მესხეთ-ტური ივნისი 2009

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
მესხეთ-ტური ივნისი 2009

Post by ARCHILI » 18 ივნ 2009, 13:47

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:


ჩვენ ვანის ქვაბებში :)

კაპიტანი ამირანი

Image

ტრული

Image

მაესტრო არჩილი

Image

ზაზა

Image

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
მესხეთ-ტური ივნისი 2009

Post by ARCHILI » 18 ივნ 2009, 14:01

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

კაპიტანი და ტრული

Image

ზაზა და არჩილი

Image

Image

Image

სამი ძმანი (გურულები არა, გურული ერთია აქ მხოლოდ)

Image

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
მესხეთ-ტური ივნისი 2009

Post by ARCHILI » 18 ივნ 2009, 14:52

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

თავი 5

თავკვეთურა


სეტყვაში მოყოლილები

:)


ვანის ქვაბებიდან ისევ ვარძიაში დავბრუნდით.

შეხუთული ჰაერი და მწვავე სიცხე მეტად შესანიშნავ წვიმას ვარაუდობდა. ცოტა ხანს ვარძიის ადმინისტრაციაში ველოდეთ ამინდის განვითარებას. ვფიქრობდით, ბარემ იწვიმოს და გავიდეთო.

წვიმა მაინცდამაინც არ ჩქარობდა. ვისარგებლეთ მომენტით, შევიძინეთ პური, ლუდი და მისთანები.

შემდეგ მე და ამირანმა კომპლექსის წინ, შეიძლება ითქვას, მცირე სტრიპტიზი მოვაწყვეთ და თავ-ფეხიი დავიბანეთ უცივესი წყლით.

მგონი, ჩამოსულ ტურისტებს და ექსკურსანტებს ქვის ქალაქზე მეტად ამ ტყიურების ანუ ჩვენი თვალიერება აინტერესებდათ და მითუმეტეს ყინულივით ცივი წყლის დასხმით გამოწვეული ღრიალის მოსმენა რაღაც ზედა პალეოლითურ ეპიზოდებს აგონებდათ.

ქართველ ექსკურსანტებს, როგორც წესი, უცხოელები ვეგონეთ (ღრიალი, მგონი, ყველა ენაზე ერთნაირად ისმის) და მეტად საამო მოსასმენი იყო ყურს შემთხვევით მოხვედრილი მათი კომენტარები.

:)

ერთ მომენტში ერთ-ერთი ქალბატონი მობრძანდა და ქართულად დაგვიწყო ყვირილი, არ შეიძლება ასეთი ცივი წყლით დაბანვა, მზის დარტყმას მიიღებთო, რადგან არ ვუპასუხეთ, მერე რუსულად გვკითხა "პონიალიო" ?

გულიანად გავიცინე და ქართულად გადავუხადე მადლობა მზრუნველობისათვის.

:)

აი, ტრულიმ და ზაზამ ჭკუაში გვაჯობეს და გოგირდის აბაზანები მიიღეს.

ცა კი ძუნწად გამოისვრიდა დროდადრო წვიმის წვეთებს და ისევ ჩერდებოდა.

იღრუბლებოდა ყველა შესაძლო მხრიდან. სასიამოვნო და საინტერესო სანახავი კი იყო, მზიან ცაზე შემოჭრილი შავი ღრუბლების ხილვა.

ჩვენი ჯგუფი ისევ შეგროვდა, ზოგი ნაწილობრივ, ზოგი კი მთლიანად დაბანილი და ამ ამინდს ლუდის წრუპვით ვათვალიერებდით.

Image

Image

Image

Image

ერთ ხანს, მცირედი ხნით კარგად დასცხო და როგორც კი გადაიღო, გადავწყვიტეთ, ეგ არის და გამოიდარებსო.

ვარძიის კომპლექსის დირექტორთან, ბატონ ვალოდიასთან კიდევ ერთხელ დავაზუსტეთ თავკვეთურაზე მიმავალი ბილიკების საკითხი და გავემართეთ მტკვრის მეორე მხარეს, მისი დინების საწინააღმდეგოდ, საქართველო-თურქეთის საზღვრის მიმართულებით.

:)


:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
მესხეთ-ტური ივნისი 2009

Post by ARCHILI » 18 ივნ 2009, 17:36

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:


ჰოდა... როგორც იტყვიან, ავიკარით გუდა-ნაბადი და გავუდექით გზას. ჯერ კიდევ ხიდს არ ვიყავით გაშორებულები, რომ ატყდა, მაგრამ რა ატყდა, კაი, გემრიელი...

