მოგონებანი გარდასულ დღეთა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

User avatar
lashas
ბილიკზე მოარული
Posts: 82
Joined: 22 ივლ 2006, 15:00
Location: თბილისი
მოგონებანი გარდასულ დღეთა

Post by lashas » 27 ივლ 2006, 16:42

ერთი წვიმიანი დღე

ეს 9 წლის წინ მოხდა. იმ წელს, gobe მინდორში რომ დაიკარგა (იხ. მისი წერილი “ზესხოს ალპინისტური ბანაკი”).

მაშინდელი ლაშქრობა სვანეთში ძირითადად ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა ორმა კომპანიამ (უფრო მართებული იქნებოდა მეთქვა, ადამიანმა, მადლობა მათ) დააფინანსა. ეს დაფინანსება ძირითადად მათი პროდუქციით მოხდა. არ ვიტყვი რა კომპანიები იყო - არ მიყვარს რეკლამა – თუ ეს ჩემი რეკლამა არაა 8)

მაგრამ, როდესაც თბილისიდან გავედით, სახლიდან წაღებულ სასმელთან ერთად, 200 ბოთლი ლუდის და 100 ბოთლი კონიაკის წაღება მოგვიწია.
რამდენი ვიყავით, დღესაც არ მახსოვს (დაახლოებით 20), მაგრამ ის კარგად მახსოვს, რომ სასმელი რაოდენობრივად გვჯაბნიდა. და ჩვენ გადავწყვიტეთ ეს სხვაობა შეგვემცირებინა. 7-9 დღეში ამის გაკეთება იოლი საქმე არ იყო. მითუმეტეს თითქმის ნახევარი გოგოები იყვნენ. ამასთან მწვერვალებზეც ვაპირებდით ასვლას და 2 მწვერვალი, ფაქტიურად, 2 “ჩავარდნილი” დღის ტოლფასი იყო.

კარგი ამინდი და ისიც მთაში შეიძლება იყოს, მაგრამ რომ არ გაწვიმდეს თითქმის შეუძლებელია.

და აი გამოერია ერთი (ერთი!) წვიმიანი დღე.
ვერსად ვერ გახვალ. კოტეჯიდან და სასადილოდანაც კი, მარტო სირბილით. მოკლედ მაგრად წვიმს.
საათი, ორი საათი…...
არ მახსოვს ვისი იდეა იყო (ალბათ “ხალხური” :) )
- მოდი დავლიოთ
მიღებული იქნა ერთხმად.
დავიწყეთ ადრე - დილის 10 საათიდან. დავამთავრეთ ადრე - მზის ამოსვლამდე, მეორე დღის.
შედეგი: დავრჩით სასმელის გარეშე :cry:

დაუზუსტებელი მონაცემებით (როგორც ჩვენი მედიასივრცე იტყვის ხოლმე) 45-50 ბოთლი კონიკი და 150-ზე მეტი ლუდი დაილია :shock: .
მოკლედ ძალინ ვიხალისეთ :lol:

...და იყო მერე ვარჯიში, ასვლები მწვერვალებზე, და ა.შ ყველაფერი როგორც უნდა ყოფილიყო.

აი ასე ჩაიარა ერთმა წვიმიანმა დღემ.


P.S. ამის მერე მივხვდი იმ შეკითხვის აზრს მთვრალს რომ ეკითხებიან “სად წვიმდაო”. აწი ასე ვპასუხობ “ზესხოში”- მეთქი.Image

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
მოგონებანი გარდასულ დღეთა

Post by Gvalva » 27 ივლ 2006, 17:00

lashas

სტანდარტული ქართული ხალხური მოგონება: "აუ, გუშინ (მაშინ) რამდენი დავლიეთ..."

კიდევ სცადეთ!!

User avatar
Mao
იეტი
Posts: 1644
Joined: 24 მაი 2005, 20:36
მოგონებანი გარდასულ დღეთა

Post by Mao » 27 ივლ 2006, 17:03

lashas

tqven ragatsa kargad dadixart! shemiamxanaget raa?
P.S. spiartians ar mogaklebt, me ar vsvav! :D :D :D :D :D :D
together on the top!!

