მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია
User avatar
SHORENA
მაწანწალა
Posts: 345
Joined: 12 ივლ 2007, 18:43
Location: Tbilisi
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by SHORENA » 11 თებ 2009, 18:15

საქმეც მაგაშია, რომ მიშა შეჭამს, გრიშა თუ მეფე აბსოლიტურად სულ ერთია, მთავარია შესაჭმელამდე არ მიუშვა..
გულწრფელად ვიტყვი და ჩემში პირადად პროტესტის გრძნობა გამოიწვია იმან, რომ საპატრიარქოს პატრონაჟით იგეგმება ეს ყველაფერი..
საპატრიარქოს კი დღეს საკმაოდ დიდი ძალა აქვს, რომ პოლიტიკაში სხვაგვარად-უფრო დადებითად ჩაერიოს, ჩვენ ხომ სამარცხვინო ომგამოვლილი ქვეყანა ვართ, სადაც შესაბამისად არავინ არ დასჯილა :roll:
ასევე, თუ საქმე ფინანსებზე მიდგა, მირჩევნია ჩემგან შესაწირის სახით გაღებული თუნდაც 1 თეთრი სხვა უფრო ღვთიურ საქმეს მოხმარდეს ვიდრე ამას.

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by lama » 11 თებ 2009, 18:48

Tamusia
მოკლედ

ერთს ვიტყვი, რომ სამეფო ხელისუფლების აღდგენა (კონსტიტუციური მონაერქიის)

ანაქრონიზმია

და ამიტომაც ეს გაზულუქებული ბაგრატიონები აღარ გვინდა

უაზრობაა ამდენი პრობლემების შემყურე ჩვენი ქვეყნისთვის

და ამიტომ ვუწოდებ მე მათ: "გაზულუქებულებს"

ესაა და ეს

პატრიოტიზმი და კონსერვატიზმი, ასეთი გაუაზრებელი, ჩემთვის მიუღებელია

ჯერ კიდევ ილია გრძნობდა ახალ დროში მეფობის უაზრობას

და თქვენ რა გეცათ????

:D:D:D:D:D: ;)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by ლეონტი » 11 თებ 2009, 19:16

მოდით ხალხო დავტოვოთ მეფე.
მეფე გვინდა , მხოლოდ ზულუქა არა, არა?
საჭიროა, რა მოკლედ ფორმალურად იყოს ვერ დაგვაქცევს.
მიშას აღარ აჯობებს ბოლო ბოლო?
:P
აი ეხლა მივხვდი, მიშას ხმა მიეცით უმრავლესობამ, მეფეს კი უმრავლესობა ეწინააღმდეგება, ესე იგი სწორი და საჭირო ყოფილა მეფე, თორე ხალხი ისევ მიშას მსგავსს აირჩევს ვინცხას და მერე ქვევიდან შეხედავს როგორც მხსნელს.
:P
ქვევრო, როგორია?

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by Tamusia » 11 თებ 2009, 20:05

lama

არ ვიცი, რა მეცა, მაგრამ გადავწყვიტე პენალი დაგირტყა: აბა ერთი შენი ნაცნობები იყვნენ ეგ მეფეები , რას იტყოდი ერთი მაინერესებს. "კაკ მინიმუმ" შენ თავსა და მათ შორის საერთო ნათესავს აღმოაჩენდი და ნეტარების იმ განცდას დაიუფლებდი, რომლის მიხედვითაც მთელი საქართველო ისევ ერთნი ვართ, ნუ ზოგნი მეფეები, ზოგნი არა, მაგრამ მაინც ერთნი.

მაგრამ შენ მე კარგად არ მისმენ: მეფის არსებობაზე არც მე ვგიჟდები.

თუ მაიც და მაინც მაძალებ, მეფე მაწყობს გითხრა როგორი? ჩვეულებრივად, თავისი შრომით მოპოვებული საზრდოთი მაცხოვრებელი, ნიჭიერი, შინაგანად დემოკრატი, თავდაჭერილი, ზომიერად უშუალო, საკუთარ ღირსებათა გამო ავტორიტეტმოპოვებული კაი კაცი, რომელიც თავის ავტორიტეტს საქვეყნო საქმეებს მოახმარს სინამდვილეში. აი ასეთისთვის არც ერის მიერ გაღებული ფინანსები დამენანება, სხვათა შორის, და ისიც გამიხარდება, სამზეოზე ჩანდეს ისეთი, ვიზეც უფლის მადლი გადმოდის მის თვისებათა გამო და ის მადლი ერისთვის სინათლეს იწვევს. გაიგე???
Last edited by Tamusia on 11 თებ 2009, 20:10, edited 1 time in total.
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by lama » 11 თებ 2009, 20:09

Tamusia
და რა შუაშია ნათესავი????

