ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by Truli » 24 მარ 2009, 22:36

ARCHILI
როგორც გენებოს ;)

ჩანჩქერი ქვემოთ ქვაბულს იკეთებდა, რომელიც გაყინული იყო და ამ მოოქროსფრო კლდეზე თეთრად გამოიყოფოდა. ტელეფონმა ეს მთლად გემრიელად ვერ აიღო
Image

Image

Image
მი მალატ შვან

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by Truli » 24 მარ 2009, 22:39

სოფლის შესასვლელს ასეთი უჩვეულო აბრა ამშვენებს
Image

სერზე ჯვარიც არის აღმართული, რომელთანაც ქსოვრელი გველოდებოდა გზაზე მიძინებულთ.
Image

ამ პეიზაჟებმა გადამრია...
Image
მი მალატ შვან


User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by Truli » 24 მარ 2009, 22:57

მომხიბლა იმან რომ საროელები არ იყვნენ ბირჟაზე გამოფენილები. ვინც კი შემხვდა ყველა თავისი საქმით იყო დაკავებული. კი ამომხედავდნენ ეულად მოხეტიალე ტურისტს, მაგრამ ზედმეტი ყურადღებით არავის შევუწუხებივარ, შესაძლოა უკვე მთელმა სოფელმა იცოდა 5 მოგზაურის ჩამოსვლის ამბავი, ასეა თუ ისე მარტო მოხეტიალე გოგოს არავინ აწუხებდა.
ერთერთი სახლი
Image
მი მალატ შვან



User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by Truli » 24 მარ 2009, 23:23

ბანაკში დაბრუნებულს ბიჭებიც მღვიმეებიდან ამოსულები დამხვდნენ. არჩილს აწუხებდა რომ მისი ფოტოაპარატის ბატარეები ჯდებოდა და დატენვა უნდოდა. ანალოგიური გასაჭირი ჩემს ტელეფონსაც სჭირდა. ასეა თუ ისე ამჯერად ჩვენ ორნი წავედით სასეირნოთ სოფელში. ბევრი ვიარეთ თუ ცოტა, ბანაკთან საკმაოდ ახლოს ერთერთ ბოსტანში მომუშავე ქალი ვნახეთ და გამოველაპარაკეთ.
არჩილმა მოიკითხა მოსავლის ამბები, სოფლის სიახლეები, სტუმრიანობის ამბები და ბოლოს პირდაპირ მიმართა თხოვნით ელემენტები დამატენინეთო. ქალმა ძველებურ სახლში შეგვიპატიჟა და არცილმაც შეუერთა შტეფსელს დამტენი.
ნათელა დეიდა (ასე ერქვა ქალს) ელვის სისწაფით დაფაცურდა და ყავა მოგვიდუღა.
თურმე ნათელა დეიდა ბორჯომელია, ახალგაზრდობაში სპორტსმენი იყო და საქართველოს ნაკრებშიც იყო. შემდეგ კი გათხოვდა და საროში გადმოვიდა. მას 5 შვილი ყავს, უფროსი შარშან დაეღუპა, ორნი ჯარში არიან, ერთი თბილისში ცხოვრობს და მასთან მხოლოდ უმცროსი გოგოა, რომელსაც თვალი ნიჯგორისკენ და ასპინძისკენ გაურბის. ნათელას ქმარსაც არ უნდა საროში ცხოვრება, ნათელა დეიდას კი არსად წასვლა არ უნდა, მიუხედავად ყველა სირთულისა იგი აქაც ბედნიერია. რაღა დაგიმალოთ და ამ ქალის სიკეთემ და სიმშვიდემ მომხიბლა. მასთან კიდევ ნათესავი ცხოვრობს, ყრუმუნჯი, რომელიც აქტიურად ცდილობდა ჩვენთან ურთიერთობას თუმცა ჩვენ გვიჭირდა მისი გაგება.
ნათლასთან მეზობელიც მოვიდა პატარა ბავშვით. ვისაუბრეთ სოფლის პრობლემებზე... არაა სარწყავი წყალი, არც გზაა კარგი, გასართობიც არ გვაქვსო ჩიოდა სტუმარი და სახლებიც იაფიაო... უკანასკნელმა წინადადებამ ძალიან დამაინტერესა და ჩავეძიე ფასებსაც :))
ნათელამ მიგვასწავლა კიდევ ერთი ეკლესიისკენ და ჩვენს გადავწყვიტეთ დიასახლისისთვის აღარ მოგვებეზრებინა თავი და წავედით ბაზილიკის სანახავად.
გზად საროელმა ჩასუქებულმა ფრინველებმა მიიქციეს ჩვენი ყურადღება
Image

