22/23/24/25/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ნოქალაქევი,სენაკი/მეგრული ტური2

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
nusa
იეტი
Posts: 2183
Joined: 08 ივნ 2007, 09:46
Location: Tbilisi
Contact:
22/23/24/25/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ნოქალაქევი,სენაკი/მე

Post by nusa » 30 აპრ 2009, 16:00

რა ლამაზი ყოფილა სამარგალო :D


ბრავო ხალხ, შესანიშნავი ლაშქრობა გამოგსვლიათ!
თუმცა სხვანაირად როგორ იქნებაოდა?! ;)


ეგებ როგორმე III ტურში დამიმგზავროთ ;)
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
22/23/24/25/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ნოქალაქევი,სენაკი/მე

Post by ARCHILI » 30 აპრ 2009, 16:07

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

ჰოდა, ჩვენც ვისარგებლეთ და ფოტოები გადავიღეთ:

მე და სტუდენტის ძმა

Image

ფონად მოგელი და სტუდენტი და წინ მე

Image

მამუკა და ჯეჯე

Image

ლევანი - იგივე მილტონ.ერიკსონ, მოგელი, თინიკო,
ჯეჯე, მე - არჩილი, სტუდენტი,
მამუკა....

Image

მამუკა, მოგელი, სტუდენტი - იგივე სიფრა, მე - იგივე არჩილი,
ჯეჯე, მამუკა, თინიკო

Image

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

User avatar
Gio-horus
იეტი
Posts: 1360
Joined: 18 დეკ 2006, 17:44
Location: El Amarna
Contact:
22/23/24/25/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ნოქალაქევი,სენაკი/მე

Post by Gio-horus » 30 აპრ 2009, 16:20

ძალიან მაგარია... საღოლ თქვენ.. კაი იქნებოდა მეც მქონდეს საშუალება შემოგიერთდეთ.. სამეგრელოში და გურიაში ულამაზესი .. და კრისტალურად სუფთა მდინარეების ჩახუტება მინდა.. :? :? :? :?
http://www.facebook.com/Giopsyart
http://giohorus.redbubble.com/
Let me stay
Where the wind will whisper to me
Where the raindrops as they're falling tell a story

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
22/23/24/25/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ნოქალაქევი,სენაკი/მე

Post by ARCHILI » 30 აპრ 2009, 16:27

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

გამოქვაბული გარედან:

Image

ურჩხულისა და მსხვერპლის ალპინისტური ცხოვრებიდან:

Image

Image

Image

Image

არჩილი, სიფრა და ამირანი

Image

Image

მალვოლიო და ამირანი

Image

მალვოლიო ადის

Image

მალვოლიო ავიდა

Image

და ჩვენ - მალვოლიო, ამირანი, მე-არჩილი, სიფრა და სიფრაგიო

Image


:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
22/23/24/25/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ნოქალაქევი,სენაკი/მე

Post by ARCHILI » 30 აპრ 2009, 16:39

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

ცოტა კიდევ წავიქეიფეთ:

Image

და წამოვედით.

გზაში კი კიდევ ერთხელ დავტკბით ხედებით:

Image

Image

Image

დაღლილ-დაქანცულები და ემოციებითა და შეგრძნებებით სავსე გამოვბრუნდით წაჩხურას ხეობიდან სოფელი სალხინოსაკენ.

ბინდისპირი იპარებოდა და სალხინოში ისევ დადიანების სასახლის მხრიდან ჩავედით, აქ დაგვემშვიდობა მოგელი და მიახლოებით გაგვაგებინა საით უნდა წავსულიყავით.

ჩვენც გზას გავუდექით და ის ღამე სალხინოში კურიოზებით გავატარეთ. თუმცა, ამას შემდეგ პოსტებში მოვყვები.

:)

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
22/23/24/25/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ნოქალაქევი,სენაკი/მე

Post by ARCHILI » 30 აპრ 2009, 17:07

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

ჰოოდა, ავიკიდე გუდა-ნაბადი მეც:

Image

და აიკიდეს გუდა-ნაბადი სხვებმაც. ჯეჯე და მალვოლიო ლამის ხელით წასაღებები გახდნენ, განსაკუთრებით ჯეჯე, მაგრამ, მე ოფიციალური განცხადება გავაკეთე, ვისაც აღარ შეგიძლიათ, დარჩით, ბარემ აქვე მოკვდებით და არ აყროლდებით, სოფელი ისე დაგასაფლავებთ-თქო.

