კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 20 თებ 2009, 15:31

დათო wrote:GAMARJOBA SAKARTVELO
უ1ლესად, იმას გაუწიეს ანგარიში, რომ ახლა 1921 წელი აღარ იყო.
1921 წელი არის ყოველთვის, ოღონდ კი ხელსაყრელი პირობები გამოჩნდეს. გლობალური შეხედულება იმაზე, რომ ქვეყნის ოკუპაცია არ შეიძლება - რუსეთში არ არსებობს.
ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტულ ვითარებაზე. მეტი დიპლომატიური მხარდაჭერა რომ ყოფილიყო, საერთოდ ვერ დაგვესხმებოდნენ. ნაკლები რომ ყოფილიყო - ბოლომდე გავიდოდნენ. ახლა ისინი სწორედ ცდილობვენ შექმნან ოკუპაციისთვის უფრო ხელსაყრელი დიპლომატიური გარემო, რაც ჩვენთვის სახიფათოა. იმიტომ რომ აქტიურად ცდილობენ.


სააკაშვილს რაც შეეხება, საუბარია არა შუა ომის დროს არეულობაზე, არამედ ომის შემდეგ ცოტა ხანში. რუსებს შეეძლოთ ეფიქრათ, რომ 2-3 თვეში, ომის ემოციები რომ ჩაცხრებოდა, საქართველოში დაიწყებოდა დიდი მოძრაობა სააკაშვილის წინააღმდეგ, ამ მარცის გამო.


ახლა აღარ აქვს მნიშვნელობა, რა ზომის დიპმხარდაჭერა გვქონდა.
ფაქტია, რომ როგორც ზევით უკვე აღვნიშნე, რუსეთის მთავრობამ რიგ გარემოებებს გაუწია ანგარიში, რომ
სახმელეთო ომი შიდა ქართლს არ გაეცდინა.

რუსეთს კიდევ სააკაშვილზე რაც ეგონათ, თავად იკითხონ.
საბოლოო ჯამში, მაგათ რა ხეირი?
მთავრობას ძალით თუ შეცვლიან, თორემ სააკაშვილის შემდგომი ნებისმიერი მთავრობა, პოლიტთვალსაწიერს
რომ შევხედოთ, მაინც დასავლური იქნება.
ჰოდა, რუსებს მაგ იმედით, თხა გავყიდე, თხა ვიყიდეს ვარიანტი გამოუვიდოდათ.
ამიტომ, ვერ ვხვდები, სააკაშვილის თუნდაც 2-3 თვეში ოპოზიციის მიერ შეცვლას რუსეთისთვის რა ხეირი უნდა მოეტანა.
ვითომ, ის, რომ ახალი მთავრობა რუსეთთან უფრო კონსტრუქციული იქნებოდა, სა1ო ენას
უფრო ადვილად გამონახავდა მედვეპუტინთან?

დასავლური პრესა წერს, რომ რუსეთისთვის სააკაშვილი და საქართველო 1იანად მიუღებელია.
აგერ, შენც ამბობ, რუსეთს საქართველოს სრული ანექსია სურსო.
ჰოდა, მთავრობებში საქმე სულაც არ ყოფილა.
ჩვენი გადარჩენა 1ანობაში, ზომიერებასა და დემოკრატიაშია, თორემ, ვფიქრობ, 1921 წელი ყოველ
წელს რომ მოდიოდეს, რუსები მაინც ვერაფერს დაგვაკლებენ.

ამასთან, დღეს გეოპოლიტიკას მხოლოდ რუსები არ განსაზღვრავენ და ნუ გგონია, რომ გლობალურ ინტერესებს ისინი არად დაგიდევენ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
დათო
მაწანწალა
Posts: 444
Joined: 29 მარ 2008, 17:24
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by დათო » 20 თებ 2009, 15:35

GAMARJOBA SAKARTVELO

...ხოლო ბირთვული იარაღი რომ გამოეყენებინა, ჩვენ დღეს გვექნებოდა კიდევ უფრო სხვანაირი საქართველო.


