სიონი

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
სიონი

Post by Archil » 20 აპრ 2009, 22:59

საქართველოში რამოდენიმე სიონია.

მივყვეთ და მათ შესახებ რაც ვიცით, ჩამოვწეროთ :)

სიონი
Sioni Cathedral

გადმოცემით სიონი ერთ-ერთი იმ ტაძართაგანი იყო, რომელიც მეფე ვახტანგ გორგასალმა ააგო თბილისში V ს-ის II ნახევარში. 570-80-იან წლებში ქართლის ერისმთავარმა გუარამ კურაპალატმა საფუძველი დაუდო სიონის ახალ ტაძარს. მშენებლობა, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც ერისთავები ისე ქალაქის მოსახლეობა, დასრულდა ერისმთავარ ადარნასეს დროს, 620-იან წლებში.

მომდევნო ხანაში სიონი არაერთხელ დაინგრა და აღდგა. სავარაუდოდ ტაძარი საფუძვლიანად განაახლეს მას შემდეგ, რაც 1122 წელს მეფე დავით IV აღმაშენებელმა თბილისი აიღო და საქართველოს სამეფო ტახტი აქ გადმოიტანა. 1226 წელს ხვარაზმელთა შაჰმა ჯალალ ად-დინმა ჩამოანგრია ეკლესიის გუმბათი, რომელიც, როგორც ჩანს, მალევე აღადგინეს. თემურლენგის 1386 წლის შემოსევის დროს დაზიანებული შენობა შეაკეთა მეფე ალექსანდრე I-მა. XVII ს-ის დასაწყისში ირანელთა მიერ თბილისის რამდენიმეგზის აოხრების შედეგად დანგრეული ტაძარი 1657 წელს აღადგინა მთავარეპისკოპოსმა ელისე საგინაშვილმა, მაგრამ 1668 წლის მიწისძვრამ შენობა ისევ დააზიანა.

1710 წელს მეფე ვახტანგ VI-მ განაახლა ტაძრის გუმბათი, საპირე წყობა და სახურავი. უკანასკნელი დიდი დაზიანება შენობამ განიცადა 1795 წლის ირანის გამგებლის აღა მაჰმად ხანის მიერ თბილისის აოხრების დროს. XIII ს-ში ტაძარზე სამხრეთიდან მიშენებული წმ. მიქაელ მთავარანგელოზის ეგვტერი XVII ს-ში საფუძვლიანად განაახლა მთავაერპისკოპოსმა ელისე საგინაშვილმა. XIX საუკუნის დამდეგისათვის ტაძარი საფუძვლიანად აღადგინეს, ხოლო იმავე საუკუნის შუა წლებში ხელახლა მოიხატა რუსი მხატვრის გ. გაგარინის ესკიზების მიხედვით. 1980-83 წლებში ტაძარი გარედან ახლად შემოსეს თლილი ქვით, ამავე დროს ტაძარს ჩრდილოეთიდან მიაშენეს წმ. ვახტანგ გორგასლის ეგვტერი.

Image

წყარო: http://tbilisi.info/locals/sioni.html

კიდევ ერთი წყარო თბილისის სიონის შესახებ:

ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის ტაძარი ამავე სახელწოდების ქუჩაზე მდებარეობს თბილისის ერთ-ერთ უძველეს უბან ზემო კალაში. გადმოცემის მიხედვით, პირველი ეკლესია ამ ადგილას V საუკუნის მეორე ნახევარში მეფე ვახტანგ გორგასალს აუგია. ერთი ასწლეულის შემდეგ კი, 570-580-იან წლებში, ქართლის ერისმთავარ გუარამ კურაპალატის სურვილით ამავე ადგილას ახალი ტაძარი ააგეს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სალოცავის მშენებლობაში მონაწილეობას იღებდნენ ერისმთავრები და ქალაქის მოსახლეობა. ტაძარი ერისმთავარ ადარნასეს მმართველობის პერიოდში 620-იან წლებში დასრულდა. გადმოცემის თანახმად გუარამი და ადარნასე აქ არიან დაკრძალულები.
მომდევნო ხანებში სიონი მრავალჯერ დაარბიეს და აღადგინეს. სავარაუდოდ, იგი სრულიად განაახლეს დავით IV აღმაშენებლის მიერ 1122 წელს თბილისის აღების შემდეგ. 1226 წლის მონღოლების შემოსევისას ტაძარი დაზიანდა. ჯალალ ედ-დინმა მისი გუმბათი ჩამოანგრევინა, თუმცა ნაგებობა მალევე შეაკეთეს. არანაკლები ზიანი მიადგა ეკლესიას თემურ-ლენგის 1386 წლის ლაშქრობისას, იგი მეფე ალექსანდრე I-მა განაახლებინა.
XVII საუკუნეში სპარსელთა არაერთგზის შემოსევისას სიონის ტაძარი კვლავ დაარბიეს. მთავარეპისკოპოს ელისე საგინაშვილმა იგი 1657 წელს აღადგინა. ამავე პერიოდში მთლიანად განახლდა XIII საუკუნის წმ. მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეგვტერი, სადაც თვითონ ელისე საგინაშვილი დაკრძალეს (გარდ. 1670 წელს), თუმცა 1668 წლის მიწისძვრამ განახლებული ნაგებობა კვლავ დააზიანა.
1710 წელს ვახტანგ VI მიერ ჩატარებული რესტავრაციისას შეიცვალა საპირე წყობა და სახურავი. 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის მიერ თბილისის დარბევისას არც სიონის ტაძარი დაინდეს. XIX საუკუნეში ნაგებობა რამოდენიმეჯერ შეაკეთეს.
1980-1983 წლებში ეკლესიის პერანგი ნაწილობრივ განაახლეს და ჩრდილოეთით ვახტანგ გორგასლის სახელობის ეგვტერი მიაშენეს.
ტაძრის გეგმა XII საუკუნიდან მოყოლებული არსებითად არ შეცვლილა: ნაგებობა ,,ჩაწერილი ჯვრის” ტიპისაა, მისი გუმბათი აბსიდის კედლებსა და ორ ბურჯს ეყრდნობა. საკურთხევლისა და პასტოფორიუმების ხუთწახნაგა აბსიდები ნახევარწრიულადაა შვერილი. ტაძრის პერანგი ძირითადად XIX საუკუნისაა, თუმცა ჩრდილოეთის ფასადის ზედა ნაწილში შემორჩენილია 1710 წლის გადაკეთების დროინდელი წყობა და ამავე ხანის წარწერა. რომელთანაც სოლარული სიმბოლოსა და ფასკუნჯების რელიეფური გამოსახულებებია მოცემული. ფასადები სადაა, შედარებით შემკულია XVIII საუკუნეში ამოყვანილი გუმბათი. მისი თექვსმეტივე სარკმელი ორნამენტულ საპირეშია ჩასმული. ამავე დროს დასავლეთის მხარეს განედლებული ჯვრისა და მიჯაჭვული ლომის, ხოლო ჩრდილოეთით მთავარანგელოზისა და წმინდანის ფიგურების რელიეფური გამოსახულებებია.
ინტერიერში გრიგოლ გაგარინის მიერ 1851-1855 წლებში შესრულებული მხატვრობაა, ხოლო დასავლეთის ნაწილი 1978-1979 წლებში ლ. ცუცქირიძემ მოხატა.
ტაძრის ჩრდილოეთით ალექსანდრე I მიერ აგებული და XVIII საუკუნეში განახლებული სამიარუსიანი სამრეკლო დგას. მეორე, შპილით დაგვირგვინებული სამრეკლო ქუჩის მოპირდაპირე მხარესაა აღმართული ჩრდილო-დასავლეთ მხარეს. იგი 1812 წელსაა აგებული და თბილისში კლასიცისტური ნაგებობის ერთ-ერთ უადრეს ნიმუშად ითვლება.
სიონის ტაძარი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქთა საძვალე იყო. გადმოცემის თანახმად, აქვე ტრაპეზის ქვეშ წმ. ევსტათი მცხეთელია დაკრძალული (მოწამეობრივად აღესრულა დაახ. 550 წელს). ეკლესიაში ინახება წმ. ნინოს ვაზის ჯვარი.

