ევროტური
Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia
ევროტური
ჰმმ... ძალიან დიდი შუალედი გამომივიდა.. არ მეპატიება...
ვინაიდან ბრიუსელის და ფაროს ფოტოები ჯერ კიდევ არ მიმიღია... თხრობას მათ გარეშე განვაგრძობ...
Lisboa - coming soon...

მოკლედ, აღარ მეღირსა ბრიუსელისა და ფაროს ფოტოები და ლისაბონის ფოტოების ნაწილი
ამიტომაც, განვაგრძობ მათ გარეშე, ანუ იმ ფოტოებით რაც მაქვს
პრაღის შემდეგ წავედი ბრიუსელში
BRUSSELS
ბრიუსელში სულ ერთი დღით უნდა გავჩერებულიყავი..
როცა ჩემი თვითმფრინავი (რეისის ნომრით OK 0632) დაჯდა ბრიუსელის აეროპორტში და როცა ბარგის მისაღებ დარბაზში ჩემს ჩემოდანს ველოდებოდი, გაირკვა, რომ ბრიუსელის აეროპორტის ბარგის განყოფილების თანამშრომლები თვითმფრინავის დაჯდომამდე 4 წუთით ადრე გაიფიცნენ... გაფიცვის მიზეზი ის იყო, რომ თითოეულ თანამშრომელზე (საუბარია მათზე ვინც ბარგის თვითმფრინავიდან აეროპორტის ბარგების დარბაზამდე ტრანსპორტირებაზე ფიზიკურადაა პასუხისმგებელი) მეტისმეტად ბევრი ბარგი მოდიოდა. გაფიცულები ითხოვდნენ ადამიანური რესურსის გაზრდას.
დარბაზში რამდენიმე ბილიკი იყო (10-ზე მეტი, ზუსტად არ მახსოვს) და საიდანაც წესით ჩემი ბარგი უნდა გამოსულიყო, იქიდან საერთოდ არაფერი ჩანდა... სრული ქაოსი იყო... ჩემოდნები არეულად გამოდიოდა.. სხვადასხვა ბილიკიდან, სხვადასხვა რეისის ბარგი, შერეულად. უცებ თვალი მოვკარი ჩემს ჩემოდანს (:D), მაგრამ იმდენად ბევრი ხალხი იყო და იმდენად დიდი ქაოსი, რომ სანამ იმ ბილიკამდე მივაღწევდი, ჩემმა ჩემოდანმა 2 წრის დარტყმა მოასწრო მესამე წრეზე მივუსწარი და ავიღე...
მოკლედ... აღმოჩნდა, რომ ავიაკომპანიების თანამშრომლებს დაუწყიათ ბარგის გადმოზიდვა და სად დებდნენ თვითონაც არ იცოდნენ.. ამიტომაც იყო ყველა ბარგი ერთმანეთში არეული...