ამ დროს, ამლვოლიომ განაცხადა ფეხაცმლის"სტელკები" მინდა და ვინმეს ხომ არ გაქვთო, ჯეჯემ კიდევ ერთი მორიგი მიზეზი იპოვნა დასაჯდომად და დინჯად შეუდგა ბარგის ამოლაგებას მალვოლიოს სტელკების მოსაძებნად.

ცოტა ხანი გავიდა თუ ბევრი ხანი, მალვოლიომ მოთხოვნილი მიიღო, განახლებული ფეხებით გახარებულმა კი გვითხრა, აწი თუ გინდათ, სირბილით ვიაროთო და გზას გავუდექით სოფელში.

ამ დროისათვის ყველანი უკვე კარგად დაღლილები ვიყავით, აბა, მთელი ეს მონათხრობი და გადავლილი, რაც წინ იხილეთ, მხოლოდ ერთი დღის ამბავი იყო და ცხადია, დავიღლებოდით კიდეც. დაღლილობა იმასაც შეეტყო, რომ, პრაქტიკულად არცერთი ფოტო არ გადაგვიღია გზაზე.

ჩემი გეგმით, იმ დღეს, სალხინოს უნდა გავცლოდით და სოფლის ოდნავ მოშორებით მდინარესთან დავბანაკებულიყავით, სადაც ველიც მქონდა შეთვალიერებული და წყალიც და ლამაზი გარემოც, მაგრამ... დროში ვეღარ ვეტეოდით...

გადავწყვიტე შესაბამისი ადგილი სოფელში მომეძიებინა. ერთ-ერთ სახლთან ქალბატონი შევამჩნიე, რომელსაც ვთხოვე ესწავლებინა ან დამხმარებოდა ღამის გასათენებელი ადგილით. ქალბატონმა სკოლის ეზო და შენობა მიგვასწავლა. ერთმა ამ უბნელმა შეიძინა და თხოვეთო. გულში ვიფიქრე, ბარემ თხოვნა თხოვნაა თქო, ვუთხარი, გამომყევი და დამიძახე მაგ პატრონს თქო.

უარი ვერ თქვა და მალე სკოლის ტერიტორიის ახალი ბატონი გამობრძანდა. ვუთხარი, ასე და ასე თქო, არ შეგაწუხებთ, მხოლოდ ადგილი გვინდა თქო, მერე შევაპარე, შეშაც და წყალიც თქო.

მეპატრონემ გვითხრა, აი, ბატონო და ეზოც, შენობაც, როგორც გაგიხარდეთ, ისე მოიხმარეთო. მერე კი ერთ ყოფილ დარაჯს, რომელიც სხვა არცთუ ფხიზელ ბიძებთან ერთად იმყოფებოდა სკოლის ეზოში, ჩაგვაბარა და უთხრა, ყურადღება მიაქციეთო. რაც შეეხებოდა მათ ყურადღებას, ვფიქრობ, ჯობდა, მთლად ეგრეც არ გარჯილიყო...

თუმცა... ამ ამბებს უკვე შემდეგ თავში მოგიყვებით.

:)

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

User avatar
ninola
ბოდიალა
Posts: 249
Joined: 27 ივნ 2008, 21:36
Location: სხვილო
22/23/24/25/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ნოქალაქევი,სენაკი/მე

Post by ninola » 30 აპრ 2009, 17:58

:) კარაველებს გაუმარჯოს! ძალიან მომენატრეთ!!!! :)
Image

User avatar
ninola
ბოდიალა
Posts: 249
Joined: 27 ივნ 2008, 21:36
Location: სხვილო
22/23/24/25/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ნოქალაქევი,სენაკი/მე

Post by ninola » 30 აპრ 2009, 18:02

:) ეს რა საოცრება გინახავთ, როგორ ვნანობ რომ ვერ წამოვედი :( იმდენად მოვიხიბლე რომ უცებ ჩანჩქერის ხმა შემომესმა. :lol: მაგ ჩანჩქერში ალბათ თავით გადავეშვებოდი :)
ბზის ტყე რა საყვარელიააა...
Image

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
22/23/24/25/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ნოქალაქევი,სენაკი/მე