წყარო: http://www.tbilisi.gov.ge/index.php?lan ... fo_id=4642
Last edited by Archil on 21 აპრ 2009, 00:32, edited 1 time in total.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
სიონი

Post by Archil » 20 აპრ 2009, 23:04

ბოლნისის სიონი

ბოლნისის სიონია სადაც ყველაზე ძველი ქართული მწერლობის ყველაზე ძველი ნიმუში იყო შემორჩენილი.

ბოლნისის სიონი, ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი, სამნავიანი ბაზილიკის ტიპის ნაგებობა. მდებარეობს ქვემო ქართლში, სოფ. ბოლნისში (ბოლნისის რაიონი), მდ. ბოლნისისწყლის მარცხენა ვაკე ნაპირზე. ჩრდილოეთით ერთ-ერთი შესასვლელის თავზე მოთავსებული წარწერის მიხედვით აშენებულია 478-493, მოპირკეთებულია ლამაზი ფირუზისფერ-მომწვანო ტუფის სუფთად გათლილი კვადრებით. ნავები ჯვარისებრი გეგმის ბოძების ხუთი წყვილითაა გამოყოფილი, საკურთხეველს სადიაკვნე და სამკვეთლო არა აქვს, ნახევარწრიული აფსიდი შვერილია. ჩრდილოეთით მთელ სიგრძეზე ღია ტაღოვანი გალერეაა, სამხრეთით - თაღოვანი სტოა და ორაფსიდიანი სანათლავი, რომელსაც შესასვლელი მხოლოდ ეკლესიიდან აქვს (ეს ცალკე გამოყოფილი სანათლავის ერთადერთი ნიმუშია საქართველოში), შესასვლელების (ერთი სამხრეთით, ორი ჩრდილოეთით) თავზე, მძლავრი ჰორიზონტალური ზღუდარების ზემოთ, ნალისებრი მოხაზულობის ღია ლუნეტებია. ნალისებრია შიგნითა თაღებიც. შია ნავი ნახევარცილინდრული კამარით იყო გადახურული (ახლანდელი გადახურვა XVII საუკუნისაა), გვერდის ნავები - ნახევარკამარებით, სამივე ნავს გარედან საერთო ორკალთიანი სახურავი აქვს. ისევე, როგორც საერთოდ ადრინდელი ფეოდალური ხანის ქართული არქიტექტურისათვის, ბოლნისის სიონისთვისაც დამახასიათებელია ინტერიერის მკაცრი მონუმენტურობა - მთავარი ყურადღება შიგა სივრცის მხატვრულ გადაწყვეტას ექცევა, ფასადთა მნიშვნელობა ჯერ კიდევ მეორეხარისხოვანია.
საქართველოსათვის ტრადიციული ცენტრული კომპოზიციების გავლენას მოწმობს დასავლეთით შესასვლელის უქონლობა (ახლანდელი XVII საუკუნეშია გაჭრილი), რაც ეწინააღმდეგება ბაზილიკის "სიგრძივ" ხასიათს. ბაზისებისა და სვეტისთავების საინტერესო სკულპტურული მორთულობა თავმოყრილია ჩრდილოეთი გალერეასა და ტაძრის ინტერიერში. მცენარეულ და გეომეტრიული სახეებთან ერთად, რომლებიც სასანური ხელოვნების წრესთან ნათესაობას ამჟღავნებს, გვხვდება ქრისტიანული სიმბოლოს - ჯვრის სხვადასხვაგვარი გამოსახულებანი. მ.შ. ერთ-ერთი (ბოლოებგაფართოებული ჯვარი წრიულ ჩარჩოში) "ბოლნური ჯვრის" სახელითაა ცნობილი. ბოლნისის სიონში, პირველად ქართულ არქიტექტურაში, გვხვდება აგრეთვე რელიეფური სკულპტურული გამოსახილებანი (ხარის თავი, სხვადასხვა ფრინველი და ცხოველი), რომლებიც წინაქრისტიანულ ხანასთანაა დაკავშირებული, მაგრამ შეთვისებულია ქრისტიანული სარწმუნოების მიერ.
ბოლნისის სიონი ნათლად წარმოგვიდგენს როგორც ქართული ბაზილიკის ნათესაობას წრისტიანულ სამყაროს სხვა ქვეყნის ბაზილიკასთან, ისე მის მკაფიოდ გამოსახულ თავისებურებებსაც. ეკლესიის გვერდით, სამხრეთ-დასავლეთით, დგას XVII საუკუნის სამრეკლო. ბოლნისის სიონი საფუძვლიანადაა რესტავრირებული და შეკეთებული. XVII საუკუნეში აღადგინეს გადახურვის კამარები საბჯენი თაღებით, გაჭრეს დასავლეთ შესასვლელი. 1936-1939 ჩატარებულ სამუშაოთა შედეგად ძეგლი გათხარეს, შეაკეთეს, გადახურეს და გაამაგრეს. 1967-1969 გადახურეს ჩრდილოეთ გალერეს და არადგინეს მისი დასავლეთი კედელი, უძველესი წარწერის პირი ჩადგეს თავის ადგილას, დააგეს ქვის ახალი იატაკი. ბოლნისის სიონში გაჩაღებული იყო მწიგნობრული საქმიანობა. ცნობილია ბოლნელ ეპისკოპოსთა ინიციატივით დამხადებული ხელნაწერები. X-XI საუკუნეებში იქ მოღვაწეობდა იოანე ბოლნელი.