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
მოგონებანი გარდასულ დღეთა

Post by gobe » 28 ივლ 2006, 13:02

ვაააა, შენც ბრუტუს... ოჰ, უკაცრავად ლაშა.

1. Gvalva ამბობს - კიდევ სცადეთო.
2. მე ვამბობ, რომ მასეთი რამ 7 საუკუნეში ერთხელ ხდება
3. ვიღაც ალბათ ამბობს, რომ ბანაკის უფროსმა და ინსტრუქტორმა სმის დროს მურაბიანი წყლით შეუცვალეს კონიაკი და ჩაით ლუდიო...
4. Mao ამბობს, შემიამხანაგეთ, როცა წახვალთო. თანაც ამატებს საერთოდ არ შეგეცილებით სასმელშიო - Лично я за!!! .
არადა ჩვენ ლოთები არა ვართ (იხ. პ. 2), თანაც სმასა და ქეიფს შორის დიდი სხვაობაა :wink:
ჩვენ გვიყვარს Image, Image, Image, Image, Image და ა.შ.

გაიხარეთ :wink:

P.S. Image სულ სხვაა!!!

User avatar
lashas
ბილიკზე მოარული
Posts: 82
Joined: 22 ივლ 2006, 15:00
Location: თბილისი
მოგონებანი გარდასულ დღეთა

Post by lashas » 28 ივლ 2006, 13:45

გეთანხმები
არადა არც მე მიყვარს უზომოდ სმა
მაგრამ მაშინ რაღაც .....
რაღაც იყო ჰაერში :D

User avatar
Mao
იეტი
Posts: 1644
Joined: 24 მაი 2005, 20:36
მოგონებანი გარდასულ დღეთა

Post by Mao » 28 ივლ 2006, 21:03

lashas

ho egre itsis xolme ra, haerma! :D :D :D :D
together on the top!!

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
მოგონებანი გარდასულ დღეთა

Post by gobe » 31 ივლ 2006, 17:49

შაორი-2003

2003 წლის აგვისტოს დასაწყისში გადავწყვიტეთ შაორის წყალსაცავზე წასვლა ოჯახებით. თბილისიდან წავედით 14-ნი (დიდიან პატარიანად), კახა თავის 2 ბიჭთან ერთად, ჩემი ორი და და მე ოჯახებით.

Image
შაორის წყალსაცავი

მესამე დღეს ლაშაც (lashas) შემოგვიერთდა.

საქართველო წყალს მიაქვსო და ჩვენ კიდევ ავდექით და დასაბანაკებლად ისეთი ადგილი ავარჩიეთ, რომ უფრო მეტად დაგვეფასებინა მსოფლიოში პირველი სითხე - თვით წყალი. PET-ის ბოთლი კი გვქონდა ბევრი, ზურგჩანთები ხომ თავისთავად და მორიგეობით, ზურგჩანთაში ცარიელბოთლებჩაწყობილები ფეხით მივუყვებოდით გზას ნიკორწმინდისაკენ, ვავსებდით წყაროზე ბოთლებს და ისევ ფეხით ვბრუნდებოდით უკან. მართალია ძალიან შორი არ იყო, მაგრამ ისეთი ცხელი დღეები იდგა, რომ გარეთ არ გაისვლებოდა. მოკლედ ყველანაირი პირობა შევიქმენით საიმისოდ, რომ ფიზიკურად კარგ ფორმაში ვყოფილიყავით :lol: .

განა წყაროები არ არის რაჭაში, უბრალოდ, ჩვენი ჩასვლა დაემთხვა წყალდიდობების პერიოდს. ჩვენს ჩასვლამდე სამიოდე დღით ადრე წვიმებს მიჰქონდა რაჭა და სხვათაშორის ბევრი ისეთი ადგილი იყო დანგრეულ-დატბორილი, სადაც წყაროებიც იყო და დასაბანაკებლად ნორმალური ადგილებიც.

ერთ-ერთ კარავს, ამორტიზირებული მდგომარეობისა და ატრიბუტების სიმწირის გამო, ბანაკის წევრთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ჩაუტარდა კოსმეტიკური სამუშაოები.

