ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი III

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია
User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი III

Post by lama » 02 მაი 2009, 20:34

qvevri
ტაძრის კარი არ მომწონს :(

ქვემო ქართლის ძეგლი უნდა იყოს?

ასე მგონია :( :roll:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი III

Post by Archil » 02 მაი 2009, 23:32

ქართული აგურითაა ნაშენები, ანუ 17 საუკუნის აქეთაა ნაშენები...

ფორმის მიხედვით დახვეწილი არაა, ჩუქურთმებიც ნაკლებად, პერანგი საერთოდ არ აცვია, ასე რომ ძნელბედობის დროსაა ნაგები. მოსახლეობაც მატერიალურად უზრუნველოფილი ვერ ყოფილა, რახან მაგის შეძლება ვერ ჰქონიათ.

აღმოსავლეთ საქართველოს ჰგავს. ლამას ვეთანხმები, ქართლი შეიძლება იყოს, თუმდა კახეთზეც მეეჭვება უფრო.

ცის ფერის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ (სხვა გარემო არასაკმარისად მოჩანს), მთასთან ახლოს უნდა იყოს მაგი ეკლესია განლაგებული. არც ძალიან მთაში და არც ძალიან ბარში. დანესტიანებული კედელი ნალექის არსებობაზე მიუთითებს, ანუ შუაგული კახეთი ან ქართლი ვერ იქნება, მაქეთ ცხელა როგორც წესი და გამომშრალი იქნებოდა.

ეკლესიის წინ მოასფალტებულ-მოსწორებული ჩანს, ანუ სოფელში უნდა იყოს მაგი ეკლესია, სოფლის გარეთ, მიუვალ ადგილას არ იქნება მაგი.

ეკლესია დაუბზარავია, ანუ ან კლდის მასივზე დგას, ან თიხიან ადგილას. თუმცა თიხიანზე არა, მაშინ ნესტიანი არ იქნებოდა კედელი. არა მგონია მაგ ეკლესიას ისეთი საფუძველი ჰქონდეს, რომ მწისძვრებს უძლებეს. კედელი სქელი კი აქვს, რაც ქართული აგურით აშენებული ნაგებობებისთვის დამახასიათებელია, მაგრამ კარგი საფუძვლისთვის დიდრონი ქვების გამოყენება უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა.

ეკლესია ან ნათლისმცემლის სახელობის უნდა იყოს, ან (ნაკლებსავარაუდოდ მეჩვენება) წმინდა გიორგის სახელობის.

გადახურვა თუნუქის აქვს, მაგრამ ისეა დახურული, რომ არა მგონია თავიდანვე თუნუქი ჰქონოდა. უფრო კრამიტით უნდა ყოფილიყო დახურული მაგი ეკლესია. კრამიტი უფრო კახეთის მხარისთვისაა დამახასიათებელი.

უფრო ფშავისკენ ან მაქეთკენ მგონია მაგი, თუმცა ძეგვის მიდამოებშიც შეიძლებასავით იყოს მაგი. მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ვგულისხმობ. შიო მღვიმის ჩაყოლებაზე ნამდვილად არა. იქ სხვანაირი მიწაა და იქ დადგმულ ეკლესიას სხვა სახე ექნებოდა.

ეკლესია ეტყობა სხვა დანიშნულებისამებრ გამოიყენებოდა, რამაც მის შენარჩუნებას შეუწყო ხელი.

ქვევრი, აბა მითხარი ჩემი ვარაუდიდან რომელია სწორი და რომელი არა :)
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი III

Post by qvevri » 04 მაი 2009, 21:03

Archil wrote:ქართული აგურითაა ნაშენები, ანუ 17 საუკუნის აქეთაა ნაშენები...

მოვიხიბლე პირდაპირ შენი ღრმა ლოღიკითა და აზრთაწყობით... ესაა მთავარანგელოზ მიქაელის ტაძარი გურჯაანში.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი III

Post by qvevri » 04 მაი 2009, 21:05

აქვე გთავაზობთ(სანამ არჩილს შემოუხედია, თორემ თავისი ლოღიკით ეგრევე გამშიფრავს :D ) ახალ დღევანდელ გადაღებულ სურათს...
Image
მინიშნება
ხედი ამავე ტაძრიდან
Image
არჩილ ძმაო ერთი ეს მითხარი ლოღიკის ამბავში მოწაფეებს არ აიყვან :?: :D

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი III

Post by lama » 04 მაი 2009, 22:28

qvevri
აშკარად კახეთია და თუ კახეთია კიდევ მაშინ ვეჯინი უნდა იყოს უეჭველი :?

კახეთის ძეგლებს აქვს რიყის ქვები და ამბეეები სიმონ :D:)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
mtvare
ბილიკზე მოარული
Posts: 68
Joined: 16 ივლ 2007, 12:42
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი III

Post by mtvare » 04 მაი 2009, 23:22

ეს არის თუ არ ვცდები თელავი ერეკლეს სასახლეში პატრა ეკლესია..

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი III

Post by qvevri » 05 მაი 2009, 08:52

mtvare
სრული სიმართლეა,
მაგრამ მე გული მწყდება, რომ არჩილს არ მიეცა თავისი პროფესიონალური აზრის გამოთქმის საშუალება.

User avatar
mtvare
ბილიკზე მოარული
Posts: 68
Joined: 16 ივლ 2007, 12:42
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი III

Post by mtvare » 05 მაი 2009, 22:08

qvevri
ეგ მარტალია წინა სურათზე ისე მაგრა ახსნა ყველაფერი..

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი III

Post by caucasica » 06 მაი 2009, 16:28

ეს საკმაოდ საინტერესო ეკლესიიაა
Image

ეს კიდევ მისი სამრეკლო
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი III

Post by Archil » 06 მაი 2009, 22:07

qvevri
mtvare

აღარ მაცალოთ ეხლა ხალისი :)

ყველაზე მეტად იმაზე დამწყდა გული, ნათლისმცემლის სახელობის რომ არ აღმოჩნდა...

და გურჯაანში სულ სხვა ცის ფერი იცის ;)
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი III

Post by qvevri » 07 მაი 2009, 08:39

Archil
შემდეგ ტაძარზე რას იტყვი?
მე ვერ გამოვიცანი და სანამ შევრცხვით იქნებ შენ წამოგვეშველო?

User avatar
caucasica
იეტი
Posts: 1238
Joined: 02 ივნ 2006, 22:11
Contact:
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი III

Post by caucasica » 08 მაი 2009, 10:58

ეს ეკლესია მდებარეობს ხარაგაულის რაიონის სოფელ ვარძიაში, როგორც მითხრეს 11-12-ე საუკუნისაა, დედაღვთისის (ასე მითხრეს)სახელობისაა და ანალოგია საბერძნეტსი მდგარი იგივე სახელობის ეკლესიისო.

User avatar
ttt
ბოდიალა
Posts: 139
Joined: 26 მარ 2008, 00:28
Location: tbilisi
Contact:
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი III

Post by ttt » 12 მაი 2009, 13:12

XIII საუკუნის ღვთისშობლის მიძინების სახელობის ტაძარია;
სად არის??????
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი III

Post by qvevri » 15 მაი 2009, 11:41

ბედიანი უნდა იყოს :roll:
ნამყოფი არა ვარ, მაგრამ სურათებში მაქვს ნანახი.

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5267
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
ვინ გამოიცნობს სადაა ეს ადგილი III

Post by Makena » 15 მაი 2009, 16:09

ttt
გავიდა ყველა ვადა, ველით პასუხს :)

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]