სამწევრისი-ბებნისის მონასტრები-ქსნის ციხე, 26.04.2009

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
სამწევრისი-ბებნისის მონასტრები-ქსნის ციხე, 26.04.2009

Post by Ninukala » 28 აპრ 2009, 10:37

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:ეს კადრი იმ ტბურზეა გადაღებული და მას ნინუკალას ვუძღვნი
Image
გაიხარე გოგა დიდი მადლობა ულამაზესია და სხვა ფოტოებიც ძალიან მომეწონა.... :) მეც დავყრი ნელნელა....
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
სამწევრისი-ბებნისის მონასტრები-ქსნის ციხე, 26.04.2009

Post by Mta Mkvarebia » 28 აპრ 2009, 11:14

GAMARJOBA SAKARTVELO
გოგა, ძალიან ლამაზი ფოტოებია :)

მეც შემოგთავაზებთ მცირე რეპორტაჟს:

სამწერვრისში წასვლა წინა დღეს, კარვის დაბადების დრეზე გადავწყვიტე. თავიდან თითქოს არცთუ ისე ბევრი ხალხი იყო სიაში, მაგრამ 10 კარველი მაინც შევიკრიბეთ. განსაკუთრებული სურპრიზი ნინუკალას დანახვა იყო, რომელიც თურმე გოგას პლიუსად ეწერა სიაში :D . სულ ხუთი მანქანა გვყავდა. ბოლოს გადაწყდა "ზურმუხტა"-თი და "ფირუზა"-თი წავსულიყავით. მამაკაცმა მძღოლებმა ასპარეზი გოგონებს დაუთმეს :) .

მიშა მინუსმა "ფირუზა"-ს ეკიპაჟი "პუტკუნა დათვები"-ს ეკიპაჟად მონათლა, მიშა, დონი და ლომი 100%-ით ამართლებდნენ ამ სახელს :lol: , მაგრამ თიკო და სასკვა, როგორ მოხვდნენ ამ გაუგებრობაში არ ვიცი :D . მაშინვე გაჩნდა "ზურმუხტას" ეკიპაჟის საპასუხო სახელი - "საროსტანიანები" :lol:
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
სამწევრისი-ბებნისის მონასტრები-ქსნის ციხე, 26.04.2009

Post by Mta Mkvarebia » 28 აპრ 2009, 11:15

საათნახევარში სამწევრისში ვიყავით.

ცნობები სამწევრისის შესახებ:

სამწევრისი

სოფელ სამწევრისის თავზე, მაღალ გორაზე დგას VII საუკუნის შესანიშნავი ჯვრის სახელობის ეკლესია (თუმცა სხვა წყაროებში ეკლესია წმ. გიორგის სახელით მოიხსენიება :roll: ). ეს ეკლესია პატარა და მაღალ გუმბათიანია. შიგ და გარეთ მოპირკეთებულია თლილი ქვით. 1940 წლის 8 მაისს მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრის შედეგად ეკლესია ძლიერ დაზიანებულა.
ტაძრის აღმოსავლეთის ფასადზე ამოკვეთილა X საუკუნის ასომთავრული წარწერა. იგი მოგვითხრობს სამწევრისის წინამძღვრის დომნინოსისა და გიორგი თუალაისძის მიერ არხის გაყვანაზე. „ქ. ზედა წელსა კს კონსტანტინე მეფისა ესე რუვი მე მამასახლისმან და გიორგი თუალÁს ძემან მოვიწეთ რუვი ესე ჯვარად და არავინ არს ხუაÁ.-რუვსა ამას გარნა პატიოსანი ჯუარი და გიორგი ვინ ესე ამოიკითხოს მე დომნოს მონაი ჯვარისა, იგი ქრისტემან შეიწყალენ ამენ იყა.“
ამ წარწერაში მოხსენიებულია აფხაზთა მეფე კონსტანტინე, რომელიც მეფობდა X საუკუნის დასაწყისს.
მეორე წარწერა მოთავსებულია ტაძრის სამხრეთის ფასადზე ჩადგმულ ფილზე. ეს წარწერა არის მისი განმაახლებლის მერაბ ფანასკერტელისა, შესრულებული გვიანი დამწერლობის ასომთავრულით„მეორედ მაშენებელსა ფანასკერტელს მერაბს შეუნდვეს ღმერთმან ზედამდეგს ცოდვილს საბას შეუნდვნესღმერთმან.“
ეს მერაბი ზაზა ფანასკერტელის შვილია. ეკლესიის გარშემო ძველი ნამოსახლარია. ეტყობა, აქ მჭიდრო მოსახლეობა უნდა ყოფილიყო, აქ არის მამათა მონასტერი.
ეს სოფელი ეკუთვნოდა ციციშვილებს, აქვეა მათი საკმაოდ დიდი და მაგარი ციხე, რომელიც იცავდა ძამის ხეობას. ამ ციხეს უჭირავს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მაგისტრალი. იცავდა გორის ციხესაც სამხრეთ-დასავლეთით, კეტავდა ძამის და მტკვრის ხეობებს სამწევრისთან.
ციციანთა ეს ციხე აგებულია მაღალ ბორცვზე და გადასცქერს მტკვრის ხეობას. ციხე მაღალი ქვიტკირის გალავნით ყოფილა შემოზღუდული. აქვს ერთი მისასვლელი გზა სამხრეთ-დასავლეთით. ეს ციხე ნაწილობრივ დაშლილი იყო , დღეს დღეობით აღდგენილია. და დედათა მონასტერია, მისი წინამძღვარია სქემონაზონი ალექსანდრე და სხვები.
ციხეს თავისი ეკლესიაც ჰქონია. ციხის შუა მოედანზე დიდი ხაროა,
რომელიც თლილი ქვით არის ამოშენებული. ქვევრებიც ბევრია ჩაფლული, ციხის კედლებში და კოშკებში დატანებულია სათოფურები. აქვს ერთი შემოსასვლელი კარი აღმოსავლეთის მხრიდან.
ციციშვილების ეს ციხე ტიპიურია. მისი ციხე გალავანიც კი თავისი მოცულობით მთელი ხეობის მოსახლეობას დაიტედა. იგი გამიზნული იყო ხანგრძლივი გარემოცვისათვის, რასაც მოწმობენ საცხოვრებელი ოთახები, დიდი ხაროები და კარის ეკლესიის არსებობა.

