რას ერჩოდით ბაგრატიონების თემას?

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
რას ერჩოდით ბაგრატიონების თემას?

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 13 თებ 2009, 15:31

mimino wrote:ძლივს ჩაწყნარდა სიტუაცია და გადავიდა ნორმალურ პოლემიკაში...
რას ერჩოდით კი მარა... მშვენიერი აზრების გაცვლის საშუალება იყო...
უი, ჰო, თემა დახურულა.
აგერ, ბმული:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=2945&start=0
ვფიქრობ, რომ არ უნდა წაშალოს.
იყოს ჩვენი სჯა-ბაასისა და 1მანეთთან დამოკიდებულებების სარკედ.
ამასთან, მინდოდა, აბალდუისთვის მეპასუხა, სად იყვნენ ბოლო 20-30 წელი ბაგრატიონები,
თურმე, "პატივი და განდიდება" ახლა რომ მოსდომებიათ (მისი ციტატაა).


ლაშქრობებში ამ თემის განხილვა, მაპატიეთ, მაგრამ არ მხიბლავს.
მით უფრო იმათთან, ვინც კამათის ზღვარს გადადის.
Last edited by GAMARJOBA SAKARTVELO on 13 თებ 2009, 15:41, edited 1 time in total.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
mimino
ბოდიალა
Posts: 242
Joined: 29 აპრ 2008, 09:58
Contact:
რას ერჩოდით ბაგრატიონების თემას?

Post by mimino » 13 თებ 2009, 15:37

ჰოო ლაშქრობებში არამგონია გაამართლოს და მაგიტომ მინდა მეც თემის გახსნა...
Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
რას ერჩოდით ბაგრატიონების თემას?

Post by ARCHILI » 13 თებ 2009, 23:37

GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
ამასთან, მინდოდა, აბალდუისთვის მეპასუხა, სად იყვნენ ბოლო 20-30 წელი ბაგრატიონები,
თურმე, "პატივი და განდიდება" ახლა რომ მოსდომებიათ (მისი ციტატაა).
კარგი იქნებოდა, მე მართლაც მაინტერესებს ეს საკითხი...

და...

ბოდიშის მოხდით, მაგრამ... გოგა, მომმართე არჩილით და არა აბალდუით... ჯერჯერობით ამ უფლებას ვერ მოგანიჭებ,მერე ვნახოთ...


თემის დახურვას რაც შეეხება, ის სხვების პროვოკაციას და ჩემს სისუსტეს, რომ ამ პროვოკაციას ავყევი, ამას მოჰყვა... თუმცა, უსამართლო გადაწყვეტილებაა თემის გამხსნელის მიმართ, რას ვიზამთ... ეს საკითხიც გარკვეული დასკვნების საშუალებას მაძლევს...
Image

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
რას ერჩოდით ბაგრატიონების თემას?

Post by teo- » 13 თებ 2009, 23:54

გვალვას და მაკენას მეც ვეთანხმებბი)
არა ექსკურსიას! Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
რას ერჩოდით ბაგრატიონების თემას?

Post by ARCHILI » 14 თებ 2009, 00:06

teo- wrote:გვალვას და მაკენას მეც ვეთანხმებბი)
რაში?

ამას ცოტა სერიოზულად რომ მივუდგეთ, ცენზურა ჰქვია და ეს არასწორია...

სამწუხაროა, რომ ზოგად საუბრებში ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე ადამიანებს საშუალება არ აქვთ ისაუბრონ...

თემის დახურვა არ შეიძლება...

როგორც დავით გურამიშვილი იტყოდა, ჩვენ რომც ვმალოთ ჭირი, ჭირი არ დამალავს თავს...

აღნიშნული საკითხი კი ჭირივითაა და ჯობია ვისაუბროთ, რადგან ამით პრობლემა მაინც არ დაიმალება...
Image

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
რას ერჩოდით ბაგრატიონების თემას?

Post by teo- » 14 თებ 2009, 00:10

ARCHILI
კარგი რა არჩილ რას ქვია რაში? თემაში რო შემოიხედავ და ვიღაცა ვიღაცას ტრაკის დაყენებისკენ მიუთითებს თუ რაღაც ეგეთი დებატები უნდა ვუწოოდო და მომეწონოს?
არა ექსკურსიას! Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
რას ერჩოდით ბაგრატიონების თემას?

Post by ARCHILI » 14 თებ 2009, 00:15

teo- wrote:ARCHILI
კარგი რა არჩილ რას ქვია რაში? თემაში რო შემოიხედავ და ვიღაცა ვიღაცას ტრაკის დაყენებისკენ მიუთითებს თუ რაღაც ეგეთი დებატები უნდა ვუწოოდო და მომეწონოს?
ამის გამო იმას უნდა მიუთითო, ვინც ასე გააკეთა და არა თემის დახურვაა მართვის ხერხი...

