საქველმოქმედო ღონისძიებები....

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
mika
იეტი
Posts: 1449
Joined: 26 მაი 2005, 20:50
საქველმოქმედო ღონისძიებები....

Post by mika » 31 ივლ 2006, 23:53

Mrs. Robinson
ოპს არ ვიცი ეხლა გამის სმენაში თუ გადახვედი ადრე დილისაში არ იყავიიი


ოკ ლელას მოაქვს ლეპტოპი და სხდომის ოქმის ასლს გამოგიგზავნით :D
medical student

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
საქველმოქმედო ღონისძიებები....

Post by kotetbeli » 01 აგვ 2006, 12:28

მოვდივარ :wink:
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
საქველმოქმედო ღონისძიებები....

Post by Mrs. Robinson » 01 აგვ 2006, 13:47

mika
არა, ისევ დილა! :wink:
ოქმი კაი გაგახსენდა! :lol: :D და ფოტოებიც!

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
საქველმოქმედო ღონისძიებები....

Post by Mrs. Robinson » 02 აგვ 2006, 15:57

არავის უნდა გუშინდელ შეხვედრის შესახებ მოგვიყვეს ? :roll:

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
საქველმოქმედო ღონისძიებები....

Post by gobe » 02 აგვ 2006, 16:22

Mrs. Robinson,
მოგესალმები! :)
მოვამზადებ მოკლედ და ცოტა ხანში მოვათავსებ ოქმს 8)

User avatar
Mao
იეტი
Posts: 1644
Joined: 24 მაი 2005, 20:36
საქველმოქმედო ღონისძიებები....

Post by Mao » 02 აგვ 2006, 16:26

Mrs. Robinson

tu survili gaqvs shegidzlia gamoxshiro sakutari da axloblebis karadebi :D, moakolo tsignebi sabavshvo, pexsatsmeli da tsamlebi. es yvelaperi ertad moaqucho da axlo momavalshi dagikavshirdebian. paroli; xevsureti :D :D
together on the top!!

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
საქველმოქმედო ღონისძიებები....

Post by gobe » 02 აგვ 2006, 16:50

შევიკრიბეთ 9-ნი:

1. ადმინი
2. მაო
3. მიკა
4. ნიკა
5. გურული
6. კავკასიკა
7. კოტე
8. ლაშა
9. მე

ვიფიქრეთ, ვიფიქრეთ და დავასკვენით, რომ მხოლოდ მატერიალური სახით დახმარება შორს ვერ წაგვიყვანს. საუბრიდან თუ კამათიდან გამომდინარე, ცხადი გახდა, რომ მატერიალური დახმარების პარალელურად კარგი იქნება თუ გამოვიკვლევთ უფრო მეტად იქაურ ინფრასტრუქტურას (რაც არ არის გამორიცხული, რომ საერთოდ არ იყოს), მოვიძიებთ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის შესახებ, კონკრეტულად გავესაუბრებით ზურაბ დაიაურს (რომელზედაც ვწერდი თემაში: ფშავის არაგვის ხეობა, დათვიჯვარის უღელტეხილი, შატილი, მუცო) და მის შვილებს. იმედია, გასაუბრებისას გაირკვევა:

ა) თუ ვის ექნება მათგან სურვილი, რომ თუნდაც გიდობა გაუწიოს იქ ჩასულ ტურისტებს, რაშიც რა თქმა უნდა მათგან რაღაც გარკვეულ თანხას აიღებენ;
ბ) ხომ არ ექნება რომელიმეს სურვილი, რომ ჩაუტარდეს ტრენინიგის ტიპის მომზადება ვინმე ხელოვანი ადამიანის მხრიდან, რომელიც გარკვეულ წარმოდგენას შეუქმნის, თუ როგორ შეიძლება პატარა კენჭებისა თუ ფიქლებისაგან მუცოში არსებული სახლების, ციხის ან სხვ. მსგავსი ფიგურებისა თუ მაკეტების შექმნა (ეს ალბათ უფრო სამომავლოდ);
გ) თუკი მუცოში ამოყავთ ყველი (რა თქმა უნდა ნორმალური ხარისხის), სამომავლოდ მაგ საკითხზეც შეიძლება დალაპარაკება მუცოელებთან, რომლებისგანაც მოხდება ყველის ყიდვა - მაოს ჰქონია გარკვეული ბიზნესვუმენური :) კავშირები თბილისში პიროვნებებთან, რომლებიც იყიდიან მუცოდან ჩამოტანილ ყველს (ესეც ალბათ უფრო სამომავლოდ).