http://ka.wikipedia.org/wiki/ბოლნისის_სიონი
http://diaspora.ge/ge/matiane/bolnisi.php

Image

ბოლნისის წარწერა

Image
Last edited by Archil on 21 აპრ 2009, 00:36, edited 2 times in total.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
სიონი

Post by Archil » 20 აპრ 2009, 23:08

დმანისის სიონი

დმანისის სიონი, VI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი სოფ. პატარა დმანისის მახლობლად, ნაქალაქარ დმანისში მდებარეობს. თავდაპირველი სახით მხოლოდ შუა ნავმა მოაღწია, გვერდითი ნაწილები მნიშვნელოვნად არის გადაკეთებული. სამხრეთიდან ტაძარს მიშენებული აქვს კარიბჭე და სანათლავი, ჩრდილოეთიდან - სამკვეთლო. ტაძარი შიგნიდან მოხატული ყოფილა - საკურთხეველში შემორჩენილია წმინდანთა გამოსახულებანი და წარწერები. მოგვიანებით, 1213-1222 წლებს შორის, ლაშა-გიორგის მეფობაში დასავლეთიდან ტაძრისათვის მდიდრულად მოჩუქურთმებული კარიბჭე მიუშენებიათ. კარიბჭეს ერთ-ერთ წარწერაში მოხსენიებულია ლაშა-გიორგი.

Image

Image

წყარო: http://ertguleba.ge/index.php?task=page&id=43&lang=geo
Last edited by Archil on 21 აპრ 2009, 00:50, edited 1 time in total.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
სიონი

Post by ARCHILI » 20 აპრ 2009, 23:10

ყაზბეგის სიონი, რომელსაც ადგილობრივები სივანს ეძახიან:

Image

Image

Image

იხილეთ ფოტოები ამ ლაშქრობაში:

http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... sc&start=0

:)
Last edited by ARCHILI on 20 აპრ 2009, 23:23, edited 1 time in total.

