მოგონებანი გარდასულ დღეთა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

User avatar
Mao
იეტი
Posts: 1644
Joined: 24 მაი 2005, 20:36
მოგონებანი გარდასულ დღეთა

Post by Mao » 24 ივლ 2006, 22:36

ui mets mivaoptopike. shemrtsxva
together on the top!!

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
მოგონებანი გარდასულ დღეთა

Post by gobe » 25 ივლ 2006, 11:44

ამბავი ჩაქაფულისა, ირმის ნახტომისა და ბოტასისა

დაახლოებით შვიდიოდე წლის წინ მეგობრებმა ერთი დღით გადავწყვიტეთ თბილისის დატოვება და წავედით გუდარეხში. გზაში ბატკანი ვიყიდეთ, მეცხვარეს იქვე დავამუშავებინეთ და უკვე საკულინარიოდ გამზადებული მოვათავსეთ მანქანაში. მოხდა ისე, რომ რაღაც-რაღაც გაუთვალისწინებელმა მომენტებმა ხელი შეგვიშალა და სამწუხაროდ, გუდარეხში, დაგეგმილ დროსთან შედარებით, დაახლოებით 3 საათის დაგვიანებით ჩავედით, თანაც ისიც "ავტოსადგომამდე" (ნაწვიმარი იყო და ორ მანქანას გაუჭირდა ასვლა), გავაჩერეთ მანქანები და დავიძარით ფეხით. დროის სიმცირის გამო სამწუხაროდ საფუძვლიანად ვერ დავათვალიერეთ იქაურობა, რამოდენიმე ძეგლი მოვინახულეთ და სუფრისაკენ გავწიეთ.

ეჰ, რა იმედი გვქონდა, რომ ჩაქაფულს გეახლებოდით... მაგრამ, ნურას უკაცრავად... არც მანდ გაგვიმართლა - ჩვენმა "შეფ-მზარეულმა" ასე გამოგვიცხადა, ხო დამაგვიანეთ აქ ჩამოსვლა, ჰოდა ეხლა ყველაზე სწრაფად მხოლოდ სალათის გამზადება შეიძლება, აგერ ბატონო ყველი და პური, და კიდევ ვისაც გეძოვებათ - ა ბატონო თქვენ ტარხუნა და ვისაც გემჟავებათ - ა ბატონო ტყემალიო. ეჰ, ჩაქაფული, ჩაქაფული... ისე, თბილისში კი გეახელით მეორე დღეს ჩაქაფულს, თანაც უკვე კომბინირებული სახით და არა ცალცალკე :)

მოკლედ, სუფრას შემოვუსხედით და შევუბერეთ შეძლებისდაგვარად :? . ღვინომ თავისი ჰქმნა, სიმღერამაც და საბოლოო ჯამში ასე თუ ისე კმაყოფილებმა დავტოვეთ იქაურობა.

მოკლედ, დავიძარით "ავტოსადგომისკენ". მოვუყვებით ბილიკს და ვხედავ არც თუ ისე პატარა ზომის გუბეს. გავჩერდი, მეგობრებს გამოვუცხადე, ეხლა გაჩვენებთ ირმის ნახტომს-მეთქი. მოვემზადე, ირემივით მოვიღერე ყელი :lol: , ხელები გადავინაწილე სხეულზე, ერთი მკერდზე, მეორე ზურგზე, გავექანე და ჰოპ... არ ჩავხტი გუბეში? გუბე იყო?... გუბის უნახავს გაგხდიდა - წყლის მაგივრად ლამითა და ტალახით იყო სავსე, ბლანტი, ბლანტი, უბლანტესი რამე. ეგრევე ამოვხტი. ერთბაშად, ერთდროულად აგვიტყდა სიცილი ყველას... ვიცინით და ვაგრძელებთ გზას, გზას რა, უფრო სწორად სულ რაღაც ხუთიოდე ნაბიჯი მაქვს გადადგმული და ვაფიქსირებ, რომ ცალი ფეხით ვკოჭლკობ. დავიხედე ფეხებზე და რას ვხედავ, ცალ ფეხზე ბოტასი აღარ მაცვია... :lol: (1 თვის ნაყიდი მქონდა). აი მერე უნდა გენახათ, ჯიგრების ხარხარი... :) :lol: :D აბა, ვეცი იმ გუბურას და ვაფათურებ ხელებს, ვეძებ, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ, ვერ მივაგენი... მერე ორი-სამი მეგობარიც შემომიერთდა და გაჩაღდა სერიოზული საძიებო სამუშაოები, წამში დაარსდა კომპანია "ელიოზი". მოკლედ, ბოტასი ვერანაირად ვერ ვიპოვეთ. ერთ-ერთ მეგობარს ფეხის ზომა ჰქონდა 45 თუ 47 (მე 42) და შემომთავაზა ერთი ცალი ფეხსაცმელი, რომელსაც პერიოდულად ვუბრუნებდი და ასე მორიგეობით კოჭლობ-კოჭლობით მივუყვებოდით გზას.
ასეა თუ ისეა, გვიან ღამით დავბრუნდით თბილისში.

