’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Linda
იეტი
Posts: 1451
Joined: 17 მაი 2007, 20:49
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by Linda » 27 ნოე 2008, 09:14

მემგონი რუსული ვარენიკების მსგავსია, ან ყველიანი პილმენები

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by lali » 29 ნოე 2008, 11:59

Linda wrote:მემგონი რუსული ვარენიკების მსგავსია, ან ყველიანი პილმენები
კი, ნამდვილად ასეა, მაგრამმმმმმმმმმმმ...

მთლად, ასე მარტივადაც არ არის საქმე :D



სამეგრელოში კარაქს არ აკეთებენ, შესაბამისად რძესაც არ ხდიან

ჰოოო და :) აბა წარმოიდგინეთ ასეთი რძისგან დამზადებული ყველი :)

წარმოიდგინეთ?

ახლა, ამ ყველიდან დამზადებული მოხარშული კვერები ? :)

მთელი არომატი და გემო რომ მოხარშული ცომის გარსშია მოქცეული და ხინკლისა არ ვიყოს, არიქა, არ გასკდეს და არ დაიღვაროსო წვენიო, ნერვიულობ :D

და თუ ეს სამწუხარო ფაქტი მაინც მოხდა, სინანულით დასცქერი თეფშს

და ვერაა სრულყოფილი შენი სიამოვნება :lol:

აბა როგორია?


არაააა :) მე მგონი, პილმენები ახლოსაც ვერ მოვლენ ჩვენს მოხარშულ ყველიან კვერებთან :D



:wink:

არაფერი რომ არ ვთქვა, ყველით გაკეთებულ სხვა რაღაც გემრიელობებზე :lol:
esec gaivlis....

User avatar
lika-li
მაწანწალა
Posts: 408
Joined: 26 აპრ 2008, 21:31
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by lika-li » 29 ნოე 2008, 17:08

აუუუ!!! როგორ მიყვარს ყველიანი კვერები, ქართული სამზარეულო ყველა დანარჩენს ჯობია! :)
...მე ჩრდილიც მიყვარს შენი,
მზის დაბნელების მსგავსი...


User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by Tamusia » 01 დეკ 2008, 20:03

კარაქის მაგივრად რას იყენებენ, თუ კარაქს არ აკეთებენ?
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by lali » 01 დეკ 2008, 22:15

Linda wrote:გებჟალია..

იფფ.. იფფ..
აუფფ... ეს რა გაიხსენე... :D

'' გებჟალია'' მართლა მაგარია...

ერთ სიამოვნებად ღირდა იმის ყურება თუ როგორ აკეთებდა ბებია ამ სუპერ რაღაცას :D

აადუღებდა რძეს, შიგ ჩაყრიდა თხლადდაჭრილ ჭყინტ ყველს და აადუღებდა
მერე გადმოიღებდა დიდ ჯამზე და ზილავდა :)

ბავშვები უკვე თეფშებით ხელში ველოდით, როდის დაგვიდებდნენ ჩვენ-ჩვენ ულუფებს :D

მაგრამ, ბებია არ ჩქარობდა :)

კარგად უნდა გადაიზილოსო, უფრო გემრიელი იქნებაო :)

მერე ამ გადაზელილ ყველს დაჭრიდა ულუფებად და ზედ მოასხამდა საწებელს,

რძეს, რომელშიც ყველი იხარშებოდა, აზავებდა პიტნით და მარილით - აი, ეს იყო საწებელი :)

მერე იყო ცხელ-ცხელი ღომი და ეს ''გებჟალია''. ბავშვები ღომს სასწრაფოდ მოუღებდით ბოლოს , გადაზელილ ყველს კი ნელ-ნელა მივირთმევდით და ნეტარებას ვიხანგრძლივებდით :D

რამდენჯერ ძალით გვიმატებდნენ ღომის მორიგ ულუფას, ''ფალო'' (მარტო) ყველის ჭამა ვის გაუგონიაო :lol: :lol: :lol:

...


არააა... :) მიყვარხარ სამეგრელო !
esec gaivlis....

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by lali » 01 დეკ 2008, 22:47

Tamusia wrote:კარაქის მაგივრად რას იყენებენ, თუ კარაქს არ აკეთებენ?

სამეგრელოში კარაქს არ აკეთებენ, შესაბამისად, კერძებშიც არ იყენებენ მას.

მაგრამ, მეგრული სამზარეულო მაონც ძალიან ნოყიერია. ეს, ძირითადად, ნიგვზისა და თხილის ხარჯზეა.

ყველი და რძის სხვა პროდუქტები, ისედაც ცხიმიანია.

ფხალეული ნიგვზით კეთდება, ისევე, როგორც ბაჟე.

ხრჩო ღორის ხორცისგან კეთდება, ისეც ცხიმიანი გამოდის.

ქათამი კი, ხომ გაგიგონიათ - რა მეგრული დედალივით არისო ჩასუქებულიო :D , ესე იგი აქაც არ იგრძნობა ცხიმის ნაკლებობა.

კუჭმაჭს ნიგოზი უკეთდება და მეტი რა ვიცი... :D


მოკლედ, მეგრულ სამზარეულოს ჯერჯერობით არ უჩივიან :lol:

ისე ამ მარხვაში, მგონი, ნამეტანი მომივიდა :D


მაგრამ , არა უშავს, მოვახერხებ რაცხას და დაგაგემოვნებინებთ ამას ყველაფერს აუცილებლად :wink:
esec gaivlis....