მე და ტრული ოდნავ დაწინაურებულები ვიყავით და კლდის ქიმს პირდაპირ მტკვართან შევაფარეთ თავი (ერთი ადიდებულიყო, ვნახავდი, რა თავშესაფარიც იქნებოდა :lol: ), ამირანი და ზაზა კი რამდენიმე ადგილობრივთან ერთად ხიდის ქვეშ აღმოჩნდა, ისე, რომ კაი შავი ღვინოც მიირთვეს წვიმის გადაღებამდე);

Image

Image

Image

Image

როგორც კი გადაიღო, შევუერთდით ერთმანეთს, მაინც გაწუწულები, მაგრამ, ამჯერად საშუალო დონეზე, საცვლებს მაინც ვგრძნობდით მშრალად :lol: ზაზა და ამირანი შემთვრალებულები იყვნენ და სულ ღიღინ-ღიღინით გავაგრძელეთ გზა.

საღამო იყო, ამინდიც მძიმე, ოდნავ მოდუნებული ცა არ აპირებდა მოწმენდას, სველებიც ვიყავით, ციოდა კიდეც, ნელ-ნელა სხეულს კანკალი ეპარებოდა და ასეთი, მოგზაურული იდილია იყო ჩვენში.

უკან დაბრუნება არცერთს მოგვსვლია აზრად. შევიფერთხეთ ჩანთები და გზა გავაგრძელეთ გახარებულებმა, რომ აი, წვიმამაც გადაიღოო...

მაგრამ...

როგორც ნინოლამ შემარქვა უკვე "წვიმის კაცი" ხარო, წელს ამ სახელს ნამდვილად ვამართლებ :) სამცხე თავის მშრალი ჰავით არის ცნობილი, წელიწადში 2-3-ჯერ თუ მოვა წვიმა.

ჩემი წყალობით, ამ დღეეებში, რამდენიმე წლის ლიმიტი უკვე დაიხარჯა რეგიონში.

:)

მოკლედ...

ცოტა ვიარეთ თუ ბევრი, ჩავეხუტეთ ტალახს, წვიმას, ღრუბელს, სიცივეს. გზად ისევ წამოვიდა წვიმა, უკვე ყურადღებაც აღარ მივაქციეთ.

წვიმა, როგორც წესი, დასველებამდეა არასასურველი, თორემ, მერე უკვე სულერთი ხდება ხოლმე.

ჰოდა, წვიმაშიც არხეინად ვაგრძელებდით გზას.

Image

Image

სომეხი მეთევზეებიც შევნიშნეთ სათამაშოებივით რომ იყვნენ გადანაწილებულები ნაპირას და მდუმარედ თევზაობდნენ.

Image

ერთი კი შეგვავლეს თვალი, მაგრამ რეაქციის თავიც არ ჰქონდათ. ისხდნენ ისე, დაღონებულები, მღვრიე მტკვართან თვალშითვალგაყრილები.

ჩვენ კი მხიარულად მივაბიჯებდით და ვეჯიბრებოდით ამინდს. რამდენი დაიგრუხუნებდა, იმდენი ხალისს ვუმატებდით, რამდენი დაასხამდა - იმდენი სულერთი ხდებოდა წვიმაც და ამინდიც...

მაგრამ...

ამინდთან შეჯიბრს მაინც არ გირჩევთ, ცოტა რომ გვიყურა, მერე ერთი გადაიღრიალა ირონიულად და დაგვცხო სეტყვა, მაგრამ რა დაგვცხო... წამოვიდა, მაგრამ რა წამოვიდა... გვცემდა, მაგრამ რას გვცემდა ყინულის ბურთებით... თითქოს პატრული ყოფილიყო ცაში, ჩვენ კი დემონსტრაციის მონაწილეები, დაგვცხო და დაგვცხო...

ჩვენ შესაფარებელი ადგილის შებნა დავიწყეთ.

მთელი სამცხე ხომ სულ გამოქვაბულებია, მხოლოდ იმ ადგილას არ იყო არაფერი, სადაც ჩვენ იმ დროს ვიმყოფებოდით.

ბოლოს, მაინც ვიპოვნეთ პატარა მოქვაბულო ადგილი და ჩვენს ჭკუაში დავემალეთ სეტყვას...

