მოგონებანი გარდასულ დღეთა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
მოგონებანი გარდასულ დღეთა

Post by kotetbeli » 22 ივლ 2006, 01:26

gobe
ჰა ჰაა, გაიხარე, გაიხარე! მეც მაგრად ვისიამოვნე ამის წაკითხვით... :D
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
მოგონებანი გარდასულ დღეთა

Post by gobe » 22 ივლ 2006, 03:33

ზესხოს ალპინისტური ბანაკი, სვანეთი, 1997

1. თბილისი

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ 1997 წლის აგვისტოს დასაწყისში, ათ დღიან ჟურნალისტურ ალპინიადაზე წასვლის მსურველები სპორტის სასახლის წინ შევიკრიბეთ. ვიქნებოდით ასე ოცამდე. ერთმანეთს ყველა არც კი ვიცნობდით. ჩემს გარდა თითქმის ყველა ჟურნალისტი იყო, თუმცა დამპატიჟეს და აბა რა მექნა, არ წავსულიყავი?

დაბარებულ დროს მოვიდა ერთი ციცქნა ავტობუსი და ჩვენც შევუდექით ჩაბარგებას. დავიწყეთ სასმელებით - არყით, კონიაკითა და ლუდით. თანაც, მერე, რატომღაც გვიკვირდა ზურგჩანთებს რომ ვეღარ ვტევდით. ავტობუსში რომ შეეხედა ვინმეს, იფიქრებდა სასმელების დისტრიბუტორი კომპანიის ავტობუსი არისო.


2. თბილისი-ლენტეხი-ზესხო

დავიძარით. შეიძლება ითქვას, რომ გაცნობა-გაშინაურების პროცესი სასმელის წყალობით მეტ-ნაკლებად წარმატებით მიმდინარეობდა. ლენტეხში საღამოს 6-7 საათისთვის ჩავედით. ზესხოს ალპინისტური ბანაკის დირექტორმა, ცხონებულმა ჯოკია გუგავამ, კარგად მიგვიღო. დავისვენეთ, ვივახშმეთ და ზესხოსკენ მიმავალი სატვირთო მანქანებისკენ დავიძარით.

აი, სამიოდე დღის შემდეგ, როდესაც მცირე მანძილზე, ლენტეხის მიმართულებით, სატვირთო მანქანით მინი-ექსკურსია მოგვიწყვეს, სვანი მძღოლების პროფესიონალიზმში დავრწმუნდით - ისეთ ადგილებში იარეს, რომ ჯიხვი და არჩვიც კი ვერ გაივლიდნენ და გამავალი მანქანის დანახვისას სირცხვილისაგან გაწითლდებოდნენ.

დავბრუნდები ცოტა უკან. მოკლედ ვნაწილდებით სატვირთო მანქანებში, უფრო სწორად, ჩვენ ყველანი ერთ მანქანაშიც კი ვეტეოდით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სპორტულ შეკრებაზე ("სბორებზე") ზესხოში მიდიოდა სვან მოჭიდავეთა ჯგუფი, რომლისთვისაც გამოყოფილი იყო ერთ-ერთი სატვირთო მანქანა. ამავე დროს, უცბად საიდანღაც იქაურებმა, ლენტეხელებმა, მოიყვანეს სამი ახალგაზრდა უცხოელი მამაკაცი, რომლებსაც გადაწყვეტილი ჰქონდათ სვანეთის დათვალიერება. უცხოელები მოჭიდავეების სატვირთო მანქანაში აღმოჩნდნენ. მეც მათთან გამამწესეს. მოკლედ ავძვერი ჩემი ბარგი-ბარხანიანად და დავიძარით ზესხოსკენ. უცხოელებიდან ორნი, ტომი და იანი, ინგლისელები იყვნენ, მესამე, სახელად ტენი, კი ავსტრალიელი. იგი ჯარიდან შვებულებაში იყო და გადაწყვეტილი ჰქონდა საქართველოს მონახულება.

კარგად მახსოვს გაცნობის სცენა (სასმელი უკვე შედარებით განელებული მქონდა). ჯერ მოჭიდავეები გავიცანი. ძალიან კარგი ბიჭები იყვნენ. მერე გადავედი უცხოელებზე. გაცნობა ავსტრალიელით დავიწყე. გავუწოდე ხელი, მაგრამ სახელის თქმა დამასწრო - ფხიზელი იყო:
- ტენ!
- სევენ - არ დავაყოვნე.
- იან! - შემდეგმა ჩამომართვა ხელი.
- გილან - ვუთხარი და მესამეზე გადავედი.
- ტომ!
- ჯერი! - იყო ჩემი პასუხი.
შევატყვე, რომ, დაიბნენ. ალბათ დიაგნოზიც დამისვეს ეგრევე... თუმცა, შემდეგ კი, ნელ-ნელა საუბარიც აეწყო, ოღონდ ვატყობდი, რომ მაინც ფრთხილობდნენ.

