ევროტური

ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Nini_A
იეტი
Posts: 1062
Joined: 05 აგვ 2008, 17:11
Location: GEORGIA
ევროტური

Post by Nini_A » 22 სექ 2008, 12:11

Miranda

გააგრძელეეე? მერე? :lol:

User avatar
Ninukala
იეტი
Posts: 4473
Joined: 14 მაი 2007, 10:53
Location: წყნეთი
Contact:
ევროტური

Post by Ninukala » 22 სექ 2008, 18:17

გოგონა მერე? ;)

მომენატრე :oops:
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
ევროტური

Post by ARCHILI » 22 სექ 2008, 19:33

მირანდა ისე ნაყოფიერად მოგივლია და საუკეთესოდ წერ, რომ ოჯახს უნდა დავაკისროთ ვალდებულება მორიგი ტურის ორგანიზება დააფინანსოს!

:!: :!: :!:

მალადეც!

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 10 თებ 2009, 02:32

ჰმმ... ძალიან დიდი შუალედი გამომივიდა.. არ მეპატიება...
ვინაიდან ბრიუსელის და ფაროს ფოტოები ჯერ კიდევ არ მიმიღია... თხრობას მათ გარეშე განვაგრძობ...

Lisboa - coming soon...

User avatar
Bivrili
მაწანწალა
Posts: 992
Joined: 28 ოქტ 2007, 00:58
Location: სახატეთი...
ევროტური

Post by Bivrili » 13 თებ 2009, 01:07

Image

თემაა გულში ჩასაკრავი...
ავტორითურთ...
მე არა ვარ ევროპელი, მე არა ვარ აზიელი, მე ვარ კავკასიელი...

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 20 ივნ 2009, 16:42

მოკლედ, აღარ მეღირსა ბრიუსელისა და ფაროს ფოტოები და ლისაბონის ფოტოების ნაწილი

ამიტომაც, განვაგრძობ მათ გარეშე, ანუ იმ ფოტოებით რაც მაქვს :D

პრაღის შემდეგ წავედი ბრიუსელში

BRUSSELS

Image

ბრიუსელში სულ ერთი დღით უნდა გავჩერებულიყავი..

როცა ჩემი თვითმფრინავი (რეისის ნომრით OK 0632) დაჯდა ბრიუსელის აეროპორტში და როცა ბარგის მისაღებ დარბაზში ჩემს ჩემოდანს ველოდებოდი, გაირკვა, რომ ბრიუსელის აეროპორტის ბარგის განყოფილების თანამშრომლები თვითმფრინავის დაჯდომამდე 4 წუთით ადრე გაიფიცნენ... გაფიცვის მიზეზი ის იყო, რომ თითოეულ თანამშრომელზე (საუბარია მათზე ვინც ბარგის თვითმფრინავიდან აეროპორტის ბარგების დარბაზამდე ტრანსპორტირებაზე ფიზიკურადაა პასუხისმგებელი) მეტისმეტად ბევრი ბარგი მოდიოდა. გაფიცულები ითხოვდნენ ადამიანური რესურსის გაზრდას.

დარბაზში რამდენიმე ბილიკი იყო (10-ზე მეტი, ზუსტად არ მახსოვს) და საიდანაც წესით ჩემი ბარგი უნდა გამოსულიყო, იქიდან საერთოდ არაფერი ჩანდა... სრული ქაოსი იყო... ჩემოდნები არეულად გამოდიოდა.. სხვადასხვა ბილიკიდან, სხვადასხვა რეისის ბარგი, შერეულად. უცებ თვალი მოვკარი ჩემს ჩემოდანს (:D), მაგრამ იმდენად ბევრი ხალხი იყო და იმდენად დიდი ქაოსი, რომ სანამ იმ ბილიკამდე მივაღწევდი, ჩემმა ჩემოდანმა 2 წრის დარტყმა მოასწრო :D მესამე წრეზე მივუსწარი და ავიღე...

მოკლედ... აღმოჩნდა, რომ ავიაკომპანიების თანამშრომლებს დაუწყიათ ბარგის გადმოზიდვა და სად დებდნენ თვითონაც არ იცოდნენ.. ამიტომაც იყო ყველა ბარგი ერთმანეთში არეული...

