22/23/24/25/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ნოქალაქევი,სენაკი/მეგრული ტური2

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
22/23/24/25/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ნოქალაქევი,სენაკი/მე

Post by ARCHILI » 28 აპრ 2009, 19:27

მოთმინება და მხოლოდ მოთმინება!

:)

მალე გავაგრძელებ, თავმოყრა ხომ უნდა ამდენ შთაბეჭდილებას...

:D

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
22/23/24/25/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ნოქალაქევი,სენაკი/მე

Post by Truli » 28 აპრ 2009, 19:53

დანარჩენები სად არიან?
მი მალატ შვან

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
22/23/24/25/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ნოქალაქევი,სენაკი/მე

Post by Truli » 28 აპრ 2009, 20:05

მოკლედ იყო და არა იყო რა ჩავედი სენაკში... გზიდან დაღლილი... ჩემი ძველი მასპინძლები ხონში იყვნენ... დავიწყე ქალაქში უაზროდ ხეტიალი...
გზაზე აბანოც ვიპოვე! რაც ჩემთვის ფრიად აქტუალური იყო და გადავიხადე 2 ლარი ბანაობაში.
აბანოდან სუფთა გამოვედი...
Image

Image

Image

Image

Image

Image
მი მალატ შვან

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
22/23/24/25/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ნოქალაქევი,სენაკი/მე

Post by Truli » 28 აპრ 2009, 20:07

ამასობაში ნაზი ბებო თავისი ოჯახითაც დაბრუნდა სენაკში და მე სტუმრად წავედი იმედით რომ ღამის გათენებასაც შემომთავაზებდნენ.
იმედი გამართლდა.
ნაზი ბებომ თავისი ფარდული და ყველეულის ყველის შესანახი ჭურჭელიც მანახა
Image

Image

Image
მი მალატ შვან

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
22/23/24/25/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ნოქალაქევი,სენაკი/მე

Post by Truli » 28 აპრ 2009, 20:09

დილით მასპინძლები დიდხანს არ შევაღონე და ადრე წავედი...
მგონი სენაკში გაზის პრობლემაა...
საინტერესო გაზის მანქანას წავაწყდი
Image

სენაკის თეატრი
Image

Image

Image
მი მალატ შვან

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
22/23/24/25/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ნოქალაქევი,სენაკი/მე

Post by Truli » 28 აპრ 2009, 20:11

შემდეგ მეორადების მაღაზიაში შევიარე, სადაც ყავით გამიმასპინძლდნენ და თვენახევრის წინ დატოვებული მათაარა დამხვდა. ვისაუბრეთ ცხოვრებაზე, პოლიტიკაზე და მე კვლავ გზას გავუდექი. ავტოსადგურზე ვიპოვე მარტვილის მინიბუსი და წავედი...
Image
მი მალატ შვან

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
22/23/24/25/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ნოქალაქევი,სენაკი/მე

Post by Truli » 28 აპრ 2009, 20:17

ჩავედი მარტვილში...
შუა დღეა.. ტელეფონი ნახევრად დამჯდარია.. დიდი იმედი მქონდა მარტვილელთა გულისხმიანობის და სტუმართმოყვარეობის, მაგრამ სად ბანაობო..
დავჯექი შუა პარკში, ამოვიღე ჯერ კიდევ არალში გამზადებული ბუტერბროდი და სენაკში ნაყიდი იოგურტი და ვისადილე. მერე რა მექნა? იქვე მაღაზიის პატრონს ვთხოვე ჩანთა შეენახა და გავუდექი მთაზე მონასტრისკენ გზას..
მონასტრის შეთვალიერების შემდეგ იქნე ვიღაცის ბაღში მივხვდი რომ მეძინება და დრო ოხრად მაქვს, მარტვილში კი სანახავი მეტი არაფერია, დავწექი და დავიძინე. მარა ვინ მაცალა, ვიღაც კაცი მომადგა პრობლემა ხომ არ გაქვსო. მეთქო არა, მეძინება თქო და თავი დამანება.
როდესაც გავიღვიძე ისევ გადავურეკე ჩვენებს, რომლებიც ისევ ზესტაფონში იყვნენ. დრო რითი მომეკლა აღარ ვიცოდი.
აი მარტვილის ფოტოებიც...
Image

