ქართული იარაღი

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ქართული იარაღი

Post by qvevri » 07 დეკ 2008, 16:22

მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმი.
Image
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ქართული იარაღი

Post by qvevri » 07 დეკ 2008, 16:28

ეს მართალია საბრძოლო იარაღი არ არის, მაგრამ შრომის იარაღია, ეს გახლავთ ბრინჯაოს თოხი, რომელიც მე ამ ათიოდე წლის წინ ვიპოვე საკუთარ ეზოში მიწის ჩიჩქნისას, როდესაც გავრეცხე აღმოჩნდა, რომ ზედ ფაქტურები ყოფილა. ამგვარი დამღები (ცოტა მოზრდილი) გორდა ხმალზეც გვხვდება, მართალია შებრუნებულად, მაგრამ მაინც. ასეთივე დამღები შევნიშნე წინა გვერდზე დადებულ ხმალზეც, რომელიც მშრალ ხიდზე გადავიღე.
Image
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ქართული იარაღი

Post by qvevri » 07 დეკ 2008, 16:32

აგერ ისიც, ვდებ გამეორებით
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ქართული იარაღი

Post by qvevri » 24 დეკ 2008, 10:36

ეს გახლავთ ქართული იარაღი "ზუმბულაკი", რომელიც გრემის მუზეუმშია დაცული(იქვეა ნაპოვნი). ალბათ წაგიკითხავთ "გმირთა ვარამი" ამ ნაწარმოებში რომ ალექსანდრე მეფეს ჯაბა ოსტატი ყავს სწორედ ის ამზადებდა ამგვარ იარაღს. ეს ზუმბულაკი სიგრძით დაახლ. 50 სანტიმეტრია და იგი წარმოადგენს ერთგბარ მინი ზარბაზანს, რომელში სასროლად იტენება როგორც კვერცხისოდენა ქვები ისე ამავე ზომის ტყვიისაგან ჩამოსხმული სასროლები. ძალიან წარმატებით გამოიყენებოდა განსაკუთრებით მაშინ როდესაც ორი მოპირისოირო ჯარი ერთმანეთში აირეოდა შეჯახებისას. მოკლედ კაცური რამეა. ალბათ ამ ზუმბულაკით რამდენ მტერს დაუბნელდა მზე... მაგათი დედის ჯიგარი ვათრიე თხის ჯიგარივით...
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ქართული იარაღი

Post by qvevri » 29 დეკ 2008, 09:31

ეს დამღა ძალიან საინტერესოა რამაა, მასზე იკითხება ქართული ასოები, ხოლო თავად სატევარი და ასევე ეს დამღაც არ არის ქართული არამედ დაღესტნურია :roll:
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ქართული იარაღი

Post by qvevri » 05 იან 2009, 11:54

ეს დამღა კი ერთ ძალიან ძველ ბებუთზე ვნახე იმ დღეს იმერეთში
Image
Last edited by qvevri on 09 მარ 2009, 16:25, edited 2 times in total.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ქართული იარაღი

Post by qvevri » 09 მარ 2009, 16:25

ეს გახლავთ ოფსიდიანი. ეს არის ბუნებრივი მინერალი და ასევე ნახევრად ძვირფასი ქვა. ამ ქვისაგან ძველად ამზადებდნენ ისრის წვერებს ვინაიდან ოფსიდიანს ძალზედ ბასრი წიბოები გააჩნია. მე ეს ქვა ხადას ხეობაში ვიპოვე ("ხადას ხეობა II").
Image


qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ქართული იარაღი

Post by qvevri » 23 მარ 2009, 10:25

ვაგრძელებ არჩილის მიერ გახსნილ და პირველი პოსტის შემდეგ მიტოვებულ თემას.
ამჯერად სატევრებზე შევჩერდები.
ქართული სატევარი ჯერ კიდევ ბოლომდე ამოუხსნელი თემაა და მასზე ჩვენ ძალიან ცოტა რამ ვიცით. მე ამას წინათ ხელთ ჩამივარდა ერთი სატევარი, რომელიც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა თავისი შინაარსით. სატევვის წარმომავლობაზე ალბათ ძნელია საუბარი თუკი თავად სატევარს არ გააჩნია რაიმე ნიშნული ამის შესახებ. ალბათ ოსტატები თავისუფლად გაარჩევენ ამა თუ იმ სატევარს, მაგრამ რა ვქნათ ჩვენ, უბრალო მოკვდავებმა? მოკლედ სატევრის რაობის ამოცნობა შესაძლებელია როგორც ღარებით(რომელიც მე აქამდე მხოლოდ სასისხლე ღარები მეგონა) ასევე ტარით, პირით და სხვ. ესაა ერთობ განსხვავებულ ღარებიანი სატევარი, რომელიც სავარაუდოდ კახური უნდა იყოს.
Image
Image
მის კახურობაზე მეტყველებს ასევე აი ეს, ანუ ტარის ერთგვარად მომრგვალებული თავი, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს მისი სადაურობის ამოცნობას.
მაგრამ მაინც ბევრის თქმაა შესაძლებელი, მაგალითად ეს გახლავთ მეგრულ-ლაზური სატევარი და ნახეთ როგორი ტარის დაბოლოვება აქვს...
თითქოს წაწვეტებულიაო.
Image
ესეც ამავე სატევრი ღარები
Image
ეხლა კი დააკვირდით ამ ფოტოს, სატევრის ამ პირზე თქვე შეამჩნევთ ერთგვარ "ტალღებს" (ისრებითაა ნაჩვენები). არ ვიცი რამდენად გკარგად ჩანს, მაგრამ ეს გახლავთ სატევრისა და ზოგადად ფოლადის ჭედვის ტექნიკა, რომელსაც ეწოდება "ბაწარაული". როგორც ვიცით სატევარი ბრძოლის იარაღია და მასზე ძალიან დიდი დაწოლა მოდის ბრძოლის დროს. იარაღი რამოდენიმე დატვირთვას უნდა უძლებდეს, ესენია: დრეკადობა, სიხისტე(გარკვეულწილად), სიბასრე და სხვ. მაგრამ ყველაფერი ერთად სადაა ძმაო... ამიტომ მოიგონეს ბაწარაული, ჭედვისა და წრთობის რომელი ტექნიკაც გულისხმობს არაერთგვაროვანი იარაღის პირის მიღებას, ეს კი ნიშნავს, რომ სატევარის შუა გული სხვა ხასიათის ფოლადია და ფხა სხვა ხასიათისა. სატევარის პირზე ასეთი "ტალღები", რომლების ხშირად ფერებში გადადის არის იმის მანიშნებელი, საქმე გვაქვს ბაწარაულთან...
მომავალ შეხვედრამდე.
Image
მარცხენა მეგრულია და მარჯვენა სავარაუდოდ კახური, მაგრამ ნაღდი "ბაწარაულია"
Image
Last edited by qvevri on 18 აპრ 2009, 17:20, edited 2 times in total.