:)

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
მესხეთ-ტური ივნისი 2009

Post by ARCHILI » 18 ივნ 2009, 18:19

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

სეტყვისაგან თავშესაფარში


Image

ამირანმა, ეს რა ხდებაო, - გამოყო თავი, მერე რამდენიმე მსხვილი ყინული რომ თავში მოხვდა, მიხვდა, რაც ხდებოდა და ისევ შეძვრა "სამალავში"

Image

ამაზე მე გამეცინა:

Image

მალე ზაზამ თითქოს ცოტა უკეთესი ადგილი იპოვა, ჩანთა ცვენ დაგვიტოვა და გადაძვრა, ეგებ უჩანთოდ მაინც ჩავეტიოო.

ჩაეტია.

იქიდან კი მე და ტრულის გადაგვიღო ფოტო.

Image

სანამ ყინული დნობას დაიწყებდა კლდეზე, ჩვენს სადგომში კიდევ შეიძლებოდა დგომა, მაგრამ მალე დნობაც დაიწყო და ჩემსა და ტრულის თავებზე დიდი შხაპის სვლა გაიმართა.

თუ რამე ნაწილის მშრალად გადარცენა მოვახერხეთ მანამდე, ამ "შხაპის" წყალობით, ისე გავიჟღინთეთ, თიანურ ხაჭოს რომ წყალს ასხამენ ხოლმე აქაური ვაჭრები, ეგება ცოტა წონაში მოიმატოსო.

Image

ამირანიც ძალიან შეწუხდა და ზაზასკენ გადაინაცვლა.

Image

ესეც ჩვენი სეტყვა, შესანიშნავად იპოზიორა :lol:

Image

Image

Image

Image

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
მესხეთ-ტური ივნისი 2009

Post by ARCHILI » 18 ივნ 2009, 19:05

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

მოგზაურობა თავკვეთურამდე

:)

ბოლოსდაბოლოს, გადაიღო წვიმამ და ჩვენც გავაგრძელეთ გზა

Image

Image

გვეგონა, აწი მალე მივალთო...

:)

Image

Image

ჩვენ კი მივდიოდით. აღმა. დაღმა. ბილიკებზე. რიყეზე. ტყეში. ეკლებში. მინდვრებში. გორებზე. ფერდებზე.

Image

Image

Image

Image

Image

რაც მთავარია, ზოგან, ატალახებული ბილიკები ისე გემრიელად გვასრიალებდა, ერთგან მე და ტრული კინაღამ ვემსხვერპლეთ კიდეც, პირდაპირი ნახტომით რომ კინაღამ აქაფებულ მტკვარში აღმოვჩნდით.

Image

აი, ასე ახლოს ვიყავით მტკვართან, ბილიკზე ეფხი გვისრიალებდა, წვიმისაგან კიდევ უფრო დამძიმებული ჩანთები კი ჯიუტად გვეურჩებოდნენ მეც და ტრულისაც. ერთ-ორგან კი სერიოზულადაც დაგვისრიალდა ფეხი. ტრულის რომ სიმაღლეები არ უყვარს - ეგ კი ვიცით, ამან ცოტა დაამძიმა სიტუაცია. ბიჭებმა სხვა შემოვლითი გზა არჩიეს და მათი დარდი არ გვქონდა. ტრული კი ერთგან სერიოზულად გაიჭედა, მაგრამ ჯერ ამირანი მიეშველა, მერე მეც ცოტა და მერე ყველა ერთმანეთს და მშვიდობიანად გადავედით უსაფრთხო ადგილას.

შემდეგ ისევ ადვილი და ლამაზი სასიარულო წარსდგა ჩვენს წინ, მაგრამ ცვენ მივხვდით, რომ საერთო ჯამში, იმ დღეს უკვე საკმაოდ დაღლილები ვიყავით.

მაინც ხუმრობა-ხუმრობით გავაგრძელეთ სიარული.

Image

Image

Image

ესეც ჩვენ:

Image

Image

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
მესხეთ-ტური ივნისი 2009

Post by qvevri » 18 ივნ 2009, 19:54

თავიდანვე ვადევნებ თვალს ამ ლაშქრობას. ყოჩაღ, აი ლაშქრობაც ასეთი უნდა.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
მესხეთ-ტური ივნისი 2009

Post by ARCHILI » 18 ივნ 2009, 23:20

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

და მივედით კიდევ ერთ შესანიშნავ ადგილას, მტკვრის პირას კი ეს მშვენიერება დავინახე. სანამ ჩემი მეგობრები შემომიერთდებოდნენ, რამდენიმე ფოტოს გადაღება მოვასწარი.