Image

Image

Image
მი მალატ შვან

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
22/23/24/25/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ნოქალაქევი,სენაკი/მე

Post by Truli » 28 აპრ 2009, 20:20

ნამძინარევს ყავა მომინდა... დიდი ხნის მერე ვიპოვე კაფე სადაც ყავა აქვთ და მივირთვი ერთი ფინჯანი...
Image

Image

Image

Image


მერე კი წავედი მაღაზიისკენ ჩანთვის ასაღებად, მაგრამ გამყიდველს კარები ჩაკეტვია და ლომით ამტვრევდა. როგორც იქნა დავიბრუნე ჩანთა და პარკში დავჯექი... წიგნის კითხვა დავიწყე
მი მალატ შვან

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
22/23/24/25/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ნოქალაქევი,სენაკი/მე

Post by Truli » 28 აპრ 2009, 20:21

ეს მარტვილის მონასტრისბ გზა, მერე ტელეფონი მოკვდა
Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image
მი მალატ შვან

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
22/23/24/25/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ნოქალაქევი,სენაკი/მე

Post by Truli » 28 აპრ 2009, 20:23

ჩვენებს სავარაუდოთ ამ ჯვართან უნდა შევხვედროდი
Image
მი მალატ შვან

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
22/23/24/25/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ნოქალაქევი,სენაკი/მე

Post by Truli » 28 აპრ 2009, 20:25

დავჯექი პარკში, ამოვიღე წიგნი, მაგრამ ჩემი მარტოდ ჯდომა მხოლოდ 5 წუთი გაგრძელდა. მალე მარტვილის ბირჟა ჩემს გარშემო შეიკრიბა და დაიწყეს იმის გარკვევა თუ აქ რამ ჩამომიყვანა. ამ დროს არჩილმა დამირეკა და მითხრა რომ უკვე ხონი გაიარეს და 20 წუთში მარტვილში იქნებიან. ამიტომ თამამად შევედი კონტაქტში. როგორც იქნა ნანატრი წითელი მარშუდკა გამოჩნდა და მეგობრებსაც ჩავეხუტე
მი მალატ შვან

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
22/23/24/25/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ნოქალაქევი,სენაკი/მე

Post by ARCHILI » 28 აპრ 2009, 21:13

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow: გაგრძელება IV თავიდან

წაჩხურობის დღესასწაული


წაჩხურობის დღესასწაულის ღირსშესანიშნავობა კარაველებიც გახდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბანაკი ტაძრის უკან იყო გაშენებული, აღმოჩნდა, რომ ჩამოსული სტუმრების ჩანჩქერისაკენ სავალ გზაზე ვიყავით დაბანაკებულები.

ამის შემდგომ, კარავ-ბანაკი იქცა ადგილობრივებისა და სამეგრელოს სხვა ადგილებიდან ჩამოსული ადამიანების დაკვირვების საგნად.

მახსოვს, ასეთი ინტერესით მაიმუნებს ვუყურებდი ხოლმე ბავშვობაში, აი, გამოვიდა გალიიდან, აი, შევიდა, აი, ვიღაცას ეკონტაქტება და ა.შ. ერთი სიტყვით, იმ დღის ეკზოტიკა კარაველებმაც შეითავსეს.

ზოგიერთი გამოივლიდა და იტყოდა, რაღა აქ გაგიშლიათ კარვები, ბარემ რუსთაველზე გაგეშალათო. ზოგი იმასაც გვეკითხებოდა, ოპოზიციონერები ხომ არ ხართო. ზოგი მოდიოდა და კარვების ფონზე ფოტოებს იღებდა, ზოგიც იდგა და არაფერს ამბობდა, მაგრამ ყველა ჩვენს ქცევას გულდასმით აკვირდებოდა.

ვხუმრობდი, არ გაგიკვირდეთ თუ ვინმე მოვა და კანფეტებს გაჭმევთ-თქო.