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
სიონი

Post by Archil » 20 აპრ 2009, 23:17

ატენის სიონი

VII საუკუნის I ნახევრის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი: გორიდან 10 კმ-ზე, ატენის ხეობაში. ტაძარი ცენტრალურ-გუმბათოვანია. იმეორებს მცხეთის ჯვრის არქიტექტურას გეგმისა და ფორმებს, თუმცა რამდენიმე შეცვლილი პროპორცია აქვს. ტაძრის გეგმის საფუძველია ჯვარი, რომლის აფსიდიან დაბოლოებებს, შორის მოთავსებულია ოთხი საკანი. ჯვრის შიდა მკლავების გადამკვეთ ცენტრალურ სივრცეზე გუმბათია აღმართული. კვადრატიდან გუმბათის წრეზე გადასვლა ტრამპების სისტემით ხდება.ტაძრის კედლის მოხატულობა (რელიგიის სიუჟეტები, ქართველ მეფეთა და ადგილობრივი ფეოდალთა ფრესკები) მკაფიოდ ეროვნული ხასიათისაა. კომპოზიციათა მხატვრული გააზრების, პერსონაჟთა სხეულისა და სახის ნატიფი მოდელირების, არტისტული გამომსახველობისა და ჟღერადი კოლორიტის გამო იგი ქართული მონუმენტური ფერწერის საეტაპო ნაწარმოებად ითვლება.

მაკენას სურათებიდან:

Image

http://www.karavi.caucasus.net/viewtopi ... 6ba96a30ed
Last edited by Archil on 20 აპრ 2009, 23:35, edited 1 time in total.
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
სიონი

Post by Archil » 20 აპრ 2009, 23:22

სიონი - დაბა თიანეთის რაიონში. მდებარეობს მდინარე ივრის ხეობაში, სიონის წყალსაცავის ნაპირზე (ზღვის დონიდან 1000 მ, თიანეთიდან 32 კმ). სიონი ადგილობრივი მნიშვნელობის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. დაბის სტატუსი მიენიჭა 1960 წელს. მოსახლეობა 0.4 ათასი (2002). სიონის წყალსაცავის შექმნამდე (1951-63) სიონში იდგა V ს-ის II ნახევრის ბაზილიკა, ხოლო მის შემოგარენში იყო შუა საუკუნეების რამდენიმე ძეგლი. მათი დიდი ნაწილი წყალმა დაფარა, ხოლო ბაზილიკა დაშალეს და გადმოიტანეს თბილისში ხალხური ყოფისა და ხუროთმოძღვრების მუზეუმში.


http://wapedia.mobi/ka/სიონი_(თიანეთი)
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
სიონი

Post by lama » 20 აპრ 2009, 23:26

Archil
ყველა სიონის ტაძარი

ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრებია

რადგან სიონის მთაზე მიიძინა ღვთისმშობელმა
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
სიონი

Post by Tamari-ch. » 20 აპრ 2009, 23:28

აი რას ნიშნავს სიტყვა სიონი -


СИОН (от названия холма в Иерусалиме) -1) вид православной церковной утвари, хранилище просфор (освященного хлеба). Сионы (обычно серебряные) повторяли в миниатюре архитектурные формы христианского храма.2) Название ряда грузинских средневековых церквей.

В Библии Сион называется просто Сионом, «городом Давидовым», «горою святою», «жилищем и домом Божиим», «царственным городом Божиим», в переносном смысле обозначает сам Иерусалим, колено Иудино и царство Иудейское, всю Иудею и весь народ иудейский. Пророки именем Сион часто называют царство Божие во всей его полноте, на земле и на небе, до окончательного совершения всего в вечности. Наконец, в преобразовательном смысле Сион представляется как место жительства Божия на небесах, как место высочайшего откровения славы Его. Оттуда приходит спасение Израилю (Пс.8:7; 52:7), оттуда является Бог во славе Своей (Пс.49:2—4); туда придут искуплённые Господа, и радость вечности на главе их (Исаия).

Сионом также называется предмет церковной утвари — хранилище просфор, повторяющее в миниатюре архитектурный облик Храма.




Гора Сио́н (ивр. צִיּוֹן‎, Цийон; этимология неясна, возможно, «цитадель» или «укрепление на холме») — юго-западный холм в Иерусалиме, на котором стояла городская крепость. Для евреев Сион стал символом Иерусалима и всей «Земли Обетованной», к которой еврейский народ стремился со времени рассеяния после разрушения Иерусалимского храма.

Сион — IСион холм в Иерусалиме, где, согласно библейской мифологии, была резиденция царя Давида и храм (дом) бога (Яхве). Отсюда в Иудаизме слово «С.» стало символически обозначать «преданных богу» людей.