ამ ყველაფერმა იმდენად დიდი დრო წაიღო, რომ როგორც კი სახლში მივედი მაშინვე დავიძინე :D

მეორე დღეს, 11 აგვისტოს მთელი დღის განმავლობაში ბრიუსელში უნდა ვყოფილიყავი.. ბევრი რამე არ მინახავს, რადგან ძააააააალიან დიდი დრო დავკარგე ბრიუსელის სიმბოლოს პოვნაში.. ეს ის ბიჭუნაა, რომლის ფოტოც ზემოთ დავდე და რომელსაც თურმე ძებნის დროს 5-ჯერ მაინც ჩავუარე, მაგრამ მე დიდი ქანდაკება მეგონა და ეს კი ისეთი პაწაწინა იყო, რომ მისთვის ყურადღებაც კი არ მიმიქცევია... ე.წ. Manneken Pis ერთ-ერთი შენობის კუთხეშია, ირგვლივ ვარდებიანი (ყოველ შემთხვევაში აგვისტოში) ღობე აკრავს :D

მანეკენ პისის გარდა ვნახე - ბრიუსელის ცენტრში მდებარე მოედანი (Grand Place), სადაც იყო ერთი მაღაზია, სადაც ყიდნენ ბელგიურ შოკოლადს. თვალები აგიჭრელდებოდა, ფანტაზიის იმხელა გაქანებას ნახავდით ამ მაღაზიაში.. გვერდით იყო ღვინის ბარი. სიმართლე გითხრათ ზუსტად ვერ მივხვდი რა ხდებოდა, მაგრამ გამორჩეული ბარი რომ იყო ეს ნათელია, რადგანაც ყველა კლიენტს წინ ედგა 4 ან 5 ღვინის ჭიქა და ყველა ჭიქაში სხვადასხვა ფერის ღვინო ესხა… ფოტოები კი გადავიღე, მაგრამ აბაააა, სადაა?! ბრიუსელის ცენტრალურ მოედანზე ყველაზე თვალწარმტაცი და გრანდიოზული იყო ერთი ორნამენტებიანი და ქონგურებიანი შენობა, რომელიც დღისითაც ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ ღამით – განსაკუთრებით. ღამით შენობა სხვადასხვა ფერად ნათდებოდა და ენით რომ ვერ აღწერ ისეთი ლამაზი იყო!!! ფერები კლასიკური მუსიკის ფონზე იცვლებოდა. ამ სანახაობას ძალიან ბევრი მაყურებელი ყავდა.. ეს შენობა, როგორც იქაურებმა გვითხრეს სასტუმრო იყო (Hotel de Ville), ალბათ ასეც არის…

ასევე ვნახე ერთი შენობა, რომელიც ძალიან ახლოს იყო ამ მოედანთან.. მეფის სასახლეს ეძახიან, თუმცა ახლა მუზეუმია მასში განთავსებული. როგორც გავიგე ამ შენობაში მეფეს არასოდეს უცხოვრია, მაგრამ სახელი საიდან მოდის არ ვიცი, შეიძლება რადგან ასეთი ლამაზია და შეიძლება ითქვას გრანდიოზულიც და რადგან სასახლეს გავს, სახელიც აქედან მოდის..

ზოგადად ბრიუსელის არქიტექტურა ძალიან მომეწონა. ლამაზი შენობები იყო.. თუმცა არქიტექტურა არ არის ერთგვაროვანი. ბევრია თანამედროვე შენობაც.

რამდენად სუფთაცაა დილით ბრიუსელი, იმდენად ბინძურია ღამით. ყველა ქუჩაზე ნაგავია.. ალბათ დასუფთავება სადღაც დილის 3-4 საათზე იწყება, რომ დილისათვის ქალაქი სუფთად გამოიყურებოდეს..

ჰოოო… ერთი ქანდაკება მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო. თითქოს დიდი არაფერი, მაგრამ ჩემზე რათომღაც შტაბეჭდილება მოახდინა. ეს იყო დედოფლის ქანდაკება, რომელიც ღამით ქვაფენილში ჩამაგრებული ციცინათელა ნათურებით იყო განათებული. (სურათები მინდაააააააააააააააააა)…

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 20 ივნ 2009, 17:24

ბრიუსელში ევროტურის შემდეგ ისევ უნდა დავბრუნებულიყავი, რადგანაც თბილისში სწორედ ბრიუსელიდან, პრაღის გავლით უნდა დავბრუნებულიყავი..

რიგით შემდეგი გაჩერება იყო ფარო (პორტუგალია), მაგრამ ბრიუსელის აეროპორტში ისევ გაფიცული იყო ბარგის განყოფილება და ყველა რეისი, რომელიც უნდა განხორციელებული ბრიუსელის აეროპორტიდან გადაამისამართეს ქალაქ ლიეჟის (Liege) ციცქნა აეროპორტში, რომელიც მხოლოდ შიდა რეისებს ახორციელებს.

