27.03/28.03/29.03 სიონის თევზტური/თევზტური 1

კონკრეტული, დაგეგმილი ღონისძიებები

Moderators: Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი, Kakha, Druides, ლეონტი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Georgian Rabbit
მაწანწალა
Posts: 430
Joined: 06 აგვ 2007, 10:17
Location: Tbilisi, Georgia
27.03/28.03/29.03 სიონის თევზტური/თევზტური 1

Post by Georgian Rabbit » 08 მარ 2009, 23:27

Qocho
ქოჩოოოოოოო! :shock: :shock:
ღმერთმანი, როგორ მომნატრებიხარ მეგობარო!!!

და ყველანი კიდე

მაპატიეთ ვაოფოფებ, ჩემით წავალ, ჰო, კაი!

Qocho
kotetbeli

გაკოცეთ!
"გაგანოყიერებ მე შენ" (c) ლამა

Qocho
ბოდიალა
Posts: 246
Joined: 04 იან 2009, 01:15
27.03/28.03/29.03 სიონის თევზტური/თევზტური 1

Post by Qocho » 08 მარ 2009, 23:49

Georgian Rabbit
სოფო როგორ ხარ? :) მეც მომენატრე, იმედია ახლო მომავალში კარვულ გასვლაში შევხვდებით :)

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
27.03/28.03/29.03 სიონის თევზტური/თევზტური 1

Post by ARCHILI » 09 მარ 2009, 00:19

Qocho


იმედია, შენც წამოხვალ... ისე ვგეგმავთ, რომ აუცილებლად წამოხვიდე და უარი ვერ გვითხრა...


:wink:
Image

User avatar
XAO
იეტი
Posts: 1248
Joined: 14 მაი 2007, 17:06
Location: უღრანი ტყე
27.03/28.03/29.03 სიონის თევზტური/თევზტური 1

Post by XAO » 09 მარ 2009, 02:36

როდის შევიკრიბოთ მოსალაპარაკებლად?
ტყის ბრძენი
Image

Qocho
ბოდიალა
Posts: 246
Joined: 04 იან 2009, 01:15
27.03/28.03/29.03 სიონის თევზტური/თევზტური 1

Post by Qocho » 09 მარ 2009, 10:56

ARCHILI wrote:Qocho


იმედია, შენც წამოხვალ... ისე ვგეგმავთ, რომ აუცილებლად წამოხვიდე და უარი ვერ გვითხრა...


:wink:
ვეცდები არჩილ ყველანაირად :) :) :)

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
27.03/28.03/29.03 სიონის თევზტური/თევზტური 1

Post by Naia » 09 მარ 2009, 11:15

უი, რატომღაც მეგონა ამ თემაში მარტო არჩილი პოსტავდა და საკუთარ თავს ებაასებოდა

გავიპარე ახლა აქედან :)

tavadi
ბოდიალა
Posts: 217
Joined: 08 თებ 2009, 23:56
Location: Tbilisi, Vera
27.03/28.03/29.03 სიონის თევზტური/თევზტური 1

Post by tavadi » 09 მარ 2009, 11:38

ქავთარაძე არ მოდის ხალხო???




გიო რას აპირებ გამაგებინე??
მიყვარს: სპორტული მოტოციკლეტი, სნოუბორდი, რაგბი,ხელჩართული ბრძოლა

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
27.03/28.03/29.03 სიონის თევზტური/თევზტური 1

Post by ARCHILI » 09 მარ 2009, 12:13

Image

დიდი Fიშ-ტური 1 - სიონის Fიშ-ტური


27 მარტი - პარასკევი

1. გასვლა საღამოს სიონში - პლიაჟებთან ტყეში კარვების გაშლა.

2. დაბანაკება, შეშის მოძიება ფანრებით, ცეცხლი.

3. აღნიშვნა.

პაუნას შერჩევით, ეს ადგილი დაახლოებით აქ უნდა იყოს:

Image

და, თუ იქ დავბანაკდებით, სადაც პაუნა ამბობს, მაშინ ხედი ასეთი გვექნება:

Image


28 მარტი- შაბათი

1. ნაწილი თევზაობს დილიდან.
2. ნაწილი დგება მოგვიანებით, გადის საყდრიონის და ნადოკრას ტაძრების დასათვალიერებლად.
3. საღამოსკენ საერთო შეხვედრა ბანაკში.
4. აღნიშვნა.