Image
კოსმეტიკა თავისას შვრება

უნდა გენახათ სიცხისაგან რა ბათქა-ბუთქით სკდებოდა ბუშტები, მაგრამ ბევრი ბუშტი გვქონდა.

საღამოობით ცეცხლის გარშემო ვიკრიბებოდით და ვერთობოდით, სხვადასხვა ამბებს ვიხსენებდით, ვხუმრობდით, ვმღეროდით. ერთხელ ისეთი ქეიფი გავაჩაღეთ, რომ “სიმღერისაგან ჭერიც კი ავხადეთ” ბანაკს.

Image
ჭერის ახდა

ხანაც ისეთ ისტორიებს ვთხზავდით და თან ისეთი სერიოზულობით ვყვებოდით, რომ მგონი ჩვენ თვითონ გვჯეროდა. მოკლედ, ბარონი მიუნჰაუზენი მონაგონი იყო.

Image
“სამი მონადირე”

ერთი-ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა წყალსაცავის ნაპირების პალეონტოლოგიური კვლევა, სადაც ძირითადად ნაპოვნი იყო ამონიტების ნაშთები და ანაბეჭდები.

Image
ამონიტის ანაბეჭდი

იდეების ნაკლებობას არასოდეს განვიცდიდით, მაგრამ კახა (kakha_travel) რომ გვყავს “იდეინი”, ტყუილია... ჰოდა დაებადა იდეა, მოდი ტივი შევკრათ და ტბაზე ვიცურავოთო. ჰოდა არ ეცა ერთ-ერთ ხეს ცულით? გაჩნდა აზრთა სხვადასხვაობა. ზოგი თანახმა იყო ტივის შეკვრაზე, ზოგიც არა. კერძოდ, ლაშა და მე ვიძახდით, რომ ყველა ხისაგან ტივი არ გაკეთდებოდა, რადგანაც ყველა ხეს ერთმანეთისაგან განსხვავებული ფიზიკური თვისებები აქვს. ჩვენი აზრით, უმჯობესი იყო ცდის ჩატარება ხის პატარა ნაჭრის საშუალებით. მიუხედავად ჩვენი ყველანაირი მცდელობისა, პროცესი წავაგეთ - ტივის პირველი მორი გამზადდა, რომელიც გამოსაცდელად რის ვაივაგლახით მივაგორეთ ტბასთან რომ წყალში ჩაგვეგდო.

ერთი... ორი... სამი... და......
ბუყ-ბუყ-ბუყ!!!
აქ კი აშკარა გამარჯვება ლაშას და ჩემს მხარეზე იყო. ისე კი, საწყალი ხე...

ერთხელაც, ცეცხლის გარშემო ერთ-ერთ საღამოს კვლავ წამოიჭრა ტივის შეკვრის იდეა, ოღონდ უკვე უფრო მარტივი ხერხის გამოყენებით: PET-ის ბოთლებისა და თოკების საშუალებით. ამ შემთხვევაში ლაშამ გამოიდო თავი, გადაყვა ანგარიშს და დაადგინა, რომ ბოთლების საკმაოდ დიდი რაოდენობა იყო საჭირო. მოკლედ, ეხლა მაგაზე წავიდა კამათი, ანგარიშები და ბოლოს პროექტისათვის ხორცის შესხმა ბოთლების იმ მწირი რესურსების გამოყენებით, რაც გაგვაჩნდა. ფაქტია, რომ 2-3 დღის განმავლობაში ძალიან ხშირად ისმოდა სიტყვა “არქიმედე”, ზოგჯერ კარგ კონტექსტში, ზოგჯერაც ....... (განსაკუთრებით მწარედ მაშინ, როდესაც ტესტირება პერიოდულად ხორციელდებოდა უშუალოდ წყალში :lol: ).

საბოლოო ჯამში, ჩვენს ხელთ არსებული რესურსების გამოყენებით შეიქმნა საბავშვო (წყალწყვიდან გამომდინარე) :) ტივი და დაიწყო “მოგზაურობა შაორიკით”. სამწუხაროდ ამ მომენტის ამსახველი ფოტო არ მაქვს.

