ტაძრის კარი არ მომწონს

ქვემო ქართლის ძეგლი უნდა იყოს?
ასე მგონია


Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
მოვიხიბლე პირდაპირ შენი ღრმა ლოღიკითა და აზრთაწყობით... ესაა მთავარანგელოზ მიქაელის ტაძარი გურჯაანში.Archil wrote:ქართული აგურითაა ნაშენები, ანუ 17 საუკუნის აქეთაა ნაშენები...
ფორმის მიხედვით დახვეწილი არაა, ჩუქურთმებიც ნაკლებად, პერანგი საერთოდ არ აცვია, ასე რომ ძნელბედობის დროსაა ნაგები. მოსახლეობაც მატერიალურად უზრუნველოფილი ვერ ყოფილა, რახან მაგის შეძლება ვერ ჰქონიათ.
აღმოსავლეთ საქართველოს ჰგავს. ლამას ვეთანხმები, ქართლი შეიძლება იყოს, თუმდა კახეთზეც მეეჭვება უფრო.
ცის ფერის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ (სხვა გარემო არასაკმარისად მოჩანს), მთასთან ახლოს უნდა იყოს მაგი ეკლესია განლაგებული. არც ძალიან მთაში და არც ძალიან ბარში. დანესტიანებული კედელი ნალექის არსებობაზე მიუთითებს, ანუ შუაგული კახეთი ან ქართლი ვერ იქნება, მაქეთ ცხელა როგორც წესი და გამომშრალი იქნებოდა.
ეკლესიის წინ მოასფალტებულ-მოსწორებული ჩანს, ანუ სოფელში უნდა იყოს მაგი ეკლესია, სოფლის გარეთ, მიუვალ ადგილას არ იქნება მაგი.
ეკლესია დაუბზარავია, ანუ ან კლდის მასივზე დგას, ან თიხიან ადგილას. თუმცა თიხიანზე არა, მაშინ ნესტიანი არ იქნებოდა კედელი. არა მგონია მაგ ეკლესიას ისეთი საფუძველი ჰქონდეს, რომ მწისძვრებს უძლებეს. კედელი სქელი კი აქვს, რაც ქართული აგურით აშენებული ნაგებობებისთვის დამახასიათებელია, მაგრამ კარგი საფუძვლისთვის დიდრონი ქვების გამოყენება უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა.
ეკლესია ან ნათლისმცემლის სახელობის უნდა იყოს, ან (ნაკლებსავარაუდოდ მეჩვენება) წმინდა გიორგის სახელობის.
გადახურვა თუნუქის აქვს, მაგრამ ისეა დახურული, რომ არა მგონია თავიდანვე თუნუქი ჰქონოდა. უფრო კრამიტით უნდა ყოფილიყო დახურული მაგი ეკლესია. კრამიტი უფრო კახეთის მხარისთვისაა დამახასიათებელი.
უფრო ფშავისკენ ან მაქეთკენ მგონია მაგი, თუმცა ძეგვის მიდამოებშიც შეიძლებასავით იყოს მაგი. მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ვგულისხმობ. შიო მღვიმის ჩაყოლებაზე ნამდვილად არა. იქ სხვანაირი მიწაა და იქ დადგმულ ეკლესიას სხვა სახე ექნებოდა.
ეკლესია ეტყობა სხვა დანიშნულებისამებრ გამოიყენებოდა, რამაც მის შენარჩუნებას შეუწყო ხელი.
ქვევრი, აბა მითხარი ჩემი ვარაუდიდან რომელია სწორი და რომელი არა