

გაითვალისწინეთ, რომ იქ ზოგ ტაძარში შესვლა ფასიანია. ჩვენ მხოლოდ იშხანში გადავიხადეთ - 10 თუ 15 $ ჯგუფზე, ხახულში და პარხალში კი ვინ შეგვიშვა, რომც გადაგვეხადა.
ფასებზე ლაპარაკისას სუვენირების ფულზე რატომ ლაპარაკობთ - ეგ თქვენი პირადი საქმეა და საერთო ხარჯებთან კავშირი არა აქვს. აჯობებს, მაგაზე გონებაში და ოჯახში ილაპარაკოთ, სანამ აურევთ საერთო საქმეს.
პარხალისკენ წასვლას რომ დააპირებთ, გირჩევთ, მახათეთში დაბინავდეთ სასტურმო "ჰოტელ რივერაში". მეპატრონეს ოსმანა ჰქვია და ჩვენ კი გაგვაბრაზა, მაგრამ აქაურები ყველანი მაგასთან ჩერდებიან და ამბობენ, ახლა კარგად გამართაო - მაშინ ჯერ კიდევ აშენებდა. სამაგიეროდ, პარხალზეა გადამდგარი და ულამაზესი ადგილია. თან, საკუთარი საკალმახე ჰქონდა - ძაან მაგრად მოწყობილი (გირჩევთ, ისიც დაათვალიეროთ) და მენიუში კალმახიც შედის. მაშინ 16 თუ 17 $ ღირდა, მაგრამ ჩვენ ცოტა დავაკლებინეთ, რაც მერე მენიუში გამოგვიქვითა (თუმცა ერთხელ ის კალმახი ძალით მოვატანინეთ

ოთხთა ეკლესია (დორთ ქილისე) იუსუფელტან ახლოსაა და იქაც ცხოვრობენ ქართველები, მანდ მისვლამდე კი (უფრო იუსუფელის ახლოს) კავკასიძეების ციხეა (თეკალე), მაგრამ მაგაზე ნახეთ-მეთქი, რჩევა არც გჭირდებათ, ისედაც გზაზეა და თავისით შემოგეფეთებათ ცხვირწინ. კალანდიას ერთ-ერთ ფილმში მანდ ასვლაც აქვს გადაღებული - მაქ მისასვლელი ბილიკი ჩაქცეულია და არავინ არ იყო ნამყოფი (აკადემიკოსების ექსპედიციაც რომ ჩავიდა გასული საუკუნეში, ისინიც ვერ ავიდნენ). და კალანდიას ჯგუფს ასვლაში ალპინისტი რომ ეხმარებოდა, აი, სწორედ ეგაა ის ჩემი ნაცნობი რაფტინგის კლუბის მეპატრონე ოსმან ჩიქილ-ოღლუ, გუშინ ნინი არაბულს რომ ვეუბნებოდი აქ და რომლის კოორდინატები ვერც დღეს ვიპოვე (უფრო სწორად, ვერ დავძებნე