ასე საუბარ-საუბარში ჩავედით ზესხოში (არა და, წესით ავედით). უკვე ძალიან გვიანი იყო, მაგრამ არ გვეძინებოდა.

რამოდენიმე ჭიქა კონიაკი, უფრო სწორად, ქართული ბრენდი დავლიეთ, ერთი-ორი სიმღერა ვიმღერეთ და სადღაც გავუჩინარდი... ჰო, პირდაპირი მნიშვნელობით დავიკარგე... თურმე, მთელი ღამე მეძებდნენ და საინტერესო ის არის, რომ იქვე, კოტეჯებს შორის მინდორში მიპოვეს - თურმე, მაისური მქონია გახდილი, რომელსაც ვიქნევდი და ვიქნევდი. ვის ვუხმობდი, დღესაც არ ვიცი...

დილიდან, ის მინდორი გოგიას მინდვრად მოინათლა.


3. ზესხო

ზესხოს ბანაკს მეთვალყურეობას უწევდა შესანიშნავი პიროვნება ვალოდია ქურასბედიანი. არაჩვეულებრივები იყვნენ ინსტრუქტორებიც და ბანაკის მომსახურე პერსონალიც.

ბანაკში დაგვხვდნენ მეკლდეურები, რომლებიც მოჭიდავეების მსგავსად სავარჯიშოდ იყვნენ ამოსულები.

ბანაკში შესანიშნავი პირობები იყო. იდგა მშვენიერი კოტეჯები, იყო სასადილო, აბანო, საბილიარდო ნაფრონტალი ბილიარდის მაგიდითა და ასევე ნაფრონტალი ბურთებით, თუმცა ბანაკის წევრები რაღაცნაირად მაინც ახერხებდნენ თამაშს.

ჩასვლიდან რამოდენიმე დღის შემდეგ, მასპინძლებმა უშგულის დასათვალიერებლად წაგვიყვანეს. გზად შესანიშნავი ხედები იშლებოდა.

Image
აილამა

მალე უშგულიც გამოჩნდა. უცბად, ბანაკის ერთ-ერთი წევრი ბრუნდება ჩვენი ინსტრუქტორისკენ, ალიოშა გაზდელიანისკენ, და იწყებს ანეკდოტის მოყოლას სვანებზე: კლდის ქიმზე მცხოვრებმა სვანმა იყიდა BMW. ავტოფარეხის უქონლობის გამო სოფლის მჭედელს გამოაჭედინა მსხვილი ჯაჭვი, ჩააბა მანქანას და გადაკიდა კლდეზე. ჰოდა ერთხელაც გაწყდა ეს ჯაჭვი და მანქანა უფსკრულში გაუჩინარდა. მოიწვიეს სვანებმა კრება და გადაწყვიტეს მჭედლის სიკვდილით დასჯა, თუმცა ბევრი ფიქრისა და ჭოჭმანის მერე ასეთი რამ გადაწყვიტეს: მჭედელი ერთი გვყავს, პარიკმახერი კი ორიო. ჰოდა ერთ-ერთი პარიკმახერი მოვკლათო... მოკლედ, დაასრულა თხრობა და ისმის ალიოშას ხმა: ვალოდიაა, მოოოუწევს ამ ბიჭს უშგულში დარჩენაა-ო და ჩამოვარდა სიჩუმე... საბედნიეროდ, ალიოშას იუმორის გრძნობა აღმოაჩნდა...


Image
უშგული

Image
უშგული. უკანა პლანზე შხარა

ზესხოში ყოფნის პერიოდს დაემთხვა ჩვენი ერთ-ერთი მეგობრის დაბადების დღე. უნდა გენახათ როგორი სუფრა გაშალეს სვანებმა. ყველანი ერთად მივუსხედით მაგიდებს - ბანაკის ხელმძღვანელობა, მომსახურე პერსონალი, მოჭიდავეები, მეკლდეურები და ჩვენი ჯგუფი. ვალოდია ქურასბედიანმა იუბილარს საჩუქრად წერაყინი გადასცა და გაჩაღდა ქეიფი სიმღერებითა და ცეკვა-თამაშით. მშვენიერი დრო გავატარეთ.