მაგრამ მან გამოიყენა რაც გამოიყენა და ეს იყო ძალიან ბევრი.
გასაგებია, შენ იმას გულისხმობ, რომ თბილისის შტურმი არ განახორციელა.
მაგრამ ეს არ არის რაიმე 21 საუკუნის აქსიომებით განპირობებული. ეს ილუზიაა. რუსეთმა გააკეთა რაც გააკეთა კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე. ნაკლებად ხელსაყრელ ვითარებაში ამას არ გააკეთებდა, უფრო ხელსაყრელ ვიტარებაში გააკეთებდა მეტს.
და უფრო მეტიც - რუსეთი აქტიურად ცდილობს შექმნას ეს უფრო ხელსაყრელი ვითარება, სწორედ ეხლა, ამ პერიოდში. საუბარია როგორც დიპლომატიურ აქტიურობაზე, ისევე სამხედრო მშენებლობაზე ოკუპირებულ და მოსაზღვრე რუსულ ტერიტორიებზე.


User avatar
დათო
მაწანწალა
Posts: 444
Joined: 29 მარ 2008, 17:24
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by დათო » 20 თებ 2009, 15:41

GAMARJOBA SAKARTVELO
დასავლური პრესა წერს, რომ რუსეთისთვის სააკაშვილი და საქართველო 1იანად მიუღებელია.
აგერ, შენც ამბობ, რუსეთს საქართველოს სრული ანექსია სურსო.
ჰოდა, მთავრობებში საქმე სულაც არ ყოფილა.
როდესაც ხდება მთავრობის ძალისმიერი ჩამოგდება სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ეს ძალიან უწყობს ხელს ხსენებული მიზნების მიღწევას.
ამასთან, დღეს გეოპოლიტიკას მხოლოდ რუსები არ განსაზღვრავენ და ნუ გგონია, რომ გლობალურ ინტერესებს ისინი არად დაგიდევენ
მარტონი არ განსაზღვრავენ, მაგრამ თავისას ცდილობენ. მე არ ვამბობ, რომ რუსები 100% მიაღწევენ თავის მიზნებს.
მე ვამბობ, რომ ისინი ამას ძალიან აქტიურად ცდილობენ და რომ ამ მიზნებში შედის საქართველოს დეზინტეგრაცია.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 20 თებ 2009, 16:10

დათო,

იცი, რას ვფიქრობ?
კიდევ კგ, ბირთვული იარაღი არ გვაქვს.
ვისაც აქვს, რა, მშვიდად ცხოვრობს?

რუსეთი კიდევ 2 თვე შეეცდება პრობლემების შექმნას
უბრალოდ, გამოზაფხულდება,
ევროპა ასე მკვეთრად გაზზე აღარ იქნება დამოკიდებული და აშშ ადმინისტრაციაც სწორედ
ამ 2 თვეში მართავას უმაღლესი დონის შეხვედრებს რუსეთისა და სხვა წამყვანი ქვეყნების 1ლ
პირებთან და პრიორიტეტებს საბოლოოდ ჩამოაყალიბებს.
მეტნაკლები პრიორიტეტები ვიცით - დასავლეთი რუსეთს კავკასიას არ დაუთმობს ("ნაბუქოს" მხარდაჭერა სწორედ ამის ნიშანია.
ამასთან, ვფიქრობ, რომ როდესაც დასავლეთი 4,5 მილიარდიან დახმარებას გაძლევს, რუსეთის ასე იოლ ლუკმად არ გიმეტებს.
ვფიქრობ, ის ამ ფულის გამოყენებისა და დაცვის ვალდებულებასაც იღებს.
ახლა არ თქვა, ეს დახმარება 3 წელიწადზეა გადანაწილებული და ჯერ მხოლოდ 200
მილიონია შემოსული და დასავლეთი ამის გამო თავს არ გამოიდებსო.
აგერ, ევროსაბჭომ, ევროინტიტუტების 1-1მა დაბალმა რგოლმა ბოლო რეზოლუციით დაადასტურა,
რომ რუსეთის ქცევებზე დასავლეთი თვალს არ დახუჭავს.
ეს ქვედა ეშელონებიდან გამოსული სიგნალია.
თუ რუსეთი აგრესიას თავისი მიზნების გახორციელებას გააგრძელებს, უკვე სხვა დასავლური უწყებები ალაპარაკდებიან.
რუსეთს უნდა-არ უნდა, მნიშვნელოვან საკითხებზე დათმობებზე წასვლა მოუწევს.
გუშიინ ჟენევის მრავალმხირვ სხდომაზე 1ლად მოხდა, რომ დაპირისპირებული მხარეები
თუნდაც მცირეოდენზე შეთანხმდნენ.
ეს, კგდ იცი, იმის ნიშანია, რომ რუსეთი იძულებულია, რაღაცას დაყაბულდე.