ესე, ჩემი გვარი აზნაურული წარმომავლობისაა და პირველს მე უნდა მაწყობდეს ეს ამბავი

;)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by lama » 11 თებ 2009, 20:10

popins wrote:lama


და რა პონტში ხარ სვანი ა?
ებრალები ხო არ ვართ არა დედის გვარი რო გადადიოდეს შთამომავლობაზე..

ჰოდა წაიკითხე ჩემი სიგნაჩა..შენსას რო წაშლი მერე წავშლი ჩემსას. :roll:
კუმ ფეხი გამოყო - პენალტი დამარტყმევინეთო

თუ როგორაა????

paata

ბატონო ვარდანაულო, თქვენგან გასაგებია ასეთი რეაქცია :)

ხევსური ხარ და მეც სვანი ვარ :) ან არ ვარ :)

:D:D:D:D:D
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by Tamusia » 11 თებ 2009, 20:16

lama

ნათესავი არაფერ შუაშია, უბრალოდ ეგეთი ტიპი ხარ :lol:

არა, ჩემ თვალში კაი ტიპი ხარ და მიხარია რომ გიცნობ, და არც იმას გეტყვი როდესმე, არანაცნობების გაწირვა ნუ იცი ხოლმე-მეთქი :)
Last edited by Tamusia on 11 თებ 2009, 20:40, edited 1 time in total.
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
Gio-horus
იეტი
Posts: 1360
Joined: 18 დეკ 2006, 17:44
Location: El Amarna
Contact:
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by Gio-horus » 11 თებ 2009, 20:39

მოვკვდი სიცილით რა :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: რაზე დაობთ ხალხო.. მეფეზე? :D :D :D
რა მეფე რის მეფე... კვირას დასუფთავების აქციააა
http://www.facebook.com/Giopsyart
http://giohorus.redbubble.com/
Let me stay
Where the wind will whisper to me
Where the raindrops as they're falling tell a story

User avatar
აცაბაცა
იეტი
Posts: 1760
Joined: 27 ივნ 2005, 13:02
Location: ირმის ნახტომი
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by აცაბაცა » 11 თებ 2009, 20:42

Last edited by აცაბაცა on 11 თებ 2009, 21:20, edited 1 time in total.
ჩაისუნთქე! ამოისუნთქე! ჩაისუნთქე! ჩაისუნთქეეეეე!

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by Tamusia » 11 თებ 2009, 20:45

gio-horus

ნერვებს არც ჩვენ ვიწყვეტთ. უბრალოდ კარველებს ერთმანეთი გვიყვარს და შანსს არ ვუშვებთ ხოლმე ერთმანეთს გამოველაპარაკოთ და თანაც საკუთარი ცოდნით თავი მოვაწონოთ. ზოგი კიდე კამათში პრაქტიკასაც გადის რა. (თუ ვინმეს რამე დავაბრალე , მაპატიეთ, ხო?)
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by ARCHILI » 11 თებ 2009, 22:02

SHORENA wrote: 1. საქმეც მაგაშია, რომ მიშა შეჭამს, გრიშა თუ მეფე აბსოლიტურად სულ ერთია, მთავარია შესაჭმელამდე არ მიუშვა..

2. გულწრფელად ვიტყვი და ჩემში პირადად პროტესტის გრძნობა გამოიწვია იმან, რომ საპატრიარქოს პატრონაჟით იგეგმება ეს ყველაფერი..
საპატრიარქოს კი დღეს საკმაოდ დიდი ძალა აქვს, რომ პოლიტიკაში სხვაგვარად-უფრო დადებითად ჩაერიოს. , ჩვენ ხომ სამარცხვინო ომგამოვლილი ქვეყანა ვართ, სადაც შესაბამისად არავინ არ დასჯილა :roll:

3.ასევე, თუ საქმე ფინანსებზე მიდგა, მირჩევნია ჩემგან შესაწირის სახით გაღებული თუნდაც 1 თეთრი სხვა უფრო ღვთიურ საქმეს მოხმარდეს ვიდრე ამას.
შორენა, აბსოულუტურად გეთანხმები და ძალიან საბედნიეროა, რომ ჩვენში მოაზროვნე ხალხი შენი სახით კიდევ არსებობს. ამ პოზიციაში ნამდვილი თანამედროვე სახელმწიფოებრივი ხედვაა...

(1) -შიც, ცხადია, გეთანხმები, რომ მიშა შეჭამს თუ გრიშა, მნიშვნელობა არა აქვს, ოღონდ, თანამედროვე მმართველობის ტიპები (საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო ან ა.შ. ) ყოველთვის უტოვებს მოქალაქეს საშუალებას, რომ არჩევანი გააუმჯობესოს და ხელისუფლებათა ცვალებადობა, ამ მხრივ, აუცილებელი პირობაა სახელმწიფოებრივი განვითარებისათვის... და არა ერთი, თუნდაც სიმბოლური, აბსოლუტურად უღირსი და მუქთახორა მუდმივმოქმედი ხელისუფალი...