ბანაკის ხელმძღვანელობის მიერ გადაწდა ორ მწვერვალზე წასვლა. ერთი იყო მაჩხაპარა, რაც თურმე ცხრა ჩანჩქერს ნიშნავს სვანურად და მეორე მარჯანიშვილი. შერჩეულ იქნა შედარებით მარტივი მარშრუტები, რათა ყველა წევრს მიეღო ის სიამოვნება, რაც მწვერვალზე ასვლის პროცესს ახლავს თან. გზადაგზა გვხვდებოდა არაჩვეულებრივი მინდვრის ყვავილებით გაფერადებული ალპური ფერდობები, იშლებოდა ულამაზესი ხედები. თვით მწვერვალზე ასვლას დიდი ისტორია არ ჰქონია, რადგან ძირითადად ჩუმად მივდიოდით, ულაპარაკოდ, იშვიათად თუ ამოვიღებდით ხმას.

მაგრამ, მიუხედავად დაღლილობისა, რაოდენ საოცარი ენერგიით იმუხტები როგორც კი მწვერვალზე ფეხს შედგამ... ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი ისეთი სიამოვნებაა, რომელსაც ალბათ ვერ აღწერ.

Image
ქვემოთ ზის ვალოდია ქურასბედიანი. ზემოთ, მარცხნიდან მარჯვნივ: კახა, ტომი და იანი

Image
ბანაკის წევრთა ნაწილი

ათი დღე უცბად მიილია და თბილისში გამომგზავრების დროც დადგა. დავიძარით თბილისისკენ. თუმცა, გზაში საკმაოდ შევფერხდით. ხანგრძლივი წვიმების გამო ერთ ადგილას გადასასვლელი ისე იყო დაზიანებული, რომ სატვირთო მანქანით გადასვლა შეუძლებელი გახდა - სამანქანო, გრუნტის გზაზე, ფერდობიდან მომავალი ნაკადული მდინარედ ქცეულიყო. სიცივესა და თავსხმა წვიმაში იძულებულნი გავხდით ჩამოვსულიყავით მანქანიდან, გოგონები გადაგვეყვანა და მორებითა და ლოდებით დროებით მაინც აღგვედგინა გადასასვლელი.

სხვათაშორის, მიუხედავად საშინელი ამინდისა და სიცივისა არც-ერთი ჩვენთაგანი ავად არ გამხდარა...
რადგანაც, ბანაკში მიღებული უდიდესი სითბო ჯერ კიდევ თან გვდევდა...
რადგანაც, ჩვენ, სულ რამოდენიმე დღის წინ ერთ თოკში ვიყავით ჩაბმულები, ერთ თოკში...
რადგანაც, მართლაც რომ წამლად აღმოგვაჩნდა ყოველი შემთხვევისათვის საგულდაგულოდ გადანახული ქართული ბრენდის ორად ორი ბოთლი...
რადგანაც, ...
რადგანაც, ...
რადგანაც, ...


თბილისში ღამით ჩამოვედით.


P.S. ისე კი, “შპროტის” ქვაზე გახსნის პროცესს პირველად სვანეთში ვეზიარე, მწვერვალიაკენ მიმავალნი შესასვენებლად რომ გავჩერდით მაშინ.
Last edited by gobe on 10 აგვ 2007, 17:50, edited 7 times in total.

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
მოგონებანი გარდასულ დღეთა

Post by Nika » 22 ივლ 2006, 09:42

gobe
ძაან მაგარია. ასეთი ინტერესით კაი ხანია არაფერი წამიკითხავს.

User avatar
Mao
იეტი
Posts: 1644
Joined: 24 მაი 2005, 20:36
მოგონებანი გარდასულ დღეთა

Post by Mao » 23 ივლ 2006, 13:27

gobe

minda gitxra amdeni smis mere dzalian bevri gxsomebia :D :D :D :D
pantastiuria!
together on the top!!

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
მოგონებანი გარდასულ დღეთა

Post by guruli » 23 ივლ 2006, 13:42

gobe
მეც კარგად ვისიამოვნე ამის წაკითხვით, მაგრამ ამ მენისკისა რა ვთქვი... 3 წლის წინ ამის გამო მყინვარზე ვერ წავედი - ჟურნალისტები და ოლიმპიური ჩემპიონები მიჰყავდათ, ახლა მანდ...
ჰოდა, მანდ ერთი კარაველიც იყო - ნიამორი (მე რომ დრაკონს ვეძახი). ალბათ, გაიცნობდით ერთმანეთს.