თეთრი რაში კლდის ფონზე

Image

Image

Image

შესანიშნავი სანახაობა იყო.

მალე ჩვენებიც მოვიდნენ, ცხენი ჯერ დაფრთხა, მერე იქეთ გამოგვეკიდა. კარგად ვიყავით დაღლილ-დაქანცულები, თან ბინდდებოდა, კლდეში ნაკვეთ ტაძარს ვეძებდით, მაგრამ სისველემ, დაქანცულობამ და სიბნელემ თავისი გაიტანა და ჩვენ ბანაკის გაშლა მტკვრის პირას გადავწყვიტეთ ისევ.

:)

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
მესხეთ-ტური ივნისი 2009

Post by ARCHILI » 18 ივნ 2009, 23:25

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

ასე გაყარა ტრულიმ მომთაბარე ხარები საბანაკე ადგილიდან.

Image

კარავიც გავშალეთ და კიდეც დაბნელდა.

Image

ჩვენ მწყემსების მიერ მოგროვებული შეშა მოვიძიეთ კლდის ერთ ქვაბულში და შესანიშნავი კოცონიც ავაგიზგიზეთ.

რაც მთავარია, ხის ტოტებისაგან მოვაწყვეთ მეტად მოხერხებული "საშრობი", გამოვიცვალეთ სამოსი და სველი ცეცხლს მივუფიცხეთ.

Image

ცეცხლი კიძალებს იკრებდა, როგორც იტყვიან, ისეთი ცეცხლი გვენთო, ალი ცას წვდებოდა.

Image

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
მესხეთ-ტური ივნისი 2009

Post by ARCHILI » 18 ივნ 2009, 23:49

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

ჩვენც ნელ-ნელა დავლაგდით, გავშალეთ ტრაპეზი და კლდის მდუმარებით, მტკვრის ხმაურითა და მაინც ღამის სიმშვიდით ცეცხლის პირას ნირნავაში ჩავიძირეთ:


მაესტრო არჩილი

Image

კაპიტანი მაესტრო

Image

ტრული

Image

ზაზა, ამირანი და ტრული

Image

ჩვენი საშრობი

Image

ცოტა ხანში სტუმარი მოვიდა, აფნიელი მწყემსი. მოგვიკითხა, შეგამჩნიეთ და რამე ხომ არ გიჭირთო.

მივიწვიეთ ტრაპეზზე. წყალი ცოტა გვქონდა და ტრულის რჩევით, მტკვრის წყალი ავადუღეთ და მშრალი სუპი ისე მოვამზადეთ.

მართლაც, ეს საზღვრისპირა ადგილია და მტკვარი სუფთა მოდის. ამჯერად, ოდნავ მღვრიე კი იყო, მაგრამ გადადუღების შემდეგ სრულიად უვნებელი და გემრიელიც კი გამოდგა. ჩემი წვნიანი ასეც მოვამზადე.

ჩვენმა დაძმობილებულმა მწყემმა შემოგვთავაზა, გამომყევით ერთ-ერთი და წყალს მაინც შემოგაშველებთო. ჩვენ ზაზა გავაყოლეთ. ცოტა კი შეყოვნდნენ, მაგრამ, საბედნიეროდ, ზაზა არ გამოდგა ტრეფიკინგის მსხვერპლი, როგორც ბანაკში დარჩენილები ვხუმრობდით.

ისინიც მოვიდნენ და სტუმარი ვახშამზე დავპატიჟეთ.

Image


სტუმარი უხვსიტყვიანი გამოდგა, ათასი ამბავი მოგვიყვა, ტყუილიცა და მართალიც, ზღაპარიცა და რეალობაც, საინტერესოცა და უინტერესოც. კარგი და გულიანი ადამიანი გამოდგა.

ამირანმა ძალიან განიცადა, მარტო კაცი როგორ ძლებს ასე შორს ადამიანების გარეშეო.

ასე, ვისხედით და ვსაუბრობდით ათას რამეზე. მტკვარიც მხარს გვიბამდა და ნელ-ნელა მოგროვებული შავი ღრუბელიც.

