ბანაკში დაბრუნებულს ბიჭებიც მღვიმეებიდან ამოსულები დამხვდნენ. არჩილს აწუხებდა რომ მისი ფოტოაპარატის ბატარეები ჯდებოდა და დატენვა უნდოდა. ანალოგიური გასაჭირი ჩემს ტელეფონსაც სჭირდა. ასეა თუ ისე ამჯერად ჩვენ ორნი წავედით სასეირნოთ სოფელში. ბევრი ვიარეთ თუ ცოტა, ბანაკთან საკმაოდ ახლოს ერთერთ ბოსტანში მომუშავე ქალი ვნახეთ და გამოველაპარაკეთ.
არჩილმა მოიკითხა მოსავლის ამბები, სოფლის სიახლეები, სტუმრიანობის ამბები და ბოლოს პირდაპირ მიმართა თხოვნით ელემენტები დამატენინეთო. ქალმა ძველებურ სახლში შეგვიპატიჟა და არცილმაც შეუერთა შტეფსელს დამტენი.
ნათელა დეიდა (ასე ერქვა ქალს) ელვის სისწაფით დაფაცურდა და ყავა მოგვიდუღა.
თურმე ნათელა დეიდა ბორჯომელია, ახალგაზრდობაში სპორტსმენი იყო და საქართველოს ნაკრებშიც იყო. შემდეგ კი გათხოვდა და საროში გადმოვიდა. მას 5 შვილი ყავს, უფროსი შარშან დაეღუპა, ორნი ჯარში არიან, ერთი თბილისში ცხოვრობს და მასთან მხოლოდ უმცროსი გოგოა, რომელსაც თვალი ნიჯგორისკენ და ასპინძისკენ გაურბის. ნათელას ქმარსაც არ უნდა საროში ცხოვრება, ნათელა დეიდას კი არსად წასვლა არ უნდა, მიუხედავად ყველა სირთულისა იგი აქაც ბედნიერია. რაღა დაგიმალოთ და ამ ქალის სიკეთემ და სიმშვიდემ მომხიბლა. მასთან კიდევ ნათესავი ცხოვრობს, ყრუმუნჯი, რომელიც აქტიურად ცდილობდა ჩვენთან ურთიერთობას თუმცა ჩვენ გვიჭირდა მისი გაგება.
ნათლასთან მეზობელიც მოვიდა პატარა ბავშვით. ვისაუბრეთ სოფლის პრობლემებზე... არაა სარწყავი წყალი, არც გზაა კარგი, გასართობიც არ გვაქვსო ჩიოდა სტუმარი და სახლებიც იაფიაო... უკანასკნელმა წინადადებამ ძალიან დამაინტერესა და ჩავეძიე ფასებსაც

)
ნათელამ მიგვასწავლა კიდევ ერთი ეკლესიისკენ და ჩვენს გადავწყვიტეთ დიასახლისისთვის აღარ მოგვებეზრებინა თავი და წავედით ბაზილიკის სანახავად.
გზად საროელმა ჩასუქებულმა ფრინველებმა მიიქციეს ჩვენი ყურადღება
