დათო wrote:GAMARJOBA SAKARTVELO1921 წელი არის ყოველთვის, ოღონდ კი ხელსაყრელი პირობები გამოჩნდეს. გლობალური შეხედულება იმაზე, რომ ქვეყნის ოკუპაცია არ შეიძლება - რუსეთში არ არსებობს.უ1ლესად, იმას გაუწიეს ანგარიში, რომ ახლა 1921 წელი აღარ იყო.
ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტულ ვითარებაზე. მეტი დიპლომატიური მხარდაჭერა რომ ყოფილიყო, საერთოდ ვერ დაგვესხმებოდნენ. ნაკლები რომ ყოფილიყო - ბოლომდე გავიდოდნენ. ახლა ისინი სწორედ ცდილობვენ შექმნან ოკუპაციისთვის უფრო ხელსაყრელი დიპლომატიური გარემო, რაც ჩვენთვის სახიფათოა. იმიტომ რომ აქტიურად ცდილობენ.
სააკაშვილს რაც შეეხება, საუბარია არა შუა ომის დროს არეულობაზე, არამედ ომის შემდეგ ცოტა ხანში. რუსებს შეეძლოთ ეფიქრათ, რომ 2-3 თვეში, ომის ემოციები რომ ჩაცხრებოდა, საქართველოში დაიწყებოდა დიდი მოძრაობა სააკაშვილის წინააღმდეგ, ამ მარცის გამო.
ახლა აღარ აქვს მნიშვნელობა, რა ზომის დიპმხარდაჭერა გვქონდა.
ფაქტია, რომ როგორც ზევით უკვე აღვნიშნე, რუსეთის მთავრობამ რიგ გარემოებებს გაუწია ანგარიში, რომ
სახმელეთო ომი შიდა ქართლს არ გაეცდინა.
რუსეთს კიდევ სააკაშვილზე რაც ეგონათ, თავად იკითხონ.
საბოლოო ჯამში, მაგათ რა ხეირი?
მთავრობას ძალით თუ შეცვლიან, თორემ სააკაშვილის შემდგომი ნებისმიერი მთავრობა, პოლიტთვალსაწიერს
რომ შევხედოთ, მაინც დასავლური იქნება.
ჰოდა, რუსებს მაგ იმედით, თხა გავყიდე, თხა ვიყიდეს ვარიანტი გამოუვიდოდათ.
ამიტომ, ვერ ვხვდები, სააკაშვილის თუნდაც 2-3 თვეში ოპოზიციის მიერ შეცვლას რუსეთისთვის რა ხეირი უნდა მოეტანა.
ვითომ, ის, რომ ახალი მთავრობა რუსეთთან უფრო კონსტრუქციული იქნებოდა, სა1ო ენას
უფრო ადვილად გამონახავდა მედვეპუტინთან?
დასავლური პრესა წერს, რომ რუსეთისთვის სააკაშვილი და საქართველო 1იანად მიუღებელია.
აგერ, შენც ამბობ, რუსეთს საქართველოს სრული ანექსია სურსო.
ჰოდა, მთავრობებში საქმე სულაც არ ყოფილა.
ჩვენი გადარჩენა 1ანობაში, ზომიერებასა და დემოკრატიაშია, თორემ, ვფიქრობ, 1921 წელი ყოველ
წელს რომ მოდიოდეს, რუსები მაინც ვერაფერს დაგვაკლებენ.
ამასთან, დღეს გეოპოლიტიკას მხოლოდ რუსები არ განსაზღვრავენ და ნუ გგონია, რომ გლობალურ ინტერესებს ისინი არად დაგიდევენ