ARCHILI wrote:GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
ამასთან, მინდოდა, აბალდუისთვის მეპასუხა, სად იყვნენ ბოლო 20-30 წელი ბაგრატიონები,
თურმე, "პატივი და განდიდება" ახლა რომ მოსდომებიათ (მისი ციტატაა).
კარგი იქნებოდა, მე მართლაც მაინტერესებს ეს საკითხი...
და...
ბოდიშის მოხდით, მაგრამ... გოგა, მომმართე არჩილით და არა აბალდუით... ჯერჯერობით ამ უფლებას ვერ მოგანიჭებ,მერე ვნახოთ...
თემის დახურვას რაც შეეხება, ის სხვების პროვოკაციას და ჩემს სისუსტეს, რომ ამ პროვოკაციას ავყევი, ამას მოჰყვა... თუმცა, უსამართლო გადაწყვეტილებაა თემის გამხსნელის მიმართ, რას ვიზამთ... ეს საკითხიც გარკვეული დასკვნების საშუალებას მაძლევს...
ისე, ჩემ ციტატას თუ ყურადღებით ჩახედავ, ნახავ, რომ მომართვის ფომა არ არის.
თუ სურვილი გაქვს, რომ
აბალდუი სა1ოდ არ ვახსენო, ეს კიდევ სხვა საკითხია და შენს სურვილს შევასრულებ.
შენ, შეგიძლია, კვლავაც ძველებურად გააგრძელო, მომართვის ის ფორმები, როგორიც გქონდა
("გამარჯობა", "გამარჯობა საქართველო" და ა.შ).
ახლა შენს იმ კითხვას მივუბრუნდეთ, თუ რას აკეთებდნენ ბოლო 20-30 წლის მანძილზე ბაგრატიონები:
მოდით, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ახლად დაქორწინებული ბაგრატოვანნი
- დავითი და ანა 20 წლის წინათ ძნ პატარები იყვნენ, სამშობლოს ღვაწლისგან გავათავიუფლოთ.
ანას მამა - ცნობილი თეატრალი ნუგზარ ბაგრატიონი ძვირფასი ნივთებითა და ფულით
შეეწია იმ ფონდს, რომელიც აფხაზეთის 1ლი ომის დროს შეიქმნა.
დავითის შთამომავლებმა საქართველოს დასახმარებლად საქველმოქმედო ფონდები შექმნეს.
ქეთევან ბაგრატიონი-ორსინის დიდი დამსახურებით, წითელმა ჯვარმა საქართველოში არა1ხელ
შემოიტანა აუცილებელი ჰუმანიტარული ტვირთი.
მისი ოჯახი და ნათესავები დევნილ ბავშვებსა და ზოგი1 ოჯახს უცხოეთში რეაბილიტაციაში დახმარნენ.
ბაგრატიონებმა ძნ იაქტიურეს, ესპანეთის მთავრობას საქართველოს დამოუკიდებლობა რომ ეცნო.
კიდევ რა?
არ ვარ, ბაგრატიონტა მეისტორიე, დეტალურად ვიცნობდე მათ საქმიანობას.
ამასტან,
დავითისა და ანას მამა-პაპამ ბევრი რამეც თუ არ გააკეთა, შვილებს მათ ცოდვებსა თუ ნაკლს ნუ მოთხოვ.
და თუ მაინც მოთხოვ, მაშინ ის ბაგრატიონებიც გაიხსენე, რომლებაც საქართველოს
სახელმწიფოებრიობისთვის ბევრი გააკეთეს (ბაგრატი, დავითი, თამარი, დემეტრე, გიორგი ბრწყინვლე, ერეკლე და ა.შ).
ახლა ისიც მითხარი, იმის გამო, რომ დავით აღმაშენებლის მამას, გიორგი მეფეს სისუსტეები ჰქონდა,
იმ დროინდელ ქართველებს უნდა ეფიქრათ, მამამისი სუსტი და უქნარა იყო, მტერთან ომს
ნადირობას ამჯობინებდა და მაგის შვილი მეფე როგორ უნდა გახდეს, ეგ ჰომ "მუქთახორა" იქნებაო, სწორი იქნებოდა?
ჯერ არავინ ვიცით, ახალდაქორწინებული წყვილი და მათი მემკვიდრეები როგორნი იქნებიან,
როგორ მოუვლიან ქვეყანასა და თავიანთ ოჯახს და უკვე მწარე-მწარე ეპითეტებითა და ლანძღვით ვამკოთ,
რაც, ჩემი აზრით, არასწორია.
სხვა საკითხია, ვიმსჯელოთ იმაზე, გვინდა თუ არა მონარქია ან შევინახოთ თუ არა მათი იჯახი.
პრაქტიკულად, შენგან მსგავსი მსჯელობა არ მომისმენია.
ვისმენ მხოლოდ ლანძღვასა და რადიკალზიმს, განქიქებას, დაუსაბუთებელ, ვითომ სხვის
მიერ მონათხრობსა და მტკიცებას, იმისას, თუ რას ისმენდი თავადაზნაურთა კრებებზე. არადა, თუ ამდენი გაიგე, გვითხარი, რა.
ჯერ-ჯერობით, არც 1 ფაქტს ასახელებ.
ძნ მაინტერესებს, ასეთს იქ რას ამბობდნენ, რომ მწარე-მწარე განწყობა შეგექმნა.
სწორად გამიგე, მე არ ვამბობ, რომ რაიმე სახის მონარქია გვჭირდება ან არ გვჭირდება.
თუ გახსოვს, თავიდანვე გთხოვდი, კორექტულობას.
გადახედე შენ მიერ გახსნილ შესაბამის თემას და ნახავ.
სულ ეს არის,
არჩილ (ისე, მაინც აბალდუის თქმა მირჩევნია, რომ ჩანდეს, რომელ
არჩილს ვგულისხმობ.