ბზობას ტაო-კლარჯეთში ან სუმელას მონასტერში(2009)

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ბზობას ტაო-კლარჯეთში ან სუმელას მონასტერში(2009)

Post by guruli » 11 მარ 2009, 23:20

თუ დაგაინტერესებთ, ხარჯებზეც მოგახსენებთ ჩემს აზრს. ჩვენ 2005-ში ვიყავით და თავიდან 170 ლარი (ლარი და არა დოლარი) ავკრიფეთ, იქ კი სადღაც 50 ლარი დავამატეთ. მოკლედ, ჩვენც 120 ლარში ჩავეტიეთ. ოღონდ ცოტა შეღავათი იმან მოგვცა, მახათეთში ოსმანამ ნაწილი სასტუმროდან რომ გამოყარა და მეორე ნაწილმა ჩვენით ვუკარით წიხლი, :D მერე კი შუა იუსუფელში ლტოლვილებივით ვივახშმეთ (რომ მაგონდება, ახლაც მეცინება, როგორ ვინათხოვრეთ მაგიდები კაფეში და იქაურები სუფრაზე როგორ გვაწვდიდნენ ხილს, წვენებს და ტკბილეულს - შევეცოდეთ ხალხს :D ), ერთი ღამე ავტობუსში გავათენეთ - იუსუფელიდან ჯერ ართვინში ჩავედით, იქიდან კი არტანუჯში გადავინაცვლეთ. მაშინდელს მერე ფასებმა იქნებ ცოტათი კი აიწია, მაგრამ თქვენ თუ თქვენი მანქანებით წახვალთ, მძღოლის ფული არ გექნებათ გადასახადი.
გაითვალისწინეთ, რომ იქ ზოგ ტაძარში შესვლა ფასიანია. ჩვენ მხოლოდ იშხანში გადავიხადეთ - 10 თუ 15 $ ჯგუფზე, ხახულში და პარხალში კი ვინ შეგვიშვა, რომც გადაგვეხადა.
ფასებზე ლაპარაკისას სუვენირების ფულზე რატომ ლაპარაკობთ - ეგ თქვენი პირადი საქმეა და საერთო ხარჯებთან კავშირი არა აქვს. აჯობებს, მაგაზე გონებაში და ოჯახში ილაპარაკოთ, სანამ აურევთ საერთო საქმეს.
პარხალისკენ წასვლას რომ დააპირებთ, გირჩევთ, მახათეთში დაბინავდეთ სასტურმო "ჰოტელ რივერაში". მეპატრონეს ოსმანა ჰქვია და ჩვენ კი გაგვაბრაზა, მაგრამ აქაურები ყველანი მაგასთან ჩერდებიან და ამბობენ, ახლა კარგად გამართაო - მაშინ ჯერ კიდევ აშენებდა. სამაგიეროდ, პარხალზეა გადამდგარი და ულამაზესი ადგილია. თან, საკუთარი საკალმახე ჰქონდა - ძაან მაგრად მოწყობილი (გირჩევთ, ისიც დაათვალიეროთ) და მენიუში კალმახიც შედის. მაშინ 16 თუ 17 $ ღირდა, მაგრამ ჩვენ ცოტა დავაკლებინეთ, რაც მერე მენიუში გამოგვიქვითა (თუმცა ერთხელ ის კალმახი ძალით მოვატანინეთ :D ). ამიტომ გირჩევთ, თითო დოლარზე ვაჭრობას ნუ დაუწყებთ ნურც მაგას და ნურც სხვებს. წასვლისას იუსუფელში იქაურ ქართველებს გასწავლით - ისინი დაგეხმარებიან სასტუმროების მოძებნაშიც და მაგასთან დაკონტაქტებაში. თვითონ ქალაქში ფასები ცოტათი ძვირი იქნება, ვიდრე - მაქ, მაგრამ მახათეთს იმიტომ გირჩევთ, რომ პარხალში მიმავლები დროს მოიგებთ - ქალაქიდან მაქამდე 20-30 წუთის სავალია. მახათეთის ბვერდით - 1 კმ-ში ქართული სოფელია, გზიდან