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
მოგონებანი გარდასულ დღეთა

Post by gobe » 23 ივლ 2006, 22:39

Nika,
Mao,
guruli,
გაიხარეთ!!! guruli, რაც შეეხება ნიამორს, ზედმეტი სახელით ვერ ვხვდები ვისზეა საუბარი. ისე კი, პირადად მე, იქ არც ნიამორი მინახავს, არც ჯიხვი და არც არჩვი :)
Last edited by gobe on 10 აგვ 2007, 17:51, edited 4 times in total.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
მოგონებანი გარდასულ დღეთა

Post by guruli » 23 ივლ 2006, 22:47

gobe
პირადად მე, იქ არც ნიამორი მინახავს, არც ჯიხვი და არც არჩვი
:lol: :lol: :lol:
კიდე კარგი, დრაკონი არ შეგხვდა... :D :D :D

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
მოგონებანი გარდასულ დღეთა

Post by gobe » 23 ივლ 2006, 23:21

:lol: :lol: :lol:
Last edited by gobe on 10 აგვ 2007, 17:51, edited 1 time in total.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
მოგონებანი გარდასულ დღეთა

Post by guruli » 24 ივლ 2006, 16:33

gobe
guruli, რაც შეეხება ნიამორს, ზედმეტი სახელით ვერ ვხვდები ვისზეა საუბარი.
თამუნა ჯიშკარიანზე, იგივე ნიამორზე და დრაკონზე, :lol: რომელმაც ეს წუთია, მოგიკითხა. მაგრამ თურმე ახლა არ ყოფილა თქვენთან, ეგენი სხვა ლაშქრობაში ყოფილან.

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
მოგონებანი გარდასულ დღეთა

Post by gobe » 24 ივლ 2006, 16:45

guruli,
ვააააა, გაიხარეთ, გაიხარეთ!!! დიდი მადლობა :D

niamori
ბოდიალა
Posts: 145
Joined: 23 თებ 2006, 22:30
Location: Tbilisi
Contact:
მოგონებანი გარდასულ დღეთა

Post by niamori » 24 ივლ 2006, 17:32

ვაი კლეჩატო გოგი!!! რა ცუდია სიბერე!! გინდა ვან-გოგი დაირქვი და გინდა!!! მაშ ნიამორები არ გინახავს ხომ? დასტრელდიტ სადმე ხილიანზე და იქ მოვალ უზარმაზარი რქებით:)))

niamori
ბოდიალა
Posts: 145
Joined: 23 თებ 2006, 22:30
Location: Tbilisi
Contact:
მოგონებანი გარდასულ დღეთა

Post by niamori » 24 ივლ 2006, 17:35

აღარ მოგწყინდატთ 1997 წლის სვანეტის და 2001 წლის ჭაუხის გახსენება? ცოტა გამოფხიზლდიტ და პარასკევს 5 დღით ჭაუხში ავიდეთ. მარტოს მეზარება!!! მაინც ვერ ხვდები ხომ ვინ ვარ!!! კიდევ გეტყვი 9 ივლის მკინვარტსვერზე ვიდექი და 3 დგეა უშბის პლატოს მისადგომიდან (ქორულდის მხრიდან დავბრუნდი) ბებერო!!! :))))) :lol:

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
მოგონებანი გარდასულ დღეთა

Post by gobe » 24 ივლ 2006, 17:36

ვაააა, ქ-ნო ნიამორო, გაიხარე, ჰელლოუ :wink:

ეხლა ვწერ რაღაც პატარა ერთ დღიანი გასვლის ისტორიებს და იმასაც აქ ჩავსვამ. ნახე ჩემი ფოტო? 15 წლის წინანდელი, ფოტოების განყოფილებაშია ბოლოსკენ. გაიხარე :D

User avatar
gobe
მზიან ქვეყნის იეტი
Posts: 2146
Joined: 23 ივნ 2006, 11:30
Contact:
მოგონებანი გარდასულ დღეთა

Post by gobe » 24 ივლ 2006, 17:43

თამო,
niamori wrote:აღარ მოგწყინდატთ 1997 წლის სვანეტის და 2001 წლის ჭაუხის გახსენება...
ოქრო, აბა თემის სათაურს შეხედე. რაც შეეხება ჭაუხებს, საწყის გვერდზე ნახე: "სავარაუდო გასვლები" და "სამომავლო გეგმები". აი, ჰოოოოოდა, იქ მიბრძანდით, გეთაყვა. ჰმ... :wink:

User avatar
Mao
იეტი
Posts: 1644
Joined: 24 მაი 2005, 20:36
მოგონებანი გარდასულ დღეთა

Post by Mao » 24 ივლ 2006, 22:34

niamori

me ar tsamoyvant chauxebshi?
:oops:
together on the top!!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]