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ქართული იარაღი

Post by lama » 23 მარ 2009, 11:24

qvevri
ხანჯლებისა და ხმლების "ვადები" ძალიან პატარებია და დავიჯერო, ჩვენი წინაპარნი ასეთი პატარანი იყვნენ????

:roll: :roll: :roll: :roll:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ქართული იარაღი

Post by qvevri » 23 მარ 2009, 12:12

lama
სწორი და ამავდროულად პრობლემატური საკითხია. ამაზე აქამდე ოფიციალური და ჩამოყალიბებული აზრი არ არსებობს. ეს შეკითხვა მეც გამიჩნდა ამ რამოდენიმე წლის წინ და შეძლებისდაგვარად დავეკითხე, როგორც იარაღთმცოდნეთ ასევე მჭედლებს, რაზედაც შემდეგი ხასიათის პასუხი მივიღე და ვფიქრობ, რომ სიმართლეს შეესაბამება. ქართული იარაღისა და კონკრეტულად ხმალ-სატევრების ტარები(სახელური) ძველად არათუ პატარა არამედ ცოტა მოზრდილიც კი იყო, ხოლო ამ უკანასკნელს ტარი მას შემდეგ შეუმცირდა საგრძნობლად რაც საქართველოში რუსები შემოვიდნენ(70 წლიანი კომუნიზმის პერიოდი არ იგულისხმება)... ამ დროს მთელი ხელოსნობა როგორც იარაღისა ასევე სხვა საგნებისა გადავიდა რუსების ხელში და ამ საქმეს ისინი განაგებდნენ თუმცა ოსტატები ისენივე დარჩნენ ვინს მანამდე. ქართველი კაცისათვის იარაღის "წართმევა" ძლიან გაუჭირდათ ჩვენს "უფროს ძმებს" და მიმართეს შემდეგ ხერხს: პირველ რიგში დაიწყეს ქართველი ოსტატების ლეკებით ჩანაცვლება და მეორე, ხმალ-სატევრებს დაუპატარავეს ტარები იმ მოტივით, რომ ამ იარაღით ქართველს ვეღარ შესძლებოდა ბრძოლა და აქედან გამომდინარე შეწინააღმდეგება... მოკლედ ასეა ძმაო, "მათ" ჩვენ არამარტო მოგვპარეს და წაგვართვეს არამედ დაგვიმახინჯეს.

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ქართული იარაღი

Post by qvevri » 18 აპრ 2009, 16:46

ერთი საინტერესო შენიშვნა: დამღები არა მარტო ქვევრებზე და იარაღზე გვხვდება არამედ ჭურჭელზეც(თიხის, თუნუქის, სპილენძის). აი ეს გახლავთ ერთ ერთ სპილენძის ჭურჭელზე დასმული ლეკური დამღა. ეს ჭურჭელი ლეონტისთანაა, მაგრამ მითხრა, რომ ნააღდგომევს გაჩუქებო და ძალიან გამიხარდა. მე მას ამ დიდ საქმეს ნამდვილად დავუფასებ...
Image
ლეონტი მოკრძალებულად შეგახსენებ, რომ აღდგომა ხვალეა. :wink:

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ქართული იარაღი

Post by ლეონტი » 18 აპრ 2009, 19:52

ეგა ბიჯო მზითევია და ისეთ რამეს ნუ გამაკეთებიებ სიკვდილამდე ჩემი ვალიდან ვერ ამოხვიდე...ჰაააა?

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ქართული იარაღი

Post by Tamari-ch. » 18 აპრ 2009, 20:31

qvevri wrote:ამ დანისპირის ორივე მხარეზე უძველესი ნადირობის სცენებია ამოტვიფრული. როგორც თავად მჭედელმა მითხრა ეს სცენა ჩვენსწელთაღრიცხვამდე მეორე ათასწლეულის სამარხშია ნაპოვნიო. რაც შეეხება კუს გამოსახულებებს ეს კახამ ჩემი თხოვნით დაამატა დანაზე და ამას ცალკე ისტორია აქვს...
Image
Image
სადაა ეს ნაპოვნი?

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ქართული იარაღი

Post by qvevri » 18 აპრ 2009, 22:31

რა ნაპოვნი, ეს მე შევუკვეთე კახა ზარნაძეს და იმან გამოჭედა.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]