ვუიი...
ხაშურია?
კი არა და
ჩამოვედით?
ვაშჟა ვაშჟა....
ჰხოდა
ორიოდე არა და რამდენიმე სიტყვა და წინადადება ჩვენი ფოთში მოგზაურობის შესახებ...
"პარასკეველების" შემადგენლობაში, მართალია სუულ რაღაც 6 ადამიანი შედიოდა ( თავადი, ჰანიბალი, ლოლა, ინოლა ქავთარაძე, მე-ნა და დაი ჩემი ელოიზა

), მაგრამ ამ ექვსმა ადამიანმაც შევძელით, რომ ჩვენი სახელები სამუდამოდ დამახსოვრებოდა ფოთი-თბილისის მატარებელს
ჩამოსამეგრეება თავიდანვე სიურპრიზებით დაიწყო...აბა სასწაულის გარდა სხვას რას უნდა დავაბრალო ის, რომ ლოლა, ჰხოჰხჰო სწორედ ლოლა მთეელი 1 საათით ადრე მივიდა რკინიგზის სადგურში...

სამაგიეროდ, თავადმა დააგვიანა ცოტა და მატარებელის გამცილებლის კითხვაზე, ადით ვაგონებში, დაგაგვიანდებათო, ჩვენი პასუხი, არა ჯერ თავადს ველოდებითო ისე ჟღერდა, როგორც უდაბნოში ჰალსტუხი.....
კი არა და
მოკლედ, მატარებელი თბილისი-ფოთი დაიძრა და პირველი გენიალური იდეაც ლოლას მიერ მაშინვე გაჩნდა - გადავწყვიტეთ, მატარებლის რეისისთვის არ გვეღალატა და ბოლომდე გავყოლოდით, თან ზღვასაც ვნახავდით და თან... ამ იდეამ ისე აგვაჟიტირა, რომ ჰანიბალის მიხლებზე პატარა სუფრაც გავშალეთ, სკამებს შორის პარალონები დავაგეთ, ცოტა არაყი და რაც მთავარია ლოლა......

ჰხოდა აქ მოხდა ის რაც მოხდა და რაც არასდროს განმეორდება...

მორიგი გადახარხარხარხარების დროს ბოლო რიგებიდან ერთი ქერა ქალი წამოიმართა, ჯერ დაჟინებულლი მზერა გვტყორცნა და შემდეგ...ჰხუხ......მაგრამ ლოლა გადარჩა.........
ფოთში რომ ჩავედით, 5 საათი იქნებოდა... აი ის დრო, ღამეს დღე რომ შეეპარება და ცა რომ არც შავია, არც თეთრი არც ლურჯი არც იასამნისფერი არც მელნისფერი არც მწუნე.... ფოთში პირველად ვიყავი და ყველაზე ძალიან რამაც განმაცვიფრა, ფოთელების ძეგლთმშენებლობაა....

ქალაქის ცენტრში აღმართულ ძეგლს ნახევარი საათი ვუარეთ გარშემო, მაგრამ..... როგორც თავადი იტყოდა, ეს იყო ცხენზე აღმართული კაცის ძეგლი, რომლსაც თავში არწივი ჰქონდა მორტყმული.......
მართალია, ფოთელებს ძალიან ეწყინათ და გაუკვირდათ, როგორ ევრ იცანით ჩვენი ცოტნე დადიანიო, მაგრამ.... რეავიცი რეავიცი...მე დადიანი სხვანაირი მახსოვს..შეცვლილა ნამეტნავად...
ფოთის რკინიგზიდან ზღვის საძებნელად წასულებმა კინაღამ დავიჯერეთ, რომ ფოთში ზღვა არ არსებობს.... ზღვას ვეძებდით ზუსტად 2 საათის განმავლობაში, მართალია ყველა გამვლელ-გამომვლელი გვეუბნებოდა აი აგერაა ზღვაო მაგრამ რა ზღვა მაინც არ ჩანდა...

გზადაგზა ვუღებდით სურათებს ყველაფერს, რაც კი შეგვხვდა..დილის 7 საათზე ფოთის მაღვიძარად ვიქეცით
და აი, მთეეელი ხუთი წლის შემდეგ მე ზღვა ვნახე

ჩვენი გასამეგრელოვება აქ რომ დამთავერბულიყო
მე მაინც ჩავთვლიდი
რომ
ეს იყო
უუუუუუმშუუუუენიერესი
გასვლა,
რომელმაც ზღვა მანახა

ზღვის ნაპირას დილით საუზმობას არაფერი სჯობს, მაშინაც კი როცა სანაპირო საშინლად დაბინძურებულია

კი არა და
სწავლობს ლოლა ტიტინა

რკინიგზის სადგურში დაბრუნებულებს, გზად, ფოთის ცენტრში, ისეთი სანახაობა დაგვხვდა, როომ......

18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მისი ნახვა არ შეიძლდებოდა.....

კი არა და მართალია, მე შორს ეგრე კარგად ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა, მაგრამ ლოლას გა20ებულ გა80ებული სახის დანახვისას ყველაფერი აშკარა იყო......
ჰხო.. ფოთიდან კენჭი წამოვიღე...
ასე რომ
დასაბრუნებელი
მაქვს
და
ისა........
კი არა და
ფოთიდან სენაკისკენ მიმავალ ტრანსპორტში ჩავსხედით, იქიდან კი ციხეგოჯამდე მიმავალ "მარშუტკაში" გადავბარგდით....
დაახლოებით 11 საათისთვის
კი
ციხეგოჯში დაბანაკებულ დანარჩენ კარაველებს შევუერთდით

ჰხუხ
ამდენი არ მიწერია
მგონი
ცხოვრებაში
კი არა და
გააგრძელეთ
პ/ს.
მირანდააააა !!!! გახსოვს, მე და შენ რომ აფხაზეთი და ცხინვალი დავიბრუნეთ...ისევ იქ არის : )))) და ის ხეც, ხელს რომ ვუწევდით......:უსერ: მოგიკითხეს