მარცხნივ. შეგიძლიათ ისიც ნახოთ, მაგრამ თუ დროს გამონახავთ, ჩვენს შეცდომას არ გაიმეორებთ და ბალხში ახვალთ, მთლად უკეთესი. ეგ სოფელი გზიდანაც კარგად ჩანს - მთაზეა ისეა მერცხლის ბუდესავით მიწებებული, როგორც ჩვენი მთის სოფლები. გზიდან 2-3 კმ-შია, მაგრამ მანდ სხვა სოფლებიცაა - ელიასხევი, ქოლობანი, რომლებიც კიდევ იყოფიან მოზრდილ უბნებად. ბალხი ტაოს ერთ-ერთი უძველესი სოფელია და, როგორც კალანდიას ფილმებიდან ვიცი - ულამაზესიც. არ წააგებთ, თუ წახვალთ, მაგრამ პარხალთან ერთად 1 დღეს დაგაკარგინებთ. თუმცა ღირს და თან მეეჭვება, თქვენ ყველა ძირითადი ძეგლის ნახვა ისეც მოასწროთ, თუმცა ამაზე ქვევით.
ოთხთა ეკლესია (დორთ ქილისე) იუსუფელტან ახლოსაა და იქაც ცხოვრობენ ქართველები, მანდ მისვლამდე კი (უფრო იუსუფელის ახლოს) კავკასიძეების ციხეა (თეკალე), მაგრამ მაგაზე ნახეთ-მეთქი, რჩევა არც გჭირდებათ, ისედაც გზაზეა და თავისით შემოგეფეთებათ ცხვირწინ. კალანდიას ერთ-ერთ ფილმში მანდ ასვლაც აქვს გადაღებული - მაქ მისასვლელი ბილიკი ჩაქცეულია და არავინ არ იყო ნამყოფი (აკადემიკოსების ექსპედიციაც რომ ჩავიდა გასული საუკუნეში, ისინიც ვერ ავიდნენ). და კალანდიას ჯგუფს ასვლაში ალპინისტი რომ ეხმარებოდა, აი, სწორედ ეგაა ის ჩემი ნაცნობი რაფტინგის კლუბის მეპატრონე ოსმან ჩიქილ-ოღლუ, გუშინ ნინი არაბულს რომ ვეუბნებოდი აქ და რომლის კოორდინატები ვერც დღეს ვიპოვე (უფრო სწორად, ვერ დავძებნე :oops: :oops: ).
საკვებზე როცაა ლაპარაკი, სასტუმროებში დილის კვება შედის (ნუ, თუ გამოკლება და იაფად გამოსვლა გინდათ, სხვა საქმეა). და აქედან თქვენც ხომ წაიღებთ რაღაცებს? ჩვენც 5 დღით ვიყავით და საკმაოდ ბევრი რაღაცა აქეთაც კი გადმოგვყვა (ტკბილეული, მაიონეზ-კეტჩუპი და ამგვარი რამეები). მართალია, მაშინ სასტუმროებშიც ვჭამდით, ერთხელ ჩვენ ვიყიდეთ რაღაცები და გავაკეთეთ, მაგრამ 2-3 დღის სასუსნავს, იქ რომ არ იყიდოთ, თქვენც წაიღებთ. შებოლილი ძეხვეული და ამგვარები 2-3 დღე კი ძლებს (ყოველ შემთხვევაში, აქაც რომ დავდივართ მტაში 5-დღიანებში, ძლებს და იქ რაღა ეტაკება?! მოკლედ, საჭმელს თქვენიტაც თუ წაიღებთ ცოტას, ეგ იქაურ ხარჯებს შეგიმცირებთ.
და დრო... როგორც ვხვდები, 4 დღით მიდიხართ და გზაც ამაში შედის... გაგიჭირდებათ და ამიტომ აჯობებს, კომპაქტურად დაგეგმოთ სანახავი ძეგლები. ჩვენ 5 დღე ვიყავით და მთავართაგან (იქ ყველაფერი სანახავია - დიდიც და პატარაც) რაღაცები კიდევ ვერ მოვასწარით. მაგრამ აქაც იყო მთელი რიგი "მაგრამ": ჩვენ ვიყავით ბევრნი - 36 და ძაან არაორგანიზებული ჯგუფი იყო. დილით ადრე ადგომა და ადრე წასვლა გვიჭირდა. ტან, იქ საყიდლები და ამგვარები... სამაგიეროდ, ავტობუსში გათეულმა იმ ღამემ ბევრად წაგვწია წინ -იმავე ღამეს ჩავეწდით არტანუჯში და ამით იმხელა დრო მოვიგეთ. იქაც სასტუმროი არ იყო, ავტობუსში წავუძინეთ და დილით 8 საათზე უკვე გავედით. 