ვაგრძელებ არჩილის მიერ გახსნილ და
პირველი პოსტის შემდეგ მიტოვებულ თემას.
ამჯერად სატევრებზე შევჩერდები.
ქართული სატევარი ჯერ კიდევ ბოლომდე ამოუხსნელი თემაა და მასზე ჩვენ ძალიან ცოტა რამ ვიცით. მე ამას წინათ ხელთ ჩამივარდა ერთი სატევარი, რომელიც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა თავისი შინაარსით. სატევვის წარმომავლობაზე ალბათ ძნელია საუბარი თუკი თავად სატევარს არ გააჩნია რაიმე ნიშნული ამის შესახებ. ალბათ ოსტატები თავისუფლად გაარჩევენ ამა თუ იმ სატევარს, მაგრამ რა ვქნათ ჩვენ, უბრალო მოკვდავებმა? მოკლედ სატევრის რაობის ამოცნობა შესაძლებელია როგორც ღარებით(რომელიც მე აქამდე მხოლოდ სასისხლე ღარები მეგონა) ასევე ტარით, პირით და სხვ. ესაა ერთობ განსხვავებულ ღარებიანი სატევარი, რომელიც სავარაუდოდ კახური უნდა იყოს.

მის კახურობაზე მეტყველებს ასევე აი ეს, ანუ ტარის ერთგვარად მომრგვალებული თავი, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს მისი სადაურობის ამოცნობას.
მაგრამ მაინც ბევრის თქმაა შესაძლებელი, მაგალითად ეს გახლავთ მეგრულ-ლაზური სატევარი და ნახეთ როგორი ტარის დაბოლოვება აქვს...
თითქოს წაწვეტებულიაო.

ესეც ამავე სატევრი ღარები

ეხლა კი დააკვირდით ამ ფოტოს, სატევრის ამ პირზე თქვე შეამჩნევთ ერთგვარ "ტალღებს" (ისრებითაა ნაჩვენები). არ ვიცი რამდენად გკარგად ჩანს, მაგრამ ეს გახლავთ სატევრისა და ზოგადად ფოლადის ჭედვის ტექნიკა, რომელსაც ეწოდება "ბაწარაული". როგორც ვიცით სატევარი ბრძოლის იარაღია და მასზე ძალიან დიდი დაწოლა მოდის ბრძოლის დროს. იარაღი რამოდენიმე დატვირთვას უნდა უძლებდეს, ესენია: დრეკადობა, სიხისტე(გარკვეულწილად), სიბასრე და სხვ. მაგრამ ყველაფერი ერთად სადაა ძმაო... ამიტომ მოიგონეს ბაწარაული, ჭედვისა და წრთობის რომელი ტექნიკაც გულისხმობს არაერთგვაროვანი იარაღის პირის მიღებას, ეს კი ნიშნავს, რომ სატევარის შუა გული სხვა ხასიათის ფოლადია და ფხა სხვა ხასიათისა. სატევარის პირზე ასეთი "ტალღები", რომლების ხშირად ფერებში გადადის არის იმის მანიშნებელი, საქმე გვაქვს ბაწარაულთან...
მომავალ შეხვედრამდე.

მარცხენა მეგრულია და მარჯვენა სავარაუდოდ კახური, მაგრამ ნაღდი "ბაწარაულია"
