ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები
Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia
-
pauna
- მაწანწალა
- Posts: 1991
- Joined: 29 მარ 2005, 10:49
- Location: ვარკეთილი
Post
by pauna » 22 აპრ 2009, 00:11
-
Georgian Rabbit
- მაწანწალა
- Posts: 430
- Joined: 06 აგვ 2007, 10:17
- Location: Tbilisi, Georgia
Post
by Georgian Rabbit » 22 აპრ 2009, 12:31
ქეთის კი არა ჩემი ფოტოა
ააიტ!!!
"გაგანოყიერებ მე შენ" (c) ლამა
-
Naia
- იეტი
- Posts: 7704
- Joined: 28 მაი 2007, 12:25
- Location: პლანეტა დედამიწა
Post
by Naia » 22 აპრ 2009, 16:44
კაცხის ეკლესიისა და კაცხის სვეტის გარდა სხვა რამე არის ახლომახლო? ყუმისთავის მღვიმეები ახლოსაა მანდ?
-
Ketis
- ბოდიალა
- Posts: 148
- Joined: 24 ნოე 2008, 15:20
- Location: Mother earth
Post
by Ketis » 22 აპრ 2009, 18:10
-
MIRANDA
- სხარტი
- Posts: 2711
- Joined: 06 სექ 2007, 11:45
Post
by MIRANDA » 22 აპრ 2009, 18:20
დაახლოებით როდისთვის იგეგმება

-
imerkhevli
- მაწანწალა
- Posts: 540
- Joined: 21 ნოე 2008, 23:35
-
Contact:
Post
by imerkhevli » 22 აპრ 2009, 20:11
Tamari-ch. wrote:ARCHILI
ყველაზე კარგი ვარიანტია თუ მიდის ღამის მატარებელი
შაბათ საღამოს წავალთ და მეორე დღეს დავბრუნდებით
მატარებელი ნამდვილად არ არის საჭირო.........
ოკრიბის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან და თავად ოკრიბადანაც ყოველ ნახ.საათში გადის ავტრობუსები და მიკროავტობუსებიც...მაქსიმუმ 3 საათში ჭიათურაშია.
თუ სხვიტორშიც გვინდა შევლა საჩხერიდან დაახლოებით 2 კმ-ია....
ისე საცხერიდან ჭიათურამდეც უამრავი ტრანსპორტი დადის (მართალია ტროლეიბუსები აღარ

)..........
მღვიმევის მონასტერი ჭიათურამდეა,ხოლო კაცხი ჭიათურიდან დაახლ.10 კმ
კაცხის მაცხოვრის სახ.მონასტერს მოვინახულებთ და სვეტისკენ წავალთ,სადაც დაბანაკებაც არის შესაძლებელი.
თუმცა,აქედან კიდევ 4 კილომეტრში ჩემი სოფელია და სიამოვნებით გიმასპინძლებთ.
ვიმედონნებ ,რომ პირველ პირშI ტყუილად არ ვწერ

-
pauna
- მაწანწალა
- Posts: 1991
- Joined: 29 მარ 2005, 10:49
- Location: ვარკეთილი
Post
by pauna » 22 აპრ 2009, 22:47
-
imerkhevli
- მაწანწალა
- Posts: 540
- Joined: 21 ნოე 2008, 23:35
-
Contact:
Post
by imerkhevli » 22 აპრ 2009, 23:15
თუ პარასკევს წავალტ,უფრო მეტი რამის ნახვას მოვასწრებთ.
მანამდე დროა და კიდევ ჩავამატებთ,ვეცდები ინფორმაცია მოვიძიო