11 საათზე დოლისყანა (ჰამამლი), ხანძთა და ოპიზა (ფორტა) მოვლილი გვქონდა, ნაშუადღევს კი შატბერდი (ენი რაბათი), არტანუჯის ციხე და ჯოჯოხეთის კანიონი ვნახეთ და აგერაც ჩამოვედით ხოფაში. ჰო - არტანუჯისკენ თუ წახვალთ, ისე დაგეგმეთ, რომ ჯოჯოხეთის კანიონი აუცილებლად ნახეთ.
არტანუჯში მაშინ ერთი შედარებით ნორმალური სასტუმრო იყო - 10 $ ღირდა. მეპატრონემ, უფრო იაფადაც კია ეგერ, მაგრამ სავსეა... ქუთაისელი ბოზებითო (მანდილოსნებთან ბოდიში). :oops: :oops: მაგ მეპატრონეს ქართველი ცოლი ჰყავს - ხათუნა შერვაშიძე, თვითონ კი ბებია ჰყოლია იქაური ქართველი და ქართული კარგად იცის.
კიდევ, აღარ ვიცი,, რა გირჩიოთ... იშხანში თუ ახვალთ, სოფლის შესასვლელთან, ერთ-ერთ პირველივე ეზოსთან, რაკირა მე ვერ მოვდივარ, საუკუნოვან ვაზის ხეები დამიკოცნეთ, იშხანში კი აუცილებლად ნახეთ სამხრეთის ფასადი; ოშკში თავიდან ბოლომდე გაბზარულ და გადმოსანგრევად განწირულ უკანა კედელს მიეფერეთ - ეგებ ცოტა ხნით შეაკავოთ, სანამ იუნესკოს რესტავრაცია მიუსწრებს (როგორც ვიცი, უკვე დაიწყო გამაგრებითი სამუშაოები), ოთხთაში კი რასაც შეძლებთ, საკურთხეველთან ნახშირით მიჩხაპნილი ქართული გვარ-სახელები გადაშალეთ (მაგათაც თუ ქართველი ტურისტები ჰქვიათ) და გაასუფთავეთ მისი კედელი... დოლისყანაში თუ ახვალთ, გასაღები მოლას აქვს და გამოელაპარაკეთ მაგ კაცს - ის პროგრესულად მოაზროვნე ლაზია და ქრისტიანულ ტაძარს უვლის - კედლები მას გადაუფხეკია და ქართული ფრესკები გამოუჩენია - როგორც კულტურის ძეგლს... ცოტა ტკბილეულიც იქნიეთ - მანდ ბავშვებიც მოვლენ. ჩვენ გამოგვეგებნენ - ხორბლისფერკანიანი, უფრო ქართული და არა თურქული იერის მქონე, წაბლისფერთმიანი და ლურჯთვალა ლაზი ბავშვები. ამას წინათ კალანდიას ფილმში მანდ რაღაც იმათ დღეობაზე მიმავალი ადგილობრივები აჩვენეს, ვირებს მიერეკებოდნენ და რაღაც იქაურ ქართულ სიმღერებს ღიღიბნებდნენ - სიტყვები აშკარად ისმოდა ქართულად... არადა, მანდ დღეს ქართველები აღარ ცხოვრობენ. ისე, თავის დროზე ეგ ტაძარიც მაშინდელ მოლას გადაურჩენია დანგრევას.
მეტი აღარ ვიცი, რაღა დაგაბაროთ იქაურ სამშობლოში მიმავლებს - ლამისაა მეც აგედევნოთ, მაგრამ... :cry: :cry: დანარჩენს, საორგანიზაციო სხდომას თუ გამართავთ და შემატყობინებთ, მოვალ და იქ გეტყვით.