თენდება მეორე დღე. ვიღვიძებ, აზრზე მოვდივარ და ვუყურებ ჩემს ეულ ბოტასს. რა უნდა მექნა, ავდექი და ჩავაგდე კორპუსის კედელში განთავსებულ ბუნკერში.
...
გადის ორიოდე დღე, აივანზე ვდგევარ, სიგარეტს ვეწევი და ვიყურები ქვემოთ. ვხედავ, ნაგვის მანქანაა გაჩერებული ბუნკერთან. ერთ-ერთი მენაგვე ნიჩბით მისდგომია ბუნკერს და გამწარებული ნაგავს ქექავს და გაბრაზებული რაღაცას ყვირის. მეორე კი, ალბათ მძღოლი, მანქანის გვერდით მხრებაჩეჩილი დგას... ვაგრძელებ ქვემოთ ყურებას და რას ვხედავ :shock: ის ჩემი ეული ბოტასი წინ არ უდევს? :D აი, მაშინ კი მივხვდი ყველაფერს, შევვარდი სახლში და ჩემს ცოლს დავუძახე. აი, რაც ჩვენ მაშინ ვიხალისეთ... :lol: რა იცოდნენ იმ საწყალმა მენაგვეებმა, რომ მეორე გუდარეხში მქონდა დათესილი... :D

აბა, ჯერჯერობით, შემდეგ შემოსვლამდე კარავში :wink: .
Last edited by gobe on 02 აგვ 2007, 16:02, edited 4 times in total.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
მოგონებანი გარდასულ დღეთა

Post by guruli » 25 ივლ 2006, 14:25

gobe
აბა, ჯერჯერობით, შემდეგ შემოსვლამდე კარავში
ოღონდ ხშირ-ხშირად შემოდი.

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
მოგონებანი გარდასულ დღეთა

Post by Nika » 25 ივლ 2006, 15:09

მენაგვეებზე მაგრა ვიკაიფე

User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
მოგონებანი გარდასულ დღეთა

Post by Toma » 25 ივლ 2006, 17:29

guruli

შესაშურად გიხალისიათ, კარგია მომეწონა :D

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
მოგონებანი გარდასულ დღეთა

Post by guruli » 25 ივლ 2006, 19:10

Toma
ვისა - მე? არა, ეგენი გობემ დაწერა, მე არაფერ შუაში არა ვარ.

User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
მოგონებანი გარდასულ დღეთა

Post by Toma » 25 ივლ 2006, 19:16

guruli wrote:Toma
ვისა - მე? არა, ეგენი გობემ დაწერა, მე არაფერ შუაში არა ვარ.
ხოოო ბოდიში შემეშლა გოგებ გობე :D

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
მოგონებანი გარდასულ დღეთა

Post by gobe » 25 ივლ 2006, 19:36

Toma,
ეგ არაფერი. რა მოხდა. მე და ჩემი მეგობრები ვიყავით. ისე კი მართლა მაგრად Image
Last edited by gobe on 26 ივლ 2006, 02:12, edited 2 times in total.

User avatar
Toma
იეტი
Posts: 2655
Joined: 27 ივლ 2005, 21:50
Location: Tbilisi
მოგონებანი გარდასულ დღეთა

Post by Toma » 25 ივლ 2006, 19:50

gobe

ეს ყველაფერი კარგია გაიხარე, მაგარი ხარ :D

User avatar
Mrs. Robinson
იეტი
Posts: 1488
Joined: 13 სექ 2005, 19:13
მოგონებანი გარდასულ დღეთა

Post by Mrs. Robinson » 25 ივლ 2006, 20:09

gobe
ვაი ბოლო (და ძალიან საინტერესო) პოსტზე ჩემთან ფოტოები არ გამოჩნდააააააააააა! :( :cry: რატომ?????????????


ერთ ძალიან მშვენიერ დღეს ბევრი ფული რომ მექნება....... გაფინანსებ!
დავბეჭდოთ! მაგარია!
:lol: :D :D :D :D

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
მოგონებანი გარდასულ დღეთა

Post by gobe » 26 ივლ 2006, 01:14

guruli,
Nika,
Toma,
Mrs. Robinson,

მოხარული ვარ რომ მოგეწონათ ისტორიები. იხარეთ და იდღეგრძელეთ. ვისურვებდი, ეს ჩემი დალოცვა ვირტუალური-დან რეალურშიც განმეხორციელებინოს.

Mrs. Robinson,
შენ გული არ დაგწყდეს. ვეცდები გავასწორო link-ებით მიმაგრებული "ღიმილუკები".
Last edited by gobe on 26 ივლ 2006, 02:46, edited 1 time in total.

User avatar
Mao
იეტი
Posts: 1644
Joined: 24 მაი 2005, 20:36
მოგონებანი გარდასულ დღეთა

Post by Mao » 26 ივლ 2006, 01:36

gobe
gaixare gobe
together on the top!!

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
მოგონებანი გარდასულ დღეთა

Post by gobe » 26 ივლ 2006, 02:15

Mao,
ვეცდები :D .

კარ(ა)ველებო,

მთავარია ImageImage არ იყოს, მეტი Image და ნაკლები Image გვქონოდეს, სურვილისამებრ ზოგს Image მთებში, ზოგსაც Image, გადაგვეღოს ბევრი Image, მოსაღამოვებულზე ერთად Image, აგვეწიოს საქართველოს Image, ბევრი Image და Image, ... და მერე, უკან დაბრუნებულებს Image ჩვენი მოგონებები.



P.S. Image სულ სხვაა!!!

User avatar
lashas
ბილიკზე მოარული
Posts: 82
Joined: 22 ივლ 2006, 15:00
Location: თბილისი
მოგონებანი გარდასულ დღეთა

Post by lashas » 26 ივლ 2006, 08:25

gobe
მაგარია

User avatar
toga
იეტი
Posts: 1063
Joined: 26 აპრ 2005, 17:00
მოგონებანი გარდასულ დღეთა

Post by toga » 26 ივლ 2006, 09:26

gobe
აუ რა მაგარია ჯიგარი ხარ ძანა მომეწონა :D
icxovre ise rom sikvdili ikos shentvis udidesi usamartloba

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]