22/23/24/25/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ნოქალაქევი,სენაკი/მეგრული ტური2

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
22/23/24/25/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ნოქალაქევი,სენაკი/მე

Post by namcecuna » 03 მაი 2009, 01:53

ფაქტიურად წვიმის ხალხი ხართ რა... :)

ყოჩაღ!!!
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
Ode_Rock
ბოდიალა
Posts: 130
Joined: 12 სექ 2008, 03:31
22/23/24/25/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ნოქალაქევი,სენაკი/მე

Post by Ode_Rock » 03 მაი 2009, 02:25

გავუდეQით მონასტრის გზას, მე, თინი, სიფრა გიო და ანი. გზად მიმავლებმა გარკვეულ თემებზეც ვისაუბრეთ და პარალელურად პოლიტიკასაც შევეხეთ. საუბარში გართულები შეუმცნევლად მივუახლოვდთ მარტვილის მამათა მონასტერს რომელიც ენით აღუწერელი სილამაზის იყო.


Image

Image

Image

ტაძარსი შესვლის თანავე სრული სიმსვიდე იდგა, სადაც მარტოდ 2 ადამიანი იყო. 1 ბერი და მეორე გოგო ( რომელიც სამონაზვნე ჩემი სულიერი და აღმოჩნდა და ერთი ეკლესიის და ერთი სულიერი მამის შვილებიც ვყოფილვართ. ტაძარი იყო ძველი ფრესკებით მოხატული. დავანთეთ სანთლები. დავინტერესდით ეკლესიის ისტორიიღ და იმფორმაციის მისაღებად მივაკითხეთ სამონაზვნეს, რომელმაც გაგვაცნოეკლესიის ისტორიას:

მარტვილის სამონასტრო კომპლექსის ისტორია

უხსოვარ დროიდან ჭყონდიდი წარმართული რელიგიის კერა იყო. მაღალ ბორცვზე იდგა ბომონი-ჭყონის (მუხის) უზარმაზარი ხე. იგი წარმოადგენდა ნაყოფიერების, გამრავლებისა და ოჯახის კეთილდღეობის მფარველ კაპუნიას წარმართულ სალოცავს, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა თაყვანს სცემდა, აქაური ქურუმები-ჭყოინდარები კი ჩვილებს სწირავდნენ.

პირველ საუკუნეში ქრისტეს მოციქულმა ანდრია პირველწოდებულმა მოაქცია მეგრელები, რომელთაც მოჭრეს ეს მძლავრი ბომონი, წარმართი ქურუმები განდევნეს, და მუხის ადგილზე ქრისტიანული ეკლესია ააგეს.

გვიან, მე-7 საუკუნეში აშენდა მარტვილ-ჭყონდიდის ტაძარი - ქართული ხუროთმოძღვრების მშვენება, რომლის ტრაპეზი დაფლულ სიწმინდეს - მოჭრილ მუხის ფესვებს დაეფუძნა.

მარტვილ-ჭყონდიდის მანასტერი მე-10 საუკენეში ქართული ეკლესიის ერთ-ერთ ბურჯად აქცია აფხაზთა მეფე გიორგი მეორემ, როდესაც იგი საეპისკოპოსო კათედრად გამოაცხადა. ტაძარს შერჩა სახელი მარტვილი, ეპისკოპოსებს კი ჭყონდიდელები ეწოდად. მე-10 საუკენეში აქ მოღვაწეობდა იოანე მინჩხი - ჰიმნოგრაფი.

მარტვილის მონასტერი ძლიერი საგანმანათლებლო კერა იყო. ბაგრატ მეოთხემ ჭყონდიდი სამოღვაწეო კათედრად მიუჩინა გიორგი მთაწმინდელს. "ქართლის ცხოვრების" ცნობით ბაგრატ მე-4 მარტვილის მონასტერშია დამარხული.

მარტვილი არა მარტო სამეგრელოს საგანმანათლებლო ცენტრი იყო, არამედ მთელი დასავლეთ საქართველოსი. მონასტერში იყო კრიპტერია - გადამწერ ბერთა სამყოფი. ითარგმნებოდა წიგნები, იქმნებოდა ორიგინალური ნაწარმოებები.