User avatar
Nini_A
იეტი
Posts: 1062
Joined: 05 აგვ 2008, 17:11
Location: GEORGIA
ბზობას ტაო-კლარჯეთში ან სუმელას მონასტერში(2009)

Post by Nini_A » 11 მარ 2009, 23:55

ვფიქრობ 4 დღე 270-300 ლარი სრულიად გეყოფათ: ტრასპორტირება,კვება, განთავსება

კონკრეტულად რომელი სასტუმრო რა ღირს და კონტაქტებსაც ამ დღეებში დავდებ, სამსახურში მაქვს ეს ინფორმაცია

დაგეგმარებაში კი თუ დაგჭირდათ სარაჯისტკა დაგეხმარებათ

ნანიკო შარშან 5-6 ჯერ იყო ტაო-კლარჯეთში, და ნამდვილი შატბერდი კარაველებს შორის მხოლოდ მას აქვს მგონი ნანახი :wink:
Vouloir c' est Pouvoir! :-)

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ბზობას ტაო-კლარჯეთში ან სუმელას მონასტერში(2009)

Post by guruli » 11 მარ 2009, 23:59

Nini_A
ნამდვილი შატბერდი კარაველებს შორის მხოლოდ მას აქვს მგონი ნანახი
რას გულისხმობ? :roll: :roll: აბა, მე ფსევდო-შატბერდი მანახეს? :twisted:

User avatar
Nini_A
იეტი
Posts: 1062
Joined: 05 აგვ 2008, 17:11
Location: GEORGIA
ბზობას ტაო-კლარჯეთში ან სუმელას მონასტერში(2009)

Post by Nini_A » 12 მარ 2009, 00:22

guruli
შენ არ ვიცი რა განახეს :D

მაგრამ ენირაბათი მიაჩნდათ შატბერად, ნამდვილ შატბერდი კი სულ სხვაა

ამაზე ამომწურავ ინფორმაციას ნანიკო მოგაწვდით :wink:
Vouloir c' est Pouvoir! :-)

anano
იეტი
Posts: 1620
Joined: 10 მარ 2006, 03:23
Location: Tbilisi- აქ ემღერება გულს...!
Contact:
ბზობას ტაო-კლარჯეთში ან სუმელას მონასტერში(2009)

Post by anano » 12 მარ 2009, 00:24

კარგი აზრია,მანქანებით წასვლა, თუმცა სიმართლე გითხრათ მე დიდი სურვილი არ მაქვს ამხელა გზაზე 2 დღის გამო მანქანით წასვლა წამოსვლის, შემცვლელი მძღოლი რომ მყავდეს მაინც.... ძალიან დამღელელი იქნება , ასე ვფიქრობ მე .... სიამოვნება კი ნაკლები...
"ამგვარში,დღეს რომ საქართველოა,არც სიცოცხლე ღირს და არც სიკვდილი!"

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ბზობას ტაო-კლარჯეთში ან სუმელას მონასტერში(2009)

Post by guruli » 12 მარ 2009, 00:28

Nini_A
მაგრამ ენირაბათი მიაჩნდათ შატბერად, ნამდვილ შატბერდი კი სულ სხვაა
ენირაბათს ხშირად ახალდაბასაც უწოდებენ. მე ის მანახეს, რომელიც თამარ დედოფლის საზაფხულო სადგომი იყო, გვერდით ერთი მოხუცი ქართველი კაცი რომ ცხოვრობს, რომელიც აუცილებლად ინახულებს-ხოლმე აქედან ჩასულ დელეგაციებს.

User avatar
Nini_A
იეტი
Posts: 1062
Joined: 05 აგვ 2008, 17:11
Location: GEORGIA
ბზობას ტაო-კლარჯეთში ან სუმელას მონასტერში(2009)

Post by Nini_A » 12 მარ 2009, 00:30

guruli
ხო, და სწორედაც რომ ფსევდო უნახებიათ :wink: :D

ნანიკო შემოვა და დაწერს ამაზე :lol:


სარაჯისტკააა გელით :wink:
Vouloir c' est Pouvoir! :-)

User avatar
Sarajistka
მაწანწალა
Posts: 356
Joined: 12 სექ 2008, 00:12
ბზობას ტაო-კლარჯეთში ან სუმელას მონასტერში(2009)

Post by Sarajistka » 12 მარ 2009, 00:42

ვააააააააააააააააააააა... ეს რა საიტერესო თემაა გახსნილი. გამარჯობა საქართველო, მივესალმები შენს იდეას და შემოგიერთდებოდით დიდი სიხარულით, თუმცა ჯერ სიაში არ ვეწერები, რადგანაც ? ნიშნები არ შეიძლება.


ზუსტად, რამდენიმე დღის წინ, გუდარეხში მე და გიო-ჰორუს ვლაპარაკობდით ტაო-ჯლარკეთზე, თურმე როგორ მოგვნატრებიაოოოოო.


