SHORENA wrote: 1. საქმეც მაგაშია, რომ მიშა შეჭამს, გრიშა თუ მეფე აბსოლიტურად სულ ერთია, მთავარია შესაჭმელამდე არ მიუშვა..
2. გულწრფელად ვიტყვი და ჩემში პირადად პროტესტის გრძნობა გამოიწვია იმან, რომ საპატრიარქოს პატრონაჟით იგეგმება ეს ყველაფერი..
საპატრიარქოს კი დღეს საკმაოდ დიდი ძალა აქვს, რომ პოლიტიკაში სხვაგვარად-უფრო დადებითად ჩაერიოს. , ჩვენ ხომ სამარცხვინო ომგამოვლილი ქვეყანა ვართ, სადაც შესაბამისად არავინ არ დასჯილა
3.ასევე, თუ საქმე ფინანსებზე მიდგა, მირჩევნია ჩემგან შესაწირის სახით გაღებული თუნდაც 1 თეთრი სხვა უფრო ღვთიურ საქმეს მოხმარდეს ვიდრე ამას.
შორენა, აბსოულუტურად გეთანხმები და ძალიან საბედნიეროა, რომ ჩვენში მოაზროვნე ხალხი შენი სახით კიდევ არსებობს. ამ პოზიციაში ნამდვილი თანამედროვე სახელმწიფოებრივი ხედვაა...
(1) -შიც, ცხადია, გეთანხმები, რომ მიშა შეჭამს თუ გრიშა, მნიშვნელობა არა აქვს, ოღონდ, თანამედროვე მმართველობის ტიპები (საპრეზიდენტო თუ საპარლამენტო ან ა.შ. ) ყოველთვის უტოვებს მოქალაქეს საშუალებას, რომ არჩევანი გააუმჯობესოს და
ხელისუფლებათა ცვალებადობა, ამ მხრივ, აუცილებელი პირობაა სახელმწიფოებრივი განვითარებისათვის... და არა ერთი, თუნდაც სიმბოლური, აბსოლუტურად უღირსი და მუქთახორა მუდმივმოქმედი ხელისუფალი...
(2) აქაც, ცხადია, გეთანხმები და უფრო მეტიც, სამწუხაროც ისაა, რომ საპატრიარქო ძალიან ჩქარი ტემპით მოქმედებს და ე.წ. "კონსტიტუციური მონარქიაც" სხვა არაფერია, თუ არა არასაერო ხელისუფლების ძალადობა, ჯერ სად ვართ, ხვალ და ზეგ ვნახავთ ამ ყველაფერს კიდევ უფრო მძიმე ფორმებში... ვფიქრობ, აუცილებელია საზოგადოება მეტად ჩაერთოს იმაში, რომ ამ პროცესებს საკმარისი წინააღმდეგობა გაუწიოს და არასასურველი კოშმარივით თავის ადგილას დასვას.
კიდევ მეტიც, საპატრიარქოს არ უნდა ჰქონდს უფლება, რომ საზოგადოებრივი პროცესები მართოს, მას უფლება აქვს ურჩიოს, დაარიგოს, მაგრამ არა - მართოს!!!
(3) ნამდვილად ჯობია, რომ ჩვენი ნებით შეწირული თანხა თუ სხვა შესაწირი უფრო ღვთიურ საქმეებს მოხმარდეს, ვიდრე ამ ჯამბაზების კარნავალებს... მაგრამ, აქაც მეტს გეტყვი... ცხადია, მხოლოდ შესაწირებით მილიონები არ გროვდება, რაც ამ ჯამბაზების კარნავალებს დასჭირდება, ამის გამო, საქმე შეიძლება გვქონდეს ბევრად უფრო ცუდ და საშიშ პროცესებთანაც კი...
ჩვენი ხალხი პროპაგანდით დაბოლვას შეჩვეულია, ახლა კი საკუთარ ქვეყანასაც და საკუთარ თავსაც ისეთ ეპოქაში დაბრუნებას უჩალიჩებენ, რომ მერე, მგონი "კომუნისტური ეპოქაც" სანატრელი გახდეს... მთავარი კი იდეოლოგიური უკანსვლაა, თავისუფალი საზოგადოების მონური იდეოოლოგიის პერიოდში დაბრუნების ხელშეწყობა...