საათნახევარში სამწევრისში ვიყავით.
ცნობები სამწევრისის შესახებ:
სამწევრისი
სოფელ სამწევრისის თავზე, მაღალ გორაზე დგას VII საუკუნის შესანიშნავი ჯვრის სახელობის ეკლესია (თუმცა სხვა წყაროებში ეკლესია წმ. გიორგის სახელით მოიხსენიება

). ეს ეკლესია პატარა და მაღალ გუმბათიანია. შიგ და გარეთ მოპირკეთებულია თლილი ქვით. 1940 წლის 8 მაისს მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრის შედეგად ეკლესია ძლიერ დაზიანებულა.
ტაძრის აღმოსავლეთის ფასადზე ამოკვეთილა X საუკუნის ასომთავრული წარწერა. იგი მოგვითხრობს სამწევრისის წინამძღვრის დომნინოსისა და გიორგი თუალაისძის მიერ არხის გაყვანაზე. „ქ. ზედა წელსა კს კონსტანტინე მეფისა ესე რუვი მე მამასახლისმან და გიორგი თუალÃს ძემან მოვიწეთ რუვი ესე ჯვარად და არავინ არს ხუაÃ.-რუვსა ამას გარნა პატიოსანი ჯუარი და გიორგი ვინ ესე ამოიკითხოს მე დომნოს მონაი ჯვარისა, იგი ქრისტემან შეიწყალენ ამენ იყა.“
ამ წარწერაში მოხსენიებულია აფხაზთა მეფე კონსტანტინე, რომელიც მეფობდა X საუკუნის დასაწყისს.
მეორე წარწერა მოთავსებულია ტაძრის სამხრეთის ფასადზე ჩადგმულ ფილზე. ეს წარწერა არის მისი განმაახლებლის მერაბ ფანასკერტელისა, შესრულებული გვიანი დამწერლობის ასომთავრულით„მეორედ მაშენებელსა ფანასკერტელს მერაბს შეუნდვეს ღმერთმან ზედამდეგს ცოდვილს საბას შეუნდვნესღმერთმან.“
ეს მერაბი ზაზა ფანასკერტელის შვილია. ეკლესიის გარშემო ძველი ნამოსახლარია. ეტყობა, აქ მჭიდრო მოსახლეობა უნდა ყოფილიყო, აქ არის მამათა მონასტერი.
ეს სოფელი ეკუთვნოდა ციციშვილებს, აქვეა მათი საკმაოდ დიდი და მაგარი ციხე, რომელიც იცავდა ძამის ხეობას. ამ ციხეს უჭირავს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მაგისტრალი. იცავდა გორის ციხესაც სამხრეთ-დასავლეთით, კეტავდა ძამის და მტკვრის ხეობებს სამწევრისთან.
ციციანთა ეს ციხე აგებულია მაღალ ბორცვზე და გადასცქერს მტკვრის ხეობას. ციხე მაღალი ქვიტკირის გალავნით ყოფილა შემოზღუდული. აქვს ერთი მისასვლელი გზა სამხრეთ-დასავლეთით. ეს ციხე ნაწილობრივ დაშლილი იყო , დღეს დღეობით აღდგენილია. და დედათა მონასტერია, მისი წინამძღვარია სქემონაზონი ალექსანდრე და სხვები.
ციხეს თავისი ეკლესიაც ჰქონია. ციხის შუა მოედანზე დიდი ხაროა,
რომელიც თლილი ქვით არის ამოშენებული. ქვევრებიც ბევრია ჩაფლული, ციხის კედლებში და კოშკებში დატანებულია სათოფურები. აქვს ერთი შემოსასვლელი კარი აღმოსავლეთის მხრიდან.
ციციშვილების ეს ციხე ტიპიურია. მისი ციხე გალავანიც კი თავისი მოცულობით მთელი ხეობის მოსახლეობას დაიტედა. იგი გამიზნული იყო ხანგრძლივი გარემოცვისათვის, რასაც მოწმობენ საცხოვრებელი ოთახები, დიდი ხაროები და კარის ეკლესიის არსებობა.
ეს კიდევ ბმული ძამის ხეობის ანუ საციციანოს სხვა ძეგლების შესახებ :
http://lemill.net/content/webpages/10eb ... d410d110d8
ამ ბმულზე კი ძამის ხეობის ისტორიას გადაავლებთ თვალს:
http://lemill.net/content/webpages/10eb ... 110d8/view