ბორჯომის ხეობა - 20-21/06/09

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ბორჯომის ხეობა - 20-21/06/09

Post by Tamari-ch. » 24 ივნ 2009, 13:24

შესასვლელი კარების თავზე -
დასავლეთ მხარეს არის ასომთავრული წარწერა

1. ინდიქტიონსა მეფეთ მეფის:გიორგის ძის დიმიტრისა: მეცხრამეტისა
2. სიტყვისა ღვთისა: ხორცშესხმას
3. აღვაშენე ტაძარი: ესე: ჟამსა..


ეს წარწერა უფრო სრულად იკითხებოდა მე 19 საუკუნეში
და იგი აღწერილი აქვს მარი ბროსეს და დიმიტრი ბაქრაძეს.
მაშინ იგი იკითხებოდა ასე -

1. ინდიქტიონსა მეფეთ მეფის:გიორგის ძის დიმიტრისა: მეცხრამეტისა
2. სიტყვისა ღვთისა: ხორცშესხმის მიზეზო.
3. აღვაშენე ტაძარი: ესე: ჟამსა მეფეთ მეფისა
4. გიორგისა მე მთიანთ მოლარეთუხუცესმა
5. ქ~კნ: კა (21)= 1333 წელი ..


ანუ ტაძარია აშენებულია მე-14 საუკუნეში.


Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ბორჯომის ხეობა - 20-21/06/09

Post by Tamari-ch. » 24 ივნ 2009, 13:31

Image

წაწერაში მოხსენიებული მეფე გიორგი ერთი ვერსიით (მარი ბროსეს აზრით)
უნდა ყოფილიყო გიორგი ბრწყინვალე

მეორე ვერსიით (დიმიტრი ბაქრაძეს აზრით) კი შესაძლო ეს ყოფილიყო გიორგი III

ს. მაკალათიას აზრით -
სავარუდოდ სწორია პირველი ვერსია, ვინაიდან სტილით ეკლესია ემსგავსება ზარზმის და ჭულეს ეკლესიებს, რომლებიც აგებულია სწორედ მე -13 -14 საუკუნეებში....

საუკუნეების მანძილზე
ამ ეკლესიაში გიორგობაზე სოფლებიდან ამოდიოდა ხალხი სალოცავად...

მე -16 საუკუნეში თურქების შემოსევების გამო სოფლები გაპარტახებულა და დაცარიელებულა...

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ბორჯომის ხეობა - 20-21/06/09

Post by Tamari-ch. » 24 ივნ 2009, 13:35

Image

ულამაზესი ადგილია....
იქიდან წამოსვლა არ მოგინდებათ...

Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ბორჯომის ხეობა - 20-21/06/09

Post by Tamari-ch. » 24 ივნ 2009, 13:36

Image

ეკლესიის ქვემოთ - გალავანია -

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ბორჯომის ხეობა - 20-21/06/09

Post by Tamari-ch. » 24 ივნ 2009, 13:41

Image

სოფელს დაბაში - ცენტრში კიდევ ერთი ეკლესიაა
და იგი ციხეს ცენტრშია აშენებული

ეს კომპლექსი გარშემორტყმულია გალავნით -

მას ეწოდება "მარიამწმინდა"

საშიშროების დროს სოფელი იხიზნებოდა სწორედ ამ ციხე-ეკლესიაში...

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ბორჯომის ხეობა - 20-21/06/09

Post by Tamari-ch. » 24 ივნ 2009, 13:43

Image

ეკლესიაში - უფრო სწორედ კი სალოცავში -

შესასვლელი საკმაოდ ვიწრო და დაბალია
თავად ეკლესია ნაწილობრივ დანგრეულია

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ბორჯომის ხეობა - 20-21/06/09

Post by Tamari-ch. » 24 ივნ 2009, 13:44

Image

შიგნით რამდენიმე -
ერთმანეთში გამავალი ოთახია...

ახლა კი იქ ხატები და სანთლებია -
ხალხი კვლავ ამოდია აქ სალოცავად...

ეკლესია და გალავანი თარიღდება მე-12 საუკუნით...

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ბორჯომის ხეობა - 20-21/06/09

Post by Tamari-ch. » 24 ივნ 2009, 13:45

Image

ჩვენმა ბავშვებმა ციხის ყველაზე მაღალი ადგილი დალაშქრეს....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ბორჯომის ხეობა - 20-21/06/09

Post by Tamari-ch. » 24 ივნ 2009, 13:49

Image

აი ეს რომ დავინახე - შიშისგან კინაღამ გული გამისკდა...

:lol:

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ბორჯომის ხეობა - 20-21/06/09

Post by Tamari-ch. » 24 ივნ 2009, 13:49

Image

ხედი ციხედან

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ბორჯომის ხეობა - 20-21/06/09

Post by Tamari-ch. » 24 ივნ 2009, 13:50

Image

კარგადაა შემონახული ციხის შესასვლელი თაღი///

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ბორჯომის ხეობა - 20-21/06/09

Post by Tamari-ch. » 24 ივნ 2009, 13:51

Image

ეს კი ეკლესიაში შესასვლელი თაღია...

ქართული თაღები საოცრებაააა!!!