(2) აქაც, ცხადია, გეთანხმები და უფრო მეტიც, სამწუხაროც ისაა, რომ საპატრიარქო ძალიან ჩქარი ტემპით მოქმედებს და ე.წ. "კონსტიტუციური მონარქიაც" სხვა არაფერია, თუ არა არასაერო ხელისუფლების ძალადობა, ჯერ სად ვართ, ხვალ და ზეგ ვნახავთ ამ ყველაფერს კიდევ უფრო მძიმე ფორმებში... ვფიქრობ, აუცილებელია საზოგადოება მეტად ჩაერთოს იმაში, რომ ამ პროცესებს საკმარისი წინააღმდეგობა გაუწიოს და არასასურველი კოშმარივით თავის ადგილას დასვას.

კიდევ მეტიც, საპატრიარქოს არ უნდა ჰქონდს უფლება, რომ საზოგადოებრივი პროცესები მართოს, მას უფლება აქვს ურჩიოს, დაარიგოს, მაგრამ არა - მართოს!!!

(3) ნამდვილად ჯობია, რომ ჩვენი ნებით შეწირული თანხა თუ სხვა შესაწირი უფრო ღვთიურ საქმეებს მოხმარდეს, ვიდრე ამ ჯამბაზების კარნავალებს... მაგრამ, აქაც მეტს გეტყვი... ცხადია, მხოლოდ შესაწირებით მილიონები არ გროვდება, რაც ამ ჯამბაზების კარნავალებს დასჭირდება, ამის გამო, საქმე შეიძლება გვქონდეს ბევრად უფრო ცუდ და საშიშ პროცესებთანაც კი...


ჩვენი ხალხი პროპაგანდით დაბოლვას შეჩვეულია, ახლა კი საკუთარ ქვეყანასაც და საკუთარ თავსაც ისეთ ეპოქაში დაბრუნებას უჩალიჩებენ, რომ მერე, მგონი "კომუნისტური ეპოქაც" სანატრელი გახდეს... მთავარი კი იდეოლოგიური უკანსვლაა, თავისუფალი საზოგადოების მონური იდეოოლოგიის პერიოდში დაბრუნების ხელშეწყობა...
Image

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by Tamusia » 11 თებ 2009, 22:29

...
Last edited by Tamusia on 11 თებ 2009, 22:34, edited 1 time in total.
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by ARCHILI » 11 თებ 2009, 22:33

Tamusia wrote:archili

შენ გინდა თქვა, რომ საქართველოს, მთელი იმ ისტორიის მანძილძე, როცა მონარქია იყო, სასულიერო ხელისუფლება ძალადობდა?არა, ეკლესიით ნაკვებ პატივმოყვარეობაზე არც მე ვფიქრობ რამე კარგს, მაგრამ ასეთი მასშტაბის განცხადება სულიერების მტერ კომუნისტებს უფრო შეეფერებათ, ვიდრე სამშობლოს მოყვარულ საღად მოაზროვნეებს
ძალიან მიხარია, რომ შენ მე საღად მოაზროვნე არ გგონივარ :D


თამუნა ... შენ თუ გსმენია რაიმე ეპოქალური კონტექსტუალურობის შესახებ? ვშიშობ, რომ არა...

თუ ამას გაარკვევ, მერე კიდევ შეიძლება რაღაცაზე შენთან მსჯელობა :)

ცნობისათვის, ახლა 2009 წელია...

არა 476
არა 825
არა 1089
არა 1314
არა 1651

და ა.შ.

არამედ 2009

:D

საეკლესიო ღირებულებებს ჩემგან იცავთ? :lol:
Image

User avatar
აცაბაცა
იეტი
Posts: 1760
Joined: 27 ივნ 2005, 13:02
Location: ირმის ნახტომი
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by აცაბაცა » 11 თებ 2009, 22:36

ისა და ხომ არ გვეჩვენება, რომ ძალიან ბევრს ვწიკვინებთ იმაზე რაც არც არასდროს დაბრუნდება!!!! "ცოფიანიძაღლისსახიანისიცილაკი"
ჩაისუნთქე! ამოისუნთქე! ჩაისუნთქე! ჩაისუნთქეეეეე!

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
მუქთახორა მჭამელებს ახალი პარტია - ნიუ მეფეები ემატება?!

Post by ARCHILI » 11 თებ 2009, 22:38

აცაბაცა wrote:ისა და ხომ არ გვეჩვენება, რომ ძალიან ბევრს ვწიკვინებთ იმაზე რაც არც არასდროს დაბრუნდება!!!! "ცოფიანიძაღლისსახიანისიცილაკი"
არა!


პირადად, მე ასე არ მიმაჩნია... ეს მნიშვნელოვანი თემაა... ვინც ასე არ თვლით, მაუსს სხვა თემის გახსნაც შეუძლია...


:wink:
Image

ფორუმი დახურულია
თემა დახურულია

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]