ან ვინმეს დავარტყამ, ან კიდევ თავად მოვიკლავ თავს :D
წამოვიყვან ჩემს საყვარელ მეგობარ კამერას. ჩემი ვარაუდით დანიშნულების ადგილზე საშინელი სციხე იქნება - აქამდე ასე იყო ხოლმე ბაზალეთზე და არც ახლა იქნება გამონაკლისი. ამიტომ ვეცდები წამოვიდე ძალიან გრილად ჩაცმული.
ერთი კითხვა ორგანიზატორთან - ბოტასები რომ არ ჩავიცვა, ჩვეულებრივი დაბალქუსლიანი ფეხსაცმეწლით ვივლი? ნორმალური გზაა? - ცხელა და ძალიან მეზარება ბოტასების ჩაცმა :(
ჩემი ფისუნია ყველაზე ლამაზია!

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
მშობელთა ლაშქრობა II 27 ივნისს ავენისში

Post by guruli » 26 ივნ 2009, 00:37

miau
ჩემი ვარაუდით დანიშნულების ადგილზე საშინელი სციხე იქნება - აქამდე ასე იყო ხოლმე ბაზალეთზე და არც ახლა იქნება გამონაკლისი.
ჩვენ ბაზალეთთან ძაან ახლოს, მაგრამ ცოტა იქით ვიქნებით - ტყის პირას. იქ პატარა მდინარეცაა და შედარებით სიგრილე იქნება, მაგრამ მზის ქუდები მაინც იქონიეთ.
იქნებ შენი +-ის რაოდენობა დააზუსტო, რა! სხვებთანაც იგივე თხოვნა მექნება, რადგან ტრანსპორტის შერჩევისას ეს მნიშვნელოვანია. იგივე თხოვნა მექნება სხვებთანაც.
ერთი კითხვა ორგანიზატორთან - ბოტასები რომ არ ჩავიცვა, ჩვეულებრივი დაბალქუსლიანი ფეხსაცმეწლით ვივლი? ნორმალური გზაა? - ცხელა და ძალიან მეზარება ბოტასების ჩაცმა
თუ გინდა, ოთახის ფლოსტებით წამოდი ან - ზღვის შლოპანცებით :D (ჩანადირ, არ ჩამქოლო - ამის ქართული სახელი არ ვიცი). ოღონდ ეკლესიის უკან - ურთხელის ტყეში და მდინარის კალაპოტში რომ სეირნობას თუ ისურვებ, სამაგისოდ ჩაიცვი.

User avatar
miau
ბილიკზე მოარული
Posts: 71
Joined: 16 ნოე 2008, 12:18
მშობელთა ლაშქრობა II 27 ივნისს ავენისში

Post by miau » 26 ივნ 2009, 00:41

1 + 100% მომყავს და მეორე ჯერ ზუსტად არ ვიცი, შენც დაურეკე ;)
ჩემი ფისუნია ყველაზე ლამაზია!

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
მშობელთა ლაშქრობა II 27 ივნისს ავენისში

Post by guruli » 26 ივნ 2009, 01:04

miau
მეორე ჯერ ზუსტად არ ვიცი, შენც დაურეკე
ეგ ქალი შენი დაქალია და შენ გაბარებ მაგის წამოყვანას. :) მაგრამ ეგ, მგონი, შვილთან ერთად მოდის და დააზუსტე. უთხარი, რომ ფორუმელები დიდი სიხარულით ველოდებით ლეგენდარულ კულინარს. :P

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
მშობელთა ლაშქრობა II 27 ივნისს ავენისში

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 26 ივნ 2009, 02:34

ვაჰ, ძნ ლამზი ადგილია.
აბა, მითხარი, "შაფათს" ჯგუფი რომელ სთზე იქნება დედაქალაქში?
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
მშობელთა ლაშქრობა II 27 ივნისს ავენისში

Post by guruli » 26 ივნ 2009, 09:00

GAMARJOBA SAKARTVELO
"შაფათს"
მე მეგონა, "შლოპანცებს" შემისწორებდი, შენ კი თურმე შაფათი მოგხვედრია თვალში. :D :D
და თუ წამოსვლას ფიქრობ (რაც ძალიან გვესიამოვნება) და ეგ მართლა გაინტერესებს, სადღაც 7-8 საათისთვის ვიქნებით ქალაქში. გააჩნია, იქიდან როდის წამოვალთ. ალბათ, 6-თვის.

User avatar
miau
ბილიკზე მოარული
Posts: 71
Joined: 16 ნოე 2008, 12:18
მშობელთა ლაშქრობა II 27 ივნისს ავენისში

Post by miau » 26 ივნ 2009, 10:23

guruli

რტული ვერ წამოვა :( შვილი აბარებს წელს და საქმე გამოუჩნდა. ასე რომ, მე და ჩემი მეორე დედიკო წამოვალთ. :)
ჩემი ფისუნია ყველაზე ლამაზია!

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
მშობელთა ლაშქრობა II 27 ივნისს ავენისში

Post by guruli » 26 ივნ 2009, 12:44

მოკლედ, სიას ორი კაცი ემატება (რაც მე ვიცი), მომავალი კარაველები და მათ, უბრალოდ, +-ად ჩავწერ.
1. guruli
2-3. lali + ლუკა
4. ნიკუშანიკუშა
5. Chiamaya
6-7-8-9. ჭიამაიას ++++
10-11. ნიკუშანიკუშას ++
12-13. del + გაბი (დაიკო)
14. miau
15. miau +
16. +
17. +
შესაძლოა, ერთი კარგი სიურპრიზი კიდევ იყოს, მაგრამ ჯერ არ ვწერ. :wink:
Last edited by guruli on 27 ივნ 2009, 00:40, edited 1 time in total.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
მშობელთა ლაშქრობა II 27 ივნისს ავენისში

Post by guruli » 26 ივნ 2009, 12:51

ხალხნო, სამწვადეს ვერავინ დააბასტურმებთ?
ინტელ, ბებო ღმერთმა დიდხანს და კარგად გიმყოფოს, მაგრამ სადაც ერთი თვე არ გინახავს, ბარემ 1 კვირითაც გადადე მონახულება - ხვალ ჩვენ წამოგვყევი და მომავალ კვირას ჩვენ წამოგყვებით ბებოს სანახავად. :D :D
ჰო, კიდევ - პლიუსების საკითხი საბოლოოდ გაარკვიეთ რა ყველამ.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]