მგზავრები ბრიუსელის აეროპორტიდან ლიეჟის აეროპორტისკენ ავტობუსებით გადაყავდათ. გზას დაახლოებით 1 საათი დასჭირდა, მაგრამ ჯერ არავინ ვიცოდით წინ რა გველოდა… :D

ლიეჟის აეროპორტს ამდენი ადამიანი ერთად არასოდეს უნახავს. მოსაცდელი დარბაზი სააააააავსე იყო მგზავრებით და ყველა თავის რიგს ელოდა. ფაროს რეისი ეკრანზე, სადაც მომდევნო რეისების ჩამონათვალი იყო, ჯერ არც კი ჩანდა. მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო ზუსტად 8 საათი მოგვიწია (აეროპორტში მისვლიდან) Liege-Faro–ს რეისისთვის რეგისტრაციის დაწყებამდე. ამის შემდეგ კი თვითმფრინავში ჩასხდომამდე კიდევ 40 წუთი. თვითმფრინავი, ჩვენი ჩასხდომიდან 15 წუთში გაფრინდა.. ანუ თითქმის მთელი 9 საათი დაიკარგა.. მაგრამ მაინც სახალისო იყო.. ერთი ოჯახი იყო, რომელიც მართალია სხვა რეისს ელოდებოდა, მაგრამ ჩემთან ახლოს მოუწიათ დაბანაკება და ამ დროის განმავლობაში დავახლოვდით :D ძალიან ლამაზი წყვილი იყო და 2 უსაყვარლესი ბავშვი ყავდათ, რომლებიც 8 საათში ისე მომეჩვივნენ, რომ დაშორებისას გამომეტირნენ კიდეც…

მოკლედ… ასე.. ფაროში საკმაოდ გვიანი იყო, როცა ჩავედით. იქ მასპინძელი და მისი მშობლები გველოდნენ.. სახლში მისვლისთანავე დავიძინე

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 20 ივნ 2009, 18:16

ფარო:

ქალაქი (ან უფრო ზუსტად დაბა) ფარო მდებარეობს პორტუგალიის სამხრეთ ნაწილში. იგი ახლოს არის რია ფორმოსას ბუნებრივ წყალსაცავთან (რომელიც საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავს). ის ნაწილი, რომელიც ფაროს ესაზღვრება საბანაოდაც გამოიყენება და ამის გამო ფაროს საკმაოდ ბევრი ტურისტი სტუმრობს ხოლმე.

მთელი ჩემი ევროტურის განმავლობაში, ფარო იყო ყველაზე ცხელი ადგილი. ტემპერატურა საკმაოდ მაღალი იყო, მაგრამ მასპინძელს სახლის ეზოში უზარმაზარი აუზი ქონდა, ამიტომაც გაგრილება პრობლემას არ წარმოადგენდა... ფაროში ყოფნის დროს სახლიდან თითქმის არ გავსულვართ... სახლიდან ულამაზესი ხედები იშლებოდა სანაპიროსკენ, და მეორე მხარეს მთელი ქალაქისკენ (სურათები მინდააააა..). ლისაბონში გამგზავრებამდე აქ ორიოდე დღე დავრჩით. პორტუგალიელები საკმაოდ სტუმართმოყვარენი აღმოჩნდენ, ამ თვისების გარდა ქართველებთან სხვა მსგავსებებიც აღმოვაჩინე მათში.

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 20 ივნ 2009, 18:28

ფაროდან ლისაბონში მატარებლით გავემგზავრეთ:

LISBOA

Image

ესეც სადგური Lisboa Santa Apolonia

Image

სადგურთან რამდენიმე მეგობარი უნდა შემოგვერთებოდა.. და ჩვენც მათ ველოდით:

მირანდა

Image

ჰერში

Image

ჩვენი პორტუგალიელი მეგობარი (მასპინძელი ფაროში):

Image

სადგურის მიდამოებში იყო:

Image

Image

Image

Image

Image

ლისაბონის სამხედრო მუზეუმი - Museu Militar de Lisboa

ლისაბონის სამხედრო მუზეუმი მდებარეობს ნავსადგურთან ახლოს. მუზეუმში არის საარტილერიო კოლექცია, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდია. მუზეუმში ასევე არის ქვემეხების, ზარბაზნების, ტყვიამფრქვევების, თოფების, პისტოლეტების, ხმლებისა და ხანჯლების ფართო და მრავალფეროვანი გამოფენა. მათ შორიაა ვასკო და გამას ხმალი.

რამდენიმე ოთახში არის გამოფენილი ბრძოლის სცენები ნახატებით და მოზაიკის მაგვარი ხელოვნების ნიმუშებით. მუზეუმში ასევე არის რამდენიმე ოთახი სპეციალურად დათმობილი სხვადასხვა ისტორიული მოვლენისადმი, ან პირისადმი, მაგალითად არის ოთახი ნაპოლეონის დაპყრობებისთვის დათმობილი, ასევე ვასკო და გამას ოთახი და პირველი მსოფლიო ომის ოთახი.