Image

Image
მი მალატ შვან


User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by Truli » 24 მარ 2009, 23:35

ეკლესიის საკურთხეველი ძალიან უცნაური იყო ერთმხრივ, მეორე მხრივ მისმა ქაოსმა მომხიბლა კიდევაც... არავითარი კანონზომიერება, ყოველგვარი წესის უგულველყოფა, მხოლოდ მეამიტი რწმენა... რაც სოფლის მცხოვრებთათვის წმინდასადმი ასოციაციას იწვევდა ყველაფერი აქ დადეს...
Image

ალბათ ამ საკურთხევლის უშვალოობის გამო იგი რატომღაც ბევრად უფრო წმინდად მომეჩვენ ვიდრე ლამაზი ხატებით გაწყობილი საკურთხევლები.
მი მალატ შვან


User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by Truli » 24 მარ 2009, 23:42

ენძელა გაყინულ მიწაში...
Image

Image

Image

Image
მი მალატ შვან


User avatar
pauna
მაწანწალა
Posts: 1991
Joined: 29 მარ 2005, 10:49
Location: ვარკეთილი
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by pauna » 25 მარ 2009, 01:17

რა მაგრები ხართ ხალხნოო :D :D :D
ImageImage

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by ARCHILI » 25 მარ 2009, 11:46

ჩვენი ბანაკი.

ტაძრის წინ.

ძველ ნაქალაქევში.

ერთი მხრიდან ძველისძველი ქვების ღაღადში.

მეორე მხრიდან ულამაზესი ხედით.

შესანიშნავი ადამიანებით.

წივწივამ დაბინავებისთანავე განმიცხადა, ახლა უკვე ჩვენი სექტის წევრი ხარ, სახელით: "ბევრი გვაქვს სანახავიო", მეც გავიფიქრე, მშვიდობით ძველო სექტავ, გამარჯობა ახალო-თქო და ოთხწევრიან სექტას ჩემი თავიც მივამატე.

სიცივის წამლად არაყი დავასახელეთ, მალე ბანაკი მივაწყვეთ, შეშაზე დავფიქრდით და... დაბინდებამდე კარგად ვიტრაპეზეთ. ტრაპეზის ამბავს კი ქვემოთ მოვყვები და შიდა სამზარეულოს ამბავსაც.

Image

Image

Image


აი, სად იყო ჩვენი ბანაკი:

Image

User avatar
Truli
იეტი
Posts: 3463
Joined: 18 სექ 2005, 21:01
Location: deep space!
Contact:
ოქროსფერი ასპინძა - სარო და ხიზაბავრა 21-22 მარტი 2009

Post by Truli » 25 მარ 2009, 12:01

ეკლესიიდან ჩამოსვლის შემდეგ მე და არჩილმა ისევ სოფლის ნანგრევებს შორის დავიწყეთ სეირნობა.
დანგრეული სახლის კერის წინ გლეხი ზვინს აკეთებდა. ჩვენც მივედით, კერრის სურათები გადავიღეთ და გლეხმა მაშინვე აგვიხსნა აქ როგორ აცხობდნენ პურს. უსახურავო ნანგრევებს გლებებო ხშირად საქონლის სადგომად იყენებენ.
ყველა შემხვედრი ენთუზიაზმით გვიხსნიდა სხვადასხვა შენობის თუ ნანგრევის დანიშნულებას და საქონლის მოვლის ნიუანსებს. ადგილობრივმა ვეტერინარმა ბატის კვერცხი გვანახა და მოგვიყვა ბოჩოლას ჭიებისგან როგორ მკურნალობს.
Image

Image
მი მალატ შვან

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]