პირველ რიგში გადაწყდა დაახლოებით 2 დღიანი ვიზიტი მუცოში (სავარაუდოდ აგვისტოში) და მის მიმდებარე დასახლებულ ადგილებში პირველადი მოხმარების საგნებისა თუ პროდუქტების მიწოდების მიზნით, აგრეთვე "დაზვერვის" თვალსაზრისით, რის შემდგომაც, ალბათ ცოტა მოგვიანებით შესაძლებელი გახდება უფრო კონკრეტული გეგმების ჩამოყალიბება/განხორციელება ზემოთ მოცემულ საკითხებთან დაკავშირებით.

პირველი - 2 დღიანი - ვიზიტისათვის საჭირო საგნების თუ პროდუქტების ჩამონათვალი:
1) წიგნები (სასკოლო სახელმძღვანელოები, საბავშვო ლიტერატურა, შემეცნებითი - სასურველია ქართულ ენაზე, რადგან რუსულის და სხვა უცხო ენების ისეთ მასწავლებელს ვერ ვნახავთ, რომ მუცოში დავასახლოთ :)
2) ვიტამინები, წამლები - "ზილიონკა", სპირტი :) , ასპირინი, ანალგინი და ა.შ. (კოტემ და ლაშამ გაიხსენეს, რომ "ავერსი" დაინტერესებულია გაჭირვებული მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებით და აქედან გამომდინარე, შეიძლება მაგათ ოფისში მისვლა და დალაპარაკება/გარკვევა.
3) სათამაშოები, თუნდაც უკვე გამოყენებული, რა პრობლემაა. თუმცა, ალბათ სასურველია, რომ თოჯინებს ხელები და ფეხები ჰქონდეს - ტრავმატოლოგიური კლინიკა და ივა კუზანოვის ფილიალი მგონი იქ არ არის :) , მანქანას ბორბლები მაინც ჰქონდეს - არა მგონია ავტო სერვის-ცენტრები იყოს იქ :) ...
4) ძველი ტანსაცმელი - ალბათ სავარაუდოდ 7-დან 15 წლამდე ბავშვებისათვის
5) შაქარი და ფქვილი

ჯერ-ჯერობით ეს გავიხსენე. მეგობრები მომიტევებენ ალბათ, თუკი რამე გამომრჩა და დაამატებენ თვითონ.

:wink:
Last edited by gobe on 02 აგვ 2006, 16:59, edited 2 times in total.

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
საქველმოქმედო ღონისძიებები....

Post by Mrs. Robinson » 02 აგვ 2006, 16:54

gobe
გაიხარე :D ! შენი მონათხრობის წაკითხვას რა სჯობს, ასე რომ ორმაგად სასიამოვნოა!

User avatar
Mao
იეტი
Posts: 1644
Joined: 24 მაი 2005, 20:36
საქველმოქმედო ღონისძიებები....

Post by Mao » 02 აგვ 2006, 17:01

gobe

uuuuuuuffffffffffffffffffff!
ra magari xar!
together on the top!!

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
საქველმოქმედო ღონისძიებები....

Post by Gvalva » 02 აგვ 2006, 17:10

სათამაშოებზე ბევრი ვიფიქრე, რადგან ერთი ჩასვლიდან მეორემდე ყველანაირი სათამაშო შეიძლება მობეზრდეს ბავშვს, ხოდა მოვიფიქრე ისეთი რომელიც არასოდეს მობეზრდება - ჭადრაკი, თანაც, ბევრნი ყოფილან, ერთმანეთს ეთამაშებიან თუ დაინტერესდნენ. თუ ვინმე ბუკინისტებთან ჩაივლით კაპაბლანკას "ჭადრაკის სახელმძღვანელო" რომ იკითხოთ, დაფას და ფიგურებს მე ვიყიდი, წიგნიც მაქვს მარა, არ მემეტება :oops: , ძალიან მშობლიურია. :)

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
საქველმოქმედო ღონისძიებები....

Post by guruli » 02 აგვ 2006, 17:53

gobe
ჯერ-ჯერობით ეს გავიხსენე. მეგობრები მომიტევებენ ალბათ, თუკი რამე გამომრჩა და დაამატებენ თვითონ.
გობე, მაკარონი რამ დაგავიწყდა, ეგ ყველაფერი ხომ მაკარონის აქციად მოინათლა... :lol: :lol: :lol:

User avatar
Giorgi Bagrationi
მაწანწალა
Posts: 780
Joined: 12 ოქტ 2005, 22:46
Location: Tbilisi
Contact:
საქველმოქმედო ღონისძიებები....