ეს კიდევ ბმული ძამის ხეობის ანუ საციციანოს სხვა ძეგლების შესახებ :

http://lemill.net/content/webpages/10eb ... d410d110d8

ამ ბმულზე კი ძამის ხეობის ისტორიას გადაავლებთ თვალს:
http://lemill.net/content/webpages/10eb ... 110d8/view
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
სამწევრისი-ბებნისის მონასტრები-ქსნის ციხე, 26.04.2009

Post by Mta Mkvarebia » 28 აპრ 2009, 11:19

ფანტასტიური ამინდი დაგვემთხვა :D

Image

Image

Image

Image


მამათა მონასტრიდან სამწევრისის ციხე და დედათა მონასტერი ჩანდა, რომელიც ერთი თვის წინ დავასუფთავეთ:

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
სამწევრისი-ბებნისის მონასტრები-ქსნის ციხე, 26.04.2009

Post by Mta Mkvarebia » 28 აპრ 2009, 11:29

ჩვენ:

Image

Image

Image

Image

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
სამწევრისი-ბებნისის მონასტრები-ქსნის ციხე, 26.04.2009

Post by Mta Mkvarebia » 28 აპრ 2009, 11:36

Image

Image

Image

Image

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
სამწევრისი-ბებნისის მონასტრები-ქსნის ციხე, 26.04.2009

Post by Mta Mkvarebia » 28 აპრ 2009, 11:40

მერე მანქანები ზემოთ დავტოვეთ და ფეხით ჩამოვისეირნეთ დედათა მონასტრისაკენ.
Image

ფოტოგრაფები ასეთ უჩვეულო პოზაში შეგეძლოთ გეხილათ :wink: :

Image

Image

Image

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
სამწევრისი-ბებნისის მონასტრები-ქსნის ციხე, 26.04.2009

Post by Mta Mkvarebia » 28 აპრ 2009, 11:46

ეს ხედები უკვე დედათა მონასტრის სამრეკლოდანაა გადაღებული:

Image

Image

Image

Image

Image

Image


Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
სამწევრისი-ბებნისის მონასტრები-ქსნის ციხე, 26.04.2009

Post by Mta Mkvarebia » 28 აპრ 2009, 11:53

მერე გადავწყვიტეთ ყინწვისის ნაცვლად ქსნის ციხე დაგველაშქრა. მაგრამ მანამდე ბებნისის მონასტრისკენ გადავუხვიეთ. გზად ეს პატარა ტბური ვნახეთ:
გაქანებული მანქანიდან გადავიღე თორემ უკეტესი რაკურსის დაჭერა შეიძლებოდა :(

Image

ეს იგივე ტბა უკან დაბრუნებისას, უკვე ღრუბლებით დაფარული ზეცით:

Image

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
სამწევრისი-ბებნისის მონასტრები-ქსნის ციხე, 26.04.2009

Post by Mta Mkvarebia » 28 აპრ 2009, 12:05

ტბასთან გაჩერება და წახემსება გადავწყვიტეთ:


Image

Image

ისევ ნინუკალა :) :

Image


Image

Image
Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
სამწევრისი-ბებნისის მონასტრები-ქსნის ციხე, 26.04.2009

Post by Naia » 28 აპრ 2009, 12:39

Mta Mkvarebia
მთაშენკა, რა საინტერესო ცნობები მოგვაწოდე. ყოველთვის ვეჭვობდი, რომ ძამის ხეობაში უამრავი საინტერესო ადგილი იყო სანახავი :) შეიძლება მანდ კიდევ 1 გასვლის გაკეთება. ყოველ შემთხვევაში, სარკის წმ. გიორგის ეკლესია სანახავი გვაქვს :)