-
imerkhevli
- მაწანწალა
- Posts: 540
- Joined: 21 ნოე 2008, 23:35
-
Contact:
Post
by imerkhevli » 26 აპრ 2009, 00:00
ინფორმაცია, ჭიათურა-საჩხერის, რამდენიმე ისტორიული ძეგლის შესახებ
მოდინახე მდებარეობს საჩხერიდან ხუთი კილომეტრის დაშორებით. აშენებულია XVIII საუკუნის 30-იან წლებში პაპუნა წერეთლის მიერ.
გადმოცემის თანახმად, სასიმამროს (დავით წერეთელს) პაპუნასთვის უარი უთქვამს ქალიშვილის გატანებაზე, მიზეზად კი ის დაუსახელებია, რომ მას ციხე არ ჰქონდა. ამის შემდეგ პაპუნა წერეთელს ციხე აუშენებია და სასიმამროსთვის შეუთვლია “მოდი ნახეო.”
მართალია თუ არა ეს თქმულება ზუსტად არვინ იცის, მაგრამ მოდინახე ნამდვილად ღირს სანახავად.
თხუთმეტიოდე წლის წინ მოდინახეს კედლები თითქმის სრული სახით იყო შემორჩენილი და მას შვიდი კოშკი ამშვენებდა. ციხე 1991 წლის მიწისძვრამ ისე დააზიანა, რომ მისი კოშკების კვალი მთლიანადაა გამქრალი, კედლები კი ძალზედ დაზიანებული.
-
imerkhevli
- მაწანწალა
- Posts: 540
- Joined: 21 ნოე 2008, 23:35
-
Contact:
Post
by imerkhevli » 26 აპრ 2009, 00:16
ქორეთი
საჩხერის რაიონის სოფელ ქორეთში , მდებარეობს მაცხოვრის სახელობის ტაძარი. ის წარმოადგენს ერთნავიან დარბაზული ტიპის ეკლესიას, რომელსაც მოგვიანებით ორი მხრიდან მიშენებული აქვს გარშემოსავლელი. აშენებულია 1000 წელს არგვეთის დედოფალ მარიამის მიერ. ამის შესახებ ცნობებს გვაწვდის ტაძარში არსებული წარწერა, რომელიც 1000 წლითაა დათარიღებული. ამ წარწერაში ეკლესიის ქტიტორად მოხსენიებულია არგვეთის დედოფალი მარიამი, აგრეთვე მოხსენიებულნი არიან მისი შვილები: ხურსი (ის 1021 წელს დაიღუპა შირიმის ბრძოლაში. იბრძოდა გიორგი I-ის მხარეს) და გიორგი (ის მოგვიანებით არგვეთის ერისთავთ-ერისთავი გახდა). ეკლესია ქორეთის მაცხოვრად იწოდება XIV საუკუნიდან, თავდაპირველად ის სამების სახელობის ყოფილა(ამას წარწერენბიც მოწმობენ)
ეს ძეგლი სხვა მხრივაცაა მნიშვნელოვანი, როგორც უკვე აღვნიშნეთ ტაძრის ფასადზე განლაგებული თხუთმეტამდე ლაპიდარული და ერთი ნაკაწრი წარწერა. ინტერიერში ორი, “მარიამისეული” და “ანასეული” წარწერები, ბუხარი და ულამაზესი თაღი. ცალკე საუბრის თემაა მხატვრობა. ეკლესია სამჯერაა მოხატული (აშენებისას, XIV და XVII საუკუნეებში), მას სამივე მხატვრობის კვალი ეტყობა. შემორჩენილია: მაცხოვრის ფრესკა, თორმეტი მოციქულის კომპოზიცია, ჯვარცმის, მაცხოვრის იერუსალიმში შესვლის, ევსტატი მცხეთელის, წმინდა გიორგის და სხვა წმინდანთა ფრესკები. ქორეთში დაცულია წმინდა გიორგის ორი ფრესკა, ერთ-ერთ მათგანზე ის შავ ცხენზეა ამხედრებული (მსგავსი რამ იშვიათობას წარმოადგენს).

-
imerkhevli
- მაწანწალა
- Posts: 540
- Joined: 21 ნოე 2008, 23:35
-
Contact:
Post
by imerkhevli » 26 აპრ 2009, 00:18
სვერის ციხე
სვერის ციხე, მდებარეობს ჭიათურის რაიონის სოფელ სვერში, მდ. საძალიხევის ხეობაში. ეს ხეობა გამოირჩევა კლდოვანი შვერილებით და სწორედ ერთ-ერთ მათგანზეა აშენებული ციხე. ის საკმაოდ რთულად მისადგომ ადგილზე მდებარეობს და შორიდან ძნელი შესამჩნევია.
სვერის ციხე მურვან ყრუს შემოსევის პერიოდს განეკუთვნება. მისი მდებარებიდან გამომდინარე მკვლევარები ამტკიცებენ, რომ მას მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა აღმოსავლეთ საქართველოდან ლიხთ-იმერეთში გადმოსასვლელი გზების დაცვის საქმეში. ეს გზა გადიოდა ჭერათხევზე, კორბოულის საბაჟოზე, ულევსა და შორაპანზე. წერილობით წყაროებში
სვერის ციხე პირველად XI საუკუნეში მოიხსენიება. 1068 წელს, ალფ-არსლანის შემოსევების შესახებ მემატიანე გადმოგვცემს: “სადაც მოუწიეს დაარბიეს ვიდრე სვერის ციხემდეო.” ციხის შესახებ ცნობებს გვაწვდის ვახუშტი ბატონიშვილიც.
დღეს ციხე საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია, მისი თითქმის არც ერთი კედელი სრული სახით არაა შემორჩენილი. კიდევ ერთი სამწუხარო დეტაილი: ციხის კედლების ნაშალი ქვებით მოსახლეობას ყორეები აქვს აშენებულილი, რომლითაც სახნავ-სათესი მიწებია შემოღობილი.
-
imerkhevli
- მაწანწალა
- Posts: 540
- Joined: 21 ნოე 2008, 23:35
-
Contact:
Post
by imerkhevli » 26 აპრ 2009, 00:21
ეს კი ჭიათურის რაიონ სოფ ხრეითის მახლობლად მდებარე ტბა
შემორევაა

-
ARCHILI
- იეტი
- Posts: 8437
- Joined: 13 ივნ 2007, 13:08
Post
by ARCHILI » 28 აპრ 2009, 09:50
მეგობრებო, ძალიან მომეწონა თქვენს მიერ შემოთავაზებული იდეა, რომ შაბათ დილით წავიდეთ სამარშრუტო ტაქსით და ზედმეტადაც არ გავართულოთ მგზავრობა.
ასე ვქნათ
კიდევ გადავამუშავოთ მარშრუტი და დავუმატოთ თუ რა არის კიდევ საინტერესო და გადავიტან თემას სამომავლოებში. სავარაუდოდ, ივნისის გეგმებში ჩაჯდება.