Image

Image

სადგურთან ახლოს არის მდინარე თეგასი (Tagus, პორტუგალიურად გამოითქმის "ტეჟუ"), რომელიც იმდენად განიერია, რომ ზედ ნავსადგურიც კი არის.. მე თავიდან ზღვაც კი მეგონა. სწორედ ამ მდინარის დამსახურებითაა ლისაბონი საპორტო ქალაქი.

მდინარე, განიერის გარდა, არის ძალიან გრძელიც (1038 კმ), რომლის უმეტესი ნაწილი (716 კმ) ესპანეთშია.. 47 კმ - პორტუგალიისა და ესპანეთის საზღვარზე, ხოლო პორტუგალიის ტერიტორიაზე არის 275 კმ.

Image

Image

Image

ეს ფოტო ჩემი გადაღებული არ არის, მაგრამ მინდოდა, რომ თქვენც გენახათ. ვასკო და გამას ხიდი მდინარე თეგასზე:

Image

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 07 თებ 2010, 21:03

უბრალოდ კადრები:

Image

Image

Image

არც კი ვიცი რისი ნახვა გირჩიოთ ლისაბონში.. ლისაბონი მთლიანად უნდა დაათვალიეროთ. მე, პირადად, ძალიან მოვიხიბლე ქალაქით :)

თუმცა რამდენიმე ღირსშესანიშნაობის ნახვას მაინც გირჩევთ:

1. Torre de Belem - წმინდა ვინსენტის კოშკი, იგივე ბელემის კოშკი, რომელიც მე მხოლოდ შორიდან ვნახე, სამწუხაროდ, არადა, როგორც გვითხრეს იქაურებმა, რაღა ეიფელის კოშკი პარიზისთვის, მნიშვნელობით იგივეა ბელემის კოშკი ლისაბონისთვისო :D

Image

2. Santa Engracia - National Pantheon - ეროვნული პანთეონი

ამ ულამაზესი შენობის დასრულებას დაახლოებით 300 წელი დასჭირდა, პანთეონში განთავსებულია ცნობილი ადამიანების საფლავები.

Image

Image

იმ დღეს რაღაც დღესასწაული იყო და ბავშვები მეკობრეების ფორმაში იყვნენ გამოწყობილნი:

Image

Image

ეს კი შიგნით:

Image

Image

Image

ვასკო და გამა:

ვასკო და გამა იყო პორტუგალიელი მკვლევარი (1460 ან 1469 - 1524). იგი იყო ევროპიდან ინდოეთის მიმართულებით წასული პირველი გემების მეთაური. მოგვიანებით მგონი გრაფის ტიტულიც მიიღო.. მისი საფლავი ჯერონიმოს მონასტერშია, რომლის შესახებაც ქვემოთ დავწერ.

Image

ასევე - Afonso de Albuquerque (1453 - 1515) - პორტუგალიელი დიდგვაროვანი, სამხედრო პირი (სამხედრო გენიოსსაც კი ეძახდნენ):

Image

Nuno Alvares Pereira - სამხედრო პირი, 23 წლის ასაკში გახდა მეთაური

Image

Infante Dom Henrque - პორტუგალიელი პრინცი

Image

Luis Vaz de Camoes - პორტუგალიელი პოეტი

Image

Pedro Alvarez Cabral - მეორე საზღვაო მოგზაურობის მეთაური

Image

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 07 თებ 2010, 23:11

მისი დიდი ბაბუა იყო, თუ რაღაც ამდაგვარი :D

Marechal Humberto da Silva Delgado - მარშალი უმბერტო დელგადო

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

ხედები ვერანდიდან, რომელიც მესამე სართულზე გადის:

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 07 თებ 2010, 23:37

ამალია როდრიგესი - პორტუგალიელი მომღერალი, სასწაული ხმის მქონე ადამიანი... პანთეონში მისი სიმღერები იყო ჩართული და ძალიან სასიამოვნო განწყობას ქმნიდა:

Image

Image

გარე ფასადის ერთ-ერთი მომენტი:

Image

ლისაბონის ქუჩებში:

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 08 თებ 2010, 00:01

შემდეგ ავტობუსით წავედით ჰერონიმოს მონასტრის სანახავად

Image

Image

Image

Image

Image
Last edited by MIRANDA on 08 თებ 2010, 00:31, edited 1 time in total.

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 08 თებ 2010, 00:20

Jeronimos Monastery - ულამაზესი მონუმენტი. ერთ-ერთი ულამაზესი არქიტექტურული ნიმუში... შენობა შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ღირსშესანიშნავი ადგილების სიაში.

Image

Image

Image

Image

Image

Image

ვასკო და გამა:
Image

Image

Image

User avatar
MIRANDA
სხარტი
Posts: 2711
Joined: 06 სექ 2007, 11:45
ევროტური

Post by MIRANDA » 08 თებ 2010, 00:29

მონასტერში ჯვრისწერას შევესწარით :)

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]