Image
შაორიკი

დღეისათვის სულ ეს იყო :wink:
Last edited by gobe on 31 ივლ 2006, 22:19, edited 3 times in total.

User avatar
Mao
იეტი
Posts: 1644
Joined: 24 მაი 2005, 20:36
მოგონებანი გარდასულ დღეთა

Post by Mao » 31 ივლ 2006, 22:08

gobe

gobe erTi halstuxi Chemzea :D :D :D :D :D
together on the top!!

User avatar
mika
იეტი
Posts: 1449
Joined: 26 მაი 2005, 20:50
მოგონებანი გარდასულ დღეთა

Post by mika » 31 ივლ 2006, 22:31

gobe
აუუუ რა მაგარიაა
medical student

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
მოგონებანი გარდასულ დღეთა

Post by Gvalva » 31 ივლ 2006, 23:25

ჩვენი ბიჭები კიდე რა უკულტუროდ დადიან ლაშქრობებში რაა... ერთხელ არავიან მინახავს ჰალსტუხით!! ესენი კიდევ თურმე სულ თან დაატარებენ და როგორც შევნიშნე სულ ერთსადაიმავეს... სალაშქრო ჰალსტუხი. მაგარია!

ტივის და ხის ჯიშის კამათში მივიღებ მონაწილეობას, მართალია არასოდეს მიფიქრია, მარა ეხლა მოვიფიქრე :D :roll:, ალბათ აქ უფრო მნიშვნელოვანია ნედლია ხე თუ ხმელი, ვიდრე მისი ჯიში და საგვარეულო :idea:

User avatar
mika
იეტი
Posts: 1449
Joined: 26 მაი 2005, 20:50
მოგონებანი გარდასულ დღეთა

Post by mika » 31 ივლ 2006, 23:46

Gvalva
ხო აშკარად უნდა გამოაშრო რომ იტივტივოს
medical student

User avatar
lashas
ბილიკზე მოარული
Posts: 82
Joined: 22 ივლ 2006, 15:00
Location: თბილისი
მოგონებანი გარდასულ დღეთა

Post by lashas » 01 აგვ 2006, 08:22

gobe
"აქა ამბავი ტივისა, რომელიც ჩაიძირა" :D
თან ყველაფერი იმით დაიწყო, რომ თევზი ვერ დაიჭირა და ტბის შუაგულიში გადაწყვიტა შესვლა.
ყველაზე მაგარი ის იყო როგორ მივათრევდით ამ მორებს ნაპორისკენ.
სურათი რომ არის" ლენინი შაბათობაზე" - ერთი -ერთზე იყო (ლენინი-კახა, რელსი-მორი). რაც მართალია, მართალია ხის ჭრაში მონაწილეობა არ მიგვიღია (როდორც გოგიმ აღნიშნა ოპოზიციაში ვიყავით).
წყალში "ტივის" ჩადება-ჩაშვების. უფრო სწორედ ჩაგდების და სავალოლო შედეგის "გაიასნების" შემდეგ. მრავლისმეტყველი და საკმაოდ დაღლილი სახეებით თვალებში ჩავხედეთ იდეის ავტორს - "ნოუ კომენტ". :shock:
არადა რა დღე დაგვაკარგინა :lol:

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
მოგონებანი გარდასულ დღეთა

Post by gobe » 01 აგვ 2006, 09:46

გადაუხვიე ასფალტიდან არა, შე ბილიკოსანო? :)

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
მოგონებანი გარდასულ დღეთა

Post by Gvalva » 01 აგვ 2006, 10:36

თან ყველაფერი იმით დაიწყო, რომ თევზი ვერ დაიჭირა და ტბის შუაგულიში გადაწყვიტა შესვლა
მე მგონი თავის დროზეც მაგიტომ გამოიგონეს ტივი, ისე მაგარი კრეატივი ხალხი ჩანხართ და თქვენ რომ ცოტა დიდი ხნით გაგიშვათ სადმე ექსპრეს რეპორტაჟს ვნახავთ ცივილიზაცია როგორ შეიქმნა :) :D

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
მოგონებანი გარდასულ დღეთა

Post by gobe » 01 აგვ 2006, 10:39

Gvalva,

:oops: :) :D :lol:

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]