ეხლა რაც შეეხება შატბერდს. მოკელდ ამსთან დაკავშირებით დიდი მითქმა-მოთქმა რომაა, გაგიგებდით და ამ ბოლოს უკვე ნელ-ნელა სიმართლე ფეხს იკიდებს.
ნინი_ა მართალია, შატბერდი ნანახი მაქვს, ღმერთის წყალობით. არ ვიცი თამარის ნასახლარს რას უწოდებენ, ისინი ყველაფერს თამარისას უწოდებენ, მათთავის თამარი ზოგადაD ქართველთა მეფის სახე იყო და არა კონკრეტულად თამარ მეფე. შატბერდის იდენტიფიკაციის საკითხი კი საკმაოდ საინტერესოა და საკმად კარგიA მისი დეტალების განხილვა ადგილზევე. მაგალითად დოლისყანიდან რომ გადაიხედავ, შატბერდი ხელი გულზე გაქვს და ასეთი უამრავი კიდევ.
ბევ ლაპარაკს არ მოვყვები და თუ დაგაინტერესებთ, კონკრეტულად მერე იდენტიფიკაციის საკითხებს ზოგადად დავწერ (ნუ რაც მე ვიცი, იმას). და შემიძლია მიგითითოთ ტაო-კლარკჯეთის ხუროთმოძვრული ძეგლების რუკა, რაც ძალიან გამოგადგებათ ტაო-კლარჯეთში მოგაზურობისას და რომელზეც ზუსტადაა დატანილი შატბერდი.
Last edited by Sarajistka on 12 მარ 2009, 00:52, edited 1 time in total.
მჭირდება ლიხაურის კედლის მხატვრობის ფოტოები, გადაღებული 1994 წლის ჩათვლით

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ბზობას ტაო-კლარჯეთში ან სუმელას მონასტერში(2009)

Post by guruli » 12 მარ 2009, 00:47

Nini_A
ნანიკო შემოვა და დაწერს ამაზე


სარაჯისტკააა გელით
კიდეც შემოვიდა და კიდეც გავიდა, მაგრამ სად დაწერა აბა! :cry: :cry:

User avatar
burdula
იეტი
Posts: 1674
Joined: 11 სექ 2008, 12:10
Location: city of blinding lights
ბზობას ტაო-კლარჯეთში ან სუმელას მონასტერში(2009)

Post by burdula » 12 მარ 2009, 00:48

guruli
თავისი გვარი ჩაწერა სიაში :lol:
bag,music and a long road...

User avatar
Nini_A
იეტი
Posts: 1062
Joined: 05 აგვ 2008, 17:11
Location: GEORGIA
ბზობას ტაო-კლარჯეთში ან სუმელას მონასტერში(2009)

Post by Nini_A » 12 მარ 2009, 00:50

burdula
სახელი! გვარი სხვაა აქვს :D :D :D
ზარმაცობს არაუშავს აცადეთ :wink:
Vouloir c' est Pouvoir! :-)

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ბზობას ტაო-კლარჯეთში ან სუმელას მონასტერში(2009)

Post by guruli » 12 მარ 2009, 00:52

burdula
guruli
თავისი გვარი ჩაწერა სიაში
ჰო, ეგ - კი. :lol:

User avatar
burdula
იეტი
Posts: 1674
Joined: 11 სექ 2008, 12:10
Location: city of blinding lights
ბზობას ტაო-კლარჯეთში ან სუმელას მონასტერში(2009)

Post by burdula » 12 მარ 2009, 00:52

Nini_A wrote:burdula
სახელი! გვარი სხვაა აქვს :D :D :D
ზარმაცობს არაუშავს აცადეთ :wink:
ვაცდით ბატონო ვაცდით
bag,music and a long road...

User avatar
Sarajistka
მაწანწალა
Posts: 356
Joined: 12 სექ 2008, 00:12
ბზობას ტაო-კლარჯეთში ან სუმელას მონასტერში(2009)

Post by Sarajistka » 12 მარ 2009, 01:01

ხო ეხლ დავდებ მასალას, რაც შატბერდზე ინტერნეტში შეგიძლიათ ნახოთ.
პირველი ესაა ბროშურა შატბერდის იდენტიფიკაციის შესახებ. იხ.:
http://images.google.com/imgres?imgurl= ... 8%26um%3D1

და კიდევ, ჩევნი, კარაველი ბელას სტატია, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გამოვიდა. სტატია საკმაოდ საინტერესოა და კარგადაა დაწერილი: http://images.google.com/imgres?imgurl= ... 8%26um%3D1

აქ ინფორმაცია მგონი ამომწურავადაა მოწოდებული, ბროშურაშიც და სტატიაშიც.
მჭირდება ლიხაურის კედლის მხატვრობის ფოტოები, გადაღებული 1994 წლის ჩათვლით

User avatar
Nini_A
იეტი
Posts: 1062
Joined: 05 აგვ 2008, 17:11
Location: GEORGIA
ბზობას ტაო-კლარჯეთში ან სუმელას მონასტერში(2009)

Post by Nini_A » 12 მარ 2009, 01:02

აი ეს დაგეხმარებათ მოგზაურობაში :wink:

http://www.virtualtao-klarjeti.com/map.aspx?id=95
Vouloir c' est Pouvoir! :-)

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]