მარტვილში მოღვაწეობდნენ ქართული სულიერების მატარებელი მწიგნობრები და განმანათლებლები:
სტეფანე სინანოის ძე ჭყონდიდელი - მე-10ს
გიორგი ჭყონდიდელი - მე-11ს
იოანე ჭყონდიდელი - მე-11ს
სვიმონ ჭყონდიდელი - მე-12ს - ცნობილი კალეგრაფი და გადამწერი
ანტონ გნოლისთავიძე, იგივე ანტონ ჭყონდიდელი (თამარის თანამედროვე, თარგმნა წიგნი "სააქიმიო")
არსენ ჭყონდიდელი - მე-13ს
ანტონ ცაგერელ-ჭყონდიდელი (ფილისოფოსი, თარგმა ლოღიკის სახელმძღვანელო)
რომანოზ მესვეტე - მე-19ს
და მერე სამონაზვნემ შემოგვთავაზა შევსულიყავით მეფის კელიაში, რის გამოც გადაურეკა მამაოს და კურთხევა მოაცემინა, რომ გვენახა ის წმინდა ადგილი, რომელიც განთავსებული იყო ტაძრის მეორე სართულზე.

Image

კელიაში გიდობა გაგვიწია ჩემმა სულიერმა დამ და ბერმა ( სამწუხაროდ სახელი დამავიწყდა) და აგვიხსნეს თუ რა რა იყო კელიაში და გარკვეული ისტორიებიც გვიამბეს.
Image

ესენი კი წმინდა ნაწილები და 13 საუკუნის 2 სახარება.

Image

სენი კი კელიის სარკმელის სავზე ამოტვიფრული ფრესკები

Image

Image

Image

Image

ეს კი სახარება რომელიც ახალი დაწერილია და მომინანქრებული. სულ ხელნაქეთი ყოფილა.

Image

ეს კი ადგილი საიდანაც მეფე იდგა ხოლმე და წირვა ლოცვას უსმენდა ხოლმე.

Image

და ბოლოს კი სამახსოვრო ფოტოები გადავიღეთ სამონაზვნესთან და ბერთან ერთად.

სამონაზვნე. ბერი რომელიც თურმე ამ კელიაში ცხოვრობს, სიფრა0გიო, ანი და თინი


Image

სამონაზვნე, ბერი, სიფრა- გიო. ანი და მე ( მალვოლიო)

Image

ტაძარში სამონაზვნემ დაგვასაჩუქრა ხატებით და ბედნიერი მგზავრობა გვისურვა და გამოვეშურეთ ადგილისაკენ საიდანაც წამოვედით და იქ უკვე ყველა მოგროვილი დაგვხვდა და მარშუტკით გავემგზავრეთ ნოქალაქევისაკენ.

(უკაცრავად რომ მონასტერზე ვერ გადმოგეცით ჩემი ემოცია რადგან ენით აღუწერელი იყო იქაურობა. სიტყვები არ მყოფნის რომ აგიღწეროთ თუ რა სილამაზე და რა სიმშვიდე თრიალებდა იქ. )


User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
22/23/24/25/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ნოქალაქევი,სენაკი/მე

Post by ARCHILI » 04 მაი 2009, 10:52

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow: გაგრძელება წინა თავებიდან:

ნოქალაქევში პარასკევს საღამოს ჩამოვედით. წვიმიანი საღამო იდგა. ეგრევე მუზეუმის დირექტორის მოადგილეს მივაკითხე, პროფესორ ნონიკაშვილს. მან აგვიხსნა, რომ ადრე სადაც გავჩერდით, იქ ვეღარ მოხერხდებოდა, რადგან ჯგუფს ელოდებოდა შაბათს თბილისიდან, რომელსაც ამ სახლის რესტავრირების საკითხი უნდა გადაეწყვიტა, მაგრამ ერთი კარგი ადამიანის სახლი მიგვასწავლა და უნდა ვაღიარო, რომ ძალიან კარგიც გააკეთა.