ისე, ვატყობ, შენ და მე კამათი ძნ გაგვიგრძელდა. მედიაში გამოქვეყნებულ ცნობებს კი, სულ უფრო და უფრო იშვიათად ვდებთ
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
დათო
მაწანწალა
Posts: 444
Joined: 29 მარ 2008, 17:24
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by დათო » 20 თებ 2009, 16:21

GAMARJOBA SAKARTVELO

ეს რაც აღწერე არის ოპტიმისტური სცენარი. მაგრამ ეს არ ნიშნავს ავტომატურად, რომ იგი აღმოჩნდება საბოლოო ჯამში ყველაზე რეალისტური.
ფაქტი ის არის, რომ რუსეთმა ჯერ ვერ მიაღწია თავის მიზნებს, და შენს მიერ ხსენებული "ნაბუკო"-ს თემის წამოწევა არის სწორედ ამის ერთერთი მაგალითი.

ასეთ პირობებში რუსეთმა შეიძლება უარი თქვას მიზანთა ნაწილის მიღწევაზე, შეიძლება კი გაზარდოს ძალისხმევა ამ მიზნების მისაღწევად.
მე არა მგონია, რომ უკეთესი სცენარი არის ერთადერთი შესაძლებელი. ჩვენ შეიძლება ვიმედოვნოთ, რომ მოვლენები უკეთესი სცენარით განვითარდება, მაგრამ ამავე დროს მზად უნდა ვიყოთ უარესისთვისაც.

ის, რომ რუსები ახორციელებენ სერიოზულ სამხედრო მშენებლობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის ფაქტი. ამაზე თვალის დახუჭვა არაგონივრულია.

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by lama » 20 თებ 2009, 18:34

GAMARJOBA SAKARTVELO
თუ შეიძლება ძალიან გთხოვ

მე ასე გამოვხატე აზრი და ეს პრინციპში შენი გასარჩევი არ არის

კაი?

და მე რასაც და როგორც მინდა დავწერ და რანაირადაც მინდა გამოვხატავ ჩემს აზრს


ხო

ეგღა გვაკლდა, რომ ერთმანეთს მოვუწოდოთ ვინ სად და როგორ დაწერს
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by lama » 20 თებ 2009, 18:37

GAMARJOBA SAKARTVELO
მე, შემეზიზღა პრეზიდენტი

და ამას აქაც და სხვაგანაც ვიტყვი


იქ იმ სიტუაციაში ჟურნალისტებს არ შეშინებიათ

და

ეგ მხდალი (მაშინ, როცა 18 წლის ვაჟკაცები იღუპებოდნენ) მთავარსარდალი
მიწას თხრიდა ცხვირით

ეს ამაზრზენია

და ნუ ხარ პრეზიდენტის უფასო ადვოკატი თუ შეიძლება

და საჯარო პირი კი არა და ჩვენი ქვეყნის პირველი პირია და მე მრცხვენია ამის ხილვა და ჩემს აღშფოთებას გამოვხატავ ამითი

და მე როგორ მოვიქცეოდი, ან შენ, ანდაც სხვა ვინმე

ამას აქ არ აქვს მნიშვნელობა
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by Wanderer » 20 თებ 2009, 19:11

დათო
ეს იქნებოდა მათთვის იდეალური ვარიანტი, მაგრამ როგორც არსებული ვითარება აჩვენებს, ხელისუფლების ჩამოგდება შიდა არეულობის შედეგად უახლოეს მომავალში მოსალოდნელი არ არის.
ეს ნამდვილად ასე იყო ომამდე, მაგრამ ახლა სხვა რეალობაა. ახლა ხელისუფლების ჩამოგდება შიდა არეულობის შედეგად გაცილებით უფრო რეალურია. ამიტომ ჩემი აზრით მაგ მიმართულებით იმუშავებენ ყველაზე აქტიურად. თუ ახლაც არ გამოვიდა მაშინ შეიძლება სხვა ზომებს მიმართონ...