Post by Tamusia » 30 აპრ 2009, 18:53

ხოოო, კაია ბევრდღიანები
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
Inola_Kavtaradze
ბილიკზე მოარული
Posts: 67
Joined: 06 აპრ 2009, 18:50
22/23/24/25/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ნოქალაქევი,სენაკი/მე

Post by Inola_Kavtaradze » 30 აპრ 2009, 19:26

ARCHILI
სენაკში როდის ჩამოდიხართ? :( მგონი ამაღამ დამესიზმრები იმდენ ფოტოზე გნახე ...
" ბუნება და არჩილი" :lol:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
22/23/24/25/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ნოქალაქევი,სენაკი/მე

Post by ARCHILI » 30 აპრ 2009, 19:28

ninola


ჩვენ კიდევ ბევრი გვაქვს სანახავი და ბევრგან წავალთ!!!


:)

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
22/23/24/25/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ნოქალაქევი,სენაკი/მე

Post by ARCHILI » 30 აპრ 2009, 19:37

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

თავი IX

კარავბანაკი სალხინოს სკოლის ეზოში ანუ დამისხი დამალევინე


ჩვენი მოგზაურობის მეორე ღამეს, ჩვენი კარავბანაკი სკოლის ეზოდან დაიწყო და წვიმის გამო სკოლის აივანსა და ოთახებში გადაინაცვლა:

Image

Image

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
22/23/24/25/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ნოქალაქევი,სენაკი/მე

Post by ARCHILI » 30 აპრ 2009, 20:39

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:


მარტვილელებს ყველაზე ძუნწ მეგრელებს ეძახიან, ასე მქონდა გაგებული მე და ამაში ცხადად დავრწმუნდი. იმდენი გვეძახა ყველამ პატივი უნდა გცეთ, რა გინდათ, რა გსურთო, რომ იქით ვეცით ყველას პატივი და სტუმრად ჩასული კარაველები აქეთ აღმოვჩნდებოდით ხოლმე მასპინძლის როლში და იქით ვეპატიჟებოდით.

ასე მოგვივიდა აქაც. მეზობელი ბიძები დიდხანს ჩალიჩობდნენ ჩვენს პატივისცემაზე თუ ჩვენგან პატივისცემაზე, ორიოდე ფიჩხი მოატანინეს ბავშვებს და მერე ვინ რას ამბობდა და რას გვთავაზობდა, ვერც ჩვენ და ვერც თავად ვერ იგებდნენ.

ერთხანს ასე ვუყურე, დავიღვარე ბოდიშებად და მადლობებად, არ ვიცი, რის გამო, უბრალოდ, ჩემმა მეგრულმა გენ. კოდმა მიკარნახა ასე ქენიო, მერე განვაცხადე, მოგზაური ხალხი ვართ და თუ მოგვასვენებთ, დიდად მადლიერები დაგრჩებით-თქო, აბა, ცეცხლი დავანთოთო, ჩვენ კიდევ სამწვადეს მოვიტანთ და ვიქეიფოთო, თუმცა, ეტყობოდათ, რომ ადგილიდან დაძვრას არ აპირებდნენ. მე ვუთხარი, ისე დავღლილვართ, გადაგვიფიქრებია და ვერ მივმხდარვართ-თქო...

ერთ ხანს მიყურეს, მერე ერთმანეთს უთხრეს, ხომ ხედავთ არ ვჭირდებითო და გავიდნენ ჯიჯღინითო, მაშინ მივხვდი, რომ მეგრელების ნაწილი ხასიათით სვანია ხოლმე, ისევე ჭედავენ, მაგრამ უფრო თავაზიანად და რბილ ფორმატში. ეგ ამბავი გულიანად დავიკიდე და კვლავ მადლობა-ბოდიშების ნაზავით დავემშვიდობე.

ასე დასრულდა პირველი სერია. ჩვენ დაბანაკება და საღამოს ტრაპეზის გაშლა დავიწყეთ და გადავწყვიტე ცეცხლი არ დაგვენთო, ჩვენ რომ ცეცხლი აგვენთო, იქ ჩვენთან ერთად სეირის მაყურებელთა მთელი კასკადი შეგროვდებოდა და თავიდან ავირიდე. ამოვიღე სანთლები, ჩავარჭეთ მიწაში და ამის შუქზე ვივახშმოთ-თქო...