მე, ნეტარი ლევანი და მალვოლიო სახლის ასაზვერად წავედით და იქ მისულებს რაც დაგვხვდა, ამან ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

განცვიფრებულები და აღფრთოვანებულები დავბრუნდით უკან და ტურის მონაწლეებთან ერთად დავბრუნდით იქ, რასაც შემდგომში უკვე ტეხურას ხეობის სამოთხე ვუწოდეთ და რომლის შესახებაც ალბათ ბევრი ჩვენგანი მოყვება თავის შთაბეჭდილებებს.

ესეც "ჩვენი" სახლი ტეხურას სამოთხეში:


Image

Image

პ.ს. მეორე დილას ჩვენი მეორე ჯგუფიც ჩამოვიდა, თავადი და თავადის პლიუსი დათა- ახლა უკვე კარაველი ჰანიბალი, პუტინა და ელოიზა, ლოლა და ინოლა ქავთარაძე.

ჩვენთან ჩამოსვლამდე მათ ფოთში გაიარეს, მატარებელს გაყვნენ ბოლომდე და იქიდან ჩამოვიდნენ ჩვენთან შუადღისათვის.

ფოთის ამბების მოყოლა კი მოდით, თავად მათ მივანდოთ.

:)

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
22/23/24/25/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ნოქალაქევი,სენაკი/მე

Post by pataputina » 04 მაი 2009, 12:48

ვუიი...
ხაშურია?
კი არა და
ჩამოვედით?
ვაშჟა ვაშჟა....


ჰხოდა
ორიოდე არა და რამდენიმე სიტყვა და წინადადება ჩვენი ფოთში მოგზაურობის შესახებ...


"პარასკეველების" შემადგენლობაში, მართალია სუულ რაღაც 6 ადამიანი შედიოდა ( თავადი, ჰანიბალი, ლოლა, ინოლა ქავთარაძე, მე-ნა და დაი ჩემი ელოიზა :D ), მაგრამ ამ ექვსმა ადამიანმაც შევძელით, რომ ჩვენი სახელები სამუდამოდ დამახსოვრებოდა ფოთი-თბილისის მატარებელს :D


ჩამოსამეგრეება თავიდანვე სიურპრიზებით დაიწყო...აბა სასწაულის გარდა სხვას რას უნდა დავაბრალო ის, რომ ლოლა, ჰხოჰხჰო სწორედ ლოლა მთეელი 1 საათით ადრე მივიდა რკინიგზის სადგურში... :D სამაგიეროდ, თავადმა დააგვიანა ცოტა და მატარებელის გამცილებლის კითხვაზე, ადით ვაგონებში, დაგაგვიანდებათო, ჩვენი პასუხი, არა ჯერ თავადს ველოდებითო ისე ჟღერდა, როგორც უდაბნოში ჰალსტუხი..... :roll:


კი არა და

მოკლედ, მატარებელი თბილისი-ფოთი დაიძრა და პირველი გენიალური იდეაც ლოლას მიერ მაშინვე გაჩნდა - გადავწყვიტეთ, მატარებლის რეისისთვის არ გვეღალატა და ბოლომდე გავყოლოდით, თან ზღვასაც ვნახავდით და თან... ამ იდეამ ისე აგვაჟიტირა, რომ ჰანიბალის მიხლებზე პატარა სუფრაც გავშალეთ, სკამებს შორის პარალონები დავაგეთ, ცოტა არაყი და რაც მთავარია ლოლა...... :lol: :lol: ჰხოდა აქ მოხდა ის რაც მოხდა და რაც არასდროს განმეორდება... :lol: :lol: მორიგი გადახარხარხარხარების დროს ბოლო რიგებიდან ერთი ქერა ქალი წამოიმართა, ჯერ დაჟინებულლი მზერა გვტყორცნა და შემდეგ...ჰხუხ......მაგრამ ლოლა გადარჩა......... :roll:




ფოთში რომ ჩავედით, 5 საათი იქნებოდა... აი ის დრო, ღამეს დღე რომ შეეპარება და ცა რომ არც შავია, არც თეთრი არც ლურჯი არც იასამნისფერი არც მელნისფერი არც მწუნე.... ფოთში პირველად ვიყავი და ყველაზე ძალიან რამაც განმაცვიფრა, ფოთელების ძეგლთმშენებლობაა.... :roll: ქალაქის ცენტრში აღმართულ ძეგლს ნახევარი საათი ვუარეთ გარშემო, მაგრამ..... როგორც თავადი იტყოდა, ეს იყო ცხენზე აღმართული კაცის ძეგლი, რომლსაც თავში არწივი ჰქონდა მორტყმული....... :roll: :lol:

Image

მართალია, ფოთელებს ძალიან ეწყინათ და გაუკვირდათ, როგორ ევრ იცანით ჩვენი ცოტნე დადიანიო, მაგრამ.... რეავიცი რეავიცი...მე დადიანი სხვანაირი მახსოვს..შეცვლილა ნამეტნავად... :roll:


ფოთის რკინიგზიდან ზღვის საძებნელად წასულებმა კინაღამ დავიჯერეთ, რომ ფოთში ზღვა არ არსებობს.... ზღვას ვეძებდით ზუსტად 2 საათის განმავლობაში, მართალია ყველა გამვლელ-გამომვლელი გვეუბნებოდა აი აგერაა ზღვაო მაგრამ რა ზღვა მაინც არ ჩანდა...
Image

Image

Image
გზადაგზა ვუღებდით სურათებს ყველაფერს, რაც კი შეგვხვდა..დილის 7 საათზე ფოთის მაღვიძარად ვიქეცით
Image

Image

Image

Image

და აი, მთეეელი ხუთი წლის შემდეგ მე ზღვა ვნახე


:oops: :oops: :oops:

Image

Image

Image

Image
ჩვენი გასამეგრელოვება აქ რომ დამთავერბულიყო
მე მაინც ჩავთვლიდი
რომ
ეს იყო
უუუუუუმშუუუუენიერესი
გასვლა,
რომელმაც ზღვა მანახა
:oops: :oops: :oops:
Image

Image

Image

Image

Image

Image

Image
ზღვის ნაპირას დილით საუზმობას არაფერი სჯობს, მაშინაც კი როცა სანაპირო საშინლად დაბინძურებულია

Image

Image
კი არა და

სწავლობს ლოლა ტიტინა
:D :oops:



Image

Image
Image
რკინიგზის სადგურში დაბრუნებულებს, გზად, ფოთის ცენტრში, ისეთი სანახაობა დაგვხვდა, როომ...... :roll: 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მისი ნახვა არ შეიძლდებოდა..... :roll: კი არა და მართალია, მე შორს ეგრე კარგად ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა, მაგრამ ლოლას გა20ებულ გა80ებული სახის დანახვისას ყველაფერი აშკარა იყო...... :roll: :lol:




ჰხო.. ფოთიდან კენჭი წამოვიღე...
ასე რომ
დასაბრუნებელი
მაქვს
და
ისა........ :roll:



კი არა და


ფოთიდან სენაკისკენ მიმავალ ტრანსპორტში ჩავსხედით, იქიდან კი ციხეგოჯამდე მიმავალ "მარშუტკაში" გადავბარგდით....

დაახლოებით 11 საათისთვის
კი
ციხეგოჯში დაბანაკებულ დანარჩენ კარაველებს შევუერთდით

Image

Image

Image

Image
ჰხუხ

ამდენი არ მიწერია
მგონი
ცხოვრებაში
კი არა და
გააგრძელეთ
:roll: :lol:


პ/ს.
მირანდააააა !!!! გახსოვს, მე და შენ რომ აფხაზეთი და ცხინვალი დავიბრუნეთ...ისევ იქ არის : )))) და ის ხეც, ხელს რომ ვუწევდით......:უსერ: მოგიკითხეს

:oops: :oops: :oops:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
KINALOKO
იეტი
Posts: 2266
Joined: 25 აპრ 2007, 13:41
Location: "океан вливающегося в каплю"
22/23/24/25/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ნოქალაქევი,სენაკი/მე

Post by KINALOKO » 04 მაი 2009, 13:02

ცხენზე აღმართული კაცის ძეგლი, რომლსაც თავში არწივი ჰქონდა მორტყმული.......