დათო
რუსებს შეეძლოთ ეფიქრათ, რომ 2-3 თვეში, ომის ემოციები რომ ჩაცხრებოდა, საქართველოში დაიწყებოდა დიდი მოძრაობა სააკაშვილის წინააღმდეგ, ამ მარცის გამო.
კი, ეს არ მოხდა, მაგრამ ჯერ სადა ხარ. ყველაფერი ჯერ წინ არის. საკმაოდ საინტერესო მოვლენები გველის...

GAMARJOBA SAKARTVELO
ანტიქართული განწყობა მიკერძოებას სულაც არ ნიშნავს, რადგან არც ჩვენ ვართ ანგელოზნი.
რა თქმა უნდა. ეს მე არ მითქვამს. უბრალოდ თვისებები ჩამოვთვალე, რომელიც შეიძლება სხვადასხვა წერილებს ახასიათებდეს. მაინც ვერ ვიტყვი, რომ მაგ წერილების უმეტესობა ობიექტურია. თუნდაც იმიტომ, რომ ძალიან ცოტა სვამს ამ კითვას: რა უნდა რუსულ ჯარს საქართველოს ტერიტორიაზე? :)
ამიტომ, ვერ ვხვდები, სააკაშვილის თუნდაც 2-3 თვეში ოპოზიციის მიერ შეცვლას რუსეთისთვის რა ხეირი უნდა მოეტანა.
შეცვლას დღეს მართლაც აღარა აქვს დიდი მნიშვნელობა. ახალი მთავრობაც პროდასავლური იქნება, მაგრამ იქნება კი ეს მთავრობა საერთოდ? :) ანუ სხვა სიტყვებით რომ გითხრა რუსეთს არა იმდენად ხელისუფლების ცვლა აინტერესებს, არამედ უფრო დესტაბილიზაცია.
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
დათო
მაწანწალა
Posts: 444
Joined: 29 მარ 2008, 17:24
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by დათო » 20 თებ 2009, 19:54

ბოდიში იმათთან, ვინც ინგლისური არ იცის, მაგრამ ვინც იცის, საინტერესო სტატიაა.



RADIO FREE EUROPE/RADIO LIBERTY
February 20, 2009

Signs Could Point To New War Despite Russian, Georgian Step Toward Stability

By Ahto Lobjakas

Talks this week in Geneva between Russia, Georgia, Abkhazia, and South Ossetia reached a minor milestone with an agreement on "incident prevention" mechanisms intended to give international monitors access to the entire zone of conflict following last year's Russia-Georgia war.

But EU sources say it remains unclear whether Moscow and the Russian-backed authorities in Abkhazia and South Ossetia have a genuine desire to see the deal work.

The scheme commits both sides to cooperate on preventing security incidents in and around the breakaway regions of South Ossetia -- where Moscow and Tbilisi fought a war in August -- and Abkhazia.

Any accord is seemingly fragile, with the two sides still deeply mistrustful of each other. It is also far from certain that cooperation will be forthcoming from officials in either South Ossetia or Abkhazia, both of which have declared independence with Moscow's backing.

Speaking with RFE/RL's Georgian Service ahead of the Geneva talks, Russian military analyst Pavel Felgenhauer said the situation along the cease-fire line in Georgia remained extremely volatile and warned another war was "very likely."

"[As long as] the cease-fire regime stays as it is, provocations, or what both sides understand as provocations -- clashes, exchanges of fire, in other words an undependable cease-fire arrangement -- it means there is a very high likelihood that all this could spill over into an armed conflict," Felgenhauer said.

Trip Wires

Armed clashes are reported frequently within the Georgian-Ossetian cease-fire zone. Felgenhauer speculated that any clash resulting in Russian fatalities would constitute an immediate casus belli for Moscow.

Privately, some Western diplomats in Tbilisi say they fear the same applies to Georgia. Tbilisi, they say, remains as highly strung as it was in August, when repeated provocations by South Ossetia prompted President Mikheil Saakashvili to authorize military operations -- with devastating results for Georgia.

Georgian officials deny such fears. Defense Minister Vasil Sikharulidze told RFE/RL's Georgian Service he does not think a conflict is imminent. But he did say Georgia is ready to respond to any Russian attack. "The Russian aggression and subsequent occupation of our territories, obviously affects our security situation in a very negative way," Sikharulidze said. "At the same time, we have to be ready to respond to and repel any possible Russian aggression."