Post by Giorgi Bagrationi » 02 აგვ 2006, 18:16

სამწუხაროდ ვერ მოვედი საქმეების გამო.
ხომ არ გადაგიწყვეტიათ სად უნდა შეგროვდეს ყოველივე? შესაძლოა 15 აგვისტოდან 24 აგვისტომდე მე ან ჩემ მეგობარს მოგვიწიოს მაქეთ წასვლა და თუ სულ არა (რადგანმანქანაში სხვა ბარგიც იქნება) ნაწილს მაინც წავიღებდით

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
საქველმოქმედო ღონისძიებები....

Post by gobe » 02 აგვ 2006, 19:24

Mrs. Robinson,
:oops: :) :D :lol:

Mao,
:lol: :lol: :lol:

Gvalva,
კარგი :idea:-ა. შაბათ-კვირას მშრალ ხიდზე გავივლი წიგნის სანახავად.

guruli,
გაიხარე :lol: . მართალი ხარ, მაგრამ მერე რომ ითქვა, მაკარონს ფქვილი არ ჯობიაო, აი მერე კი მართალი გითხრა, აღარ მახსოვს საბოლოოდ მაკარონი დავტოვეთ თუ ამოვშალეთ სიიდან.

Giorgi Bagrationi,
რაც შეეხება საკვებ პროდუქტებს, ალბათ ვინც წავა მუცოში, გამგზავრებამდე შეიძლება ყიდვა. ისე კი, მე პირადად ჩემი შვილების სათამაშოებსაც გადავხედავ, ჩემმა ცოლმა გასაგზავნი ტანსაცმელი გადადო და ა.შ. ნელ-ნელა ყველამ რაღაც-რაღაცეები მოვაგროვოთ და იმ შემთხვევაში, თუ კი ქალაქიდან გასვლა მოგვიწევს შედარებით ხანგრძლივი პერიოდით, უმჯობესი იქნება ერთმანეთი ჩავაყენოთ საქმის კურსში და მოგროვილი საგნები და თანხა (თუ რამდენი და როგორ, ალბათ მერე გადაწყდება) გადავცეთ თბილისში მყოფებს.

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
საქველმოქმედო ღონისძიებები....

Post by zura N. » 02 აგვ 2006, 22:17

Gvalva wrote: სათამაშოებზე ბევრი ვიფიქრე, რადგან ერთი ჩასვლიდან მეორემდე ყველანაირი სათამაშო შეიძლება მობეზრდეს ბავშვს, ხოდა მოვიფიქრე ისეთი რომელიც არასოდეს მობეზრდება - ჭადრაკი, თანაც, ბევრნი ყოფილან, ერთმანეთს ეთამაშებიან თუ დაინტერესდნენ. თუ ვინმე ბუკინისტებთან ჩაივლით კაპაბლანკას "ჭადრაკის სახელმძღვანელო" რომ იკითხოთ, დაფას და ფიგურებს მე ვიყიდი, წიგნიც მაქვს მარა, არ მემეტება :oops: , ძალიან მშობლიურია. :)
ბოდიშით რომ დავიგვიანე. თქვენს შესნიშნავ პროექტში მონაწილეობის მოღება. :(

ჭადრაკი მართლა კარგი იდეაა. მე თვითონ პროფესიონალი მოჭადრაკე ვარ, ასე რომ ჭადრაკის წიგნებიც ბევრი მაქვს, და მოვძებნი რამეს დამწყებებისათვის. ჭადრაკის ფიგურები არ მაქ სამწუხაროდ ერთი მაქ მარტო :cry: . ასევე თუ ჭადრაკის თამაში არ იციან შემიძლია ვასწავლო კიდეც.
ტანსაცმელებსაც მოვნახავ რამეს უნდა მქონდეს წესით პატარა ბავშვებისთვის.

მოკლედ ყველაფერში თქვენს გვერდით ვარ თუკი რამეთი შევძლებ მათ დახმარებას. :!:
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
საქველმოქმედო ღონისძიებები....

Post by zura N. » 02 აგვ 2006, 22:23

Gobe
"ნელ-ნელა ყველამ რაღაც-რაღაცეები მოვაგროვოთ და იმ შემთხვევაში, თუ კი ქალაქიდან გასვლა მოგვიწევს შედარებით ხანგრძლივი პერიოდით, უმჯობესი იქნება ერთმანეთი ჩავაყენოთ საქმის კურსში და მოგროვილი საგნები და თანხა (თუ რამდენი და როგორ, ალბათ მერე გადაწყდება) გადავცეთ თბილისში მყოფებს.[/quote]"

ერთი პრობლემაა მე შაბათს მივდივარ თბილისიდან და 13-ში ჩამოვალ :( . თუ მანამდე აპირებთ გაგზავნას მაშინ შემიძლია შეგხვდეთ რომელიმეს და მოგაწოდოთ წიგნები და ტანსაცმელი. თუ არა და ცამეტში რო ჩამოვალ მერე მოგაწვდით.
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]