ამ ყველაფერმა იმდენად დიდი დრო წაიღო, რომ როგორც კი სახლში მივედი მაშინვე დავიძინე
მეორე დღეს, 11 აგვისტოს მთელი დღის განმავლობაში ბრიუსელში უნდა ვყოფილიყავი.. ბევრი რამე არ მინახავს, რადგან ძააააააალიან დიდი დრო დავკარგე ბრიუსელის სიმბოლოს პოვნაში.. ეს ის ბიჭუნაა, რომლის ფოტოც ზემოთ დავდე და რომელსაც თურმე ძებნის დროს 5-ჯერ მაინც ჩავუარე, მაგრამ მე დიდი ქანდაკება მეგონა და ეს კი ისეთი პაწაწინა იყო, რომ მისთვის ყურადღებაც კი არ მიმიქცევია... ე.წ. Manneken Pis ერთ-ერთი შენობის კუთხეშია, ირგვლივ ვარდებიანი (ყოველ შემთხვევაში აგვისტოში) ღობე აკრავს
მანეკენ პისის გარდა ვნახე - ბრიუსელის ცენტრში მდებარე მოედანი (Grand Place), სადაც იყო ერთი მაღაზია, სადაც ყიდნენ ბელგიურ შოკოლადს. თვალები აგიჭრელდებოდა, ფანტაზიის იმხელა გაქანებას ნახავდით ამ მაღაზიაში.. გვერდით იყო ღვინის ბარი. სიმართლე გითხრათ ზუსტად ვერ მივხვდი რა ხდებოდა, მაგრამ გამორჩეული ბარი რომ იყო ეს ნათელია, რადგანაც ყველა კლიენტს წინ ედგა 4 ან 5 ღვინის ჭიქა და ყველა ჭიქაში სხვადასხვა ფერის ღვინო ესხა… ფოტოები კი გადავიღე, მაგრამ აბაააა, სადაა?! ბრიუსელის ცენტრალურ მოედანზე ყველაზე თვალწარმტაცი და გრანდიოზული იყო ერთი ორნამენტებიანი და ქონგურებიანი შენობა, რომელიც დღისითაც ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ ღამით – განსაკუთრებით. ღამით შენობა სხვადასხვა ფერად ნათდებოდა და ენით რომ ვერ აღწერ ისეთი ლამაზი იყო!!! ფერები კლასიკური მუსიკის ფონზე იცვლებოდა. ამ სანახაობას ძალიან ბევრი მაყურებელი ყავდა.. ეს შენობა, როგორც იქაურებმა გვითხრეს სასტუმრო იყო (Hotel de Ville), ალბათ ასეც არის…
ასევე ვნახე ერთი შენობა, რომელიც ძალიან ახლოს იყო ამ მოედანთან.. მეფის სასახლეს ეძახიან, თუმცა ახლა მუზეუმია მასში განთავსებული. როგორც გავიგე ამ შენობაში მეფეს არასოდეს უცხოვრია, მაგრამ სახელი საიდან მოდის არ ვიცი, შეიძლება რადგან ასეთი ლამაზია და შეიძლება ითქვას გრანდიოზულიც და რადგან სასახლეს გავს, სახელიც აქედან მოდის..
ზოგადად ბრიუსელის არქიტექტურა ძალიან მომეწონა. ლამაზი შენობები იყო.. თუმცა არქიტექტურა არ არის ერთგვაროვანი. ბევრია თანამედროვე შენობაც.
რამდენად სუფთაცაა დილით ბრიუსელი, იმდენად ბინძურია ღამით. ყველა ქუჩაზე ნაგავია.. ალბათ დასუფთავება სადღაც დილის 3-4 საათზე იწყება, რომ დილისათვის ქალაქი სუფთად გამოიყურებოდეს..
ჰოოო… ერთი ქანდაკება მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო. თითქოს დიდი არაფერი, მაგრამ ჩემზე რათომღაც შტაბეჭდილება მოახდინა. ეს იყო დედოფლის ქანდაკება, რომელიც ღამით ქვაფენილში ჩამაგრებული ციცინათელა ნათურებით იყო განათებული. (სურათები მინდაააააააააააააააააა)…

ბრიუსელში ევროტურის შემდეგ ისევ უნდა დავბრუნებულიყავი, რადგანაც თბილისში სწორედ ბრიუსელიდან, პრაღის გავლით უნდა დავბრუნებულიყავი..
რიგით შემდეგი გაჩერება იყო ფარო (პორტუგალია), მაგრამ ბრიუსელის აეროპორტში ისევ გაფიცული იყო ბარგის განყოფილება და ყველა რეისი, რომელიც უნდა განხორციელებული ბრიუსელის აეროპორტიდან გადაამისამართეს ქალაქ ლიეჟის (Liege) ციცქნა აეროპორტში, რომელიც მხოლოდ შიდა რეისებს ახორციელებს.