Georgian opposition members sign a call for President Mikheil Saakashvili's resignation in late January.
Georgia's military was left in a parlous state by last year's war, and Tbilisi knows it presently has nothing to gain from a contest of strength with Russia. But some Western observers say Moscow would not find Saakashvili's hand difficult to force, and that even a skirmish along the Ossetian or Abkhaz border involving even a relatively small number of Georgian fatalities could be enough to spark new fighting. Such a provocation could prove even more effective, they add, if it were timed to coincide with possible opposition protests in Tbilisi in the spring.

Meanwhile, the Geneva deal holds out the promise of at least some insurance against provocations from either side. But despite their public optimism, EU officials privately admit the mechanisms are flawed.

Technically, they give EU, UN, and OSCE monitors access to Abkhazia and South Ossetia. However, it is understood international observers will only be allowed to conduct supervised trips jointly with Russian monitors -- something one EU diplomat described as "Potemkin visits."

In another sign of the depth of distrust among the parties, Russia and South Ossetia refused outright to grant international humanitarian aid agencies access to South Ossetia.

Representatives of both delegations argued in Geneva that no aid is needed. In his interview, however, Felgenhauer spoke of food shortages and other deprivations which are seriously affecting both the local population and Russian troops in the region. He added that traffic through the Roki Tunnel in the north is badly disrupted by avalanches, hampering the main supply route into South Ossetia from Russia.

Moscow's Strategy?

What appears to disturb the EU most is what one diplomat described as Russia's "mixed messages" at the Geneva talks. Moscow did reportedly force recalcitrant Abkhazia and South Ossetia into concessions during the talks.

But such steps may prove of little consequence if Moscow pursues a "divide-and-conquer" strategy -- wanting the United Nations to take charge of Abkhazia, the OSCE to deal with South Ossetia, and the EU to take responsibility for Georgia -- that could severely limit the West's effectiveness in the region.

Cynics might argue that Moscow is playing for time. Felgenhauer certainly takes that view, predicting that another Russia-Georgia war is merely a question of time.

The first war -- which Felgenhauer predicted long before its onset -- was seen as recompense for Russia's antipathy toward Georgian President Mikheil Saakashvili and his determined pursuit of NATO membership. But Felgenhauer says there is more to Moscow's long-term strategy: "[Russia] may not like Saakashvili, we may not like NATO, but there is also another thing: Armenia is cut off; [Russian] troops in Armenia are cut off. There's no transit by land. That means technology cannot be taken out of there for repairs or modernization, and technology cannot be taken in, other than by air. Such a situation cannot last long."

The Armenian bases are important to Moscow, Felgenhauer argues, as a symbol of Russian ambitions in the South Caucasus. Armenia is a close Russian ally, but its isolation could cause Yerevan to "start looking the other way," Felgenhauer says. Russia's subjugation of Georgia would remove that threat, and would in turn isolate Azerbaijan, which is currently resisting Russia and putting out feelers to the EU and the United States.

Felgenhauer predicts that the next Russian assault on Georgia will be a "war to a victorious end." He predicts its main theater could be the road between Gori and Mtshketa just outside Tbilisi. But, Felgenhauer says, Tbilisi itself would not be the Russian army's top strategic objective: "What is important is not so much Tbilisi. But west of Tbilisi there is the Tbilisi international airport [and] many airfields." This is important, Felgenhauer said, "because right now in South Ossetia we do not have a single permanent airstrip, as the terrain is highly uneven."

The closest Russian air base is currently in Beslan, in North Ossetia.

The best time for war, according to Felgenhauer, would be between June and August, when high mountain passes are free of snow. He said Russian forces would also need at least two months in hand to wind down operations before winter returns in October.

Felgenhauer discounts the eventuality of an intervention on the part of the United States. He notes President Barack Obama's main goal is victory in Afghanistan, to effect which he will need to transit supplies and men through Russia and countries in its sphere of influence. In exchange, the thinking in Moscow goes, the United States will be willing to trade its interest in Georgia.

Thus, to Felgenhauer's mind, a war is all but inevitable. "The only way you could avoid it," he says, "is if there's regime change in Tbilisi -- or regime change in Moscow."

