ჭიათურის მღვიმის მონასტერი-კაცხის ტაძარი და სვეტი/იმერული ტური

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

User avatar
pauna
მაწანწალა
Posts: 1991
Joined: 29 მარ 2005, 10:49
Location: ვარკეთილი
ჭიათურის მღვიმის მონასტერი-კაცხის ტაძარი და სვეტი/იმერული ტური

Post by pauna » 22 აპრ 2009, 00:11

ესეც მარშუტი .... მომავალში დეტალურად დავდებ ეხლა დამეზარა :D :D

Image
ImageImage

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ჭიათურის მღვიმის მონასტერი-კაცხის ტაძარი და სვეტი/იმერული ტური

Post by qvevri » 22 აპრ 2009, 09:08

Ketis wrote:
Nini_A wrote:
Georgian Rabbit wrote:
ისე თუ წახვალთ შეიძლება ჩემი ძმაც ნახოთ, დათა, მანდ არი ხოლმე. და კიდე მღვიმევის მონასტერიც შეგიძლიათ ნახოთ გზად

Image
Ketis ამ ფოტომ კიდევ ერთი მხიარული გასვლა ხომ არ გაგახსენა???
:D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D
ჰაჰაჰა :lol: ჰაჰაჰა რა დამავიწყებს იმ დღეს, Nini_A?!! სწორედ მაშინ გავიგე, რომ .. თურმე ჩემი ბრალი ყოფილა ბიჭებს პრობლემები რომ აქვთ :lol: :lol: :lol: ნეტავ რა იგულისხმა პატივცემულმა? :roll:

Qvevri, მოგესალმები. როგორ გიკითხო? :D

Image
აი ჩვენი გასვლის ფოტო.
მე კარგად და თავად? საინტერესო იდეაა და აბა ვნახოთ, იქნება მეც შემოგიერთდეთ.

User avatar
Georgian Rabbit
მაწანწალა
Posts: 430
Joined: 06 აგვ 2007, 10:17
Location: Tbilisi, Georgia
ჭიათურის მღვიმის მონასტერი-კაცხის ტაძარი და სვეტი/იმერული ტური

Post by Georgian Rabbit » 22 აპრ 2009, 12:31

Nini_A wrote:
Georgian Rabbit wrote:
ისე თუ წახვალთ შეიძლება ჩემი ძმაც ნახოთ, დათა, მანდ არი ხოლმე. და კიდე მღვიმევის მონასტერიც შეგიძლიათ ნახოთ გზად

Image
Ketis ამ ფოტომ კიდევ ერთი მხიარული გასვლა ხომ არ გაგახსენა???
:D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D

ქეთის კი არა ჩემი ფოტოა


ააიტ!!!
"გაგანოყიერებ მე შენ" (c) ლამა

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ჭიათურის მღვიმის მონასტერი-კაცხის ტაძარი და სვეტი/იმერული ტური

Post by Naia » 22 აპრ 2009, 16:44

კაცხის ეკლესიისა და კაცხის სვეტის გარდა სხვა რამე არის ახლომახლო? ყუმისთავის მღვიმეები ახლოსაა მანდ?

User avatar
Ketis
ბოდიალა
Posts: 148
Joined: 24 ნოე 2008, 15:20
Location: Mother earth
ჭიათურის მღვიმის მონასტერი-კაცხის ტაძარი და სვეტი/იმერული ტური

Post by Ketis » 22 აპრ 2009, 18:10

Georgian Rabbit wrote: ქეთის კი არა ჩემი ფოტოა


ააიტ!!!
:lol: მერე ვინ თქვა, რომ ჩემია ეს ფოტო? :roll: აქ ერთად ვიყავით მე, Nini_A, Qvevri და კიდევ მრავალი შესანიშნავი ადამიანი და ნინის თქმის არ იყოს, ამ ფოტომ მართლაც გამახსენა "კიდევ ერთი მხიარული გასვლა" :wink:
qvevri wrote: Image
აი ჩვენი გასვლის ფოტო.
მე კარგად და თავად? საინტერესო იდეაა და აბა ვნახოთ, იქნება მეც შემოგიერთდეთ.
უი, ნინი და მე... ნუ მე რა, ჩემი სამაჯურიანი ხელი :lol:
პ.ს. მეც კარგად ვარ, მადლობა


User avatar
imerkhevli
მაწანწალა
Posts: 540
Joined: 21 ნოე 2008, 23:35
Contact:
ჭიათურის მღვიმის მონასტერი-კაცხის ტაძარი და სვეტი/იმერული ტური