ხომ იცით, ბედნიერება ხანმოკლეა და... მალე ზღურბლზე კიდევ ერთი მეზობელი ბაბუა გამოჩნმდა, რომელსაც ხან პაპას ვეძახდი რატომღაც, ხან ბიძას და ხანაც ბაბუას. ისაო, ესაო და ისიც მიედ-მოედო. ჩვენებმა თავი უხერხულად იგრძნეს და ვახშამზე მიიპატიჟეს. მე კი ვიფიქრე, ეს რომ აქ დარჩეს, მერე სწხვებიც შემოემატებიან-თქო და კვლავ მადლობა-ბოდიშების დიდი დოზებით
შევთავაზე დაგვლოცე, ისე ნუ მიდიხართ-თქო და იქვე მოვითხოვე ჭიქა არაყი.

დიდი ჩაის ჭიქა იდო ახლოს ჩემი და მამუკამ ნახევარი ჩაასხა, როგორც არაყს ეკუთვნის ხოლმე. მასპინძელმა ბაბუამ, მიუხედავად სიბნელისა, ჩვენ რომ კარგად ვერ გვხედავდა, ეს კი შესანიშნავად შეამჩნია და გვთხრა, თქვენ მე ნახევარი კაცი გგონივართო? - ჩვენც სულ ბოდიშების ძახილით ჭიქა პირამდე ავუვსეთ და მივაწოდეთ.

რაღაც ორი სიტყვა კი გვითხრა და ხუხა, მაგრამ რა ხუხა!!! ორი წუთი სული ვერ მოითქვა, მეთქი, ეს კაცი თუ ხელში ჩამაკვდა, ვინ დამიჯერებს, რომ პატივი ვეცი-თქო და შევშინდი (ცოტა). როგორც იქნა, ამოისუნთქა გაწითლებულმა და ყველას ისე გაგვიხარდა, აი, ექიმები რომ იხარებენ, მშობიარობის შემდეგ ახალდაბადებული რომ ღრიალს დაიწყებს.

ახლა ამ ბაბუამ დაიწყო ბოდიშების მოხდა, შეგაწუხეთო, იმდენი იბოდიშა, ნასვამობით ტონხმოვანთანხმოვან არეულმა, რომ მართლა შევწუხდი, ვეღარც ფეხზე იდგა და ჩავებღაუჭე და სკოლის ეზოს შემოსასვლელისაკენ დავუწყე წაყვანა. მგონი 40 წუთის განმავლობაში მიმყავდა, ამასობაში მისი გარდაცვლილი მეუღლის ამბები და მთელი ახალგაზრდობის თავგადასავალი მოვისმინე. ამას კიდევ რა უჭირდა, თუ ნელ-ნელა წინ მიმყავდა. მაგრამ... სიგარეტის მოსაკიდებლად რომ შეჩერდებოდა, მე კი სკოლის ეზოს კარს გავცქეროდი, შორეული ფინიშივით მივტიროდი თვალებით.

როგორც იქნა, გაწევ-გამოწევისა და ხანგრძლივი ჩალიჩის მერე მოხდა ის, რაც არაფრით ჩამოუვარდება საქართველოს რაგბისტთა ნაკრების მიერ გადამწყვეტი ლელოს დადებას!!!

კიდევ ერთი წამიც... კიდევ ერთი გაბრძოლებაც... კიდევ შვიდი მადლობა და თორმეტი ბოდიში...

და...

თავი სიზმარში მეგონა სკოლის ეზოს კარი რომ ჩავკეტე, მშიერ-მწყურვალი დავეცი ჩვენს ბანაკს, სასწრაფო ტემპით მივაჭერი ხაჭაპურის ნაჭერსა და ერთ ჭიქა არაყს, გავიხედე პირდაპირ... და...

და...

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:
Last edited by ARCHILI on 30 აპრ 2009, 22:44, edited 1 time in total.

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
22/23/24/25/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ნოქალაქევი,სენაკი/მე

Post by ARCHILI » 30 აპრ 2009, 22:35

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

... და ჩვენს პირდაპირ კიდევ ერთი მეზობელი ბიძები დავინახე, ლიტრანახევრიანი ღვინითა და ძღვენით ხელში. რა გვექნა. მივდექ-მოვდექით, ვალოცვინეთ თავი და იქითაც ვლოცეთ და თან რა ვლოცეთ, განსაკუთრებით გულში.