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
სამწევრისი-ბებნისის მონასტრები-ქსნის ციხე, 26.04.2009

Post by Mta Mkvarebia » 28 აპრ 2009, 12:41

ბებნისის ეკლესია მე-17 საუკუნეში აუგიათ, ასე გვითხრა მონასტრის მსახურმა. მაგრამ კედელში ჩაშენებული ეს ქვის ფილა გვამცნობს, რომ მე-19 საუკუნეში აუშენებიათ :roll:

Image

ესეც ის ფილა:
Image

მონასტრის დედაომ მოგვითხრო, რომ როცა იქ მონასტრულ ცხოვრებას ჩაეყარა საფუძველი და მიწა მოასწორედ კელიების ასაშენებლად, 4 ტომარა ძვლები უპოვნიათ, რომელიც აშკარად პატარა ბავშვებს ეკუთვნოდა. სავარაუდოდ შავი ჭირი გავრცელებულა და ბავშვები პირველი დახოცილან. აი აქ, ეკლესიის ეზოშივე დაუკრძალავთ ძვლები:

Image

ეს ვინაა უკვე უცხოც მიხვდება:wink:
Image

Image

ნახევარი საათით ეკლესიის ეზოში, მინდორზე დავსხედით. ისეთი სასიამოვნო ამინდი იყო, იქიდან წამოსვლა აღარ გვინდოდა :) მაგრამ ქსნის ციხე დასალაშქრი გვქონდა და...

Image
Last edited by Mta Mkvarebia on 28 აპრ 2009, 13:34, edited 1 time in total.
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
სამწევრისი-ბებნისის მონასტრები-ქსნის ციხე, 26.04.2009

Post by Mta Mkvarebia » 28 აპრ 2009, 12:59

ცნობები ქსნის ციხის შესახებ:

ქსნის ციხე, შუა საუკუნეების (ააგეს XVI საუკუნის დასაწყისში) ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, მდინარეების ქსნისა და მტკვრის შესაერთავთან, სარკინეთის მთაზე. სამუხრანბატონოს მთავარი თავდაცვითი ნაგებობა. ქსნის ციხე წყაროებში მოხსენიებულია მეორე სახელწოდებითაც - მტკვრის ციხე.

ციხე კონტროლს უწევდა მნიშვნელოვან სტრატეგიულ გზასაყარს. ააგო (XVI საუკუნის დასაწყისი) ქართლის მეფის კონსტანტინე II-ის ძემ, ბაგრატმა, თავის ძმასა, ქართლის მეფე დავით X-სა (1505-1525) და კახეთის მეფე ავ-გიორგის (1511-1513) შორის მიმდინარე ბრძოლების დროს.

მტკვრის ციხე მუხრანის მხარის ერთ-ერთი მთავარი თავდაცვითი ნაგებობა იყო. 1513 მისი აღება სცადა ავ-გიორგიმ, ალყა 3 თვეს გაგრძელდა, მაგრამ უშედეგოდ. იმავე წელს ავ-გიორგიმ მეორედ დალაშქრა ქართლი. ბატონიშვილმა ბაგრატმა შეიპყრო იგი, მტკვრის ციხეში ჩასვა და იქვე მოაკვლევინა. XVIII საუკუნის დასაწყისისათვის მტკვრის ციხე საბრძოლველად აღარ გამოიყენებოდა. მის ნანგრევებზე 1746 წელს ახალი ციხე ააგეს და მისი აღმშენებლის, სახლთუხუცეს კონსტანტინეს სახელის მიხედვით "კონსტანტილაბათი" უწოდეს. ამ მხარის მოსახლეობა მტკვრის ციხეს ქსნის ციხეს უწოდებს.
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
სამწევრისი-ბებნისის მონასტრები-ქსნის ციხე, 26.04.2009

Post by Mta Mkvarebia » 28 აპრ 2009, 13:05

ციხემდე ადრე თურმე მოასფალტებული გზაა, მაგრამ ადგილ-ადგილ მიწა ჩამოშლილია და ბუნებრივია, გზაც ჩაწყვეტილია. მანქანები შუა გზაში დავტოვეთ და გზა ფეხით გავაგრძელეთ, ზოგ ადგილას ბილიკი ძაფივით ვიწროვდებოდა. მაგრამ ციხე ადვილად მისადგომია.

Image

Image

Image

Image

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
სამწევრისი-ბებნისის მონასტრები-ქსნის ციხე, 26.04.2009

Post by Mta Mkvarebia » 28 აპრ 2009, 13:16

Image

Image

Image

Image

Image


კვლავ პუტკუნა დათვების სერიიდან :lol: (პირველი სერია "დადეთ თქვენს ფოტოებშია" http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... 431#228431 )

Image

Image

ეს კვლავ საროსტანიანები :D
Image
Last edited by Mta Mkvarebia on 28 აპრ 2009, 13:26, edited 1 time in total.
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]