დიდი Fიშ-ტური 1 - სიონის Fიშ-ტური
27 მარტი - პარასკევი
1. გასვლა საღამოს სიონში - პლიაჟებთან ტყეში კარვების გაშლა.
2. დაბანაკება, შეშის მოძიება ფანრებით, ცეცხლი.
3. აღნიშვნა.
პაუნას შერჩევით, ეს ადგილი დაახლოებით აქ უნდა იყოს:

და, თუ იქ დავბანაკდებით, სადაც პაუნა ამბობს, მაშინ ხედი ასეთი გვექნება:

28 მარტი- შაბათი
1. ნაწილი თევზაობს დილიდან.
2. ნაწილი დგება მოგვიანებით, გადის საყდრიონის და ნადოკრას ტაძრების დასათვალიერებლად.
3. საღამოსკენ საერთო შეხვედრა ბანაკში.
4. აღნიშვნა.
29 მარტი - კვირა
1. მოვინახულებთ ალოტთან ახლოს მდებარე ჟალეთის ტაძარს.
კოტეტბელის ხედვითა და გაანგარიშებით, სიონის გადასახვევი საიდანაც იწყება, იქიდან დააახლოებით 12 კილომეტრია, თიანეთის მიმართულებით.
თვითონ სიონიდან ტყე-ტყე გადასვლით საკმაოდ ახლოსაა:

ასე თუ ავალთ 10 კმ გამოდის დაახლოებით

2. ჟალეთთან მარშრუტკას დავიბარებთ და თბილისის მიმართულებით მარშრუტკით წამოვალთ დღის მეორე ნახევრისაკენ.
3. გზაში საბადურებზე გავჩერდებით ტყეში.
4. მოვინახულებთ თბილისთან არ მოსული, მშრალხევასთან, მამკოდის ტყეში მდებარე მონასტერს.
5. სავარაუდოდ, გვიან საღამოს ჩამოვალთ თბილისში.
1. ტრანსპორტი: პაუნა, კოტეტბელი ან ხაო, იმედია, მოგვიხერხებს ყველაზე იაფიანი მარშრუტკის მოძიებას, რომელიც წაგვიყვანს და წამოგვიყვანს.
2. ტენტი: როგორც ზემოთ ვთქვი, დაკოტას აქვს და ან თავად წამოიღებს ან მოგვცემს ან წავართმევთ
3. ანკესები: მე -1 ცალი, ხაოს 1 ცალი, კიდევ?
4. საძილეები:
აქ დავწერ ვის არ ექნება, უფრო პრაქტიკული იქნება, ამისათვის წამომსვლელებმა დაპოსტეთ თუ არ გაქვთ საძინებელი ტომარა დააქ დაგაფიქსირებთ, ამასთან, შევეცდებით, პრობლემა მოვხსნათ
5. კარვები: ხაო (4 ადგილი, შიძლება 7-მდე აწევაც), პაუნა (4 ადგილი). ლამა და ინტელიგენტიც თუ წამოვლენ, მათაც აქვთ კარვები.
6. სათადარიგო რესურსები (საძინებლები, კარვები და ანკესები): ჯიმი - საძინებელი და ანკესი (1.0)
7. ხარჯები: გზის ფული + საერთო (ზოგს წვენი, ზოგს სოკო, ზოგს წვადი და ა.შ.)
საჭმელ-სასმელი მოგვაქვს სახლებიდან ორი დღის გათვლით.
სია გამოიყურება ამგვარად:
წამსვლელები:
1. ლოლა.
2. არჩილი.
3. ხაო.
4. პაუნა
5. ნუსა - არჩილის ოფიციალური თანაშემწე და თევზაობის მუზა
6.
მსურველები:
1. ლამა
2. იმერხევლი
3. Jimmy
4. Int3lig3nt
5. სიფრა
6. ბასკი
7. 8. 9. 10. 11. 12. ქეთუნა4 (პლიუსით და ბოვშვებით)
13. მირანდა
14. სმაილი
15. ჭანდერერი
16.
ჩემი მოკრძალებული თხოვნაა, მსურველებმა ან წამომსვლელებმა დაპოსტოთ და სიაში ცვლილებებს თავად შევიტან, როგორც სამეგრელოს ამბავზე და კალკირებები და გამოტოვებები აგვცდება
===============================================
ძეგლები, რომლებსაც ლაშქრობაში ვნახავთ:
ჟალეთის ტაძარზე მცირე ინფორმაცია მოვიძიე:
1. ჟალეთის ბაზილიკა / IX-X ს/ს / დაბა სიონი, ნასოფლარ საყარაულოსთან.
2. ჟალეთის წმ. გიორგის ეკლესიის კომპლექსი
1. დარბაზული ეკლესია
2. კოშკი
3. გალავანი
4. სხვა ნაგებობები
ჟალეთის ტაძარი
რაც შეეხება ნადოკრას და საყდრიონის ეკლესიებს, იხილეთ ბმული:
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=2320
არჩილის მონასტერი ნადოკრაში:
ტაძარი:

წმინდა არჩილის საფლავი
საყდრიონი
შეგახსენებთ, რომ ეს ტური არ გულისხმობს მხოლოდ თევზაობას, ეს არის ლაშქრობა + თევზაობა და ამიტომ ჰქვია Fიშ-ტური, წამომსვლელთათვის ყველა დღე დაგეგმილია დემოკრატიულად:
(ა) პარასკევს ერთობლივად ჩავდივართ.
(ბ) შაბათს, ნაწილი თევზაობს, ნაწილი ფეხით მოივლის საყდრიონ-ნადოკრას.
(გ) კვირას, ნაწილი თევზაობს, ნაწილი ფეხით მიდის ჟალეთში.
კვირას, მარშრუტკა გამოივლის სიონში, აკრიფავს (ასე ვთქვათ) მეთევზეებს, წამოვა ჟალეთის შესახვევთან, აკრიფავს დანარჩენსაც
მერე ერთობლივად ავალთ მშრალხევას მამკოდის ტაძარში და ჩამოვალთ თბილისში.
აქვე, ძალიან დიდი მადლობა კოტეს, პაუნას და ყველას, რომელთა დახმარებითაც დგინდება და ხორციელდება ტური.
