ჰოდა... როგორც იტყვიან, ავიკარით გუდა-ნაბადი და გავუდექით გზას. ჯერ კიდევ ხიდს არ ვიყავით გაშორებულები, რომ ატყდა, მაგრამ რა ატყდა, კაი, გემრიელი...
მე და ტრული ოდნავ დაწინაურებულები ვიყავით და კლდის ქიმს პირდაპირ მტკვართან შევაფარეთ თავი (ერთი ადიდებულიყო, ვნახავდი, რა თავშესაფარიც იქნებოდა

), ამირანი და ზაზა კი რამდენიმე ადგილობრივთან ერთად ხიდის ქვეშ აღმოჩნდა, ისე, რომ კაი შავი ღვინოც მიირთვეს წვიმის გადაღებამდე);
როგორც კი გადაიღო, შევუერთდით ერთმანეთს, მაინც გაწუწულები, მაგრამ, ამჯერად საშუალო დონეზე, საცვლებს მაინც ვგრძნობდით მშრალად

ზაზა და ამირანი შემთვრალებულები იყვნენ და სულ ღიღინ-ღიღინით გავაგრძელეთ გზა.
საღამო იყო, ამინდიც მძიმე, ოდნავ მოდუნებული ცა არ აპირებდა მოწმენდას, სველებიც ვიყავით, ციოდა კიდეც, ნელ-ნელა სხეულს კანკალი ეპარებოდა და ასეთი, მოგზაურული იდილია იყო ჩვენში.
უკან დაბრუნება არცერთს მოგვსვლია აზრად. შევიფერთხეთ ჩანთები და გზა გავაგრძელეთ გახარებულებმა, რომ აი, წვიმამაც გადაიღოო...
მაგრამ...
როგორც ნინოლამ შემარქვა უკვე "წვიმის კაცი" ხარო, წელს ამ სახელს ნამდვილად ვამართლებ

სამცხე თავის მშრალი ჰავით არის ცნობილი, წელიწადში 2-3-ჯერ თუ მოვა წვიმა.
ჩემი წყალობით, ამ დღეეებში, რამდენიმე წლის ლიმიტი უკვე დაიხარჯა რეგიონში.
მოკლედ...
ცოტა ვიარეთ თუ ბევრი, ჩავეხუტეთ ტალახს, წვიმას, ღრუბელს, სიცივეს. გზად ისევ წამოვიდა წვიმა, უკვე ყურადღებაც აღარ მივაქციეთ.
წვიმა, როგორც წესი, დასველებამდეა არასასურველი, თორემ, მერე უკვე სულერთი ხდება ხოლმე.
ჰოდა, წვიმაშიც არხეინად ვაგრძელებდით გზას.
სომეხი მეთევზეებიც შევნიშნეთ სათამაშოებივით რომ იყვნენ გადანაწილებულები ნაპირას და მდუმარედ თევზაობდნენ.
ერთი კი შეგვავლეს თვალი, მაგრამ რეაქციის თავიც არ ჰქონდათ. ისხდნენ ისე, დაღონებულები, მღვრიე მტკვართან თვალშითვალგაყრილები.
ჩვენ კი მხიარულად მივაბიჯებდით და ვეჯიბრებოდით ამინდს. რამდენი დაიგრუხუნებდა, იმდენი ხალისს ვუმატებდით, რამდენი დაასხამდა - იმდენი სულერთი ხდებოდა წვიმაც და ამინდიც...
მაგრამ...
ამინდთან შეჯიბრს მაინც არ გირჩევთ, ცოტა რომ გვიყურა, მერე ერთი გადაიღრიალა ირონიულად და დაგვცხო სეტყვა, მაგრამ რა დაგვცხო... წამოვიდა, მაგრამ რა წამოვიდა... გვცემდა, მაგრამ რას გვცემდა ყინულის ბურთებით... თითქოს პატრული ყოფილიყო ცაში, ჩვენ კი დემონსტრაციის მონაწილეები, დაგვცხო და დაგვცხო...
ჩვენ შესაფარებელი ადგილის შებნა დავიწყეთ.
მთელი სამცხე ხომ სულ გამოქვაბულებია, მხოლოდ იმ ადგილას არ იყო არაფერი, სადაც ჩვენ იმ დროს ვიმყოფებოდით.
ბოლოს, მაინც ვიპოვნეთ პატარა მოქვაბულო ადგილი და ჩვენს ჭკუაში დავემალეთ სეტყვას...