29 მარტი - კვირა

1. მოვინახულებთ ალოტთან ახლოს მდებარე ჟალეთის ტაძარს.

კოტეტბელის ხედვითა და გაანგარიშებით, სიონის გადასახვევი საიდანაც იწყება, იქიდან დააახლოებით 12 კილომეტრია, თიანეთის მიმართულებით.

თვითონ სიონიდან ტყე-ტყე გადასვლით საკმაოდ ახლოსაა:

Image


ასე თუ ავალთ 10 კმ გამოდის დაახლოებით

Image

2. ჟალეთთან მარშრუტკას დავიბარებთ და თბილისის მიმართულებით მარშრუტკით წამოვალთ დღის მეორე ნახევრისაკენ.
3. გზაში საბადურებზე გავჩერდებით ტყეში.
4. მოვინახულებთ თბილისთან არ მოსული, მშრალხევასთან, მამკოდის ტყეში მდებარე მონასტერს.
5. სავარაუდოდ, გვიან საღამოს ჩამოვალთ თბილისში.


1. ტრანსპორტი: პაუნა, კოტეტბელი ან ხაო, იმედია, მოგვიხერხებს ყველაზე იაფიანი მარშრუტკის მოძიებას, რომელიც წაგვიყვანს და წამოგვიყვანს.

2. ტენტი: როგორც ზემოთ ვთქვი, დაკოტას აქვს და ან თავად წამოიღებს ან მოგვცემს ან წავართმევთ :lol:

3. ანკესები: მე -1 ცალი, ხაოს 1 ცალი, კიდევ?

4. საძილეები: აქ დავწერ ვის არ ექნება, უფრო პრაქტიკული იქნება, ამისათვის წამომსვლელებმა დაპოსტეთ თუ არ გაქვთ საძინებელი ტომარა დააქ დაგაფიქსირებთ, ამასთან, შევეცდებით, პრობლემა მოვხსნათ :)

5. კარვები: ხაო (4 ადგილი, შიძლება 7-მდე აწევაც), პაუნა (4 ადგილი). ლამა და ინტელიგენტიც თუ წამოვლენ, მათაც აქვთ კარვები.

6. სათადარიგო რესურსები (საძინებლები, კარვები და ანკესები): ჯიმი - საძინებელი და ანკესი (1.0)

7. ხარჯები: გზის ფული + საერთო (ზოგს წვენი, ზოგს სოკო, ზოგს წვადი და ა.შ.)

საჭმელ-სასმელი მოგვაქვს სახლებიდან ორი დღის გათვლით.


:arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow: :arrow:


სია გამოიყურება ამგვარად:

წამსვლელები:

1. ლოლა.
2. არჩილი.
3. ხაო.
4. პაუნა
5. ნუსა - არჩილის ოფიციალური თანაშემწე და თევზაობის მუზა :)
6.

მსურველები:

1. ლამა
2. იმერხევლი
3. Jimmy
4. Int3lig3nt
5. სიფრა
6. ბასკი
7. 8. 9. 10. 11. 12. ქეთუნა4 (პლიუსით და ბოვშვებით)
13. მირანდა
14. სმაილი
15. ჭანდერერი
16.

ჩემი მოკრძალებული თხოვნაა, მსურველებმა ან წამომსვლელებმა დაპოსტოთ და სიაში ცვლილებებს თავად შევიტან, როგორც სამეგრელოს ამბავზე და კალკირებები და გამოტოვებები აგვცდება :)

===============================================

ძეგლები, რომლებსაც ლაშქრობაში ვნახავთ:

ჟალეთის ტაძარზე მცირე ინფორმაცია მოვიძიე:

1. ჟალეთის ბაზილიკა / IX-X ს/ს / დაბა სიონი, ნასოფლარ საყარაულოსთან.