:lol: :lol: :lol:
земля -- это ангел,
несущий меня по небу.
Мир состоит из глаголов, а не из существительных.
Ищите себя в самих себе, и вы найдете все.

auf

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
22/23/24/25/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ნოქალაქევი,სენაკი/მე

Post by pataputina » 04 მაი 2009, 14:14

ANIKOKOL
:oops: :lol:
IIIIIIIIIIIIIIIIი

:oops:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
Inola_Kavtaradze
ბილიკზე მოარული
Posts: 67
Joined: 06 აპრ 2009, 18:50
22/23/24/25/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ნოქალაქევი,სენაკი/მე

Post by Inola_Kavtaradze » 04 მაი 2009, 19:24

pataputina თქვენის ნებართვით კი არ გავაგრძელებ მეც ცოტა თავიდან დავიწყებ, იმიტომ რომ ჩემთვის მაინც პირველი გასვლა იყო კარაველებთან ერთად და მინდა რომ სრული შთაბეჭდილება გადმოგცეთ :)
პარასკევს დაგვიანებით მაგრამ მაინც შევუერთდით კარაველებს მე, თავადი და თავადის +, აწ ჰანიბალი :D ჩავსხედით მატარებელში და გავუდექით სენაკის გზას, ყოველ შემთხვევაში მე ასე მეგონა :( თუმცა სულ რაღაც რამოდენიმე საათში შეიცვალა მარშრუტი ფოთის მიმართულებით, არ დაგიმალავთ და თავიდან ვფიქრობდი ეს სად მივდივარ ან რა დროს ფოთიათქო, მაგრამ იმდენად დიდი სიამოვნება მივიღე ზღვის დანახვისას..... რომ თურმე მართლა ღირდა იქ ჩასვლა და მძიმე ჩანთების ტარება აქეთ-იქით :D
ვისუნთქეთ ფოთის ნესტიანი და თბილი ჰაერი და წამოვედით სენაკში....

User avatar
Inola_Kavtaradze
ბილიკზე მოარული
Posts: 67
Joined: 06 აპრ 2009, 18:50
22/23/24/25/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ნოქალაქევი,სენაკი/მე

Post by Inola_Kavtaradze » 04 მაი 2009, 19:48

ნოქალაქევში ჩასულებს დაგვხვდნენ პირველი ჯგუფის კარაველები, რომლებიც უკვე დაბანაკებულები იყვნენ (ალბათ ასე ქვია) ტეხურას ნაპირზე მდებარე პატარა ხის სახლში...

შთაბეიჭდილება: კიდე მინდაააა იიიიქქქქქქქქქქქქქ... :D ძალიან მაგარი იყო, კამკამა წყალი, სუფთა ჰაერი, კოცონი, კარავში ძილი ( ცოტა არ მომეწონა) :D

User avatar
Inola_Kavtaradze
ბილიკზე მოარული
Posts: 67
Joined: 06 აპრ 2009, 18:50
22/23/24/25/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ნოქალაქევი,სენაკი/მე

Post by Inola_Kavtaradze » 04 მაი 2009, 20:26

Image

ზემოთ ხსენებული სახლი
Image


User avatar
Inola_Kavtaradze
ბილიკზე მოარული
Posts: 67
Joined: 06 აპრ 2009, 18:50
22/23/24/25/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ნოქალაქევი,სენაკი/მე

Post by Inola_Kavtaradze » 04 მაი 2009, 20:41

ამინდი იყო ძალიან მაგარი
Image

User avatar
Inola_Kavtaradze
ბილიკზე მოარული
Posts: 67
Joined: 06 აპრ 2009, 18:50
22/23/24/25/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ნოქალაქევი,სენაკი/მე

Post by Inola_Kavtaradze » 04 მაი 2009, 20:48

ესეც ტეხურა
Image

მე ცოტა ხანს გავჩუმდები და დაველოდები ნოქალაქევის კადრებს, როგორც ვიცი ძალიან მაგარი ფოტოებია :P

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
22/23/24/25/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ნოქალაქევი,სენაკი/მე

Post by Tamusia » 04 მაი 2009, 21:38

კარგად ყვებით, მაგრამ მართლა ნელა ყვებით
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
22/23/24/25/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ნოქალაქევი,სენაკი/მე

Post by Truli » 04 მაი 2009, 21:39

ტეხურა...
Image
ჩვენი სახლი...
Image
მი მალატ შვან

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]