მგზავრები ბრიუსელის აეროპორტიდან ლიეჟის აეროპორტისკენ ავტობუსებით გადაყავდათ. გზას დაახლოებით 1 საათი დასჭირდა, მაგრამ ჯერ არავინ ვიცოდით წინ რა გველოდა…
ლიეჟის აეროპორტს ამდენი ადამიანი ერთად არასოდეს უნახავს. მოსაცდელი დარბაზი სააააააავსე იყო მგზავრებით და ყველა თავის რიგს ელოდა. ფაროს რეისი ეკრანზე, სადაც მომდევნო რეისების ჩამონათვალი იყო, ჯერ არც კი ჩანდა. მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო ზუსტად 8 საათი მოგვიწია (აეროპორტში მისვლიდან) Liege-Faro–ს რეისისთვის რეგისტრაციის დაწყებამდე. ამის შემდეგ კი თვითმფრინავში ჩასხდომამდე კიდევ 40 წუთი. თვითმფრინავი, ჩვენი ჩასხდომიდან 15 წუთში გაფრინდა.. ანუ თითქმის მთელი 9 საათი დაიკარგა.. მაგრამ მაინც სახალისო იყო.. ერთი ოჯახი იყო, რომელიც მართალია სხვა რეისს ელოდებოდა, მაგრამ ჩემთან ახლოს მოუწიათ დაბანაკება და ამ დროის განმავლობაში დავახლოვდით ძალიან ლამაზი წყვილი იყო და 2 უსაყვარლესი ბავშვი ყავდათ, რომლებიც 8 საათში ისე მომეჩვივნენ, რომ დაშორებისას გამომეტირნენ კიდეც…
მოკლედ… ასე.. ფაროში საკმაოდ გვიანი იყო, როცა ჩავედით. იქ მასპინძელი და მისი მშობლები გველოდნენ.. სახლში მისვლისთანავე დავიძინე

ფარო:
ქალაქი (ან უფრო ზუსტად დაბა) ფარო მდებარეობს პორტუგალიის სამხრეთ ნაწილში. იგი ახლოს არის რია ფორმოსას ბუნებრივ წყალსაცავთან (რომელიც საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავს). ის ნაწილი, რომელიც ფაროს ესაზღვრება საბანაოდაც გამოიყენება და ამის გამო ფაროს საკმაოდ ბევრი ტურისტი სტუმრობს ხოლმე.
მთელი ჩემი ევროტურის განმავლობაში, ფარო იყო ყველაზე ცხელი ადგილი. ტემპერატურა საკმაოდ მაღალი იყო, მაგრამ მასპინძელს სახლის ეზოში უზარმაზარი აუზი ქონდა, ამიტომაც გაგრილება პრობლემას არ წარმოადგენდა... ფაროში ყოფნის დროს სახლიდან თითქმის არ გავსულვართ... სახლიდან ულამაზესი ხედები იშლებოდა სანაპიროსკენ, და მეორე მხარეს მთელი ქალაქისკენ (სურათები მინდააააა..). ლისაბონში გამგზავრებამდე აქ ორიოდე დღე დავრჩით. პორტუგალიელები საკმაოდ სტუმართმოყვარენი აღმოჩნდენ, ამ თვისების გარდა ქართველებთან სხვა მსგავსებებიც აღმოვაჩინე მათში.

ფაროდან ლისაბონში მატარებლით გავემგზავრეთ:
LISBOA
ესეც სადგური Lisboa Santa Apolonia
სადგურთან რამდენიმე მეგობარი უნდა შემოგვერთებოდა.. და ჩვენც მათ ველოდით:
მირანდა
ჰერში
ჩვენი პორტუგალიელი მეგობარი (მასპინძელი ფაროში):
სადგურის მიდამოებში იყო:
ლისაბონის სამხედრო მუზეუმი - Museu Militar de Lisboa
ლისაბონის სამხედრო მუზეუმი მდებარეობს ნავსადგურთან ახლოს. მუზეუმში არის საარტილერიო კოლექცია, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდია. მუზეუმში ასევე არის ქვემეხების, ზარბაზნების, ტყვიამფრქვევების, თოფების, პისტოლეტების, ხმლებისა და ხანჯლების ფართო და მრავალფეროვანი გამოფენა. მათ შორიაა ვასკო და გამას ხმალი.
