შევიკრიბეთ 9-ნი:
1. ადმინი
2. მაო
3. მიკა
4. ნიკა
5. გურული
6. კავკასიკა
7. კოტე
8. ლაშა
9. მე
ვიფიქრეთ, ვიფიქრეთ და დავასკვენით, რომ მხოლოდ მატერიალური სახით დახმარება შორს ვერ წაგვიყვანს. საუბრიდან თუ კამათიდან გამომდინარე, ცხადი გახდა, რომ მატერიალური დახმარების პარალელურად კარგი იქნება თუ გამოვიკვლევთ უფრო მეტად იქაურ ინფრასტრუქტურას (რაც არ არის გამორიცხული, რომ საერთოდ არ იყოს), მოვიძიებთ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის შესახებ, კონკრეტულად გავესაუბრებით ზურაბ დაიაურს (რომელზედაც ვწერდი თემაში: ფშავის არაგვის ხეობა, დათვიჯვარის უღელტეხილი, შატილი, მუცო) და მის შვილებს. იმედია, გასაუბრებისას გაირკვევა:
ა) თუ ვის ექნება მათგან სურვილი, რომ თუნდაც გიდობა გაუწიოს იქ ჩასულ ტურისტებს, რაშიც რა თქმა უნდა მათგან რაღაც გარკვეულ თანხას აიღებენ;
ბ) ხომ არ ექნება რომელიმეს სურვილი, რომ ჩაუტარდეს ტრენინიგის ტიპის მომზადება ვინმე ხელოვანი ადამიანის მხრიდან, რომელიც გარკვეულ წარმოდგენას შეუქმნის, თუ როგორ შეიძლება პატარა კენჭებისა თუ ფიქლებისაგან მუცოში არსებული სახლების, ციხის ან სხვ. მსგავსი ფიგურებისა თუ მაკეტების შექმნა (ეს ალბათ უფრო სამომავლოდ);
გ) თუკი მუცოში ამოყავთ ყველი (რა თქმა უნდა ნორმალური ხარისხის), სამომავლოდ მაგ საკითხზეც შეიძლება დალაპარაკება მუცოელებთან, რომლებისგანაც მოხდება ყველის ყიდვა - მაოს ჰქონია გარკვეული ბიზნესვუმენური

კავშირები თბილისში პიროვნებებთან, რომლებიც იყიდიან მუცოდან ჩამოტანილ ყველს (ესეც ალბათ უფრო სამომავლოდ).
პირველ რიგში გადაწყდა დაახლოებით 2 დღიანი ვიზიტი მუცოში (სავარაუდოდ აგვისტოში) და მის მიმდებარე დასახლებულ ადგილებში პირველადი მოხმარების საგნებისა თუ პროდუქტების მიწოდების მიზნით, აგრეთვე "დაზვერვის" თვალსაზრისით, რის შემდგომაც, ალბათ ცოტა მოგვიანებით შესაძლებელი გახდება უფრო კონკრეტული გეგმების ჩამოყალიბება/განხორციელება ზემოთ მოცემულ საკითხებთან დაკავშირებით.
პირველი - 2 დღიანი - ვიზიტისათვის საჭირო საგნების თუ პროდუქტების ჩამონათვალი:
1) წიგნები (სასკოლო სახელმძღვანელოები, საბავშვო ლიტერატურა, შემეცნებითი - სასურველია ქართულ ენაზე, რადგან რუსულის და სხვა უცხო ენების ისეთ მასწავლებელს ვერ ვნახავთ, რომ მუცოში დავასახლოთ

2) ვიტამინები, წამლები - "ზილიონკა", სპირტი

, ასპირინი, ანალგინი და ა.შ. (კოტემ და ლაშამ გაიხსენეს, რომ "ავერსი" დაინტერესებულია გაჭირვებული მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებით და აქედან გამომდინარე, შეიძლება მაგათ ოფისში მისვლა და დალაპარაკება/გარკვევა.
3) სათამაშოები, თუნდაც უკვე გამოყენებული, რა პრობლემაა. თუმცა, ალბათ სასურველია, რომ თოჯინებს ხელები და ფეხები ჰქონდეს - ტრავმატოლოგიური კლინიკა და ივა კუზანოვის ფილიალი მგონი იქ არ არის

, მანქანას ბორბლები მაინც ჰქონდეს - არა მგონია ავტო სერვის-ცენტრები იყოს იქ

...
4) ძველი ტანსაცმელი - ალბათ სავარაუდოდ 7-დან 15 წლამდე ბავშვებისათვის
5) შაქარი და ფქვილი
ჯერ-ჯერობით ეს გავიხსენე. მეგობრები მომიტევებენ ალბათ, თუკი რამე გამომრჩა და დაამატებენ თვითონ.