ეს ძალიან ცუდი გამოსავალია...

და რაც მოხდა, საბოლოო ჯამში მაინც შედეგობრივია, რომ ვნახოთ რა კატეგორია რა პოზიციებს იკავებს...

თემის დახურვა, აბა, რა გამოსავალია?..
Image

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
რას ერჩოდით ბაგრატიონების თემას?

Post by teo- » 14 თებ 2009, 00:17

ARCHILI
ის რო მე ვფიქრობ აგრესია როცა უფრო და უფრო მწიფდება თუ ამის საშუალებაა ეგრევე უნდა ჩაახშო, მითუმეტეს როცა ხალხი უყურებს :lol: :lol:
არა ექსკურსიას! Image

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
რას ერჩოდით ბაგრატიონების თემას?

Post by Naia » 14 თებ 2009, 00:20

ARCHILI
თავისუფალი აზრის შეზღუდვა რომ ნდომოდათ თემას პირველივე დღესვე დახურავდნენ.

იმ თემაში საუბარი კარგა ხანია გაცდა მთავარ საკითხს და პიროვნულ შეურაცხყოფაზე გადავიდა. ამ შემთხვევაში თემის დახურვა მართლაც რომ ჭკვიანური გამოსავალი იყო.

პს. ლაპარაკით გაკეთებული საქმე მე ჯერ არ მინახავს ...
Last edited by Naia on 14 თებ 2009, 00:22, edited 1 time in total.

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
რას ერჩოდით ბაგრატიონების თემას?

Post by teo- » 14 თებ 2009, 00:22

ეხლა დავფიქრდი ჩემი ცხოველების თემა რო დამიხურონ :twisted:
არა ექსკურსიას! Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
რას ერჩოდით ბაგრატიონების თემას?

Post by ARCHILI » 14 თებ 2009, 00:22

Naia wrote:ARCHILI
თავისუფალი აზრის შეზღუდვა რომ ნდომოდათ თემას პირველივე დღესვე დახურავდნენ.

იმ თემაში საუბარი კარგა ხანია გაცდა მთავარ საკითხს და პიროვნულ შეურაცხყოფაზე გადავიდა. ამ შემთხვევაში თემის დახურვა მართლაც რომ ჭკვიანური გამოსავალი იყო.
მიუხედავად მაგისა, თემის დახურვა მე არ მიმაჩნია სწორ გადაწყვეტილებად, მითუმეტეს, რომ ამ თემამ ბოლოს თანდათანობით მიიღო ნორმალური მსჯელობის ფორმა და ამ დროს დაიხურა...

შენი პოზიცია ჩემთვის გასაგებია, ცხადია...
Image

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
რას ერჩოდით ბაგრატიონების თემას?

Post by teo- » 14 თებ 2009, 00:24

საერთოდ თემის დახურვამდე ალბათ ჯობია გაფრთხილება მიეცეს აგრესიონერებს :lol:
არა ექსკურსიას! Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
რას ერჩოდით ბაგრატიონების თემას?

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 14 თებ 2009, 00:25

ARCHILI wrote:
GAMARJOBA SAKARTVELO wrote:
ამასთან, მინდოდა, აბალდუისთვის მეპასუხა, სად იყვნენ ბოლო 20-30 წელი ბაგრატიონები,
თურმე, "პატივი და განდიდება" ახლა რომ მოსდომებიათ (მისი ციტატაა).
კარგი იქნებოდა, მე მართლაც მაინტერესებს ეს საკითხი...

და...

ბოდიშის მოხდით, მაგრამ... გოგა, მომმართე არჩილით და არა აბალდუით... ჯერჯერობით ამ უფლებას ვერ მოგანიჭებ,მერე ვნახოთ...


თემის დახურვას რაც შეეხება, ის სხვების პროვოკაციას და ჩემს სისუსტეს, რომ ამ პროვოკაციას ავყევი, ამას მოჰყვა... თუმცა, უსამართლო გადაწყვეტილებაა თემის გამხსნელის მიმართ, რას ვიზამთ... ეს საკითხიც გარკვეული დასკვნების საშუალებას მაძლევს...
ისე, ჩემ ციტატას თუ ყურადღებით ჩახედავ, ნახავ, რომ მომართვის ფომა არ არის.
თუ სურვილი გაქვს, რომ აბალდუი სა1ოდ არ ვახსენო, ეს კიდევ სხვა საკითხია და შენს სურვილს შევასრულებ.
შენ, შეგიძლია, კვლავაც ძველებურად გააგრძელო, მომართვის ის ფორმები, როგორიც გქონდა
("გამარჯობა", "გამარჯობა საქართველო" და ა.შ).

