გაგრძელება IV თავიდან
წაჩხურობის დღესასწაული
წაჩხურობის დღესასწაულის ღირსშესანიშნავობა კარაველებიც გახდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბანაკი ტაძრის უკან იყო გაშენებული, აღმოჩნდა, რომ ჩამოსული სტუმრების ჩანჩქერისაკენ სავალ გზაზე ვიყავით დაბანაკებულები.
ამის შემდგომ, კარავ-ბანაკი იქცა ადგილობრივებისა და სამეგრელოს სხვა ადგილებიდან ჩამოსული ადამიანების დაკვირვების საგნად.
მახსოვს, ასეთი ინტერესით მაიმუნებს ვუყურებდი ხოლმე ბავშვობაში, აი, გამოვიდა გალიიდან, აი, შევიდა, აი, ვიღაცას ეკონტაქტება და ა.შ. ერთი სიტყვით, იმ დღის ეკზოტიკა კარაველებმაც შეითავსეს.
ზოგიერთი გამოივლიდა და იტყოდა, რაღა აქ გაგიშლიათ კარვები, ბარემ რუსთაველზე გაგეშალათო. ზოგი იმასაც გვეკითხებოდა, ოპოზიციონერები ხომ არ ხართო. ზოგი მოდიოდა და კარვების ფონზე ფოტოებს იღებდა, ზოგიც იდგა და არაფერს ამბობდა, მაგრამ ყველა ჩვენს ქცევას გულდასმით აკვირდებოდა.
ვხუმრობდი, არ გაგიკვირდეთ თუ ვინმე მოვა და კანფეტებს გაჭმევთ-თქო.
ასე, ვიმყოფებოდით ჩვენ და ამ მომენტში ყველაზე კულმინაციურად ტრულის კარვიდან გამოსვლა გახდა, რომელსაც, იმედია, თავადვე მოგვიყვება...
