ახლა რა ხდება!!!
მოკლედ მოვიდა კაცი  ჩვენთან სამკურნალოდ  -
და ისე სხვათშორის თქვა მატანიდან ვარო...
უი თქვა  - დავეტაკე!
 
 
 
დავსვი და დავახატინე ყველაფერი დეტალურად.
კომუნისტების  დროსო ვმუშაობდიო რაიკომში და ჩემი ხელითაა გაყვანილი გზა მატანშიო.
ადრე კარგი გზა იყოო-
მაგრამ ახლა ალბათ გაფუჭდაო.
სოფლიდან ეკლესიამდე 3-4 კმ -იაო
და აქედან ალბათ ნახევარს მანქანა გაივლისო - 
დანარჩენი ფეხითო.
კიდევ რა მითხრა  საინტერესო  - 
შემთხვევითო   გზა რომ გაგვყავდაო 
ჩვენო აღმოვაჩინეთო უძველესი  ეკლესია - 
ციცგომბორის მთებთან - 
დედათა მონასტერიო - ფრესკებიც არის იქო -
ადრე უცნობი ყოფილა ეს მონასტერი და შეიძლება კატალოგებში არც კი იყოს აღნიშნული - სახელიც  ვერ მითხრა
 ბადაგონის ქარხანასთან არისო სოფელ   ზემო -ხოდაშენთან.
ახლა რაც შეეხება თამნმიმდევრობას.
თელავიდან ახმეტამდე მიდის ორი გზა - 
ერთი ალავერდის გავლით - (გადახვევით) 
მეორე თიანეთისკენ პირდაპირ 
კვეტერა არის თიანეთის გზაზე ახმეტას მერე  და ყველაზე შორსაა-
ასე რომ პირველი კვეტერა კარგი აზრია -
მერე უკან წამოვალთ ცხრაკარასკენ 
მერე მოდის გზაზე მდინარესთან ბახტრიონი 
და ბახტრიონის მერე ქვემოთ მოდის ქვ ალვანი 
3 კ მ ში კი ალავერდია
ვსიო!
რუქასაც დავდებ - 
სკანერს ვერ აყენებენ და როგორც კი შეაკეთებენ 
დაგიდებთ რუქასაც.