რამდენიმე ოთახში არის გამოფენილი ბრძოლის სცენები ნახატებით და მოზაიკის მაგვარი ხელოვნების ნიმუშებით. მუზეუმში ასევე არის რამდენიმე ოთახი სპეციალურად დათმობილი სხვადასხვა ისტორიული მოვლენისადმი, ან პირისადმი, მაგალითად არის ოთახი ნაპოლეონის დაპყრობებისთვის დათმობილი, ასევე ვასკო და გამას ოთახი და პირველი მსოფლიო ომის ოთახი.
სადგურთან ახლოს არის მდინარე თეგასი (Tagus, პორტუგალიურად გამოითქმის "ტეჟუ"), რომელიც იმდენად განიერია, რომ ზედ ნავსადგურიც კი არის.. მე თავიდან ზღვაც კი მეგონა. სწორედ ამ მდინარის დამსახურებითაა ლისაბონი საპორტო ქალაქი.
მდინარე, განიერის გარდა, არის ძალიან გრძელიც (1038 კმ), რომლის უმეტესი ნაწილი (716 კმ) ესპანეთშია.. 47 კმ - პორტუგალიისა და ესპანეთის საზღვარზე, ხოლო პორტუგალიის ტერიტორიაზე არის 275 კმ.
ეს ფოტო ჩემი გადაღებული არ არის, მაგრამ მინდოდა, რომ თქვენც გენახათ. ვასკო და გამას ხიდი მდინარე თეგასზე:

უბრალოდ კადრები:
არც კი ვიცი რისი ნახვა გირჩიოთ ლისაბონში.. ლისაბონი მთლიანად უნდა დაათვალიეროთ. მე, პირადად, ძალიან მოვიხიბლე ქალაქით
თუმცა რამდენიმე ღირსშესანიშნაობის ნახვას მაინც გირჩევთ:
1. Torre de Belem - წმინდა ვინსენტის კოშკი, იგივე ბელემის კოშკი, რომელიც მე მხოლოდ შორიდან ვნახე, სამწუხაროდ, არადა, როგორც გვითხრეს იქაურებმა, რაღა ეიფელის კოშკი პარიზისთვის, მნიშვნელობით იგივეა ბელემის კოშკი ლისაბონისთვისო
2. Santa Engracia - National Pantheon - ეროვნული პანთეონი
ამ ულამაზესი შენობის დასრულებას დაახლოებით 300 წელი დასჭირდა, პანთეონში განთავსებულია ცნობილი ადამიანების საფლავები.
იმ დღეს რაღაც დღესასწაული იყო და ბავშვები მეკობრეების ფორმაში იყვნენ გამოწყობილნი:
ეს კი შიგნით:
ვასკო და გამა:
ვასკო და გამა იყო პორტუგალიელი მკვლევარი (1460 ან 1469 - 1524). იგი იყო ევროპიდან ინდოეთის მიმართულებით წასული პირველი გემების მეთაური. მოგვიანებით მგონი გრაფის ტიტულიც მიიღო.. მისი საფლავი ჯერონიმოს მონასტერშია, რომლის შესახებაც ქვემოთ დავწერ.
ასევე - Afonso de Albuquerque (1453 - 1515) - პორტუგალიელი დიდგვაროვანი, სამხედრო პირი (სამხედრო გენიოსსაც კი ეძახდნენ):
Nuno Alvares Pereira - სამხედრო პირი, 23 წლის ასაკში გახდა მეთაური
Infante Dom Henrque - პორტუგალიელი პრინცი
Luis Vaz de Camoes - პორტუგალიელი პოეტი
Pedro Alvarez Cabral - მეორე საზღვაო მოგზაურობის მეთაური