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ბორჯომის ხეობა - 20-21/06/09

Post by Tamari-ch. » 24 ივნ 2009, 14:08

ჩვენ შემდეგი გაჩერება იყო ტიმოთესუბანი -


Image


ტიმოთესუბანი

ბორჯომის რაიონის ამავე სახელწოდების სოფელში შემონახულია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - დიდი სამონასტრო კომპლექსი (XI-XVIII სს.), რომლის მთავარი ნაგებობაა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი (XII-XIII საუკუნეების მიჯნა).

ნაგებია მოვარდისფრო "ქართული აგურით". ჩახაზული ჯვრის ტიპის ცენტრალურ-გუმბათოვან ნაგებობას აღმოსავლეთ მხარეს 3 შვერილი აფსიდი აქვს. გუმბათის ყელი დაყრდნობილია 2 თავისუფლად მდგარ ბოძსა და საკურთხევლის კედლის შვერილებზე. მოგვიანებით დასავლეთ მხრიდან აგურის კარიბჭე მიაშენეს, სამხრეთიდან - გათლილი ქვისა. შიგნით ეკლესია მთლიანად მოხატულია. მხატვრობა შესწულებულია არა უგვიანეს XIII საუკუნის 20-იანი წლებისა და თამარ მეფის ეპოქის ბრწყინვალე ძეგლთა რიცხსვს მიეკუთვნება. თავისი იკონოგრაფიული პროგრამა-შემადგენლობით იგი არაჩვეულებრივად მდიდარი და ტიპურად ქართულია. მოხატულობაში ცხადად განირჩევა სხვადასხვა ოსტატის ხელწერა. ისინი სტილისტური ერთიანობის ფარგლებში ერთმანეთისაგან განსხვავდებიან თავისი მკვეთრი, სრულიად განუმეორებელი ხასიათით. ერთ-ერთ წარწერაში მოხსენებულია XII-XIII საუკუნეების გამოჩენილი ქართველი სამხედრო მოღვაწე შალვა თორელ-ახალციხელი, რომელსაც მიეწერება ტიმოთესუბნის მონასტრის გაფართოება, დიდი ტაძრის აგება და მოხატვა. მოხატულობა გაწმინდეს და შეისწავლეს 1972-1976 (ხელმძღვანელი ე. პრივალოვა). ტაძრის ჩრდილოეთით სამონასტრო ნაგებობათა (X-XI საუკუნეები) ნაშთია. შემონახულია აგრეთვე თლილი ქვით ნაგები დარბაზული ეკლესია (XI ს.).

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ბორჯომის ხეობა - 20-21/06/09

Post by Tamari-ch. » 24 ივნ 2009, 14:15

მინდა საგანგებოდ აღვნიშნო -

ტიმოტესუბანში ფოტოგადაღება აკრძალულია,
ჩვენ გაგვიმართლა და ნება დაგვრთეს...
ვისაც გადაღება გინდათ - საჭიროა ნებართვა საპატრიარქოდან...

უნიკალური ფრესკებია იქ-
1,5 სთ ვიღებდი მათ და ყველას ვერ დავდებ -
დავდებ რამდენიმეს....

ტიმოთესუბნის სამონასტრო კომპლექსი
ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტიმოთესუბნის გუმბათოვანი ეკლესიის მშენებლობა, საქართველოს "ოქროს ხანით" - 12–13 საუკუნეებით თარიღდება. იგი ქართული კულტურის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომელიც უნიკალური მოხატულობის გამო მსოფლიო კულტურის გადარჩენის ფონდშია შესული.
ტაძარში პირველად მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ფრესკა ხვდება თვალს, შემდეგ კი, განკითხვის დღის უნიკალური კომპოზიცია იშლება, რომლის ფართობი 20 კვადრატულ მეტრს შეადგენს; მლოცველს საკურთხეველის თაღიდან ღვთისმშობლის მთლიანი ფრესკა გადმოჰყურებს.
მთავარ ტაძარზე არაფერი წერია, თუმცა, მონასტრის ტერიტორიაზე არსებული მცირე ეკლესიის დასავლეთის სარკმელზე მოთავსებული წარწერა გვამცნობს: "ქრისტე ადიდე სულითა შალვა ერისთავთ ერისთავისა". სწავლილთა აზრით, ეს მონასტერი საქართველოს "ოქროს ხანის" ლეგენდარული გმირის, შალვა თორელის განსასვენებელი ადგილია.
მონასტერი მართლაც საოცარ ადგილასაა გაშენებული: მიდიხარ და გგონია ახლომახლო არაფერია ვიწრო ხეობისა და ხმაურიანი ღელის გარდა; უცებ, მოსახვევში, ტიმოთესუბნის მონასტერი ცეცხლის ალივით აბრიალდება.
აქ ოდითგანვე ბერების სავანე ყოფილა. სახელწოდებაც სავარაუდოდ, მონასტრის დამაარსებლის იმ სახელს უკავშირდება, რომელიც ხალხის მეხსიერებამ შემოინახა. აქ მოღვაწე ბერების მიერ წირვა–ლოცვა დღესაც აღევლინება.

Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ბორჯომის ხეობა - 20-21/06/09

Post by Tamari-ch. » 24 ივნ 2009, 14:33

Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]