მე, მამუკა, ამირანი და ლევანა ფეხზე ვიდექით და ბიძასთან ერთად ვსვამდით, ჩემს გვერდით კი მცირე "მუხლდაჩოქილთა" ხმადაბალი ქეიფი მიდიოდა, მარჯვენა ყურთან რომ აღწევდა მალვოლიოს, სიფრას, დიფრაგიოს და სხვების სადღეგრძელოები.

მათთან კი მერჩივნა საუბარი, მაგრამ... ეგეთი მძიმეა "საწინამძღვრო ჯვარი". ლიტრანახევრიანის მალე დალევის იმედით, სადღეგრძელოები ერთიანად მივაყარე, თუმცა, მასპინძელმა ჯეროვნად გაშალა თითოეული მათგანი, მერე საუბარში კიდევ გადაამოწმა, თავისნათქვამების ასოციაციური ჯაჭვი შეკრა და მერე თითოეული მათგანი დეტალურად განიხილა და თითოეულ ჩვენგანს ნებისყოფა გაუზომა, თანაც ლევანის და ამ ბიძას საერთო სასაუბროს ისეთი საღერღელი აეშალათ, რომ ვიფიქრე, არასდროს დაასრულებდნენ "ჟიზნენნა ვაჟნი" თემებზე მსჯელობას.

ბოლოსდაბოლოს, დასრულდა ბოთლი და მეც შვებით ამოვისუნთქე. უცბად, ბიძამ თავის ვაჟს რაღაც გადაუჩურჩულა და... ორიოდე წუთში ბავშვი 5 ლიტრიანი ბოცით გამოჩნდა სუფრასთან. უნდა ვაღიარო, რომ ღვინოც ცოტა უკაცრავად იყო გემოზე, თორემ კაი ღვინის დალევაზე, აბა, ვინ იტყოდა უარს.

"მუხლდაჩოქილთა" სუფრაზე კი უჩა თამადობდა, ის უჩა, ამ მონათხრობში ცალკე თავი რომ მიეძღვნება ყველა ჩვენგანისაგან და თუ რატომ, ამასაც მოგვიანებით შეიტყობთ.

როგორც იქნა, ჩვენი მასპინძელი ისე დათვრა, რომ ხმოვანთანხმოვნიანებში ზღვარი აერია, სივრცე ვერ გაზომა და დრო ვეღარ შეიმეცნა, ფეხმაც უღალატა და საათნახევიანი დამშვიდობების მერე შვილზე ჩამოყრდნობილი სახლისაკენ გაემართა.

მალე ჩვენც დავწექით ჩვენ ჩვენს კარვებში, მეგონა, ახლა მაინც დავიძინებ-თქო, მაგრამ მალვოლიოს და უჩას წყალობით, ყველა ჩვენგანმა იმდენი იცინა, სპაზმმოკიდებულები კიდევ დიდხანს ვერ ვიძინებდით. თუმცა... ამ ყველაფერს ცალ-ცალკე მოგიყვებით ჩვენი გმირების შესახებ როდესაც მოგითხრობთ, რომელთათვისაც ცალკე თავი თუ არა ცალკე ქვეთავი მაინც მექნება გამოყოფილი.

ჩვენი ტურის მეორე ღამეს წვიმა წამოვიდა. აივანზე დაკარავებულებს ფაქტი არა, მაგრამ ხმა კი გვესიამოვნა. აი, გარეთ მყოფებისათვის კი რა გითხრათ. მთელი ღამე გადაადგილება მიმდინარეობდა ეზოში მდებარე ცალკეული კარვებიდან სკოლის შენობაში.

დილით კი...

დილით კი ისევ უცნაური მასპინძლობის მეთოდით გავიღვიძეთ... ამას ცოტა მერე მოგითხრობთ, ახლა კი ბოლოსდაბოლოს დავასრულებ მეორე დღის მონათხრობს და ჩვენს პერსონაჟებსაც დავაძინებ. იმდენად საინტერესო, შთაბეჭდილებიანი და დატვირთული დღე გაიარეს, რომ კიდეც ეკუთვნით.


:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

User avatar
Lola
ლოლაძე
Posts: 538
Joined: 28 ივლ 2005, 14:38
Location: Howl's Moving Castle
22/23/24/25/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ნოქალაქევი,სენაკი/მე

Post by Lola » 01 მაი 2009, 00:13

ARCHILI wrote::arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

Image

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:
ქავთარაძე რა ყვავივით ზის ზემოთ?. რათა? =)))
.

Image დედამიწა მიყვარს მეე... Image..


.


ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]