2. ჟალეთის წმ. გიორგის ეკლესიის კომპლექსი
1. დარბაზული ეკლესია
2. კოშკი
3. გალავანი
4. სხვა ნაგებობები

ჟალეთის ტაძარი

Image

Image

რაც შეეხება ნადოკრას და საყდრიონის ეკლესიებს, იხილეთ ბმული:

http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=2320

არჩილის მონასტერი ნადოკრაში:

Image

ტაძარი:

Image

წმინდა არჩილის საფლავი

Image


საყდრიონი

Image

შეგახსენებთ, რომ ეს ტური არ გულისხმობს მხოლოდ თევზაობას, ეს არის ლაშქრობა + თევზაობა და ამიტომ ჰქვია Fიშ-ტური, წამომსვლელთათვის ყველა დღე დაგეგმილია დემოკრატიულად: :)

(ა) პარასკევს ერთობლივად ჩავდივართ.
(ბ) შაბათს, ნაწილი თევზაობს, ნაწილი ფეხით მოივლის საყდრიონ-ნადოკრას.
(გ) კვირას, ნაწილი თევზაობს, ნაწილი ფეხით მიდის ჟალეთში.

კვირას, მარშრუტკა გამოივლის სიონში, აკრიფავს (ასე ვთქვათ) მეთევზეებს, წამოვა ჟალეთის შესახვევთან, აკრიფავს დანარჩენსაც

მერე ერთობლივად ავალთ მშრალხევას მამკოდის ტაძარში და ჩამოვალთ თბილისში.

:)

აქვე, ძალიან დიდი მადლობა კოტეს, პაუნას და ყველას, რომელთა დახმარებითაც დგინდება და ხორციელდება ტური.

:)
Last edited by ARCHILI on 09 მარ 2009, 21:31, edited 1 time in total.
Image

User avatar
pauna
მაწანწალა
Posts: 1991
Joined: 29 მარ 2005, 10:49
Location: ვარკეთილი
27.03/28.03/29.03 სიონის თევზტური/თევზტური 1

Post by pauna » 09 მარ 2009, 12:36

ვა ვახ ეხლა კიდე 27 უნდა ველოდოთ :) :(
რააა არილ 27 ველოდებით უკვე 2 თვეა :D
ImageImage

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
27.03/28.03/29.03 სიონის თევზტური/თევზტური 1

Post by Gvalva » 09 მარ 2009, 13:11

ასეთი ანონსი კარავის კი არა, ინტერნეტის კი არა, აფიშების გამკვრელების ისტორიაშიც კი არ ყოფილა!!!

User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
27.03/28.03/29.03 სიონის თევზტური/თევზტური 1

Post by pataputina » 09 მარ 2009, 13:14

იმდენს იზამთ, რომ მეც წამოვალ


:?
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
27.03/28.03/29.03 სიონის თევზტური/თევზტური 1

Post by Naia » 09 მარ 2009, 13:15

Gvalva
:D :D :D

გეთანხმები

მაგრამ აი ეს Fიშ-ი რა არის მაინც ვერ გავიგე :roll: :)

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
27.03/28.03/29.03 სიონის თევზტური/თევზტური 1

Post by Gvalva » 09 მარ 2009, 13:31

რა უნდა მეკითხა...

ანკესი ისეთი რამეა რომ ვინმესგან რომ ითხოვო შეიძლება რამე გაუფუჭო?

ანუ, ანკესი მათხოვეო, ვინმეს რომ უთხრას ვინმემ უხერხულია??

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
27.03/28.03/29.03 სიონის თევზტური/თევზტური 1

Post by ARCHILI » 09 მარ 2009, 13:35

Gvalva wrote:რა უნდა მეკითხა...

ანკესი ისეთი რამეა რომ ვინმესგან რომ ითხოვო შეიძლება რამე გაუფუჭო?

ანუ, ანკესი მათხოვეო, ვინმეს რომ უთხრას ვინმემ უხერხულია??
უხერხული არაა, თუ ინსტრუქციას დაიცავ გამოყენების დროს

:wink:

პრობლემა არაა, ძია ხაო ცნობილი ინსტრუქტორია მაგ საკითხში...
Image

User avatar
XAO
იეტი
Posts: 1248
Joined: 14 მაი 2007, 17:06
Location: უღრანი ტყე
27.03/28.03/29.03 სიონის თევზტური/თევზტური 1

Post by XAO » 09 მარ 2009, 14:53

pauna
ეგ არაფერია ისე მოვა რო ვერც გაიგებ ;) მთვარია ნორმალური ამინდები დაემთხვეს. თორე წვიმაში რა დადგება და რა ითევზავებს იმ სიცივეში.
ტყის ბრძენი
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]