Image

ასე, ვიმყოფებოდით ჩვენ და ამ მომენტში ყველაზე კულმინაციურად ტრულის კარვიდან გამოსვლა გახდა, რომელსაც, იმედია, თავადვე მოგვიყვება...

:)

:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
22/23/24/25/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ნოქალაქევი,სენაკი/მე

Post by Truli » 28 აპრ 2009, 21:25

მოკლედ ჩამიკრეს გულში და მინიბუსში ამიყვანეს. დავიძერით და მალევე სალხინოში მოვხვდით.
Image
დადიანები
მი მალატ შვან

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
22/23/24/25/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ნოქალაქევი,სენაკი/მე

Post by Truli » 28 აპრ 2009, 21:30

დადიანების ნახვის მერე კითხვა კითხვით მივედით წაჩხურას გზამდე. გზა ქვიანი და ვიწრო იყო, თავიდან მინიბუსი კარგად ავიდა, მაგრამ ცოტა ხანში ორმოში ჩაარტყა და ცალი ბორბალი უფსკრულში აღმოჩნდა.
მძღოლმა ბიჭები გადასვა, მოაწექითო, მერე გოგოებიც ჩამოგვსვეს... ამასობაში ადგილობრივებიც მოვიდნენ, ვეჯაჯგურეთ მარშუდკას, ძლივს ამოვაგდეთ და მერაბამ (მძღოლმა) ახლა ჩასხედით, ავიდეთო...
ჩვენ სასტიკი უარი განვაცხადეთ და ზურგჩანთებით გავუდექით გზას. მარშუდკა უკან წავიდა და ღამის ბურუსში მიიმალა. როცა ავედით ზემოთ უკვე საბოლოოდ დაბნელდა. ადგილობრივი გიგას დახმარებით ვიპოვეთ საბანაკე ველი, ეკლესიის უკან და დავბანაკდით. ვსვით, ვისაუბრეთ, გავიბოლეთ და წავედი დასაძინებლად.
მი მალატ შვან

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
22/23/24/25/26.04სალხინო,წაჩხურობა,მარტვილი,ნოქალაქევი,სენაკი/მე

Post by Truli » 28 აპრ 2009, 21:34

გემრიელად მეძინა მთელი ღამე, გათენება ვერც კი შევნიშნე. გამეღვიძა ხმაურისგან, თითქოს სადღაც მიკარგულ მთაზე კი არა, არამედ რუსთაველზე ყოფილიყო ჩემი კარავი.... ბალაგანის ხმები მესმოდა... გამიკვირდა და უკმაყოფილებასაც ვერ ვმალავდი, მშვენიერი ძილი ასე როგორ გამიტეხეს... როგორც იქვა საძილიდან თავი გამოვყავი, კარვის კარიც გავაღე და თავი გამოვყავი..
ვაი საოცრებავ... ჯერ სრულიად უცნობი ხალხის გაკვირვებული ჯგრო დავინახე და მომესმა კარველთა ყიჟინი და ერთდროულად რამდენიმე სურათიც გადამიღეს. ისეთ დღეში ვიყავი მაშინვე უკან შეძრომა და ძილის გაგრძელება მომინდა, მაგრამ მივხვდი რომ ამ ხმაურში ვერ მოვახერხებ და იძულების წესით ავდექი.
სიმპატიური ბუჩქებით ხალხით გაჯეჯგული იყო, რამაც კიდევ მეტი უკმაყოფილება და მთაზე სწრაფი ასვლა გამოიწვია... მერე? წესიერი ადამიანი პირს იბანს, მეც ავიღე კბილის ჯაგრისი, პასტა, საპობნი და პირსახოცი და ეკლესიის წინ წყაროზე ჩავედი. აქ უამრავი ხალხი, თანაც გამოპრანჭულები დამხვდნენ. ყურადღება არ მივაქციე და პირი დავიბანე.
მერე არჩილისა არ იყოს მაიმუნად ვგრძნობდი თავს, გალია მაკლდა მხოლოდ...
მი მალატ შვან

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]