Image

წვიმის პერსპექტივა კი უფროდაუფრო ძლიერდებოდა. ჩვენმა დაძმობილებულმა მწყემსმა გვითხრა, ასეთ კოკისპირულ წვიმებს, მითუფრო სეტყვას, არა მგონია მაგ კარავმა გაუძლოსო და შემოგვთავაზა წამოდით, გამოქვაბულში ან ჩემს "პატარა რეზიდენციაში" დაგაბინავებთო.

ძალიან გვეზარებოდა ალაგება, ცეცხლის მიტოვება, მითუფრო, ცეცხლისგან მოტენთილები ვიყავით და აღარაფრის თავი გვქონდა, მაგრამ... ერთ ხანს ცაზე მკითხაობით ვიყავით გართულები, ბოლოს, მაინც ვამჯობინეთ, დაგვეჯერებინა და უსაფრთხოების მიზნით გამოქვაბულებისაკენ წავსულიყავით.

მე ბატონი ვალოდიას ნათქვამი გავიხსენე და ვკითხე, კლდეში გამოკვეთილი ტაძრის შესახებ ხომ არ იცი რამე-თქო.

დაახლოებით ნახევარი საათის სიარულის შემდეგ, ჩვენც სწორედ ამ უნიკალურ ადგილას მოვხვდით.

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
მესხეთ-ტური ივნისი 2009

Post by ARCHILI » 18 ივნ 2009, 23:49

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

ჩვენც ნელ-ნელა დავლაგდით, გავშალეთ ტრაპეზი და კლდის მდუმარებით, მტკვრის ხმაურითა და მაინც ღამის სიმშვიდით ცეცხლის პირას ნირნავაში ჩავიძირეთ:


მაესტრო არჩილი

Image

კაპიტანი ამირანი

Image

ტრული

Image

ზაზა, ამირანი და ტრული

Image

ჩვენი საშრობი

Image

ცოტა ხანში სტუმარი მოვიდა, აფნიელი მწყემსი. მოგვიკითხა, შეგამჩნიეთ და რამე ხომ არ გიჭირთო.

მივიწვიეთ ტრაპეზზე. წყალი ცოტა გვქონდა და ტრულის რჩევით, მტკვრის წყალი ავადუღეთ და მშრალი სუპი ისე მოვამზადეთ.

მართლაც, ეს საზღვრისპირა ადგილია და მტკვარი სუფთა მოდის. ამჯერად, ოდნავ მღვრიე კი იყო, მაგრამ გადადუღების შემდეგ სრულიად უვნებელი და გემრიელიც კი გამოდგა. ჩემი წვნიანი ასეც მოვამზადე.

ჩვენმა დაძმობილებულმა მწყემმა შემოგვთავაზა, გამომყევით ერთ-ერთი და წყალს მაინც შემოგაშველებთო. ჩვენ ზაზა გავაყოლეთ. ცოტა კი შეყოვნდნენ, მაგრამ, საბედნიეროდ, ზაზა არ გამოდგა ტრეფიკინგის მსხვერპლი, როგორც ბანაკში დარჩენილები ვხუმრობდით.

ისინიც მოვიდნენ და სტუმარი ვახშამზე დავპატიჟეთ.

Image


სტუმარი უხვსიტყვიანი გამოდგა, ათასი ამბავი მოგვიყვა, ტყუილიცა და მართალიც, ზღაპარიცა და რეალობაც, საინტერესოცა და უინტერესოც. კარგი და გულიანი ადამიანი გამოდგა.

ამირანმა ძალიან განიცადა, მარტო კაცი როგორ ძლებს ასე შორს ადამიანების გარეშეო.

ასე, ვისხედით და ვსაუბრობდით ათას რამეზე. მტკვარიც მხარს გვიბამდა და ნელ-ნელა მოგროვებული შავი ღრუბელიც.

Image

წვიმის პერსპექტივა კი უფროდაუფრო ძლიერდებოდა. ჩვენმა დაძმობილებულმა მწყემსმა გვითხრა, ასეთ კოკისპირულ წვიმებს, მითუფრო სეტყვას, არა მგონია მაგ კარავმა გაუძლოსო და შემოგვთავაზა წამოდით, გამოქვაბულში ან ჩემს "პატარა რეზიდენციაში" დაგაბინავებთო.