Eka Tsamalashvili and Koba Liklikadze of RFE/RL's Georgian Service contributed to this story

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ლეონტი » 20 თებ 2009, 21:10

lama
პრეზიდენტი არ უნდა შეგზიზღდეს, არამედ უნდა გეცოდებოდეს, პირადად ისიც და ჩვენც ყველანი, რომ საით მიგვაქანებს კაცმა არ იცის.
:P

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by kotetbeli » 20 თებ 2009, 21:23

მდინარე სათავეშივე ბინძურდება და მერე სადაც გაიფონებს, იქ მოვინდომებთ ხოლმე მდინარის გასუფთავებას წყლის მტვერსასრუტებით, რომლებიც დენში შეერთებული არცაა...

პრეზიდენტი და ოპოზიცია და ასე შემდეგ არაფერ შუაშია რა, ხალხს უჭირს ფასეულობებში, იდეოლოგიაში, კომპლექსში გადასულ ტრადიციების გაუაზრებლობაში, ერთმანეთის დაუნდობლობაში და მაქსიმალისტობაში, საუცხოოს კომპლექსების დაუძლევლობაში, რაიმე პრობლემის და შრომის ერთმანეთისადმი გადაბრალება-გადავალებაში, უპასუხისმგებლობაში... რამდენად გასაკვირი არ უნდა იყოს, ყველაფერი ამის ,,ვაქცინა" კარგი სასკოლო განათლებაა, რომელიც ყველაზე კარგ ბიძგს აძლევს ადამიანს სწორი კალაპოტისთვის. ეროვნულ ჭურჭელზე დაფასოებული უახლესი თანამედროვე მეთოდოლოგია, აი ესაა საშველი.
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by lama » 21 თებ 2009, 00:06

ლეონტი
შორიდან, რომ ვუყურებდი მეცოდებოდა

მარა

ახლოს რომ მივედი შემზიზღდა

და
რა ვქნა?????

:roll: :roll: :roll: :roll: :roll: :roll:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 21 თებ 2009, 02:17

kotetbeli wrote:მდინარე სათავეშივე ბინძურდება და მერე სადაც გაიფონებს, იქ მოვინდომებთ ხოლმე მდინარის გასუფთავებას წყლის მტვერსასრუტებით, რომლებიც დენში შეერთებული არცაა...

პრეზიდენტი და ოპოზიცია და ასე შემდეგ არაფერ შუაშია რა, ხალხს უჭირს ფასეულობებში, იდეოლოგიაში, კომპლექსში გადასულ ტრადიციების გაუაზრებლობაში, ერთმანეთის დაუნდობლობაში და მაქსიმალისტობაში, საუცხოოს კომპლექსების დაუძლევლობაში, რაიმე პრობლემის და შრომის ერთმანეთისადმი გადაბრალება-გადავალებაში, უპასუხისმგებლობაში... რამდენად გასაკვირი არ უნდა იყოს, ყველაფერი ამის ,,ვაქცინა" კარგი სასკოლო განათლებაა, რომელიც ყველაზე კარგ ბიძგს აძლევს ადამიანს სწორი კალაპოტისთვის. ეროვნულ ჭურჭელზე დაფასოებული უახლესი თანამედროვე მეთოდოლოგია, აი ესაა საშველი.
მიყვარსა, რა ასეთი აზრების მოსმენა.
გეთანხმები
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
კომენტარები და ინფო რუსეთ-საქართველოს ომზე

Post by ARCHILI » 21 თებ 2009, 02:20

ევროვიზიის ქართველმა ვარსკვლავებმა მიზანში პუტინი ამოიღეს


შონ უოლკერი
20 თებერვალი 2009

გასული წლის რუსული აგრესიის შემდეგ მოსკოვის ფინალისთვის საპროტესტო სიმღერა იქნა შერჩეული.

საქართველოს შეუძლია დარწმუნებული იყოს იმაში, რომ ევროვიზიის მუსიკალურ კონკურსზე, რომელიც წელს მაისში ჩატარდება, ის რუსეთისგან ნულ ქულას მიიღებს. საქმე ისაა, რომ ქვეყანამ საკონკურსოდ დისკოს სტილში დაწერილი სიმღერა შეარჩია, რომელშიც პუტინს დასცინიან.