როგორც ხედავთ სიტყვა სიონი მოდის მთა სიონიდან -
და მისი ეტიმოლოგია უცნობია-
და რაც საინტერესოა -
სიონი ერქვა ეკლესიებს მხოლოდ საქართველოში

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
სიონი

Post by Tamari-ch. » 20 აპრ 2009, 23:34

http://www.eleven.co.il/article/13818

აქ წერია რომ თითქოს საიდუმლო სერობა მთა სიონზე იყოო...


христиане связывают с местом Тайной вечери (см. Иисус; Святые места в Эрец-Исраэль. Святые места христианства в Эрец-Исраэль). Францисканцам же принадлежит монастырь с церковью Успения девы Марии (построены в 1936 г. на развалинах раннехристианских церквей 4 века). Рядом — греко-православное и армяно-григорианское кладбища, недостроенная армянская церковь.

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
სიონი

Post by lama » 20 აპრ 2009, 23:35

Tamari-ch.


ყველა სიონის ტაძარი

ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრებია

რადგან სიონის მთაზე მიიძინა ღვთისმშობელმა
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
სიონი

Post by Tamari-ch. » 20 აპრ 2009, 23:37

http://www.israelinphotos.com/jerusalem/RU-MtZion.htm

მთა სიონი იერუსალიმში -

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
სიონი

Post by Archil » 20 აპრ 2009, 23:38

შაბათს დმანისში მოვხვდი და იქ კიდევ დმანისის სიონი რომ დამხვდა, დავინტერესდი რამდენი სიონის ეკლესიაა საქართველოში და რაც გამახსენდა, ყველას მივყევი. იმედია თანაკარაველებიც დამეხმარებიან და ვნახოთ რამდენი სიონის შესახებ შევძლებთ ინფორმაციის მოძიებას. მერე ერთხელაც დავგეგმოთ და ყველა სიონი მოვინახულოთ, ისევე როგორც 13 ასურელი მამის ნაღვაწი ადგილები მოვინახულეთ :)
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
სიონი

Post by Tamari-ch. » 20 აპრ 2009, 23:39

lama
გასაგებია -
უბრალოდ საინტერესოა ამ სიტყვის ეტიმოლოგია.

თავად ებრაულ ლექსიკონში წერია -
რომ საიდან მოდის ამ მთის სახელწოდება -
არ ვიცითო...

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
სიონი

Post by Archil » 20 აპრ 2009, 23:45

მანგლისის სიონი

Image
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
სიონი

Post by Tamari-ch. » 20 აპრ 2009, 23:47

ტერმინით სიონი შეიძლება აღნიშნულის იყოს:

სიონი — დაბა თიანეთის რაიონში.

სიონი — სოფელი მარნეულის რაიონში.

სიონი — სოფელი ყაზბეგის რაიონში.

სიონი — ბორცვი იერუსალიმში.
(სიონი — ბორცვი ქალაქ იერუსალიმში. ბიბლიური ტრადიციით იქ იყო მეფე დავითის რეზიდენცია და ღვთაება იაჰვეს ტაძარი. იუდაიზმში სიტყვა „სიონი“ სიმბოლურად ღვთისმოშიშ ადამიანს აღნიშნავს.)


სიონი — წმინდა ჭურჭელი
(სიონი — ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში საეკლესიო წმინდა ჭურჭელი, რომელშიც სეფისკვერი ინახება. ამზადებენ ვერცხლისაგან და მინიატურულად ქრისტიანული ეკლესიის ფორმას იმეორებს. ქართულ ეკლესიაში ამ ჭურჭელს სანაწილეს უწოდებენ, დგამენ საკურთხეველში ტრაპეზზე.)


სიონი — საკათედრო ტაძარი თბილისში.

სიონი — ქალაქი შვეიცარიაში.

სიონი - ერეც ისრაელსი ებრაელეიბისთვინ.

მვასერეთ სიონი - ქალაქი იერუსალიმის რაიონი ისრაელში

ბოლნისის სიონი - დასახლება საქართველოში

http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1% ... C%E1%83%98
Last edited by Tamari-ch. on 20 აპრ 2009, 23:49, edited 1 time in total.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]