ძალიან გვეზარებოდა ალაგება, ცეცხლის მიტოვება, მითუფრო, ცეცხლისგან მოტენთილები ვიყავით და აღარაფრის თავი გვქონდა, მაგრამ... ერთ ხანს ცაზე მკითხაობით ვიყავით გართულები, ბოლოს, მაინც ვამჯობინეთ, დაგვეჯერებინა და უსაფრთხოების მიზნით გამოქვაბულებისაკენ წავსულიყავით.

მე ბატონი ვალოდიას ნათქვამი გავიხსენე და ვკითხე, კლდეში გამოკვეთილი ტაძრის შესახებ ხომ არ იცი რამე-თქო.

დაახლოებით ნახევარი საათის სიარულის შემდეგ, ჩვენც სწორედ იმ უნიკალურ ადგილას მოვხვდით, რომელსაც თავკვეთურას უწოდებენ.

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:
Last edited by ARCHILI on 19 ივნ 2009, 00:21, edited 1 time in total.

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
მესხეთ-ტური ივნისი 2009

Post by MIRANDA » 19 ივნ 2009, 00:17

wow

ძალიან მაგრები ხართ!!

კითხვა მაქვს ერთი: ეს თეთრი რაში სპეციალურად პოზიორობდა ფოტოსთვის?? ყველა ფოტოში კადრში იხედება.. :shock:

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
მესხეთ-ტური ივნისი 2009

Post by Archil » 19 ივნ 2009, 09:46

თავკვეთურა მაგარია

სტუდენტებმა გაასუფთავეს

მაგ ადგილებში მტკვარი არაერთხელ გამიტოპია :)
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
მესხეთ-ტური ივნისი 2009

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 19 ივნ 2009, 14:50

მაესტრო ARCHILI,
უ1ლესად, აღვნიშნავ, რომ ახლა ვნახე ეს თემა.
ძნ გიყოჩაღიათ.
ნამდვილი ლაშქრობ მოგიწყვიათ.

ახლა კიდევ 1 საქმეზე გადავალ.
არ ვარ, დარწმუნებული, რომ ხშირად იხედები თემაში "დავიცვათ, ქართული ენა".
იმაში კი ვარ დარწმუნებული, რომ აქ შემოიხედავ და ვამჯობინებ, შენთვის და იმათთვისაც,
ვინც ის თემა არ იცის, აქ მორიდებით დავწერო:

"ჩაპრესვა" ქართულად "ჩაწნეხვას" ნიშნავს.
ამასთან, შენს წერილებში ხშირად ვაწყდები სიტყვებს "ტრაპეზი", "ვიტრაპეზეთ" და სხვა მისთანანი.
ხომ ვერ მეტყოდი, რას ნიშნავს?
ვიმედოვნებ, ამ კითხვას მაინც არ წაუყრუებ
ძნ კგ იცი, ჩემი მგრძნობიარე დამოკიდებულება ქართული ენის მიმართ.
გმადლობ, გაგებისთვის

აი, ამ თემიდან ამოღებული შენი წერილები:
ARCHILI wrote::
ამხელა ჩანთები, ცხადია, მხოლოდ საბარგულში ვერ დაეტეოდა, აბა, წავიდა, ახლა, თავად ავტომობილში ჩვენი და ჩვენი ჩანთების ჩატენ-ჩაპრესვა.
ARCHILI wrote:ჩვენც ნელ-ნელა დავლაგდით, გავშალეთ ტრაპეზი.

_____________________________
მივიწვიეთ ტრაპეზზე. წყალი ცოტა გვქონდა და ტრულის რჩევით, მტკვრის წყალი ავადუღეთ და მშრალი სუპი ისე მოვამზადეთ.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
მესხეთ-ტური ივნისი 2009

Post by ARCHILI » 19 ივნ 2009, 15:00

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

თავკვეთურა და თავკვეთურას კლდეში ნაკვეთი ტაძარი:

Image

თავკვეთურას ტაძრის შესასვლელი:

Image

Image

პატარა გვირაბი, რომელიც უნდა გაიაროთ ტაძარში მოსახვედრად:

Image

უნდა ახვიდეთ ამ კიბეზე:

Image

შემდეგ აქ:

Image

ზემოდან ეს ასე მოჩანს:

Image

და მოხვდები თავკვეთურას იოანე ნათლისმცემლის კლდეში ნაკვეთ ტაძარში:

Image

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]