ორმა ქვეყანამ გასული წლის აგვისტოში სეპარატისტული რეგიონის, სამხრეთ ოსეთის გამო იომა და დღემდე დიპლომატიური ურთიერთობები არ აღუდგენიათ. საქართველო მოსკოვში არავის გაგზავნას არ გეგმავდა, მაგრამ ბოლოს საპროტესტო სიმღერის წარდგენა არჩია, სიმღერის, რომელიც ნამდვილად გააღიზიანებს რუსეთის პრემიერ-მინისტრს პუტინს.

ქართული ნომერს, რომელსაც სტეფანე და 3G შეასრულებენ ასე ეწოდება ”ჩვენ არ გვინდა Put In”, რომელიც წარმოთქმისას საეჭვოდ ჟღერს: ”ჩვენ არ გვინდა პუტინი”.

ჯგუფი სტეფანე და 3G, სტეფანე მღებრიშვილისგან და ბრჭყვიალა, ვიწრო შარვლებში გამოწყობილი სამი ქალისგან შედგება. მღებრიშვილს კაშკაშა ლურჯი კოსტუმი აცვია, შავი სათვალე უკეთია, დიდი ულვაშები და ბაკენბარდები აქვს მიწებებული.

ისინი სიმღერის ტექსტს აქცენტირებული ინგლისურით, დისკოს რიტმში მღერიან: ”ჩვენ არ გვინდა პუტინი, ნეგატიური სვლა, ის კლავს სიამოვნებას”.

საქართველოში ფინალი ოთხშაბთს ღამე გადაიცა, ჯგუფმა ცხრა სხვა მონაწილე დაამარცხა. გადაწყვეტილება ჟიურის შეფასებისა და საჯარო სმს-ების საფუძველზე იქნა მიღებული. პუტინმა ორი თვის წინ თავის აგარაკზე ინგლისელი კომპოზიტორი ენდრიუ ლოიდ ვებერი დაპატაჟა, სწორედ მაშინ გაირკვა, რომ ის ევროვიზიის ფანია. ლოიდ ვებერი მოსკოვში ჯეიდ ივინის ბრიტანეთისთვის შესრულებულ წარმოდგენაზე დაუკრავს. პუტინმა არ გაამხილა, თუ ვის მისცემს ხმას, მაგრამ აღიარა, რომ ლოიდ ვებერის მუსიკა მოსწონს.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქართველთა გამოსვლისას პუტინი საცეკვაო მოედანზე ცეკვით თავს მოიკლავს. სიმღერა მოსკოვში, 12 მაისს ნახევარფინალში შესრულდება და თუ გავა ფინალში, რომელიც მთელს ევროპაში პირდაპირ ეთერში გადაიცემა, მოსკოვში შიშობენ, რომ ის ღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან შემაშფოთებლად დიდ მხარდაჭერას მოიპოვებს და ევროვიზიის რუსულ ფართის წაახდენს.

რუსეთის ხელმძღვანელობა ევროვიზიისადმი ძალიან სერიოზულადაა განწყობილი. პუტინმა და პრეზიდენტმა მედვედევმა მომღერალ დიმა ბილანს მისალოცად პირადად დაურეკეს, როდესაც მან გასულ წელს ბელგრადში გაიმარჯვა და მოსკოვს ფინალის მასპინძლობა მოუპოვა.

აქ იმასაც შიშობენ, როგორ გაუმკლავდება მოსკოვი ღონისძიებას, რომელიც გეი მოძრაობებში ასე პოპულარულია. ქალაქი ცნობილია თავისი ყბადაღებული ჰომოფობიით, მისი მერი, იური ლუჟკოვი ჰომოსექსუალებს ”სატანისტებს” უწოდებს და გასულ მარტს გეიპარადის ჩატარებაზე უარიც განაცხადა.

”ჩვენ უკვე მივიღეთ ბევრი დაკვეთა სკანდინავიელი ჰომოსექსუალი წყვილებისან” - გვითხრა ოტელის ერთმა მეპატრონემ მოსკოვში - ”ჩვენ, ალბათ, ვურჩევთ, რომ საჯაროდ არ გამოხატონ თავისი გრძნობები მოსკოვში, რადგან ეს შეიძლება მათთვის სახიფათო იყოს”.

:!: :!: :!: :!: :!: :!: :!: :!: :!: :!: :!: :!: :!: :!: :!: :!: :!: :!: :!: :!:
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]