Tamari-ch.
რომ ვუსმენდი კორსიკულ მუსიკას თავიდან მეგონა რაღაც ქართულს ვუსმენდი -
ექსპერიმენტიც ჩავატარე და სტუმრებს მოვასმენინე ეს მუსიკა და ვკითხე სადაურია თქო -
ერთმა კახურიო -
მეორემ სვანურიო...
არავის უთქვამს - არაქართულიო.
აქედან ჩანს, რომ იმ სტუმრებს კორსიკული არ ქონდათ მოსმენილი.
მრავალჟამიერში არაა ჩონგური -
მაგრამ სწორედ ასეთი წყობაა კახურში -
ანუ დო - მერე დო და შუაში - ფა
ხოდა არც კახური მრავალჟამიერი იწყება დო-ფა-ლა-თი.
კახური მრავალჟამიერი ძირითადად იწყება (სამივე ხმის ერთად ჟღერაზე ვამბობ) დო-ფა-დო-თი, რაც სრულიად განსხვავებული აკორდია, ვიდრე დო-ფა-ლა.
დო-ფა-ლა-ზე ძირითადად საჩონგურო სიმღერები იწყება, თუმცა არის შემთხვევები, როცა a capella სიმღერებიც იწყება მაგ აკორდზე.
რაც შეეხება კახურ მრავალჟამიერს, მანდ საქმე იმაშია, რომ ბანი მეორე ხმას კი არ უწყობს, უჭირავს კილოს საყრდენი ტონი და შუა ხმა და პირველი აგებენ მელოდიას და ჰარმონიას ამ საყრდენ ტონზე.
თუ სიმღერა ძირითადად მიმდინარეობს დო მიქსოლიდიურ კილოში, ბანს ძირითადად დო ეკავება.
რა თქმა უნდა სხვა ნოტებსაც იღებს, მაგრამ ეს სხვა ნოტები ყოველთვის გამომდინარე იქნება საყრდენი კილოდან.
ასევე, თუ მოხდა მოდულაცია სხვა კილოში, მაგალითად რე კილოში, ბანი გადავა რე-ზე და ძირითადად ეკავება რე ნოტა.
რაც შეეხება ხმის შეწყობას, ქართულ სიმღერაში პირველადი ხმა არის ის ხმა, რომელიც იწყებს სიმღერას და მას მთქმელი ეწოდება.
არის შემთხვევები, როდესაც სიმღერას ბანი იწყებს, თუმცა იმ სიმღერების უფრო არქაულ ჩანაწერებს თუ მოვუსმენთ, აღმოვაჩენთ, რომ მაინც მთქმელი იწებდა.
ასეთია მაგალითად, აჭარული მაყრული, რომელსაც ახლა ბანი იწყებს, თუმცა უფრო ძველ ჩანაწერებში ყოველთვის შუა ხმაა დამწყები. ასევეა სიმღერა ადილა, აქაც ბანი იწყებს, თუმცა ადილა არის კალოს ხელხვავი და მას იწყებს შუა ხმა.
კახურ მრავალჟამიერში სიმღერას იწყებს პირველი ხმა და შუა ხმაც და ბანიც მას უწყობენ.
თუ პირველი ხმა სიმღერას დაიწყებს დო მიქსოლიდიურ კილოში და მისი მელოდიური განვითარებაც ასე გაგრძელდება დო კილოში, შესაბამისად ბანიც და შუა ხმაც იმოქმედებენ დო კილოში.
თუ სიმღერას დაიწყებს შუა ხმა, მაშინ ბანიც და პირველიც მას უწყობენ.
ვინაიდან კახურ მრავალჟამიერს იწყებს პირველი ხმა, მცდარია აზრი, რომ ბანი ამ შემთხვევაში შუა ხმას უწყობს.
"ფა-ლა-დო" ან "ლა დო ფა" -
ხომ ხვდებით რისი თქმა მინდა?
ანუ ქართულ სიმღერებში "დო-ფა- ლა" წყობა დამახასითებელი თქო -
ამის თქმა მინდა
დ-ფა-ლა მართლაც დამახასიათებელია ქართული სიმღერებისათვის, თუმცა ლადო-ფა-ზე იგივეს ვერ ვიტყვით.
მართალია გვხვდება ასეთი აკორდები, თუმცა ეს მეტად იშვიათი შემთხვევებია და ძირითადად გამვლელი აკორდის ფუნქციას ასრულებს.
მესხური მრავალჟამიეირ ნახეთ-
http://www.link.ge/file/223862/meskhuri ... -.mp3.html
იქაც იწყებს ერთი ხმა და მერე ერთობა ქვედა ხმა - რომელიც დაშორებულია
პირველისგან კვარტათი (თუ არ ვცდები ან კვინტათი)
და მერე ერთობა პირველი ხმა მაღლა
ანუ აქაც "დო - ფა ლა" წყობითაა სიმღერა აგებული.
სამქე იმაშია, რომ მესხური სიმღერები (მათ შორის მრავალჟამიერიც) ძირითადად კომპოზიტორ ვალერიან მაღრაძის მოძიებულია და მოღწეულია ერთხმიანობის სახით.
არის რამოდენიმე სიმღერა რომლებიც 2 და 3 ხმიანებია, თუმცა რაც ვალერიან მარარაძემ მოიძია, ისინი ყველა ერთხმიანია.
ვალერიან მაღრაძემ ეს სიმღერები გაასამხმიანა თავისი გემოვნების მიხედვით და რატომღაც ქართლურ სიმღერებს დაამგვანა.
მესხურ სიმღერებზე მე ჩემი მოსაზრება მაქვს.
საქმე იმაშია, რომ მესხური მოდგმის ხალხებს აბსოლუტურად სხვანაირი სიმღერები აქვთ, ესენი არიან, აჭარლები, შავშელები, ტაოელები, კლარჯელები და ა.შ. (გურულებიც, თუმცა, ეს უკვე სრული განვითარებაა მუსიკალური და მესხებს მაგას ვერც მოვთხოვთ, ვითვალისწინებთ რა, თურქეთის 300 წლიან ბატონობას).
ვფიქრობ, უპრიანი იქნებოდა ვალერიან მაღრაძეს ეს გეზი აეღო.