Post by imerkhevli » 22 აპრ 2009, 20:11

Tamari-ch. wrote:ARCHILI
ყველაზე კარგი ვარიანტია თუ მიდის ღამის მატარებელი

შაბათ საღამოს წავალთ და მეორე დღეს დავბრუნდებით
მატარებელი ნამდვილად არ არის საჭირო.........
ოკრიბის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან და თავად ოკრიბადანაც ყოველ ნახ.საათში გადის ავტრობუსები და მიკროავტობუსებიც...მაქსიმუმ 3 საათში ჭიათურაშია.
თუ სხვიტორშიც გვინდა შევლა საჩხერიდან დაახლოებით 2 კმ-ია....
ისე საცხერიდან ჭიათურამდეც უამრავი ტრანსპორტი დადის (მართალია ტროლეიბუსები აღარ :lol: :lol: :lol: )..........
მღვიმევის მონასტერი ჭიათურამდეა,ხოლო კაცხი ჭიათურიდან დაახლ.10 კმ
კაცხის მაცხოვრის სახ.მონასტერს მოვინახულებთ და სვეტისკენ წავალთ,სადაც დაბანაკებაც არის შესაძლებელი.

თუმცა,აქედან კიდევ 4 კილომეტრში ჩემი სოფელია და სიამოვნებით გიმასპინძლებთ.

ვიმედონნებ ,რომ პირველ პირშI ტყუილად არ ვწერ :) :)

User avatar
pauna
მაწანწალა
Posts: 1991
Joined: 29 მარ 2005, 10:49
Location: ვარკეთილი
ჭიათურის მღვიმის მონასტერი-კაცხის ტაძარი და სვეტი/იმერული ტური

Post by pauna » 22 აპრ 2009, 22:47

imerkhevli

გაიხარე მასტერი ხარ რააა.... აბა რაა მეც ეგრე ვფიქრობდი... მატარებელი ზედმეტი იქნებოდა ახლაო ყველაფერი :D :D :D
ImageImage

User avatar
imerkhevli
მაწანწალა
Posts: 540
Joined: 21 ნოე 2008, 23:35
Contact:
ჭიათურის მღვიმის მონასტერი-კაცხის ტაძარი და სვეტი/იმერული ტური

Post by imerkhevli » 22 აპრ 2009, 23:15

თუ პარასკევს წავალტ,უფრო მეტი რამის ნახვას მოვასწრებთ.
მანამდე დროა და კიდევ ჩავამატებთ,ვეცდები ინფორმაცია მოვიძიო :)

User avatar
imerkhevli
მაწანწალა
Posts: 540
Joined: 21 ნოე 2008, 23:35
Contact:
ჭიათურის მღვიმის მონასტერი-კაცხის ტაძარი და სვეტი/იმერული ტური

Post by imerkhevli » 26 აპრ 2009, 00:00

ინფორმაცია, ჭიათურა-საჩხერის, რამდენიმე ისტორიული ძეგლის შესახებ


მოდინახე მდებარეობს საჩხერიდან ხუთი კილომეტრის დაშორებით. აშენებულია XVIII საუკუნის 30-იან წლებში პაპუნა წერეთლის მიერ.

გადმოცემის თანახმად, სასიმამროს (დავით წერეთელს) პაპუნასთვის უარი უთქვამს ქალიშვილის გატანებაზე, მიზეზად კი ის დაუსახელებია, რომ მას ციხე არ ჰქონდა. ამის შემდეგ პაპუნა წერეთელს ციხე აუშენებია და სასიმამროსთვის შეუთვლია “მოდი ნახეო.” :lol: :lol: :lol:
მართალია თუ არა ეს თქმულება ზუსტად არვინ იცის, მაგრამ მოდინახე ნამდვილად ღირს სანახავად. :D

თხუთმეტიოდე წლის წინ მოდინახეს კედლები თითქმის სრული სახით იყო შემორჩენილი და მას შვიდი კოშკი ამშვენებდა. ციხე 1991 წლის მიწისძვრამ ისე დააზიანა, რომ მისი კოშკების კვალი მთლიანადაა გამქრალი, კედლები კი ძალზედ დაზიანებული.

User avatar
imerkhevli
მაწანწალა
Posts: 540
Joined: 21 ნოე 2008, 23:35
Contact:
ჭიათურის მღვიმის მონასტერი-კაცხის ტაძარი და სვეტი/იმერული ტური

Post by imerkhevli » 26 აპრ 2009, 00:16

ქორეთი

საჩხერის რაიონის სოფელ ქორეთში , მდებარეობს მაცხოვრის სახელობის ტაძარი. ის წარმოადგენს ერთნავიან დარბაზული ტიპის ეკლესიას, რომელსაც მოგვიანებით ორი მხრიდან მიშენებული აქვს გარშემოსავლელი. აშენებულია 1000 წელს არგვეთის დედოფალ მარიამის მიერ. ამის შესახებ ცნობებს გვაწვდის ტაძარში არსებული წარწერა, რომელიც 1000 წლითაა დათარიღებული. ამ წარწერაში ეკლესიის ქტიტორად მოხსენიებულია არგვეთის დედოფალი მარიამი, აგრეთვე მოხსენიებულნი არიან მისი შვილები: ხურსი (ის 1021 წელს დაიღუპა შირიმის ბრძოლაში. იბრძოდა გიორგი I-ის მხარეს) და გიორგი (ის მოგვიანებით არგვეთის ერისთავთ-ერისთავი გახდა). ეკლესია ქორეთის მაცხოვრად იწოდება XIV საუკუნიდან, თავდაპირველად ის სამების სახელობის ყოფილა(ამას წარწერენბიც მოწმობენ) :)