საკვებზე როცაა ლაპარაკი, სასტუმროებში დილის კვება შედის (ნუ, თუ გამოკლება და იაფად გამოსვლა გინდათ, სხვა საქმეა). და აქედან თქვენც ხომ წაიღებთ რაღაცებს? ჩვენც 5 დღით ვიყავით და საკმაოდ ბევრი რაღაცა აქეთაც კი გადმოგვყვა (ტკბილეული, მაიონეზ-კეტჩუპი და ამგვარი რამეები). მართალია, მაშინ სასტუმროებშიც ვჭამდით, ერთხელ ჩვენ ვიყიდეთ რაღაცები და გავაკეთეთ, მაგრამ 2-3 დღის სასუსნავს, იქ რომ არ იყიდოთ, თქვენც წაიღებთ. შებოლილი ძეხვეული და ამგვარები 2-3 დღე კი ძლებს (ყოველ შემთხვევაში, აქაც რომ დავდივართ მტაში 5-დღიანებში, ძლებს და იქ რაღა ეტაკება?! მოკლედ, საჭმელს თქვენიტაც თუ წაიღებთ ცოტას, ეგ იქაურ ხარჯებს შეგიმცირებთ.
და დრო... როგორც ვხვდები, 4 დღით მიდიხართ და გზაც ამაში შედის... გაგიჭირდებათ და ამიტომ აჯობებს, კომპაქტურად დაგეგმოთ სანახავი ძეგლები. ჩვენ 5 დღე ვიყავით და მთავართაგან (იქ ყველაფერი სანახავია - დიდიც და პატარაც) რაღაცები კიდევ ვერ მოვასწარით. მაგრამ აქაც იყო მთელი რიგი "მაგრამ": ჩვენ ვიყავით ბევრნი - 36 და ძაან არაორგანიზებული ჯგუფი იყო. დილით ადრე ადგომა და ადრე წასვლა გვიჭირდა. ტან, იქ საყიდლები და ამგვარები... სამაგიეროდ, ავტობუსში გათეულმა იმ ღამემ ბევრად წაგვწია წინ -იმავე ღამეს ჩავეწდით არტანუჯში და ამით იმხელა დრო მოვიგეთ. იქაც სასტუმროი არ იყო, ავტობუსში წავუძინეთ და დილით 8 საათზე უკვე გავედით. 11 საათზე დოლისყანა (ჰამამლი), ხანძთა და ოპიზა (ფორტა) მოვლილი გვქონდა, ნაშუადღევს კი შატბერდი (ენი რაბათი), არტანუჯის ციხე და ჯოჯოხეთის კანიონი ვნახეთ და აგერაც ჩამოვედით ხოფაში. ჰო - არტანუჯისკენ თუ წახვალთ, ისე დაგეგმეთ, რომ ჯოჯოხეთის კანიონი აუცილებლად ნახეთ.
არტანუჯში მაშინ ერთი შედარებით ნორმალური სასტუმრო იყო - 10 $ ღირდა. მეპატრონემ, უფრო იაფადაც კია ეგერ, მაგრამ სავსეა... ქუთაისელი ბოზებითო (მანდილოსნებთან ბოდიში).


კიდევ, აღარ ვიცი,, რა გირჩიოთ... იშხანში თუ ახვალთ, სოფლის შესასვლელთან, ერთ-ერთ პირველივე ეზოსთან, რაკირა მე ვერ მოვდივარ, საუკუნოვან ვაზის ხეები დამიკოცნეთ, იშხანში კი აუცილებლად ნახეთ სამხრეთის ფასადი; ოშკში თავიდან ბოლომდე გაბზარულ და გადმოსანგრევად განწირულ უკანა კედელს მიეფერეთ - ეგებ ცოტა ხნით შეაკავოთ, სანამ იუნესკოს რესტავრაცია მიუსწრებს (როგორც ვიცი, უკვე დაიწყო გამაგრებითი სამუშაოები), ოთხთაში კი რასაც შეძლებთ, საკურთხეველთან ნახშირით მიჩხაპნილი ქართული გვარ-სახელები გადაშალეთ (მაგათაც თუ ქართველი ტურისტები ჰქვიათ) და გაასუფთავეთ მისი კედელი... დოლისყანაში თუ ახვალთ, გასაღები მოლას აქვს და გამოელაპარაკეთ მაგ კაცს - ის პროგრესულად მოაზროვნე ლაზია და ქრისტიანულ ტაძარს უვლის - კედლები მას გადაუფხეკია და ქართული ფრესკები გამოუჩენია - როგორც კულტურის ძეგლს... ცოტა ტკბილეულიც იქნიეთ - მანდ ბავშვებიც მოვლენ. ჩვენ გამოგვეგებნენ - ხორბლისფერკანიანი, უფრო ქართული და არა თურქული იერის მქონე, წაბლისფერთმიანი და ლურჯთვალა ლაზი ბავშვები. ამას წინათ კალანდიას ფილმში მანდ რაღაც იმათ დღეობაზე მიმავალი ადგილობრივები აჩვენეს, ვირებს მიერეკებოდნენ და რაღაც იქაურ ქართულ სიმღერებს ღიღიბნებდნენ - სიტყვები აშკარად ისმოდა ქართულად... არადა, მანდ დღეს ქართველები აღარ ცხოვრობენ. ისე, თავის დროზე ეგ ტაძარიც მაშინდელ მოლას გადაურჩენია დანგრევას.
მეტი აღარ ვიცი, რაღა დაგაბაროთ იქაურ სამშობლოში მიმავლებს - ლამისაა მეც აგედევნოთ, მაგრამ...