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by lali » 10 მარ 2009, 00:29

''ციხე-გოჯის'' ტურმა საღერღელი ამიშალა :D და გადავწყვიტე ბარემ , ამ შემოდგომაზე გადაღებული მორჩენილი სურათებიც დამეყარა ამ მივიწყებულ თემაში :)



''კოკის'' მთა (?), ადგილობრივი ობსერვატორია :lol: (თუ იმ მთიდან უბერავს ქარი - წვიმა გარდაუვალია )


Image
Last edited by lali on 10 მარ 2009, 00:47, edited 1 time in total.
esec gaivlis....

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by lali » 10 მარ 2009, 00:32

კოწახური




Image




''კვახი''

Image
esec gaivlis....

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by lali » 10 მარ 2009, 00:34

სასიმინდე ''ფაცხითურთ''

Image
esec gaivlis....

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by lali » 10 მარ 2009, 00:36

ღვინო ''ჭიპჭიპებს'' მარანში :D

Image
esec gaivlis....

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by lali » 10 მარ 2009, 00:38

მოხუცები ( დედ-მამა) ''ოხვამერის'' ჭურთან

Image
esec gaivlis....

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by lali » 10 მარ 2009, 00:46

მამა და ხურმის ხე - ორივე ერთად 140 წლისაა :D , ანუ ეს ხე მაშინ დარგეს, როდესაც მამაჩემი დაიბადა :)

Image


70 წლის კვალობაზე კიდო ''ჯეელად'' გამოიყურება, ჯერ კიდევ შეუძლია ხეზე ასვლა კიბის გარეშე :D




ახლა კი , მართლაც მორჩა :)

აღარც მოსაყოლი მაქ რამე და აღარც სურათები მაქვს მეტი.
ნუ რათქმა უნდა სამეგრელოში მორიგ სტუმრობამდე :wink:
esec gaivlis....

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by ARCHILI » 14 მარ 2009, 01:52

გურულის პოსტი გადმოვიტანე :)
guruli wrote:lali, აჰა, ეს შეპირებული ახალი ამბავი. არა მგონია, იცოდე.
მოკლედ, მეგრელები რომ არ მოიფიქრებთ, ისეთი არ არსებობს დედამიწაზე. :) ამ დღეებში, "ბიზნესკურიერში" ვუსმენდი, ზუგდიდში, ცაიშში გაუხსნიათ... ნიანგების ფერმა. :D :D თერმული წყლები ყოფილა მანდ და იქ. არგენტინიდან შავი კაიმანის კვერცხი ჩამოუტანიათ და 4 პატარა გამოუჩეკიათ. ნიანგის მაგ სახეობას შავი კი ჰქვია, მაგრამ არც აჩვენეს, თოვლივით ქათქათები იყვნენ. ევროპის ბაზარზე ფიქრობენ გასვლას, სადაც თურმე 1 კგ ხორცი 40$, ტყავი კი... 5000 $ ღირს. :roll:
ცოტა რომ წამოიზრდებიან, ღირს ნიანგების სანახავად ზუგდიდში წასვლა. :D მე დიდები უფრო მაინტერესებს, მაგრამ ვაითუ, ვერ მიაღწიონ ზრდასრულობამდე-მეთქი. ბიზნესმენებს კი არ ვთარსავ - გულით ვუსურვებ გამართლებას, მაგრამ იქნებ აქაურობას ვერ შეეგუონ-მეთქი. თუმცა ფერმერებმა კი თქვეს, აქაურობა იდენტურია მათი საცხოვრებლისაო.
Image

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by lali » 14 მარ 2009, 12:13

ARCHILI wrote:გურულის პოსტი გადმოვიტანე :)
guruli wrote:lali, აჰა, ეს შეპირებული ახალი ამბავი. არა მგონია, იცოდე.
მოკლედ, მეგრელები რომ არ მოიფიქრებთ, ისეთი არ არსებობს დედამიწაზე. :) ამ დღეებში, "ბიზნესკურიერში" ვუსმენდი, ზუგდიდში, ცაიშში გაუხსნიათ... ნიანგების ფერმა. :D :D თერმული წყლები ყოფილა მანდ და იქ. არგენტინიდან შავი კაიმანის კვერცხი ჩამოუტანიათ და 4 პატარა გამოუჩეკიათ. ნიანგის მაგ სახეობას შავი კი ჰქვია, მაგრამ არც აჩვენეს, თოვლივით ქათქათები იყვნენ. ევროპის ბაზარზე ფიქრობენ გასვლას, სადაც თურმე 1 კგ ხორცი 40$, ტყავი კი... 5000 $ ღირს. :roll:
ცოტა რომ წამოიზრდებიან, ღირს ნიანგების სანახავად ზუგდიდში წასვლა. :D მე დიდები უფრო მაინტერესებს, მაგრამ ვაითუ, ვერ მიაღწიონ ზრდასრულობამდე-მეთქი. ბიზნესმენებს კი არ ვთარსავ - გულით ვუსურვებ გამართლებას, მაგრამ იქნებ აქაურობას ვერ შეეგუონ-მეთქი. თუმცა ფერმერებმა კი თქვეს, აქაურობა იდენტურია მათი საცხოვრებლისაო.


:lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:

უკომენტაროდ
esec gaivlis....

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]