ეს ძეგლი სხვა მხრივაცაა მნიშვნელოვანი, როგორც უკვე აღვნიშნეთ ტაძრის ფასადზე განლაგებული თხუთმეტამდე ლაპიდარული და ერთი ნაკაწრი წარწერა. ინტერიერში ორი, “მარიამისეული” და “ანასეული” წარწერები, ბუხარი და ულამაზესი თაღი. ცალკე საუბრის თემაა მხატვრობა. ეკლესია სამჯერაა მოხატული (აშენებისას, XIV და XVII საუკუნეებში), მას სამივე მხატვრობის კვალი ეტყობა. შემორჩენილია: მაცხოვრის ფრესკა, თორმეტი მოციქულის კომპოზიცია, ჯვარცმის, მაცხოვრის იერუსალიმში შესვლის, ევსტატი მცხეთელის, წმინდა გიორგის და სხვა წმინდანთა ფრესკები. ქორეთში დაცულია წმინდა გიორგის ორი ფრესკა, ერთ-ერთ მათგანზე ის შავ ცხენზეა ამხედრებული (მსგავსი რამ იშვიათობას წარმოადგენს). :roll: :roll: :roll:

User avatar
imerkhevli
მაწანწალა
Posts: 540
Joined: 21 ნოე 2008, 23:35
Contact:
ჭიათურის მღვიმის მონასტერი-კაცხის ტაძარი და სვეტი/იმერული ტური

Post by imerkhevli » 26 აპრ 2009, 00:18

სვერის ციხე

სვერის ციხე, მდებარეობს ჭიათურის რაიონის სოფელ სვერში, მდ. საძალიხევის ხეობაში. ეს ხეობა გამოირჩევა კლდოვანი შვერილებით და სწორედ ერთ-ერთ მათგანზეა აშენებული ციხე. ის საკმაოდ რთულად მისადგომ ადგილზე მდებარეობს და შორიდან ძნელი შესამჩნევია.

სვერის ციხე მურვან ყრუს შემოსევის პერიოდს განეკუთვნება. მისი მდებარებიდან გამომდინარე მკვლევარები ამტკიცებენ, რომ მას მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა აღმოსავლეთ საქართველოდან ლიხთ-იმერეთში გადმოსასვლელი გზების დაცვის საქმეში. ეს გზა გადიოდა ჭერათხევზე, კორბოულის საბაჟოზე, ულევსა და შორაპანზე. წერილობით წყაროებში

სვერის ციხე პირველად XI საუკუნეში მოიხსენიება. 1068 წელს, ალფ-არსლანის შემოსევების შესახებ მემატიანე გადმოგვცემს: “სადაც მოუწიეს დაარბიეს ვიდრე სვერის ციხემდეო.” ციხის შესახებ ცნობებს გვაწვდის ვახუშტი ბატონიშვილიც.

დღეს ციხე საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია, მისი თითქმის არც ერთი კედელი სრული სახით არაა შემორჩენილი. კიდევ ერთი სამწუხარო დეტაილი: ციხის კედლების ნაშალი ქვებით მოსახლეობას ყორეები აქვს აშენებულილი, რომლითაც სახნავ-სათესი მიწებია შემოღობილი.

User avatar
imerkhevli
მაწანწალა
Posts: 540
Joined: 21 ნოე 2008, 23:35
Contact:
ჭიათურის მღვიმის მონასტერი-კაცხის ტაძარი და სვეტი/იმერული ტური

Post by imerkhevli » 26 აპრ 2009, 00:21

ეს კი ჭიათურის რაიონ სოფ ხრეითის მახლობლად მდებარე ტბა
შემორევაა

Image


User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ჭიათურის მღვიმის მონასტერი-კაცხის ტაძარი და სვეტი/იმერული ტური

Post by ARCHILI » 28 აპრ 2009, 09:50

მეგობრებო, ძალიან მომეწონა თქვენს მიერ შემოთავაზებული იდეა, რომ შაბათ დილით წავიდეთ სამარშრუტო ტაქსით და ზედმეტადაც არ გავართულოთ მგზავრობა.

ასე ვქნათ

:)

კიდევ გადავამუშავოთ მარშრუტი და დავუმატოთ თუ რა არის კიდევ საინტერესო და გადავიტან თემას სამომავლოებში. სავარაუდოდ, ივნისის გეგმებში ჩაჯდება.

:)

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]