ახლა შენს იმ კითხვას მივუბრუნდეთ, თუ რას აკეთებდნენ ბოლო 20-30 წლის მანძილზე ბაგრატიონები:

მოდით, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ახლად დაქორწინებული ბაგრატოვანნი
- დავითი და ანა 20 წლის წინათ ძნ პატარები იყვნენ, სამშობლოს ღვაწლისგან გავათავიუფლოთ.
ანას მამა - ცნობილი თეატრალი ნუგზარ ბაგრატიონი ძვირფასი ნივთებითა და ფულით
შეეწია იმ ფონდს, რომელიც აფხაზეთის 1ლი ომის დროს შეიქმნა.

დავითის შთამომავლებმა საქართველოს დასახმარებლად საქველმოქმედო ფონდები შექმნეს.
ქეთევან ბაგრატიონი-ორსინის დიდი დამსახურებით, წითელმა ჯვარმა საქართველოში არა1ხელ
შემოიტანა აუცილებელი ჰუმანიტარული ტვირთი.
მისი ოჯახი და ნათესავები დევნილ ბავშვებსა და ზოგი1 ოჯახს უცხოეთში რეაბილიტაციაში დახმარნენ.
ბაგრატიონებმა ძნ იაქტიურეს, ესპანეთის მთავრობას საქართველოს დამოუკიდებლობა რომ ეცნო.

კიდევ რა?
არ ვარ, ბაგრატიონტა მეისტორიე, დეტალურად ვიცნობდე მათ საქმიანობას.
ამასტან,
დავითისა და ანას მამა-პაპამ ბევრი რამეც თუ არ გააკეთა, შვილებს მათ ცოდვებსა თუ ნაკლს ნუ მოთხოვ.
და თუ მაინც მოთხოვ, მაშინ ის ბაგრატიონებიც გაიხსენე, რომლებაც საქართველოს
სახელმწიფოებრიობისთვის ბევრი გააკეთეს (ბაგრატი, დავითი, თამარი, დემეტრე, გიორგი ბრწყინვლე, ერეკლე და ა.შ).

ახლა ისიც მითხარი, იმის გამო, რომ დავით აღმაშენებლის მამას, გიორგი მეფეს სისუსტეები ჰქონდა,
იმ დროინდელ ქართველებს უნდა ეფიქრათ, მამამისი სუსტი და უქნარა იყო, მტერთან ომს
ნადირობას ამჯობინებდა და მაგის შვილი მეფე როგორ უნდა გახდეს, ეგ ჰომ "მუქთახორა" იქნებაო, სწორი იქნებოდა?

ჯერ არავინ ვიცით, ახალდაქორწინებული წყვილი და მათი მემკვიდრეები როგორნი იქნებიან,
როგორ მოუვლიან ქვეყანასა და თავიანთ ოჯახს და უკვე მწარე-მწარე ეპითეტებითა და ლანძღვით ვამკოთ,
რაც, ჩემი აზრით, არასწორია.
სხვა საკითხია, ვიმსჯელოთ იმაზე, გვინდა თუ არა მონარქია ან შევინახოთ თუ არა მათი იჯახი.

პრაქტიკულად, შენგან მსგავსი მსჯელობა არ მომისმენია.
ვისმენ მხოლოდ ლანძღვასა და რადიკალზიმს, განქიქებას, დაუსაბუთებელ, ვითომ სხვის
მიერ მონათხრობსა და მტკიცებას, იმისას, თუ რას ისმენდი თავადაზნაურთა კრებებზე. არადა, თუ ამდენი გაიგე, გვითხარი, რა.
ჯერ-ჯერობით, არც 1 ფაქტს ასახელებ.
ძნ მაინტერესებს, ასეთს იქ რას ამბობდნენ, რომ მწარე-მწარე განწყობა შეგექმნა.

სწორად გამიგე, მე არ ვამბობ, რომ რაიმე სახის მონარქია გვჭირდება ან არ გვჭირდება.

თუ გახსოვს, თავიდანვე გთხოვდი, კორექტულობას.
გადახედე შენ მიერ გახსნილ შესაბამის თემას და ნახავ.

სულ ეს არის, არჩილ (ისე, მაინც აბალდუის თქმა მირჩევნია, რომ ჩანდეს, რომელ არჩილს ვგულისხმობ.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
რას ერჩოდით ბაგრატიონების თემას?

Post by Naia » 14 თებ 2009, 00:25

ARCHILI
რაღაც მეეჭვება რომ გასაგები იყოს

რაც დავწერე ყველაფერი ისე გაიგე როგორც შენ გაწყობდა

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
რას ერჩოდით ბაგრატიონების თემას?

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 14 თებ 2009, 00:28

ARCHILI
გულწრფელად გეთანხმები, რომ თემის წაშლა ან დახურვა (ცხადია, გახორციელებული გეგმების თემებს არ ვგულსხმობ) არ შეიძლება.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]