ახლა რა ხდება!!!
მოკლედ მოვიდა კაცი ჩვენთან სამკურნალოდ -
და ისე სხვათშორის თქვა მატანიდან ვარო...
უი თქვა - დავეტაკე!
დავსვი და დავახატინე ყველაფერი დეტალურად.
კომუნისტების დროსო ვმუშაობდიო რაიკომში და ჩემი ხელითაა გაყვანილი გზა მატანშიო.
ადრე კარგი გზა იყოო-
მაგრამ ახლა ალბათ გაფუჭდაო.
სოფლიდან ეკლესიამდე 3-4 კმ -იაო
და აქედან ალბათ ნახევარს მანქანა გაივლისო -
დანარჩენი ფეხითო.
კიდევ რა მითხრა საინტერესო -
შემთხვევითო გზა რომ გაგვყავდაო
ჩვენო აღმოვაჩინეთო უძველესი ეკლესია -
ციცგომბორის მთებთან -
დედათა მონასტერიო - ფრესკებიც არის იქო -
ადრე უცნობი ყოფილა ეს მონასტერი და შეიძლება კატალოგებში არც კი იყოს აღნიშნული - სახელიც ვერ მითხრა
ბადაგონის ქარხანასთან არისო სოფელ ზემო -ხოდაშენთან.
ახლა რაც შეეხება თამნმიმდევრობას.
თელავიდან ახმეტამდე მიდის ორი გზა -
ერთი ალავერდის გავლით - (გადახვევით)
მეორე თიანეთისკენ პირდაპირ
კვეტერა არის თიანეთის გზაზე ახმეტას მერე და ყველაზე შორსაა-
ასე რომ პირველი კვეტერა კარგი აზრია -
მერე უკან წამოვალთ ცხრაკარასკენ
მერე მოდის გზაზე მდინარესთან ბახტრიონი
და ბახტრიონის მერე ქვემოთ მოდის ქვ ალვანი
3 კ მ ში კი ალავერდია
ვსიო!
რუქასაც დავდებ -
სკანერს ვერ აყენებენ და როგორც კი შეაკეთებენ
დაგიდებთ რუქასაც.